მარტყოფში, ღვთაების მონასტერში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით "ინტერპრესნიუსისთვის" გარკვეული დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც სააგენტომ გაარკვია, მკვლელობას წინ ორ სამოქალაქო პირს შორის მომხდარი დაპირისპირება უძღოდა.
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, არც მოკლული მამაკაცი და არც დაპირისპირებაში მონაწილე მეორე ადამიანი სასულიერო პირი არ არის.
"ისინი კელიაში ცხოვრობდნენ, თუმცა მონასტერში დროებით იმყოფებოდნენ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ინფორმირებულმა პირმა.
შეგახსენებთ, რომ მარტყოფში, ღვთაების მონასტერში მკვლელობა ცოტა ხნის წინ მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა ყელის არეში აღენიშნება. გარდაცვლილი კელიაში ნახეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.