მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
52 წლის ჯულია რობერთსი საცურაო კოსტუმში - მსახიობის ახალმა პაპარაცულმა ფოტოებმა ფანები აღაფრთოვანა
52 წლის ჯულია რობერთსი საცურაო კოსტუმში  - მსახიობის ახალმა პაპარაცულმა ფოტოებმა ფანები აღაფრთოვანა

ოს­კა­რო­სან მსა­ხი­ობ ჯუ­ლია რო­ბერ­თსის ღი­მილ­ზე უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნია შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და ეს მისი სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თია. თუმ­ცა ახლა, როცა უკვე 52 წლი­საა, ის ახერ­ხებს, რომ თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი არა მხო­ლოდ ღი­მი­ლით, არა­მედ სხე­უ­ლის შთამ­ბეჭ­და­ვი ფორ­მე­ბი­თაც გა­ა­ო­ცოს.

სამი შვი­ლის დედა მარ­თლაც ფან­ტას­ტი­კურ ფორ­მა­შია, რა­საც Daily Mail-ის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ახა­ლი პა­პა­რა­ცუ­ლი ფო­ტო­ე­ბიც ადას­ტუ­რე­ბენ. ფო­ტო­ებ­ზე ჯუ­ლია რო­ბერ­თსი სა­ცუ­რაო კოს­ტუმ­შია აღ­ბეჭ­დი­ლი.

რო­გორც გა­მო­ცე­მა წერს, ჯუ­ლია ოჯახ­თან ერ­თად მექ­სი­კა­ში, პუ­ერ­ტო ვა­ლარ­ტა­ში ის­ვე­ნებს, კად­რებ­ზე ჩანს, რომ მსა­ხი­ო­ბი აუ­ზის პი­რას მე­უღ­ლი­სა და შვი­ლე­ბის გა­რე­მოც­ვა­შია და დროს შე­სა­ნიშ­ნა­ვად ატა­რებს, თუმ­ცა პა­პა­რა­ცე­ბი ასეთ დრო­საც არ ტო­ვე­ბენ.

ახალ ფო­ტო­ებ­ზე ჯუ­ლი­ას მუქი ლურ­ჯი სა­ცუ­რაო კოს­ტუ­მი აც­ვია და თა­ვის ასაკ­თან შე­და­რე­ბით გა­ცი­ლე­ბით ახალ­გაზ­რდუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. ჟურ­ნა­ლის­ტებს არ გა­მორ­ჩე­ნი­ათ ჯუ­ლი­ას ტა­ტუც, რო­მე­ლიც მსა­ხი­ობს ზურ­გზე აქვს. Daily Mail წერს, რომ ჯუ­ლი­ას შვი­ლე­ბი­სა და ქმრის სა­ხე­ლე­ბის ინი­ცი­ა­ლე­ბი აქვს ტა­ტუ­ი­რე­ბუ­ლი.

ჯუ­ლია რო­ბერტსი ოპე­რა­ტორ დენი მო­დერ­ზეა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი და სხვა ვარ­სკვლა­ვუ­რი წყვი­ლე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მათი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა უკვე წლე­ბია იდი­ლი­უ­რია. ჯუ­ლი­ამ და დენ­მა ერ­თმა­ნე­თი 2001 წელს, ფილმ "მექ­სი­კე­ლის“ გა­და­ღე­ბის დროს გა­იც­ნეს, 2002 წელს და­ქორ­წინ­დნენ და მას შემ­დეგ ერ­თად არი­ან. 2018 წელს ჯუ­ლი­ამ სა­ჯა­როდ აღი­ა­რა, რომ დენი და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე შე­უყ­ვარ­და.

წყვილს სამი შვი­ლი ჰყავს. 2004 წელს ტყუ­პი - გო­გო­ნა და ბიჭი შე­ე­ძი­ნათ, ხოლო 2007 წელს კი­დევ ერთი ვაჟი გა­ა­ჩი­ნეს.

ჯუ­ლია რო­ბერტსი ქმარ­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
9

ეს სურათი, წინიდან არ წავიდოდა?

ტეკო
0

მე პატივს ვცემ ამ ქალს..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

52 წლის ჯულია რობერთსი საცურაო კოსტუმში - მსახიობის ახალმა პაპარაცულმა ფოტოებმა ფანები აღაფრთოვანა

52 წლის ჯულია რობერთსი საცურაო კოსტუმში  - მსახიობის ახალმა პაპარაცულმა ფოტოებმა ფანები აღაფრთოვანა

ოსკაროსან მსახიობ ჯულია რობერთსის ღიმილზე უამრავი ადამიანია შეყვარებული და ეს მისი სავიზიტო ბარათია. თუმცა ახლა, როცა უკვე 52 წლისაა, ის ახერხებს, რომ თაყვანისმცემლები არა მხოლოდ ღიმილით, არამედ სხეულის შთამბეჭდავი ფორმებითაც გააოცოს.

სამი შვილის დედა მართლაც ფანტასტიკურ ფორმაშია, რასაც Daily Mail-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი პაპარაცული ფოტოებიც ადასტურებენ. ფოტოებზე ჯულია რობერთსი საცურაო კოსტუმშია აღბეჭდილი.

როგორც გამოცემა წერს, ჯულია ოჯახთან ერთად მექსიკაში, პუერტო ვალარტაში ისვენებს, კადრებზე ჩანს, რომ მსახიობი აუზის პირას მეუღლისა და შვილების გარემოცვაშია და დროს შესანიშნავად ატარებს, თუმცა პაპარაცები ასეთ დროსაც არ ტოვებენ.

ახალ ფოტოებზე ჯულიას მუქი ლურჯი საცურაო კოსტუმი აცვია და თავის ასაკთან შედარებით გაცილებით ახალგაზრდულად გამოიყურება. ჟურნალისტებს არ გამორჩენიათ ჯულიას ტატუც, რომელიც მსახიობს ზურგზე აქვს. Daily Mail წერს, რომ ჯულიას შვილებისა და ქმრის სახელების ინიციალები აქვს ტატუირებული.

ჯულია რობერტსი ოპერატორ დენი მოდერზეა დაქორწინებული და სხვა ვარსკვლავური წყვილების ურთიერთობისგან განსხვავებით, მათი თანაცხოვრება უკვე წლებია იდილიურია. ჯულიამ და დენმა ერთმანეთი 2001 წელს, ფილმ "მექსიკელის“ გადაღების დროს გაიცნეს, 2002 წელს დაქორწინდნენ და მას შემდეგ ერთად არიან. 2018 წელს ჯულიამ საჯაროდ აღიარა, რომ დენი დანახვისთანავე შეუყვარდა.

წყვილს სამი შვილი ჰყავს. 2004 წელს ტყუპი - გოგონა და ბიჭი შეეძინათ, ხოლო 2007 წელს კიდევ ერთი ვაჟი გააჩინეს.

ჯულია რობერტსი ქმართან და შვილებთან ერთად

ჯონი დეპს ცოლი სცემდა? - ვარსკვლავური წყვილის გარშემო სკანდალი გრძელდება

Nile Rodgers & Chic-ი „ბლექ სი არენას“ სცენას 18 ივლისს დაიკავებს!

ბრედ პიტისა და რეჯინა კინგის ცეცხლოვანი კოცნა "ოსკარის“ ცერემონიაზე - კადრები, რომლებმაც ინტერნეტი "ააფეთქა“