ავტორი:

ჰონგ-კონგსა და ტოკიოსთან ათასობით ადამიანს საკრუიზო გემების დატოვების უფლებას არ აძლევენ - კარანტინი კორონავირუსის გამო გამოცხადდა

ჰონგ-კონგსა და ტოკიოსთან ათასობით ადამიანს საკრუიზო გემების დატოვების უფლებას არ აძლევენ - კარანტინი კორონავირუსის გამო გამოცხადდა

ამ დროისთვის ჩინეთსა და იაპონიაში კარანტინში ორი საკრუიზო გემი იმყოფება, რომელზეც ათასობით ადამიანია იზოლაციაში მოქცეული.

ერთი გემი, „ბრილიანტის პრინცესა“, ბორტზე 3700 ადამიანით ტოკიოს სამხრეთითაა გაჩერებული. გემზე ინფიცირების წყარო 80 წლის მამაკაცი გახდა, რომელიც ჰონგ-კონგიდან შეუერთდა კრუიზს. მას კორონავირუსის სიმპტომები 25 იანვარს გამოუვლინდა. ამ დროისთვის, კორონავირუსი გემზე სხვა 10 ადამიანსაც დაუდასტურდა. მედიასთან საუბარში მგზავრები აცხადებენ, რომ მათ გემზე ყოფნა მინიმუმ 14 დღის განმავლობაში მოუწევთ.

რაც შეეხება ჰონგ-კონგში გაჩერებულ გემს, მასზე 1800 ადამიანი იმყოფება. გემზე სამედიცინო პერსონალი გამოკვლევებს ატარებს და მისი დატოვების უფლება არავის აქვს. ამ შემთხვევაში უცნობია, რამდენ ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი, თუმცა აქაც აცხადებენ, რომ გემი კარანტინში სავარაუდოდ, რამდენიმე დღის მანძილზე გაჩერდება.

ჩინეთში, კორონავირუსით კიდევ 65 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 492-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ „როიტერსი“ ჩინეთის ეროვნულ ჯანდაცვის კომისიაზე დაყრდნობით იუწყება.

მათივე ინფორმაციით, დაინფიცირებულთა რაოდენობამ 24 324-ს მიაღწია.

არსებული მონაცემებით, დღემდე, ჩინეთის ფარგლებს გარეთ ვირუსით გარდაცვალების 2 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსს ერთი ადამიანი ჰონგ-კონგში, ერთი კი - ფილიპინებში ემსხვერპლა.

ჩინეთის გარდა 27 ქვეყანაში ვირუსით დაინფიცირების 230 შემთხვევაა გამოვლენილი.

ორდღიანი სპეცოპერაცია "გენაცვალე" - სომხეთის პოლიციამ საქართველოს ელჩის მანქანის ძარცვაში ბრალდებული დააკავა

"75%-ს თანმდევი დაავადება ჰქონდა, უმეტესობა მამაკაცია" - როგორია კორონავირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკა და მკურნალობის რა მეთოდს მიაგნეს ტაილანდში

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა ერთ დღეში 64 ადამიანით გაიზარდა