მსოფლიო
პოლიტიკა
Faceამბები

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2019 წელს სასამართლოებში გასაჩივრებული გადაწყვეტილებების უმეტესობა სემეკის სასარგებლოდ დასრულდა
2019 წელს სასამართლოებში გასაჩივრებული გადაწყვეტილებების უმეტესობა სემეკის სასარგებლოდ დასრულდა

სა­სა­მარ­თლო­ებ­ში გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის (სე­მეკ) გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის უმე­ტე­სო­ბა ძა­ლა­ში დარ­ჩა. 2019 წელს სე­მეკ­მა 2013 გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და 53 დად­გე­ნი­ლე­ბა მი­ი­ღო. აქე­დან სხვა­დას­ხვა პი­რის მიერ პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლო­ში გა­სა­ჩივ­რდა კო­მი­სი­ის 95 ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ-სა­მარ­თლებ­რი­ვი აქტი. ჯამ­ში, 2019 წელს სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლო­ებ­მა კო­მი­სი­ის სა­სარ­გებ­ლოდ 81 გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს.

2019 წელს სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ რამ­დე­ნი­მე პრე­ცე­დენ­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, რომ­ლე­ბი­თაც გა­ი­ზი­ა­რა სე­მე­კის სა­მარ­თლებ­რი­ვი მიდ­გო­მა. მათ შო­რის უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს 2019 წლის 14 მარ­ტის Nბს-1534(კ-18) გან­ჩი­ნე­ბა ეხე­ბა სა­და­ვოდ ქცე­უ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მარ­თლზო­მი­ე­რი მფლო­ბე­ლო­ბის სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ინ­ტე­რე­სის შემ­თხვე­ვა­ში სა­და­ვო ფარ­თში მცხოვ­რე­ბი პი­რე­ბის გა­მო­სახ­ლე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე კო­მუ­ნა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის შე­წყვე­ტი­სა და იძუ­ლე­ბის სა­მარ­თლებ­რივ ბერ­კე­ტად ლი­ცენ­ზი­ა­ტის გა­მო­ყე­ნე­ბის და­უშ­ვებ­ლო­ბას, 2019 წლის 28 მარ­ტის Nბს-888 (კ-18) გან­ჩი­ნე­ბა - ე.წ. წი­თელ ხა­ზებ­ში წყა­ლა­რი­ნე­ბის ქსე­ლის - სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო ჭის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბის მიზ­ნით ლი­ცენ­ზი­ა­ტის და­ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, ხოლო 2019 წლის 20 ივ­ნი­სის Nბს-1197(კ-17) გან­ჩი­ნე­ბა - 30 კა­ლენ­და­რულ დღე­ში მოხ­მა­რე­ბუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის დად­გე­ნი­ლი ტა­რი­ფით აღ­რი­ცხვი­სა და სა­ფა­სუ­რის ყო­ველ­თვი­უ­რად გა­დახ­დის მარ­თე­ბუ­ლო­ბას.

სე­მეკ­ში 2019 წელს, სულ, 114 სა­ჯა­რო სხდო­მა გა­ი­მარ­თა, სა­დაც გან­ხი­ლუ­ლი სა­კი­თხე­ბის უმე­ტე­სო­ბა ეხე­ბო­და ელექტრო­ე­ნერ­გი­ის, ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის, სას­მე­ლი წყლის მომ­ხმა­რებ­ლებ­სა და კო­მუ­ნა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის კომ­პა­ნი­ებს შო­რის არ­სე­ბულ და­ვებს. სა­ჯა­რო სხდო­მებ­ზე გან­ხი­ლუ­ლი სა­კი­თხე­ბი­დან 90% მომ­ხმა­რე­ბელ­თა სა­სარ­გებ­ლოდ დაკ­მა­ყო­ფილ­და. ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­მო­წე­რი­ლი თან­ხე­ბის ჯამ­მა 2.5 მი­ლი­ონ ლარს გა­და­ა­ჭარ­ბა. გარ­და ამი­სა, 2019 წელს მომ­სა­ხუ­რე­ბის სხვა­დას­ხვა სტან­დარ­ტის დარ­ღვე­ვის გამო სე­მე­კის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბით კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ მომ­ხმა­რებ­ლებ­ზე, სულ, 841 595 ლა­რის კომ­პენ­სა­ცია გა­ი­ცა. მათ შო­რის, ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კის სექ­ტორ­ში - 111 825 ლარი, ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის სექ­ტორ­ში - 436 795 ლარი, ხოლო წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სექ­ტორ­ში - 292 975 ლარი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

2019 წელს სასამართლოებში გასაჩივრებული გადაწყვეტილებების უმეტესობა სემეკის სასარგებლოდ დასრულდა

2019 წელს სასამართლოებში გასაჩივრებული გადაწყვეტილებების უმეტესობა სემეკის სასარგებლოდ დასრულდა

სასამართლოებში გასაჩივრებული საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებების უმეტესობა ძალაში დარჩა. 2019 წელს სემეკმა 2013 გადაწყვეტილება და 53 დადგენილება მიიღო. აქედან სხვადასხვა პირის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრდა კომისიის 95 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ჯამში, 2019 წელს საერთო სასამართლოებმა კომისიის სასარგებლოდ 81 გადაწყვეტილება მიიღეს.

2019 წელს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ რამდენიმე პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო, რომლებითაც გაიზიარა სემეკის სამართლებრივი მიდგომა. მათ შორის უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 14 მარტის Nბს-1534(კ-18) განჩინება ეხება სადავოდ ქცეული უძრავი ქონების მართლზომიერი მფლობელობის საფუძვლიანი ინტერესის შემთხვევაში სადავო ფართში მცხოვრები პირების გამოსახლების დასრულებამდე კომუნალური მომსახურების შეწყვეტისა და იძულების სამართლებრივ ბერკეტად ლიცენზიატის გამოყენების დაუშვებლობას, 2019 წლის 28 მარტის Nბს-888 (კ-18) განჩინება - ე.წ. წითელ ხაზებში წყალარინების ქსელის - საკანალიზაციო ჭის მოვლა-პატრონობის მიზნით ლიცენზიატის დავალდებულებას, ხოლო 2019 წლის 20 ივნისის Nბს-1197(კ-17) განჩინება - 30 კალენდარულ დღეში მოხმარებული ელექტროენერგიის დადგენილი ტარიფით აღრიცხვისა და საფასურის ყოველთვიურად გადახდის მართებულობას.

სემეკში 2019 წელს, სულ, 114 საჯარო სხდომა გაიმართა, სადაც განხილული საკითხების უმეტესობა ეხებოდა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებულ დავებს. საჯარო სხდომებზე განხილული საკითხებიდან 90% მომხმარებელთა სასარგებლოდ დაკმაყოფილდა. ერთი წლის განმავლობაში ჩამოწერილი თანხების ჯამმა 2.5 მილიონ ლარს გადააჭარბა. გარდა ამისა, 2019 წელს მომსახურების სხვადასხვა სტანდარტის დარღვევის გამო სემეკის გადაწყვეტილებებით კომპანიების მიერ მომხმარებლებზე, სულ, 841 595 ლარის კომპენსაცია გაიცა. მათ შორის, ელექტროენერგეტიკის სექტორში - 111 825 ლარი, ბუნებრივი გაზის სექტორში - 436 795 ლარი, ხოლო წყალმომარაგების სექტორში - 292 975 ლარი.

"რა გავაკეთოთ, კედლები ამოვაშენოთ თუ როგორ მოვიქცეთ, რომ ტროტუარებზე ადამიანებმა თავისუფლად შეძლონ გადაადგილება და ავტომობილები არ შევიდნენ?"

ხმაური პარლამენტთან - სამართალდამცველებსა და სტუდენტებს შორის დაპირისპირება მოხდა

ვინ არის მილიონერ კობა ნაყოფიას ერთადერთი ქალიშვილი - ნატალი ნაყოფიას ფოტოები "ინსტაგრამიდან"