პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლაშა ტალახაძე გიორგი გახარიასთან გადაღებული ფოტოს გამო სკანდალში გაეხვა - "კაია ორი თვალით ცხოვრება ბიჭებო?!"
ლაშა ტალახაძე გიორგი გახარიასთან გადაღებული ფოტოს გამო სკანდალში გაეხვა - "კაია ორი თვალით ცხოვრება ბიჭებო?!"

3 თე­ბერ­ვალს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რია 2019 წლის სა­უ­კე­თე­სო ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნის ტი­ტუ­ლის მფლო­ბე­ლებს შეხ­ვდა - იმ ექვს სპორ­ტსმენს, რომ­ლებ­მაც 2019 წელს ოლიმ­პი­ურ სა­ხე­ო­ბებ­ში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნის მედ­ლე­ბი მო­უ­ტა­ნეს ქვე­ყა­ნას.

ძი­უ­დო­ისტ ლუ­ხუმ ჩხვი­მი­ანს, ძა­ლო­სან ლაშა ტა­ლა­ხა­ძეს, თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლით მო­ჭი­და­ვე ბექა ლომ­თა­ძეს, ბერ­ძნულ-რო­მა­უ­ლი სტი­ლის მო­ჭი­და­ვე ნუგ­ზარ წურ­წუ­მი­ა­სა და მო­ჭი­და­ვე ლაშა გო­ბა­ძეს გა­ხა­რი­ამ სპე­ცი­ა­ლუ­რად მათ­თვის გა­მარ­თულ ვახ­შამ­ზე უმას­პინ­ძლა.

ფოტო, რო­მელ­ზეც პრე­მი­ე­რი სპორ­ტსმე­ნებ­თან ერ­თად არის აღ­ბეჭ­დი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე გავ­რცელ­და და ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ნა­წილ­ში გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა მოჰ­ყვა.

"რაო ბი­ჭე­ბო, გა­ხა­რი­ამ არ­ჩევ­ნე­ბი მო­დი­სო?";

"მო­ახ­ლოვ­და არ­ჩევ­ნე­ბი და და­ი­წყეს კარ­და­კარ წან­წა­ლი";

"ტა­ლა­ხა­ძე ბავ­შვია, სა­ხელ­მწი­ფო ბევრ რა­მეს უკე­თებს და რო­გორც ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბის 99%-ს, არც მას არ გა­აჩ­ნია კრი­ტი­კუ­ლად აზ­როვ­ნე­ბის უნა­რი" - და­წე­რეს კო­მენ­ტა­რებ­ში ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლებ­მა.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კრი­ტი­კა და­იმ­სა­ხუ­რა ძა­ლო­სან­მა ლაშა ტა­ლა­ხა­ძემ, რო­მელ­საც სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტმა, "სირ­ცხვი­ლი­ას" წევ­რმა ზუკა ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე "უზ­ნეო" უწო­და:

"ადა­მი­ა­ნად თუ არ ვარ­გი­ხარ, რა ჯან­და­ბად მინ­და შენი მიღ­წე­ვე­ბი და ჩინ-მედ­ლე­ბი. ბავ­შვებ­მა უნდა შე­მოგ­ხე­დონ, მა­გა­ლი­თი უნდა აი­ღონ, ეგე­თი უზ­ნეო თუ ხარ, მირ­ჩევ­ნია ვე­რა­ფერს მი­აღ­წიო ცხოვ­რე­ბა­ში, რომ მა­ხინ­ჯი გავ­ლე­ნაც ვე­რა­ვი­ზე გქონ­დეს...

მო­ძა­ლა­დის­თვის მი­ჩე­ნი­ლი ად­გი­ლი გა­ცი­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის და მისი მო­მავ­ლის­თვის, ვიდ­რე თუნ­დაც ოლიმ­პი­ა­და­ზე გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნი. თორე, ეგრე სიმ­ძი­მე ჩემი მე­ზო­ბე­ლი კოს­ტას მხრებ­ზე უნდა ნახო, მაგ­რამ რა უნდა შეს­თა­ვა­ზონ, რომ გა­ხა­რი­ას ამო­უდ­გეს გვერ­დში გა­ბად­რუ­ლი?

კა­ში­ას ერთი სუფ­თა ვარ­დნა რომ მირ­ჩევ­ნია ტა­ლა­ხა­ძის ყვე­ლა აქამ­დე დამ­ყა­რე­ბულ თუ აწი და­სამ­ყა­რე­ბელ რე­კორდს, მა­გას მო­გახ­სე­ნებთ. თუ ვინ­მე ვერ აც­ნო­ბი­ე­რებს ამის­თა­ნას რას ვერ­ჩი, იმ გუ­ლი­სამ­რე­ვი ფო­ტოს ქვეშ ნა­თია ლე­თო­დი­ა­ნის მიერ დას­მულ შე­კი­თხვას გა­ვი­მე­ო­რებ: კაია ორი თვა­ლით ცხოვ­რე­ბა ბი­ჭე­ბო?!" - და­წე­რა ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი აქ­ტი­ვის­ტის პოსტს უამ­რა­ვი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, რო­გორც ოპო­ზი­ცი­ის, ისე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და სპორ­ტსმე­ნის მხარ­დამ­ჭე­რე­ბის­გან. ზო­გი­ერ­თმა ახალ­გაზ­რდა აქ­ტი­ვიტს მა­მის, და­ვით ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი წარ­სუ­ლიც გა­უხ­სე­ნა:

"უკაც­რა­ვად, თქვენ რა დამ­სა­ხუ­რე­ბა გაქვთ ქვეყ­ნის და ერის წი­ნა­შე, გარ­და იმი­სა, რომ მსოფ­ლიო სი­ა­მა­ყეს ლან­ძღავთ? ლაშა არის სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი მსოფ­ლი­ო­ში, ყველ­გან სა­დაც ის ყო­ფი­ლა, ჩვე­ნი ჰიმ­ნი აჟ­ღე­რე­ბუ­ლა სი­ა­მა­ყით!!!"

"ზუკა, აბა ჩა­ა­ნა­ლი­ზე რა და­წე­რე... ბიჭო, ვი­საც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი აქვს ყვე­ლა რო გძულთ და გე­ზი­ზღე­ბათ, ეგაა თქვე­ნი პრობ­ლე­მა. სპორ­ტსმენს რო სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პირ­თან ფო­ტოს გამო გა­აკ­რი­ტი­კებ, თან რა სპორ­ტსმენს და რო­გორ წარ­მა­ტე­ბულს. სირ­ცხვი­ლია"

"ეგ მა­მა­შენ­ზე და­წე­რე და ბი­ძა­შენ­ზე, ხე­ლის ჩა­მომ­რთმე­ვი ნა­ცე­ბის და შენს გარ­და რომ აღარ ჰყავთ ქა­ლაქ­ში. რა გი­კე­თე­ბია ცხოვ­რე­ბა­ში, ტა­ლა­ხა­ძის ფრჩხი­ლად ღირ­ხარ?"

"მარ­თლა არ მე­გო­ნა ამ­ხე­ლა ბოღ­მას თუ ატა­რებ­დი ახალ­გაზ­რდა ბიჭი... ხაზ­გას­მუ­ლი უინ­ტე­ლექ­ტო­ბა და სრუ­ლი­ად უად­გი­ლო სი­ძულ­ვი­ლია ტექ­სტში. და­ფიქ­რდი ან იკი­თხე, ვიცი ღირ­სე­უ­ლი მე­გობ­რე­ბი გყავს და აგიხ­სნი­ან იმას, რაც აშ­კა­რად ძა­ლი­ან უცხოა შენ­თვის"

მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვისტს "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე უპა­სუ­ხა ძა­ლო­სან­მა ტა­ლა­ხა­ძემ და სა­კუ­თარ მხარ­დამ­ჭე­რებს მი­მარ­თა:

"ასე­თი მა­გა­რი ბიჭი სად­მე გა­და­გეყ­რე­ბა, დე­დას უტი­რებ, მერე შენი ბრა­ლია, ძა­ლა­დობ ან კუნ­თებ­ზე იყუ­რე­ბიო. მინ­და, მად­ლო­ბა გი­თხრათ მე­გობ­რე­ბო გვერ­დში დგო­მის­თვის. ამას­თან ერ­თად მინ­და გთხო­ვოთ, რომ არ მი­აქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა ასეთ უმა­დურ და გა­ბო­რო­ტე­ბულ ადა­მი­ა­ნებს. მათ სურთ მა­გა­რი ბი­ჭე­ბი გა­მოჩ­ნდენ და პი­ა­რი გა­ი­კე­თონ არა­ჯან­სა­ღი კრი­ტი­კით“ - და­წე­რა ტა­ლა­ხა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 189 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mmm
13

აბა ბუტკის თავზე შემოდებაა კარგი?

9

სიტყვა სკანდალის მნიშვნელობა სულ სხვა რამეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ლაშა ტალახაძე გიორგი გახარიასთან გადაღებული ფოტოს გამო სკანდალში გაეხვა - "კაია ორი თვალით ცხოვრება ბიჭებო?!"

ლაშა ტალახაძე გიორგი გახარიასთან გადაღებული ფოტოს გამო სკანდალში გაეხვა - "კაია ორი თვალით ცხოვრება ბიჭებო?!"

3 თებერვალს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 2019 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენის ტიტულის მფლობელებს შეხვდა - იმ ექვს სპორტსმენს, რომლებმაც 2019 წელს ოლიმპიურ სახეობებში მსოფლიო ჩემპიონის მედლები მოუტანეს ქვეყანას.

ძიუდოისტ ლუხუმ ჩხვიმიანს, ძალოსან ლაშა ტალახაძეს, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ბექა ლომთაძეს, ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე ნუგზარ წურწუმიასა და მოჭიდავე ლაშა გობაძეს გახარიამ სპეციალურად მათთვის გამართულ ვახშამზე უმასპინძლა.

ფოტო, რომელზეც პრემიერი სპორტსმენებთან ერთად არის აღბეჭდილი, საქართველოს მთავრობის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა და ინტერნეტმომხმარებლების ნაწილში გაღიზიანება მოჰყვა.

"რაო ბიჭებო, გახარიამ არჩევნები მოდისო?";

"მოახლოვდა არჩევნები და დაიწყეს კარდაკარ წანწალი";

"ტალახაძე ბავშვია, სახელმწიფო ბევრ რამეს უკეთებს და როგორც ქართველი სპორტსმენების 99%-ს, არც მას არ გააჩნია კრიტიკულად აზროვნების უნარი" - დაწერეს კომენტარებში ინტერნეტმომხმარებლებმა.

განსაკუთრებული კრიტიკა დაიმსახურა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ, რომელსაც სამოქალაქო აქტივისტმა, "სირცხვილიას" წევრმა ზუკა ბერძენიშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე "უზნეო" უწოდა:

"ადამიანად თუ არ ვარგიხარ, რა ჯანდაბად მინდა შენი მიღწევები და ჩინ-მედლები. ბავშვებმა უნდა შემოგხედონ, მაგალითი უნდა აიღონ, ეგეთი უზნეო თუ ხარ, მირჩევნია ვერაფერს მიაღწიო ცხოვრებაში, რომ მახინჯი გავლენაც ვერავიზე გქონდეს...

მოძალადისთვის მიჩენილი ადგილი გაცილებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის, ვიდრე თუნდაც ოლიმპიადაზე გაჟღერებული საქართველოს ჰიმნი. თორე, ეგრე სიმძიმე ჩემი მეზობელი კოსტას მხრებზე უნდა ნახო, მაგრამ რა უნდა შესთავაზონ, რომ გახარიას ამოუდგეს გვერდში გაბადრული?

კაშიას ერთი სუფთა ვარდნა რომ მირჩევნია ტალახაძის ყველა აქამდე დამყარებულ თუ აწი დასამყარებელ რეკორდს, მაგას მოგახსენებთ. თუ ვინმე ვერ აცნობიერებს ამისთანას რას ვერჩი, იმ გულისამრევი ფოტოს ქვეშ ნათია ლეთოდიანის მიერ დასმულ შეკითხვას გავიმეორებ: კაია ორი თვალით ცხოვრება ბიჭებო?!" - დაწერა ბერძენიშვილმა.

ოპოზიციონერი აქტივისტის პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების და სპორტსმენის მხარდამჭერებისგან. ზოგიერთმა ახალგაზრდა აქტივიტს მამის, დავით ბერძენიშვილის პოლიტიკური წარსულიც გაუხსენა:

"უკაცრავად, თქვენ რა დამსახურება გაქვთ ქვეყნის და ერის წინაშე, გარდა იმისა, რომ მსოფლიო სიამაყეს ლანძღავთ? ლაშა არის საქართველოს ელჩი მსოფლიოში, ყველგან სადაც ის ყოფილა, ჩვენი ჰიმნი აჟღერებულა სიამაყით!!!"

"ზუკა, აბა ჩაანალიზე რა დაწერე... ბიჭო, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს ყველა რო გძულთ და გეზიზღებათ, ეგაა თქვენი პრობლემა. სპორტსმენს რო სახელისუფლებო პირთან ფოტოს გამო გააკრიტიკებ, თან რა სპორტსმენს და როგორ წარმატებულს. სირცხვილია"

"ეგ მამაშენზე დაწერე და ბიძაშენზე, ხელის ჩამომრთმევი ნაცების და შენს გარდა რომ აღარ ჰყავთ ქალაქში. რა გიკეთებია ცხოვრებაში, ტალახაძის ფრჩხილად ღირხარ?"

"მართლა არ მეგონა ამხელა ბოღმას თუ ატარებდი ახალგაზრდა ბიჭი... ხაზგასმული უინტელექტობა და სრულიად უადგილო სიძულვილია ტექსტში. დაფიქრდი ან იკითხე, ვიცი ღირსეული მეგობრები გყავს და აგიხსნიან იმას, რაც აშკარად ძალიან უცხოა შენთვის"

მოგვიანებით სამოქალაქო აქტივისტს "ფეისბუქის" პირად გვერდზე უპასუხა ძალოსანმა ტალახაძემ და საკუთარ მხარდამჭერებს მიმართა:

"ასეთი მაგარი ბიჭი სადმე გადაგეყრება, დედას უტირებ, მერე შენი ბრალია, ძალადობ ან კუნთებზე იყურებიო. მინდა, მადლობა გითხრათ მეგობრებო გვერდში დგომისთვის. ამასთან ერთად მინდა გთხოვოთ, რომ არ მიაქციოთ ყურადღება ასეთ უმადურ და გაბოროტებულ ადამიანებს. მათ სურთ მაგარი ბიჭები გამოჩნდენ და პიარი გაიკეთონ არაჯანსაღი კრიტიკით“ - დაწერა ტალახაძემ.

"იიიი ასტრაზენეკა არ გვინდა, ფაიზერი მხოლოდ... ეს გვინდაააა? 2 კვირა და ისევ იქ ვართ, საიდანაც გამოვძვერით" - სოციალურ ქსელში წვეულების ამსახველი კადრები ვრცელდება

"არ ვიცი პანიკას ავყევი და ამიტომ გამიჭირდა, თუ მართლა საზიზღარი ვირუსია... გაფრენის პირას ვარ" - რას წერს ინფიცირებული ნუკი კოშკელიშვლი კლინიკიდან?

"ბავშვის მამა ცოლს ეჩხუბებოდა, რაებს ყვებით პოლიციასთანო... შეეშინდა მოძალადის" - ბაია პატარაია 9 წლის გოგონაზე სავარაუდო ძალადობის ფაქტს ეხმაურება