კობი-გუდაურის გზაზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
არსებული ინფორმაციით, ზვავის ჩამოწოლის შედეგად ავტომობილი ხევში გადავრდა, რომელშიც სამი მგზავრი იმყოფებოდა. ერთი მგზავრი უვნებლად არის ამოყვანილი, ერთს ქვედა კიდური აქვს დაზიანებული და მისი ამოყვანის პროცესი მიმდინარეობს.
როგორც შსს-ში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რომელიც გულიხსმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.