უცხოური უნივერსიტეტებიდან ქართულ უნივერსიტეტებში მობილობის მსურველი სტუდენტები პარლამენტთან აქციას მართავენ. ისინი ტერიტორიაზე კარვების გაშლას გეგმავდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს, რა დროსაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.პოლიციამ კარვები ტერიტორიიდან გაიტანა.
სტუდენტები განათლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.აქციის მონაწილეები სკანდირებენ სიტყვებს: “არა რეგულაციას”.
“არ ვაპირებთ აქედან წასვლას. ხვალ, სავარაუდოდ, არცერთი არ გავალთ გამოცდაზე. ვცადეთ კარვების გაშლა, გამოგვყარეს იქიდან, გვითხრეს რომ შეგიძლიათ უკანა მხარეს გაშალოთო,აქეთ წამოვედით, მაგრამ კარვები წაგვართვეს, თავის მანქანებში შეტენეს და წაიღეს”,- განაცხადა აქციის მონაწილე ლანა ახალაძემ.
ცნობისთვის, აქციის მონაწილეები უნარების გამოცდის გაუქმებას ითხოვენ, რომელიც მათ ქართულ უნივერსიტეტებში მობილობისთვის სჭირდებათ.