სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვები არ შიმშილობენ... თუ ვინმე შიმშილობს, ე.ი ოპოზიციამ აშიმშილა" - "ოცნების" დეპუტატი
"ბავშვები არ შიმშილობენ... თუ ვინმე შიმშილობს, ე.ი ოპოზიციამ აშიმშილა" - "ოცნების" დეპუტატი

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რის რე­ვაზ არ­ვე­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მში­ე­რი ბავ­შვე­ბი არ არი­ან.

ამის შე­სა­ხებ დე­პუ­ტატ­მა "მთა­ვა­რი არ­ხის" ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვის პა­სუ­ხად გა­ნა­ცხა­და:

"ბავ­შვე­ბი არ შიმ­ში­ლო­ბენ სა­ერ­თოდ. მე ვერ ვი­ჯე­რებ მა­გას. თუ ვინ­მე შიმ­ში­ლობს, ე.ი ოპო­ზი­ცი­ამ აშიმ­ში­ლა ძვე­ლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი. ეს ძვე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბია და იწყე­ბა 204 წლი­დან" - გა­ნა­ცხა­და "ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტატ­მა ჟურ­ნა­ლის­ტის იმ რეპ­ლი­კის პა­სუ­ხად, რომ UNICEF-ის 2017 წლის კვლე­ვის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ვე­ლი მე­ხუ­თე ბავ­შვი შიმ­ში­ლობს.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა „ლელო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ლი­დერ­მა მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა და აღ­ნიშ­ნა, რომ დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში 77 000 ბავ­შვი შიმ­ში­ლობს და მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ ეს პრობ­ლე­მა ვერ მო­აგ­ვა­რა.

ამ გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა პარ­ლა­მენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლურ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე დი­მიტ­რი ხუნ­და­ძე და აღ­ნიშ­ნა, რომ ბავ­შვთა სი­ღა­რი­ბე პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს მაგ­რამ არა ისე, რომ ქვე­ყა­ნა­ში 77 ათა­სი ბავ­შვი შიმ­ში­ლობ­დეს.

"2017 წლის შემ­დეგ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კვლე­ვა არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა, არა­და, ბოლო პე­რი­ოდ­ში ბევ­რი მა­ნამ­დე არარ­სე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და და იმე­დი მაქვს, რომ რე­ა­ლუ­რი სუ­რა­თი დღეს უკვე სხვა იქ­ნე­ბა. სხვა­დას­ხვა პროგ­რა­მებ­თან ერ­თად და­მა­ტე­ბით ამოქ­მედ­და შო­ბა­დო­ბის წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც რე­გი­ო­ნებ­ში გუ­ლის­ხმობს ყო­ვე­ლი მე­სა­მე და შემ­დგო­მი ბავ­შვი­სათ­ვის ყო­ველ­თვი­ურ დახ­მა­რე­ბას ბარ­ში 150 ლა­რის, ხოლო მთა­ში 200 ლა­რის ოდე­ნო­ბით, სა­ნამ ბავ­შვი არ გახ­დე­ბა 2 წლის. პა­რა­ლე­ლუ­რად ამი­სა მოქ­მე­დებს მთის სტა­ტუ­სის მქო­ნე და­სახ­ლე­ბებ­ში და­მა­ტე­ბით I და II ბავ­შვზე ყო­ველ­თვი­უ­რი დახ­მა­რე­ბა.

სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ბავ­შვი­ა­ნი ოჯა­ხე­ბის­თვის გარ­და სო­ცი­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რი­სა, და­მა­ტე­ბით გა­ი­ცე­მა თი­თო­ე­ულ ბავ­შვზე 50 ლა­რამ­დე დახ­მა­რე­ბა, რო­მელ­საც 137 000 ბავ­შვზე მეტი ღე­ბუ­ლობს. ოთხი და მეტშ­ვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხე­ბი­სათ­ვის მოქ­მე­დებს ელექტრო­ე­ნეგ­რი­ის სუბ­სი­დი­რე­ბის პროგ­რა­მა, პა­რა­ლე­ლუ­რად მოქ­მე­დებს კრი­ზი­სუ­ლი ბავ­შვი­ა­ნი ოჯა­ხე­ბის დახ­მა­რე­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პრობ­ლე­მა მა­ინც პრობ­ლე­მად რჩე­ბა, გირ­ჩევ­დით პო­ლი­ტი­კუ­რი ვაჭ­რო­ბი­სათ­ვის არ გა­მო­ი­ყე­ნოთ სო­ცი­ა­ლუ­რი თე­მა­ტი­კა, მი­თუ­მე­ტეს ბავ­შვე­ბი" - აღ­ნიშ­ნა ხუნ­და­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 43 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
****
3

ნუ არველაძეებს და მის საძმაკაცოს რათქმაუნდა არ ჯერა ბავშვი კი არა სარეთოდ თუ შიმშილობს ვინმე ქვეყანაში,იმედი მაქვს მალე დაინახავთ რეალობას და კუდითქვას გასროლინებთ ქართველი ხალხი,დიდი იმედი მაქვს!

ჰმ
2

თქვენ არ დაიბრალოთ არაფერიდა და ოპოზიციას აბრალეთ აგერ უკვე ცხრა წელია ყველაფერი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"ბავშვები არ შიმშილობენ... თუ ვინმე შიმშილობს, ე.ი ოპოზიციამ აშიმშილა" - "ოცნების" დეპუტატი

"ბავშვები არ შიმშილობენ... თუ ვინმე შიმშილობს, ე.ი ოპოზიციამ აშიმშილა" - "ოცნების" დეპუტატი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რევაზ არველაძის განცხადებით, საქართველოში მშიერი ბავშვები არ არიან.

ამის შესახებ დეპუტატმა "მთავარი არხის" ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა:

"ბავშვები არ შიმშილობენ საერთოდ. მე ვერ ვიჯერებ მაგას. თუ ვინმე შიმშილობს, ე.ი ოპოზიციამ აშიმშილა ძველიდან მოყოლებული. ეს ძველი მონაცემებია და იწყება 204 წლიდან" - განაცხადა "ოცნების" დეპუტატმა ჟურნალისტის იმ რეპლიკის პასუხად, რომ UNICEF-ის 2017 წლის კვლევის თანახმად, საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს.

რამდენიმე დღის წინ, პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოში 77 000 ბავშვი შიმშილობს და მმართველმა პარტიამ ეს პრობლემა ვერ მოაგვარა.

ამ განცხადებას გამოეხმაურა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე და აღნიშნა, რომ ბავშვთა სიღარიბე პრობლემას წარმოადგენს მაგრამ არა ისე, რომ ქვეყანაში 77 ათასი ბავშვი შიმშილობდეს.

"2017 წლის შემდეგ ამ მიმართულებით კვლევა არ ჩატარებულა, არადა, ბოლო პერიოდში ბევრი მანამდე არარსებული აქტივობა განხორციელდა და იმედი მაქვს, რომ რეალური სურათი დღეს უკვე სხვა იქნება. სხვადასხვა პროგრამებთან ერთად დამატებით ამოქმედდა შობადობის წამახალისებელი პროგრამა, რომელიც რეგიონებში გულისხმობს ყოველი მესამე და შემდგომი ბავშვისათვის ყოველთვიურ დახმარებას ბარში 150 ლარის, ხოლო მთაში 200 ლარის ოდენობით, სანამ ბავშვი არ გახდება 2 წლის. პარალელურად ამისა მოქმედებს მთის სტატუსის მქონე დასახლებებში დამატებით I და II ბავშვზე ყოველთვიური დახმარება.

სოციალურად დაუცველი ბავშვიანი ოჯახებისთვის გარდა სოციალური მხარდაჭერისა, დამატებით გაიცემა თითოეულ ბავშვზე 50 ლარამდე დახმარება, რომელსაც 137 000 ბავშვზე მეტი ღებულობს. ოთხი და მეტშვილიანი ოჯახებისათვის მოქმედებს ელექტროენეგრიის სუბსიდირების პროგრამა, პარალელურად მოქმედებს კრიზისული ბავშვიანი ოჯახების დახმარება.

მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა მაინც პრობლემად რჩება, გირჩევდით პოლიტიკური ვაჭრობისათვის არ გამოიყენოთ სოციალური თემატიკა, მითუმეტეს ბავშვები" - აღნიშნა ხუნდაძემ.

LIVE: "360 გრადუსი" - გიორგი მარგველაშვლი

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

"ხელისუფლებამ საჯარო სამსახურის წარმომადგენლებისთვის დაიბარა, თუ სააღდგომო წირვაზე წახვალთ, სამსახურებს დაკარგავთო - ვნახოთ, ვინ რას დაკარგავს"