პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი დეტალები ბაღდათში მომხდარ ხანძარზე - გარდაცვლილია ორსული ქალი 4 შვილთან ერთად, ასევე ოჯახის ახლობელი
ახალი დეტალები ბაღდათში მომხდარ ხანძარზე - გარდაცვლილია ორსული ქალი 4 შვილთან ერთად, ასევე ოჯახის ახლობელი

ბაღ­დათ­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. და­ზუს­ტე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წე­რეთ­ლის ქუ­ჩა­ზე ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში მომ­ხდარ ხან­ძარს ექ­ვსი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ღუ­პუ­ლია გორ­გო­ძე­ე­ბის ოჯა­ხის ხუთი წევ­რი - ახალ­გაზ­რდა ორ­სუ­ლი ქალი და მისი ოთხი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი, მათ­თან ერ­თად და­ღუ­პუ­ლია კი­დევ ერთი ქალი, რო­მე­ლიც ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი იყო.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ტო­ვე­ბულ სახ­ლში 7-სუ­ლი­ა­ნი, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხი თვით­ნე­ბუ­რად იყო შე­სახ­ლე­ბუ­ლი. უც­ნო­ბია, რა გახ­და ცე­ცხლის გა­ჩე­ნის მი­ზე­ზი. თით­ქმის სრუ­ლა­დაა დამ­წვა­რი ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი, რო­მე­ლიც ხის იყო და ძა­ლი­ან სწრა­ფად მო­ე­კი­და ცე­ცხლი.

შემ­თხვე­ვის დროს სახ­ლში არ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ხან­ძრის დროს და­ღუ­პუ­ლი ბავ­შვე­ბის მამა და ბე­ბია. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­ღა­ზი­ი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ბე­ბია ხან­ძარს შე­ეს­წრო, თუმ­ცა ცე­ცხლი იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, ვერ­ცერ­თის გა­მოყ­ვა­ნა ვერ შეძ­ლო ხან­ძრი­დან.

მე­ზობ­ლე­ბის თქმით, ბავ­შვე­ბის მა­მამ ცოლ-შვი­ლი სახ­ლში და­ძი­ნე­ბუ­ლი და­ტო­ვა, დაბ­რუ­ნე­ბულს კი ეს შემ­ზა­რა­ვი ტრა­გე­დია დახ­ვდა.

ხან­ძრის ად­გილ­ზე 25 მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი მუ­შა­ობ­და. და­ღუ­პუ­ლე­ბის ცხედ­რე­ბი ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს.

გორ­გო­ძე­ე­ბის უკი­დუ­რე­სი გა­ჭირ­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას რამ­დე­ნი­მე თვის წინ ავ­რცე­ლებ­და "ჩერ­ნო­ვეც­კის ფონ­დი" და მათი დახ­მა­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დებ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას. მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დე­დის ნარ­გი­ზა გორ­გო­ძე-გვე­ლე­სი­ა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას და მის მე­უღ­ლეს არ გა­აჩ­ნდათ არა­ნა­ი­რი პრო­ფე­სია, ამი­ტომ სამ­სა­ხურ­საც ვერ შო­უ­ლობ­დნენ.

"თუ გა­მოჩ­ნდა რა­ი­მე ერთჯე­რა­დი სა­მუ­შაო, ჩემი ქმა­რი არ უშ­ვებს შანს ხე­ლი­დან, რომ რო­გორ­მე მცი­რე­ო­დე­ნი თან­ხა მა­ინც შე­მო­ი­ტა­ნოს ოჯახ­ში. ჩვე­ნი შე­მო­სა­ვა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი შემ­წე­ო­ბის თან­ხაა, რომ­ლის ლო­მის წილი პრო­დუქ­ტებ­ზე მი­დის. ზამ­თარ­ში შე­შის ყიდ­ვაც გვი­წევს, რაც ძა­ლი­ან ძვი­რია ჩვენ­თვის" - ამ­ბობ­და ინ­ტერ­ვი­უ­ში ნარ­გი­ზა გორ­გო­ძე, რო­მე­ლიც შვი­ლებ­თან ერ­თად ხან­ძარს ემსხვერ­პლა.

ბაღ­და­თის მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოჯახს ფარ­თი ჰქონ­და გა­მო­ყო­ფი­ლი მე­რი­ის­გან, სა­დაც ცხოვ­რობ­დნენ, თუმ­ცა მათ­თვის უც­ნო­ბია, რა­ტომ შე­სახ­ლდნენ ისი­ნი მი­ტო­ვე­ბულ სახ­ლში თვით­ნე­ბუ­რად.

მკითხველის კომენტარები / 55 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოხ
9

პროფესია თუ გაქვს ხო გარანტირებული გაქვს სამსახური

ნიკა
0

ვეღარ ვუძლებ... პატარა ანგელოზები გაფრინდნენ ამ უსამართლო ქვეყნიდან..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

ახალი დეტალები ბაღდათში მომხდარ ხანძარზე - გარდაცვლილია ორსული ქალი 4 შვილთან ერთად, ასევე ოჯახის ახლობელი

ახალი დეტალები ბაღდათში მომხდარ ხანძარზე - გარდაცვლილია ორსული ქალი 4 შვილთან ერთად, ასევე ოჯახის ახლობელი

ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. დაზუსტებული ინფორმაციით, წერეთლის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მომხდარ ხანძარს ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, დაღუპულია გორგოძეების ოჯახის ხუთი წევრი - ახალგაზრდა ორსული ქალი და მისი ოთხი მცირეწლოვანი შვილი, მათთან ერთად დაღუპულია კიდევ ერთი ქალი, რომელიც ოჯახის ახლობელი იყო.

ადგილობრივების ინფორმაციით, მიტოვებულ სახლში 7-სულიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახი თვითნებურად იყო შესახლებული. უცნობია, რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი. თითქმის სრულადაა დამწვარი ორსართულიანი სახლი, რომელიც ხის იყო და ძალიან სწრაფად მოეკიდა ცეცხლი.

შემთხვევის დროს სახლში არ იმყოფებოდნენ ხანძრის დროს დაღუპული ბავშვების მამა და ბებია. ადგილობრივების ინფორმაციით, მაღაზიიდან დაბრუნებული ბებია ხანძარს შეესწრო, თუმცა ცეცხლი იმდენად ძლიერი იყო, ვერცერთის გამოყვანა ვერ შეძლო ხანძრიდან.

მეზობლების თქმით, ბავშვების მამამ ცოლ-შვილი სახლში დაძინებული დატოვა, დაბრუნებულს კი ეს შემზარავი ტრაგედია დახვდა.

ხანძრის ადგილზე 25 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. დაღუპულების ცხედრები ექსპერტიზაზე გადაიყვანეს.

გორგოძეების უკიდურესი გაჭირვების შესახებ ინფორმაციას რამდენიმე თვის წინ ავრცელებდა "ჩერნოვეცკის ფონდი" და მათი დახმარებისკენ მოუწოდებდა საზოგადოებას. მრავალშვილიანი დედის ნარგიზა გორგოძე-გველესიანის ინფორმაციით, მას და მის მეუღლეს არ გააჩნდათ არანაირი პროფესია, ამიტომ სამსახურსაც ვერ შოულობდნენ.

"თუ გამოჩნდა რაიმე ერთჯერადი სამუშაო, ჩემი ქმარი არ უშვებს შანს ხელიდან, რომ როგორმე მცირეოდენი თანხა მაინც შემოიტანოს ოჯახში. ჩვენი შემოსავალი სოციალური შემწეობის თანხაა, რომლის ლომის წილი პროდუქტებზე მიდის. ზამთარში შეშის ყიდვაც გვიწევს, რაც ძალიან ძვირია ჩვენთვის" - ამბობდა ინტერვიუში ნარგიზა გორგოძე, რომელიც შვილებთან ერთად ხანძარს ემსხვერპლა.

ბაღდათის მერიის ინფორმაციით, ოჯახს ფართი ჰქონდა გამოყოფილი მერიისგან, სადაც ცხოვრობდნენ, თუმცა მათთვის უცნობია, რატომ შესახლდნენ ისინი მიტოვებულ სახლში თვითნებურად.

მესტიაში, თეთნულდზე უკრაინელ ტურისტს ეძებენ

ჯავახეთის ქუჩაზე სავარაუდოდ, ყოფილმა ქმარმა ახალგაზრდა ქალი დანით დაჭრა

ქუთაისში, სავარაუდოდ, ვირუსული ინფექციით 5 თვის ორსული გარდაიცვალა