მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინფექციურში ჩინეთიდან ჩამოსული 29 წლის მამაკაცი შეიყვანეს - მას აეროპორტში ტემპერატურა დაუფიქსირდა
ინფექციურში ჩინეთიდან ჩამოსული 29 წლის მამაკაცი შეიყვანეს - მას აეროპორტში ტემპერატურა დაუფიქსირდა

ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი შე­იყ­ვა­ნეს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩი­ნე­თი­დან დო­ჰას გავ­ლით შე­მო­ვი­და. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, გა­ნუ­ცხა­დეს 29 წლის მა­მა­კაცს ტემ­პე­რა­ტუ­რა 37.3 გრა­დუ­სი და­უ­ფიქ­სირ­და.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სიმპტო­მე­ბი არ ნიშ­ნავს იმას, რომ პა­ცი­ენტს კო­რო­ნა­ვირუ­სი აქვს და მისი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნა უკავ­შირ­დე­ბა იმას, რომ ჩი­ნე­თი­დან ჩა­მო­ვი­და. კლი­ნი­კა­ში, მსგავს შემ­თხვე­ვა­ში პა­ცი­ენ­ტის გა­დაყ­ვა­ნას პრო­ტო­კო­ლი ით­ვა­ლის­წი­ნებს და პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით ხდე­ბა.

თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაცს "გარ­და იმი­სა, რომ ჩი­ნეთ­შია ნამ­ყო­ფი, ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის სხვა კლი­ნი­კუ­რი ნი­შა­ნი არ აქვს“.

რო­გორც ცერ­ცვა­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, სა­ვა­რა­უ­დოა, რომ ამ მა­მა­კაცს და ინ­ფექ­ცი­ურ­ში მო­თავ­სე­ბულ კი­დევ ორ პა­ცი­ენტს კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი ინ­ფექ­ცია არ ექ­ნე­ბათ.

„ეს პა­ცი­ენ­ტი, 29 წლის მა­მა­კა­ცი, მუ­შა­ობ­და ქა­ლაქ გუ­ან­ჯო­უ­ში, ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. ჰქონ­და ტემ­პე­რა­ტუ­რის მო­მა­ტე­ბა, მაგ­რამ არა 38-ზე მეტი, ნაკ­ლე­ბი ჰქონ­და, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­ინც მოგ­ვმარ­თა და ეს კარ­გია, რომ ასე­თი სი­ფხიზ­ლე და ყუ­რა­დღე­ბაა. გარ­და იმი­სა, რომ ის ჩი­ნეთ­შია ნამ­ყო­ფი, სხვა არა­ვი­თა­რი კლი­ნი­კუ­რი ნი­შა­ნი ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის ნი­შა­ნი არ აქვს. ის იმ­ყო­ფე­ბა ჩვენ­თან დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ და ვფიქ­რობთ, რომ მას არ და­უ­დას­ტურ­დე­ბა ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფექ­ცია.

ინ­ფორ­მა­ცია გვაქვს, რომ ხვალ, მაქ­სი­მუმ ზეგ ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რია მი­ი­ღებს ტესტს და უკვე ად­გილ­ზე იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი, ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფექ­ცი­ის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა და ჩვენ ავუ­ღებთ მა­სა­ლას ამ მა­მა­კაცს, ისე­ვე რო­გორც კი­დევ ორ პა­ცი­ენტს, რო­მე­ლიც ჩვენ­თან წვა­ნან და რო­მელ­თაც არ ჩა­ტა­რე­ბი­ათ ეს გა­მოკ­ვლე­ვა, მაგ­რამ, სა­ვა­რა­უ­დოდ, არ­ცერთ მათ­განს არ ექ­ნე­ბა ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი ინ­ფექ­ცია, იმი­ტომ რომ კლი­ნი­კუ­რი ნიშ­ნე­ბი მათ არ აქვთ. ერ­თა­დერ­თი სა­ეჭ­ვო მო­მენ­ტი არის ის, რომ ყვე­ლა მათ­გა­ნი ნამ­ყო­ფია ჩი­ნეთ­ში. მეტი არა­ფე­რი“,- გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ.

მან ასე­ვე ისა­უბ­რა 32 წლის ქა­ლის შე­სა­ხებ, რო­მე­ლის ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლაც რო­ტერ­დამ­შია გა­დაგ­ზავ­ნი­ლი. თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხვალ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი აქვს თუ არა ქალს კო­რო­ნა­ვირუ­სი.

„32 წლის ქალ­ბა­ტო­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და ქა­ლაქ უხან­ში. მის­გან აღე­ბუ­ლი მა­სა­ლა გაგ­ზავ­ნი­ლია რო­ტერ­დამ­ში, ჰო­ლან­დი­ა­ში და ხვალ ვე­ლო­დე­ბით პა­სუხს რო­ტერ­და­მი­დან. ხვალ გახ­დე­ბა სა­ბო­ლოო პა­სუ­ხი ცნო­ბი­ლი, ამ ქალ­ბა­ტონს აქვს თუ არა ვირუ­სი. კლი­ნი­კუ­რი ნიშ­ნე­ბით, ეს ქალ­ბა­ტო­ბი კარ­გად გრძნობს თავს. ტემ­პე­რა­ტუ­რა არ აქვს, პლევ­მო­ნი­აც არ აქვს და ჩვე­ნი ვა­რა­უ­დით, არც მას არ უნდა ჰქონ­დეს ეს ინ­ფექ­ცია“,- გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზაალი
9

მემგონი განგებ ჩალიჩობს ეს მთავრობა ვირუსის გავრცელებას ,არჩევნები უნდა წააგოს,ვინ გვიშველის მერე პაატა იმნაძე?

liziko
2

რატომ აქვს ყველა ჩამოსულს 37 გრ. ეს ხომ სადღაც ანთების მანიშნებელია?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ინფექციურში ჩინეთიდან ჩამოსული 29 წლის მამაკაცი შეიყვანეს - მას აეროპორტში ტემპერატურა დაუფიქსირდა

ინფექციურში ჩინეთიდან ჩამოსული 29 წლის მამაკაცი შეიყვანეს - მას აეროპორტში ტემპერატურა დაუფიქსირდა

ინფექციურ საავადმყოფოში ახალგაზრდა მამაკაცი შეიყვანეს, რომელიც საქართველოში ჩინეთიდან დოჰას გავლით შემოვიდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ინფექციურ საავადმყოფოში, განუცხადეს 29 წლის მამაკაცს ტემპერატურა 37.3 გრადუსი დაუფიქსირდა.

მათივე ინფორმაციით, სიმპტომები არ ნიშნავს იმას, რომ პაციენტს კორონავირუსი აქვს და მისი საავადმყოფოში გადაყვანა უკავშირდება იმას, რომ ჩინეთიდან ჩამოვიდა. კლინიკაში, მსგავს შემთხვევაში პაციენტის გადაყვანას პროტოკოლი ითვალისწინებს და პრევენციის მიზნით ხდება.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცს "გარდა იმისა, რომ ჩინეთშია ნამყოფი, ახალი კორონავირუსის სხვა კლინიკური ნიშანი არ აქვს“.

როგორც ცერცვაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, სავარაუდოა, რომ ამ მამაკაცს და ინფექციურში მოთავსებულ კიდევ ორ პაციენტს კორონავირუსით გამოწვეული ინფექცია არ ექნებათ.

„ეს პაციენტი, 29 წლის მამაკაცი, მუშაობდა ქალაქ გუანჯოუში, ჩამოვიდა საქართველოში. ჰქონდა ტემპერატურის მომატება, მაგრამ არა 38-ზე მეტი, ნაკლები ჰქონდა, მიუხედავად ამისა, მაინც მოგვმართა და ეს კარგია, რომ ასეთი სიფხიზლე და ყურადღებაა. გარდა იმისა, რომ ის ჩინეთშია ნამყოფი, სხვა არავითარი კლინიკური ნიშანი ახალი კორონავირუსის ნიშანი არ აქვს. ის იმყოფება ჩვენთან დაკვირვების ქვეშ და ვფიქრობთ, რომ მას არ დაუდასტურდება ახალი კორონავირუსით ინფექცია.

ინფორმაცია გვაქვს, რომ ხვალ, მაქსიმუმ ზეგ ლუგარის ლაბორატორია მიიღებს ტესტს და უკვე ადგილზე იქნება შესაძლებელი, ახალი კორონავირუსით ინფექციის დიაგნოსტირება და ჩვენ ავუღებთ მასალას ამ მამაკაცს, ისევე როგორც კიდევ ორ პაციენტს, რომელიც ჩვენთან წვანან და რომელთაც არ ჩატარებიათ ეს გამოკვლევა, მაგრამ, სავარაუდოდ, არცერთ მათგანს არ ექნება ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექცია, იმიტომ რომ კლინიკური ნიშნები მათ არ აქვთ. ერთადერთი საეჭვო მომენტი არის ის, რომ ყველა მათგანი ნამყოფია ჩინეთში. მეტი არაფერი“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მან ასევე ისაუბრა 32 წლის ქალის შესახებ, რომელის ბიოლოგიური მასალაც როტერდამშია გადაგზავნილი. თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ხვალ გახდება ცნობილი აქვს თუ არა ქალს კორონავირუსი.

„32 წლის ქალბატონი იმყოფებოდა ქალაქ უხანში. მისგან აღებული მასალა გაგზავნილია როტერდამში, ჰოლანდიაში და ხვალ ველოდებით პასუხს როტერდამიდან. ხვალ გახდება საბოლოო პასუხი ცნობილი, ამ ქალბატონს აქვს თუ არა ვირუსი. კლინიკური ნიშნებით, ეს ქალბატობი კარგად გრძნობს თავს. ტემპერატურა არ აქვს, პლევმონიაც არ აქვს და ჩვენი ვარაუდით, არც მას არ უნდა ჰქონდეს ეს ინფექცია“,- განაცხადა ცერცვაძემ.

20 ივნისის საქმეზე ბრალდებული მორის მაჩალიკაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

რა ინფორმაციას ავრცელებს შსს ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით

ინფექციურში ვირუსის ნიშნებით ჩინეთის მოქალაქე შეიყვანეს