სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯოზეფ ბორელი და მიშელ ბარნიე განმარტავენ, რას ნიშნავს ბრექსითი ევროკავშირისა და ბრიტანეთის პარტნიორებისთვის
ჯოზეფ ბორელი და მიშელ ბარნიე განმარტავენ, რას ნიშნავს ბრექსითი ევროკავშირისა და ბრიტანეთის პარტნიორებისთვის

ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და ევ­რო­კო­მი­სი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი ჯო­ზეფ ბო­რე­ლი და გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­მუ­შაო ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლი მი­შელ ბარ­ნიე ევ­რო­კავ­ში­რი­დან დიდი ბრი­ტა­ნე­თის გას­ვლის შე­სა­ხებ ერ­თობ­ლივ სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნე­ბენ.

ავ­ტო­რე­ბი სტა­ტი­ა­ში გან­მარ­ტა­ვენ, რას ნიშ­ნავს ბრექ­სი­თი ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ბრი­ტა­ნე­თის პარტნი­ო­რე­ბის­თვის და აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ევ­რო­კავ­ში­რი­დან დიდი ბრი­ტა­ნე­თის გას­ვლა სამ­წუ­ხა­რო მო­მენ­ტი იყო, თუმ­ცა ევ­რო­კავ­შირ­სა და გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფოს შო­რის ახალ პარტნი­ო­რო­ბას უნდა ჩა­ე­ყა­როს სა­ფუძ­ვე­ლი.

აღ­ნიშ­ნულ სტა­ტი­ას AMBEBI.GE უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

„2020 წლის 31 იან­ვარს გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­მა სა­მე­ფომ ევ­რო­კავ­ში­რი და­ტო­ვა. ჩვენს ოჯახს ერთი წევ­რი გა­მო­აკ­ლდა. ჩვენ­თვის, ევ­რო­პის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის და, რა თქმა უნდა, ბრი­ტა­ნე­თის ბევ­რი მო­ქა­ლა­ქის­თვის ეს სამ­წუ­ხა­რო მო­მენ­ტი იყო.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ყო­ველ­თვის პა­ტივს ვცემ­დით ბრი­ტა­ნე­თის ამომ­რჩევ­ლის 52% -ის სუ­ვე­რე­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და ამ­ჟა­მად, ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ახა­ლი ეტა­პის და­წყე­ბას ვე­ლით.

ემო­ცი­ე­ბი რომ გან­ზე გა­დავ­დოთ, 1-ლი თე­ბერ­ვა­ლი ის­ტო­რი­უ­ლი აღ­მოჩ­ნდა, თუმ­ცა არა დრა­მა­ტუ­ლი. ამის მი­ზე­ზი გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფოს­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის გზით მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბა, რო­მელ­მაც "მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ბრექ­სი­ტის" უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვცა, ისე­თის, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­ში­რის მო­ქა­ლა­ქე­ებს, ბიზ­ნესს, სა­ჯა­რო სამ­სა­ხურს და ჩვენს სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებს მი­ნი­მა­ლუ­რად და­ა­ზა­რა­ლებს.

"ევ­რო­კავ­ში­რი­დან გას­ვლის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის“ შე­სა­ბა­მი­სად, ევ­რო­კავ­ში­რი და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო გარ­და­მა­ვა­ლი პე­რი­ო­დის შე­სა­ხებ შე­თან­ხმდნენ, რო­მე­ლიც მი­ნი­მუმ 2020 წლის ბო­ლომ­დე გაგ­რძელ­დე­ბა. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო ევ­რო­კავ­ში­რის სა­ბა­ჟო კავ­ში­რი­სა და ერ­თი­ა­ნი ბაზ­რის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­სა და ევ­რო­კავ­ში­რის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას გა­ნაგ­ძობს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვე­ყა­ნა აღარ იქ­ნე­ბა. ის ასე­ვე გა­ნაგ­რძობს ევ­რო­კავ­ში­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­თან­ხმე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას. ამის შე­სა­ხებ ჩვენს სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებს ვერ­ბა­ლუ­რი ნო­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით გან­ვუ­მარ­ტეთ.

ამ­რი­გად, გარ­და­მა­ვალ პე­რი­ოდ­ში პრო­ცე­სი არ შე­წყდე­ბა. თუკი ამო­ცა­ნის მას­შტაბს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, ეს არც ისე ად­ვი­ლი იყო. ევ­რო­კავ­ში­რი­დან გას­ვლის შემ­დეგ, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო ავ­ტო­მა­ტუ­რად, მე­ქა­ნი­კუ­რად და სა­მარ­თლებ­რი­ვად გა­დის ევ­რო­კავ­ში­რის მიერ მისი წევ­რი ქვეყ­ნე­ბის სა­ხე­ლით და­დე­ბუ­ლი ასო­ბით სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­თან­ხმე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა სა­კი­თხებს – ვაჭ­რო­ბას, ავი­ა­ცი­ას, თევ­ზჭე­რა­სა თუ ბირ­თვულ სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბას – შე­ე­ხე­ბო­და.

ახლა უკვე ევ­რო­კავ­შირ­სა და გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფოს შო­რის ახალ პარტნი­ო­რო­ბას უნდა ჩა­ვუ­ყა­როთ სა­ფუძ­ვე­ლი. ეს მუ­შა­ო­ბა რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში და­ი­წყე­ბა, მას შემ­დეგ, რაც ევ­რო­კავ­ში­რის 27 ქვე­ყა­ნა და­ამ­ტკი­ცებს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მან­დატს, რო­მელ­შიც ასა­ხუ­ლი იქ­ნე­ბა ევ­რო­კო­მი­სი­ის მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი და მო­ლო­დი­ნი. გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო ხომ ის ქვე­ყა­ნაა, რო­მელ­თა­ნაც ყვე­ლა­ზე მჭიდ­რო პარტნი­ო­რო­ბას უნდა მი­ვაღ­წი­ოთ, რად­გან ის ჩვენს მო­კავ­ში­რედ, პარტნი­ო­რად და მე­გობ­რად რჩე­ბა.

ევ­რო­კავ­შირ­სა და გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფოს ის­ტო­რია, გე­ოგ­რა­ფია, კულ­ტუ­რა, სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, პრინ­ცი­პე­ბი და წე­სებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მულ­ტი­ლა­ტე­რა­ლიზ­მის ძლი­ე­რი რწმე­ნა აერ­თი­ა­ნებს. ეს რწმე­ნა და ჩვენს შო­რის კავ­ში­რი სა­მო­მავ­ლო პარტნი­ო­რო­ბა­ში აი­სა­ხე­ბა. ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მხო­ლოდ ვაჭ­რო­ბით არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა. გვინ­და გა­ვაგ­რძე­ლოთ ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბა უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და თავ­დაც­ვის სფე­რო­ებ­ში, სა­დაც გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფოს გა­მოც­დი­ლე­ბაც აქვს და უნა­რიც. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ დიდი გა­მოწ­ვე­ვე­ბი­სა და ცვლი­ლე­ბე­ბის წი­ნა­შე მყოფ­სა და მღელ­ვა­რე­ბით მო­ცულ დღე­ვან­დელ სამ­ყა­რო­ში, ვი­თა­ნამ­შრომ­ლოთ, რო­გორც ორ­მხრი­ვი, ისე რე­გი­ო­ნუ­ლი და გლო­ბა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, რო­გო­რი­ცაა გა­ე­რო, ვაჭ­რო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია, ნატო თუ დიდი ოცე­უ­ლი (G20).

ეს მო­საზ­რე­ბა შე­საძ­ლოა კლი­შედ იქ­ნას აღ­ქმუ­ლი, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ დღე­ვან­დელ გლო­ბა­ლურ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე - კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა, კი­ბერ­და­ნა­შა­უ­ლი, ტე­რო­რიზ­მი თუ უთა­ნას­წო­რო­ბა - კო­ლექ­ტი­უ­რი რე­ა­გი­რე­ბაა სა­ჭი­რო. რაც უფრო მწყობ­რად და კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად იმუ­შა­ვებს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო პარტნი­ო­რებ­თან, მით უფრო გა­იზ­რდე­ბა ამ გა­მოწ­ვე­ვებ­თან ეფექ­ტი­ა­ნად გამ­კლა­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

ევ­რო­კავ­ში­რის პრო­ექ­ტის მთა­ვა­რი იდეა არის "ერ­თად უფრო ძლი­ერ­ნი ვართ“. რე­სურ­სე­ბი­სა და ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა სა­ერ­თო მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვის სა­უ­კე­თე­სო გზაა. ბრექ­სი­ტი ამ მო­ცე­მუ­ლო­ბას არ ცვლის, ჩვენ, 27 ქვე­ყა­ნა, კვლავ გა­ვაგ­რძე­ლებთ ამ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.

ერ­თად, 27 წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო გა­ვაგ­რძე­ლებთ ერ­თი­ა­ნი ბაზ­რის ფორ­მი­რე­ბას, რო­მე­ლიც 450 მი­ლი­ონ მო­ქა­ლა­ქეს და 20 მი­ლი­ონ­ზე მეტ ბიზ­ნესს მო­ი­ცავს.

ერ­თად, ჩვენ მსოფ­ლი­ო­ში უმ­სხვი­ლეს სა­ვაჭ­რო ბლო­კად ვრჩე­ბით.

ერ­თად, 27 ქვე­ყა­ნა, კვლავ ვრჩე­ბით გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მი­მარ­თუ­ლი დახ­მა­რე­ბის უდი­დე­სი დო­ნო­რი მსოფ­ლი­ო­ში”.

გვინ­და და­ვარ­წმუ­ნოთ პარტნი­ო­რე­ბი, რომ ამ­ბი­ცი­უ­რი, სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნას­თან კავ­ში­რებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი დღის წეს­რი­გის ერ­თგულ­ნი ვიქ­ნე­ბით, ვაჭ­რო­ბის, ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის, კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის, ციფ­რუ­ლი სფე­როს, ტრან­სპორ­ტის, უსაფრ­თხო­ე­ბის, ტე­რო­რიზ­მთან ბრძო­ლის, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტის, თავ­დაც­ვი­სა თუ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხებ­ში.

ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას გა­ვაგ­რძე­ლებთ. გა­ვაგ­რძე­ლებთ ჩვენს სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან ხელ­მო­წე­რი­ლი შე­თან­ხმე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას. გა­ვაგ­რძე­ლებთ სა­ქარ­თვე­ლოს­თან ასო­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. გა­ვაგ­რძე­ლებთ მთელ მსოფ­ლი­ო­ში მრა­ვალ­მხრი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ჩარ­ჩო­ე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბას.

ევ­რო­კავ­ში­რი კვლავ სან­დო პარტნი­ო­რი იქ­ნე­ბა. წე­სებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მულ­ტი­ლა­ტე­რა­ლიზ­მის მე­დე­გი დამ­ცვე­ლი, რო­მე­ლიც პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად იმის­თვის მუ­შა­ობს, რომ მსოფ­ლიო უფრო უსაფრ­თხო და სა­მარ­თლი­ა­ნი გახ­დეს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სტა­ტი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვსიო იასნო!
4

მოკლედ, ერთადაღებულ მთელ ევროკავშირზე უფრო მაგარი ვარო მე - დიდი ბრიტანეთიო. მართალია მერე, რა უნდა დიდ ბრიტანეთს ბულგარეთ და ალბანეთთან. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ჯოზეფ ბორელი და მიშელ ბარნიე განმარტავენ, რას ნიშნავს ბრექსითი ევროკავშირისა და ბრიტანეთის პარტნიორებისთვის

ჯოზეფ ბორელი და მიშელ ბარნიე განმარტავენ, რას ნიშნავს ბრექსითი ევროკავშირისა და ბრიტანეთის პარტნიორებისთვის

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი და გაერთიანებულ სამეფოსთან ურთიერთობების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი მიშელ ბარნიე ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შესახებ ერთობლივ სტატიას აქვეყნებენ.

ავტორები სტატიაში განმარტავენ, რას ნიშნავს ბრექსითი ევროკავშირისა და ბრიტანეთის პარტნიორებისთვის და აღნიშნავენ, რომ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლა სამწუხარო მომენტი იყო, თუმცა ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ახალ პარტნიორობას უნდა ჩაეყაროს საფუძველი.

აღნიშნულ სტატიას AMBEBI.GE უცვლელად გთავაზობთ.

„2020 წლის 31 იანვარს გაერთიანებულმა სამეფომ ევროკავშირი დატოვა. ჩვენს ოჯახს ერთი წევრი გამოაკლდა. ჩვენთვის, ევროპის მოქალაქეებისთვის და, რა თქმა უნდა, ბრიტანეთის ბევრი მოქალაქისთვის ეს სამწუხარო მომენტი იყო.

მიუხედავად ამისა, ყოველთვის პატივს ვცემდით ბრიტანეთის ამომრჩევლის 52% -ის სუვერენულ გადაწყვეტილებას და ამჟამად, ჩვენს ურთიერთობებში ახალი ეტაპის დაწყებას ველით.

ემოციები რომ განზე გადავდოთ, 1-ლი თებერვალი ისტორიული აღმოჩნდა, თუმცა არა დრამატული. ამის მიზეზი გაერთიანებულ სამეფოსთან მოლაპარაკების გზით მიღწეული შეთანხმება, რომელმაც "მოწესრიგებული ბრექსიტის" უზრუნველყოფის საშუალება მოგვცა, ისეთის, რომელიც ევროკავშირის მოქალაქეებს, ბიზნესს, საჯარო სამსახურს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მინიმალურად დააზარალებს.

,,ევროკავშირიდან გასვლის შესახებ შეთანხმების“ შესაბამისად, ევროკავშირი და გაერთიანებული სამეფო გარდამავალი პერიოდის შესახებ შეთანხმდნენ, რომელიც მინიმუმ 2020 წლის ბოლომდე გაგრძელდება. ამ ხნის განმავლობაში გაერთიანებული სამეფო ევროკავშირის საბაჟო კავშირისა და ერთიანი ბაზრის ფუნქციონირებაში მონაწილეობასა და ევროკავშირის კანონმდებლობის გამოყენებას განაგძობს, მიუხედავად იმისა, რომ ის ევროკავშირის წევრი ქვეყანა აღარ იქნება. ის ასევე განაგრძობს ევროკავშირის საერთაშორისო შეთანხმებების შესრულებას. ამის შესახებ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ვერბალური ნოტის საშუალებით განვუმარტეთ.

ამრიგად, გარდამავალ პერიოდში პროცესი არ შეწყდება. თუკი ამოცანის მასშტაბს გავითვალისწინებთ, ეს არც ისე ადვილი იყო. ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ, გაერთიანებული სამეფო ავტომატურად, მექანიკურად და სამართლებრივად გადის ევროკავშირის მიერ მისი წევრი ქვეყნების სახელით დადებული ასობით საერთაშორისო შეთანხმებიდან, რომლებიც სხვადასხვა საკითხებს – ვაჭრობას, ავიაციას, თევზჭერასა თუ ბირთვულ სფეროში თანამშრომლობას – შეეხებოდა.

ახლა უკვე ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ახალ პარტნიორობას უნდა ჩავუყაროთ საფუძველი. ეს მუშაობა რამდენიმე კვირაში დაიწყება, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის 27 ქვეყანა დაამტკიცებს მოლაპარაკებების მანდატს, რომელშიც ასახული იქნება ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული პირობები და მოლოდინი. გაერთიანებული სამეფო ხომ ის ქვეყანაა, რომელთანაც ყველაზე მჭიდრო პარტნიორობას უნდა მივაღწიოთ, რადგან ის ჩვენს მოკავშირედ, პარტნიორად და მეგობრად რჩება.

ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოს ისტორია, გეოგრაფია, კულტურა, საერთო ღირებულებები, პრინციპები და წესებზე დაფუძნებული მულტილატერალიზმის ძლიერი რწმენა აერთიანებს. ეს რწმენა და ჩვენს შორის კავშირი სამომავლო პარტნიორობაში აისახება. ჩვენი თანამშრომლობა მხოლოდ ვაჭრობით არ შემოიფარგლება. გვინდა გავაგრძელოთ ერთობლივი მუშაობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში, სადაც გაერთიანებულ სამეფოს გამოცდილებაც აქვს და უნარიც. აუცილებელია, რომ დიდი გამოწვევებისა და ცვლილებების წინაშე მყოფსა და მღელვარებით მოცულ დღევანდელ სამყაროში, ვითანამშრომლოთ, როგორც ორმხრივი, ისე რეგიონული და გლობალური ორგანიზაციების ფარგლებში, როგორიცაა გაერო, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია, ნატო თუ დიდი ოცეული (G20).

ეს მოსაზრება შესაძლოა კლიშედ იქნას აღქმული, მაგრამ ფაქტია, რომ დღევანდელ გლობალურ გამოწვევებზე - კლიმატის ცვლილება, კიბერდანაშაული, ტერორიზმი თუ უთანასწორობა - კოლექტიური რეაგირებაა საჭირო. რაც უფრო მწყობრად და კოორდინირებულად იმუშავებს გაერთიანებული სამეფო პარტნიორებთან, მით უფრო გაიზრდება ამ გამოწვევებთან ეფექტიანად გამკლავების შესაძლებლობა.

ევროკავშირის პროექტის მთავარი იდეა არის ,,ერთად უფრო ძლიერნი ვართ“. რესურსებისა და ინიციატივების გაერთიანება საერთო მიზნების მიღწევის საუკეთესო გზაა. ბრექსიტი ამ მოცემულობას არ ცვლის, ჩვენ, 27 ქვეყანა, კვლავ გავაგრძელებთ ამ პროექტის განხორციელებას.

ერთად, 27 წევრი სახელმწიფო გავაგრძელებთ ერთიანი ბაზრის ფორმირებას, რომელიც 450 მილიონ მოქალაქეს და 20 მილიონზე მეტ ბიზნესს მოიცავს.

ერთად, ჩვენ მსოფლიოში უმსხვილეს სავაჭრო ბლოკად ვრჩებით.

ერთად, 27 ქვეყანა, კვლავ ვრჩებით განვითარებაზე მიმართული დახმარების უდიდესი დონორი მსოფლიოში”.

გვინდა დავარწმუნოთ პარტნიორები, რომ ამბიციური, სხვადასხვა ქვეყანასთან კავშირებზე ორიენტირებული დღის წესრიგის ერთგულნი ვიქნებით, ვაჭრობის, ინვესტიციების, კლიმატის ცვლილების, ციფრული სფეროს, ტრანსპორტის, უსაფრთხოების, ტერორიზმთან ბრძოლის, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატის, თავდაცვისა თუ საგარეო პოლიტიკის საკითხებში.

ვალდებულებების შესრულებას გავაგრძელებთ. გავაგრძელებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ხელმოწერილი შეთანხმებების შესრულებას. გავაგრძელებთ საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმებების განხორციელებას. გავაგრძელებთ მთელ მსოფლიოში მრავალმხრივი თანამშრომლობის ჩარჩოების შემუშავებას.

ევროკავშირი კვლავ სანდო პარტნიორი იქნება. წესებზე დაფუძნებული მულტილატერალიზმის მედეგი დამცველი, რომელიც პარტნიორებთან ერთად იმისთვის მუშაობს, რომ მსოფლიო უფრო უსაფრთხო და სამართლიანი გახდეს“, - აღნიშნულია სტატიაში.