პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა იცოდეთ, თუ თავბრუ ხშირად გეხვევათ
რა უნდა იცოდეთ, თუ თავბრუ ხშირად გეხვევათ

სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, თავ­ბრუს­ხვე­ვა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჩი­ვი­ლია, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად ჯან­დაც­ვა­ში ვი­ზი­ტე­ბის 1%-ს წარ­მო­ად­გენს. იგი ისე­ვე გავ­რცე­ლე­ბუ­ლია, რო­გორც წე­ლი­სა და თა­ვის ტკი­ვი­ლი. პრობ­ლე­მა ერთი შე­ხედ­ვით სე­რი­ო­ზუ­ლად არ აღიქ­მე­ბა, თუმ­ცა საკ­მა­ოდ შე­მა­წუ­ხე­ბე­ლია და შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მი­მა­ნიშ­ნე­ბე­ლიც კი იყოს. სწო­რედ ამი­ტომ პა­ცი­ენ­ტებს, ვი­საც თავ­ბრუს­ხვე­ვა აწუ­ხებთ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ მი­მარ­თონ ექიმს და მისი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი გა­მო­იკ­ვლი­ონ.

ეს პრობ­ლე­მა შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზით იყოს გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი და სხვა­დას­ხვა პრო­ფი­ლის ექიმ­თან კონ­სულ­ტა­ცია გახ­დეს სა­ჭი­რო. თუმ­ცა არ­სე­ბობს კვლე­ვა - ვი­დე­ო­ნის­ტაგ­მოგ­რა­ფია, რო­მე­ლიც თავ­ბრუს­ხვე­ვის გა­მომ­წვევ მი­ზეზს ად­გენს და შემ­დეგ პა­ცი­ენ­ტის შე­სა­ბა­მი­სი პრო­ფი­ლის სპე­ცი­ა­ლის­ტთან გა­და­მი­სა­მარ­თე­ბა ხდე­ბა.

ვი­დე­ო­ნის­ტაგ­მოგ­რა­ფია „ნიუ ჰოს­პი­ტალსში“ უახ­ლე­სი გერ­მა­ნუ­ლი აპარ­ტით ტარ­დე­ბა და მას ოტო-რინო-ლა­რინ­გო­ლო­გი ინგა გო­გია ატა­რებს. ზო­გა­დად, თავ­ბრუს­ხვე­ვის პრობ­ლე­მა­სა და ვი­დე­ო­ნის­ტაგ­მოგ­რა­ფი­ა­ზე თა­ვად ექი­მი გო­გია გვე­სა­უბ­რე­ბა.

რა მი­ზე­ზე­ბით შე­იძ­ლე­ბა იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი თავ­ბრუს­ხვე­ვა?

სამი ტი­პის თავ­ბრუს­ხვე­ვა არ­სე­ბობს. პე­რი­ფე­რი­უ­ლია თავ­ბრუს­ხვე­ვა, რო­მე­ლიც ვი­თარ­დე­ბა ვეს­ტი­ბუ­ლურ­სის­ტე­მა­ში შე­მა­ვა­ლი, სა­ფეთ­ქლის ძვალ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი პე­რი­ფე­რი­უ­ლი ორ­გა­ნო­სუკ­მა­რი­სო­ბის გამო და ამ შემ­თხვე­ვა­ში მკურ­ნა­ლო­ბა ოტო-რინო-ლა­რინ­გო­ლო­გის პრე­რო­გა­ტი­ვაა. ცენ­ტრა­ლუ­რი თავ­ბრუს­ხვე­ვა ვი­თარ­დე­ბა ვეს­ტი­ბუ­ლუ­რი ნერ­ვის ან ტვი­ნის ღე­რო­სა­და ნა­თხე­მის ცენ­ტრა­ლუ­რი კავ­ში­რის უკ­მა­რი­სო­ბის გამო. ამ შემ­თხვე­ვა­ში მკურ­ნა­ლო­ბა ნევ­რო­ლოგ­მა უნდა ჩა­ა­ტა­როს. ამავდრო­უ­ლად არ­სე­ბობს მე­სა­მე ტი­პის თავ­ბრუს­ხვე­ვაც, რო­მე­ლიც არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ორ­გა­ნულ პა­თო­ლო­გი­ას­თან, არც თა­ვის ტვინ­თან და არც პე­რი­ფე­რი­ას­თან.

იმის და­სად­გე­ნად კი, თუ რო­მე­ლი წარ­მო­შო­ბი­საა თავ­ბრუს­ხვე­ვა, ვი­ყე­ნებთ ვი­დე­ო­ნის­ტაგ­მოგ­რა­ფი­ას.

რის სა­ფუძ­ველ­ზე ხდე­ბა თავ­ბრუს­ხვე­ვის დი­აგ­ნო­ზის დას­მა?

კვლე­ვის ჩა­სა­ტა­რებ­ლად და­ახ­ლო­ე­ბით 1 სა­ა­თი გვჭირ­დე­ბა. ამ დრო­ის დიდი ნა­წი­ლი ანამ­ნე­ზის შეკ­რე­ბას სჭირ­დე­ბა. დი­აგ­ნო­ზის დას­მის დროს ანამ­ნეზს უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. სწო­რედ ამი­ტომ ჩვენ­თან კვლე­ვა­ზე მო­სულ პა­ცი­ენტს ვე­კი­თხე­ბით, რას გრძნობს თავ­ბრუს­ხვე­ვის დროს, მას უბ­რა­ლოდ თვალთ უბ­ნელ­დე­ბა თუ გრძნობს სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლი­სა და საგ­ნე­ბის ტრი­ალს. თუ ამ ტრი­ალს გრძნობს მა­შინ მას სის­ტე­მუ­რი თავ­ბრუს­ხვე­ვა აწუ­ხებს. თუ უბ­რა­ლოდ თვალთ უბ­ნელ­დე­ბა, მა­შინ თავ­ბრუს­ხვე­ვა არა­სის­ტე­მუ­რია.

პა­ცი­ენტს ასე­ვე ვე­კი­თხე­ბით, რამ­დე­ნი ხანი გრძელ­დე­ბა თავ­ბრუს­ხვე­ვის ეპი­ზო­დი, რით არის ის პრო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი და რამ­დე­ნად ხში­რად მე­ორ­დე­ბა. ასე­ვე სა­ყუ­რა­დღე­ბოა ის ფაქ­ტი, პა­ცი­ენტს თავ­ბრუს­ხვე­ვის დროს აქვს თუ არა გუ­ლის­რე­ვა და ღე­ბი­ნე­ბა, უგუბ­დე­ბა თუ არა ყუ­რე­ბი.

თი­თო­ე­უ­ლი ამ დე­ტა­ლის დაწ­ვრი­ლე­ბით გა­მო­კი­თხვის შემ­დეგ ვა­კე­თებთ რამ­დე­ნი­მე ნევ­რო­ლო­გი­ურ პო­ზი­ცი­ურ ცდას, რო­მე­ლიც გვეხ­მა­რე­ბა, გან­ვსა­ზღვროთ ცენ­ტრა­ლუ­რია ეს პრობ­ლე­მა თუ პე­რი­ფე­რი­უ­ლი. ამ ცდე­ბის შემ­დეგ კი ვი­წყებთ უშუ­ა­ლოდ ვი­დე­ო­ნის­ტაგ­მოგ­რა­ფით გა­მოკ­ვლე­ვას. აღ­ნიშ­ნუ­ლი აპა­რა­ტი თვა­ლის ნის­ტაგ­მით სვამს დი­აგ­ნოზს.

რო­გორ ტარ­დე­ბა ვი­დე­ო­ნის­ტაგ­მოგ­რა­ფია?

კვლე­ვის დროს პა­ცი­ენტს ვუ­კე­თებთ ვი­დე­ოს­თვა­ლეს, რო­მელ­შიც მო­თავ­სე­ბუ­ლია ორი ინფრა­წი­თე­ლი ვი­დე­ო­კა­მე­რა. სათ­ვა­ლე არის და­ხუ­რუ­ლი და პა­ცი­ენ­ტი იმ­ყო­ფე­ბა სიბ­ნე­ლე­ში. ჩვენ კი ეკ­რან­ზე ვხე­დავტ მისი თვა­ლის მოძ­რა­ო­ბას და ნის­ტაგმს. აპა­რა­ტი მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რია და მას შე­დე­გე­ბი ციფ­რე­ბის სა­ხით გა­მო­აქვს ეკ­რან­ზე. გა­მოთ­ვლა ხდე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი ფორ­მუ­ლე­ბის მეშ­ვე­ბოთ და ჩვენ ვი­ღებთ ციფ­რულ მო­ნა­ცე­მებს. ამ ციფ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით კი ხდე­ბა დი­აგ­ნო­ზის დას­მა პე­რი­ფე­რი­უ­ლია თავ­ბრუს­ხვე­ვა თუ ცენ­ტრა­ლუ­რი. თუ პე­რი­ფე­რი­უ­ლია, ცალ­მხრი­ვია ის თუ ორ­მხრი­ვი. და­იგ­ნო­ზის შემ­დეგ კი ხდე­ბა პა­ცი­ენ­ტის შე­სა­ბა­მი­სი პრო­ფი­ლის სპე­ცი­ა­ლის­ტთან გა­და­მი­სა­მარ­თე­ბა. არის თავ­ბრუს­ხვე­ვის ტი­პე­ბი, რო­დე­საც სპე­ცი­ა­ლუ­რი ვარ­ჯი­შე­ბით აქვე, ვი­დე­ო­ნის­ტაგ­მოგ­რა­ფი­ის შემ­დეგ ვაგ­ვა­რებთ პრობ­ლე­მას.

რა შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა მოგ­ვარ­დეს თავ­ბრუს­ხვე­ვის პრობ­ლე­მა ად­გილ­ზე­ვე, გა­მოკ­ვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ?

თუ დი­აგ­ნო­ზი არის კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი პა­რო­ქ­სიზ­მუ­ლი თავ­ბრუს­ხვე­ვა, მა­შინ ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა მარ­ტი­ვი ვარ­ჯი­შის შე­დე­გად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ამ და­ა­ვა­დე­ბის ძი­რი­თა­დი სინ­დრო­მი არის ძლი­ე­რი თავ­ბრუს­ხვე­ვა გუ­ლის რე­ვის შეგ­რძნე­ბით ან ღე­ბი­ნე­ბით. თავ­ბრუს­ხვე­ვა ხში­რად იწყე­ბა ძი­ლის დროს. ის შე­იძ­ლე­ბა გაგ­რძელ­დეს წა­მე­ბი და ხან­გრძლი­ვი რე­მი­სია მოჰ­ყვეს, თუმ­ცა პო­ზის უე­ცა­რი შეც­ვლის შე­დე­გად თავ­ბრუს­ხვე­ვა ისევ გან­მე­ორ­დეს. ამ შემ­თხვე­ვა­ში, რო­გორც წესი, პა­ცი­ენ­ტე­ბი მი­მარ­თა­ვენ ხოლ­მე ნევ­რო­ლოგს, რო­მე­ლიც დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის­თვის არა­ერთ ძვი­რა­დღი­რე­ბულ პრო­ცე­დუ­რას, მათ შო­რის მაგ­ნი­ტო-რე­ზო­ნან­სულ გა­მოკ­ვლე­ვას, ნიშ­ნა­ვენ. რე­ა­ლუ­რად კი ნის­ტაგ­მოგ­რა­ფი­ის ჩა­ტა­რე­ბაა სა­ჭი­რო­და იმის და­ნახ­ვა, თუ რა ემარ­თე­ბა ნის­ტაგმს პო­ზი­ცი­ის შეც­ვლის დროს. ამ შემ­თხვე­ვა­ში თავ­ბრუს­ხვე­ვა იწ­ვევს კალ­ცი­უ­მის კრის­ტა­ლე­ბი,რომ­ლე­ბაც ნა­ხე­ვარ რკა­ლო­ვან არ­ხებ­ში აქვთ თა­ვი­სი ად­გი­ლი, მაგ­რამ სა­კუ­თა­რი ად­გი­ლი და­ტო­ვე­ბუ­ლი აქვთ და და­ცუ­რა­ვენ ენ­დო­ლიმ­ფა­ში. სპე­ცი­ა­ლუ­რი ვარ­ჯი­შე­ბი­თა და მა­ნევ­რე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია კრის­ტა­ლე­ბი სა­კუ­თარ ად­გილ­ზე და­ვაბ­რუ­ნოთ და პრობ­ლე­მაც მო­ვაგ­ვა­როთ.

ვის­თვის არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი ნის­ტაგ­მოგ­რა­ფი­ის ჩა­ტა­რე­ბა?

უნდა მოგ­ვმარ­თოს პა­ცი­ენ­ტმა, ვის­თვი­საც თავ­ბრუს­ხვე­ვა შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი პრობ­ლე­მაა. მსუ­ბუ­ქი თავ­ბრუს­ხვე­ვა შე­იძ­ლე­ბა უბ­რა­ლოდ ჰე­მოგ­ლო­ბი­ნის ნაკ­ლე­ბო­ბით იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი და სის­ხლის ანა­ლი­ზის გა­კე­თე­ბაც საკ­მა­რი­სი იყოს დი­აგ­ნო­ზის და­სას­მე­ლად. ამ კვლე­ვა­ზე უნდა მოგ­ვმარ­თონ პა­ცი­ენ­ტებ­მა, რომ­ლებ­საც ხში­რად აწუ­ხებთ უე­ცა­რი მოძ­რა­ო­ბის დროს თავ­ბრუს­ხვე­ვა, პა­რა­ლე­ლუ­რად უგუბ­დე­ბა ყუ­რე­ბი და ეს­მით ხმა­უ­რი ყუ­რებ­ში. არის საკ­მა­ოდ მწვა­ვე შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტი დრო­უ­ლად არ მოგ­ვმარ­თავს, მერე სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით უწევს ჩვე­ნამ­დე მოს­ვლა.

რო­გორც წესი ამ ჩი­ვი­ლე­ბით პა­ცი­ენ­ტე­ბი ნევ­რო­ლოგს მი­მარ­თა­ვენ ხოლ­მე და სწო­რედ ის ამი­სა­მარ­თებს ვი­დე­ო­ნის­ტაგ­მოგ­რა­ფი­ა­ზე. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ცოდ­ნა გა­ი­ზარ­დოს რო­გორც თა­ვად პა­ცი­ენ­ტებ­ში, ისე სა­მე­დი­ცი­ნო წრე­ებ­ში, რომ დრო­უ­ლი გად­მო­მი­სა­მარ­თე­ბა მოხ­დეს.

„ნიუ ჰოს­პი­ტალსში“ ვი­დე­ო­ნის­ტაგ­მოგ­რა­ფია რა აპა­რა­ტით კეთ­დე­ბა?

„ნიუ ჰოს­პი­ტალსში“ ამ კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა ცოტა ხნის წინ და­ვი­წყეთ. შე­ვი­ძი­ნეთ უახ­ლე­სი წარ­მო­ე­ბის გერ­მა­ნუ­ლი ბრენ­დის Otopront-ის აპა­რა­ტი, რო­მელ­შიც ბევ­რი სხვა აპა­რა­ტის­გან გან­სხვა­ვე­ბით ორი ვი­დე­ო­კა­მე­რაა ჩა­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი და ორი­ვე თვალ­ზე ერ­თდრო­უ­ლად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა. პი­რა­დად მე, ლი­ე­ტუ­ვა­ში კა­უ­ნა­სის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში გა­ვი­ა­რე ტრე­ნინ­გი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და შე­ვის­წავ­ლე აღ­ნიშ­ნუ­ლი აპა­რა­ტით მუ­შა­ო­ბა. ვგეგ­მავთ, რომ ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად გან­ვა­ვი­თა­როთ და დარ­გის მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის გუნ­დი შე­მო­ვიკ­რი­ბოთ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ამ ეტაპ­ზე გვაქვს ფას­დაკ­ლე­ბა და ნის­ტაგ­მოგ­რა­ფია 300 ლა­რის ნაც­ვლად 200 ლა­რად კეთ­დე­ბა.

კვლე­ვა­ზე ჩა­სა­წე­რად და­უ­კავ­შირ­დით ნიუ ჰოს­პი­ტალსს 2 190 190

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

რა უნდა იცოდეთ, თუ თავბრუ ხშირად გეხვევათ

რა უნდა იცოდეთ, თუ თავბრუ ხშირად გეხვევათ

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თავბრუსხვევა გავრცელებული ჩივილია, რომელიც პირველად ჯანდაცვაში ვიზიტების 1%-ს წარმოადგენს. იგი ისევე გავრცელებულია, როგორც წელისა და თავის ტკივილი. პრობლემა ერთი შეხედვით სერიოზულად არ აღიქმება, თუმცა საკმაოდ შემაწუხებელია და შეიძლება სერიოზული დაავადების მიმანიშნებელიც კი იყოს. სწორედ ამიტომ პაციენტებს, ვისაც თავბრუსხვევა აწუხებთ, აუცილებელია, რომ მიმართონ ექიმს და მისი გამომწვევი მიზეზები გამოიკვლიონ.

ეს პრობლემა შეიძლება რამდენიმე მიზეზით იყოს განპირობებული და სხვადასხვა პროფილის ექიმთან კონსულტაცია გახდეს საჭირო. თუმცა არსებობს კვლევა - ვიდეონისტაგმოგრაფია, რომელიც თავბრუსხვევის გამომწვევ მიზეზს ადგენს და შემდეგ პაციენტის შესაბამისი პროფილის სპეციალისტთან გადამისამართება ხდება.

ვიდეონისტაგმოგრაფია „ნიუ ჰოსპიტალსში“ უახლესი გერმანული აპარტით ტარდება და მას ოტო-რინო-ლარინგოლოგი ინგა გოგია ატარებს. ზოგადად, თავბრუსხვევის პრობლემასა და ვიდეონისტაგმოგრაფიაზე თავად ექიმი გოგია გვესაუბრება.

რა მიზეზებით შეიძლება იყოს გამოწვეული თავბრუსხვევა?

სამი ტიპის თავბრუსხვევა არსებობს. პერიფერიულია თავბრუსხვევა, რომელიც ვითარდება ვესტიბულურსისტემაში შემავალი, საფეთქლის ძვალში მოთავსებული პერიფერიული ორგანოსუკმარისობის გამო და ამ შემთხვევაში მკურნალობა ოტო-რინო-ლარინგოლოგის პრეროგატივაა. ცენტრალური თავბრუსხვევა ვითარდება ვესტიბულური ნერვის ან ტვინის ღეროსადა ნათხემის ცენტრალური კავშირის უკმარისობის გამო. ამ შემთხვევაში მკურნალობა ნევროლოგმა უნდა ჩაატაროს. ამავდროულად არსებობს მესამე ტიპის თავბრუსხვევაც, რომელიც არ არის დაკავშირებული ორგანულ პათოლოგიასთან, არც თავის ტვინთან და არც პერიფერიასთან.

იმის დასადგენად კი, თუ რომელი წარმოშობისაა თავბრუსხვევა, ვიყენებთ ვიდეონისტაგმოგრაფიას.

რის საფუძველზე ხდება თავბრუსხვევის დიაგნოზის დასმა?

კვლევის ჩასატარებლად დაახლოებით 1 საათი გვჭირდება. ამ დროის დიდი ნაწილი ანამნეზის შეკრებას სჭირდება. დიაგნოზის დასმის დროს ანამნეზს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ ჩვენთან კვლევაზე მოსულ პაციენტს ვეკითხებით, რას გრძნობს თავბრუსხვევის დროს, მას უბრალოდ თვალთ უბნელდება თუ გრძნობს საკუთარი სხეულისა და საგნების ტრიალს. თუ ამ ტრიალს გრძნობს მაშინ მას სისტემური თავბრუსხვევა აწუხებს. თუ უბრალოდ თვალთ უბნელდება, მაშინ თავბრუსხვევა არასისტემურია.

პაციენტს ასევე ვეკითხებით, რამდენი ხანი გრძელდება თავბრუსხვევის ეპიზოდი, რით არის ის პროვოცირებული და რამდენად ხშირად მეორდება. ასევე საყურადღებოა ის ფაქტი, პაციენტს თავბრუსხვევის დროს აქვს თუ არა გულისრევა და ღებინება, უგუბდება თუ არა ყურები.

თითოეული ამ დეტალის დაწვრილებით გამოკითხვის შემდეგ ვაკეთებთ რამდენიმე ნევროლოგიურ პოზიციურ ცდას, რომელიც გვეხმარება, განვსაზღვროთ ცენტრალურია ეს პრობლემა თუ პერიფერიული. ამ ცდების შემდეგ კი ვიწყებთ უშუალოდ ვიდეონისტაგმოგრაფით გამოკვლევას. აღნიშნული აპარატი თვალის ნისტაგმით სვამს დიაგნოზს.

როგორ ტარდება ვიდეონისტაგმოგრაფია?

კვლევის დროს პაციენტს ვუკეთებთ ვიდეოსთვალეს, რომელშიც მოთავსებულია ორი ინფრაწითელი ვიდეოკამერა. სათვალე არის დახურული და პაციენტი იმყოფება სიბნელეში. ჩვენ კი ეკრანზე ვხედავტ მისი თვალის მოძრაობას და ნისტაგმს. აპარატი მაღალტექნოლოგიურია და მას შედეგები ციფრების სახით გამოაქვს ეკრანზე. გამოთვლა ხდება სპეციალური ფორმულების მეშვებოთ და ჩვენ ვიღებთ ციფრულ მონაცემებს. ამ ციფრების საშუალებით კი ხდება დიაგნოზის დასმა პერიფერიულია თავბრუსხვევა თუ ცენტრალური. თუ პერიფერიულია, ცალმხრივია ის თუ ორმხრივი. დაიგნოზის შემდეგ კი ხდება პაციენტის შესაბამისი პროფილის სპეციალისტთან გადამისამართება. არის თავბრუსხვევის ტიპები, როდესაც სპეციალური ვარჯიშებით აქვე, ვიდეონისტაგმოგრაფიის შემდეგ ვაგვარებთ პრობლემას.

რა შემთხვევაში შეიძლება მოგვარდეს თავბრუსხვევის პრობლემა ადგილზევე, გამოკვლევის ჩატარების შემდეგ?

თუ დიაგნოზი არის კეთილთვისებიანი პაროქსიზმული თავბრუსხვევა, მაშინ ამ პრობლემის მოგვარება მარტივი ვარჯიშის შედეგად არის შესაძლებელი.

ამ დაავადების ძირითადი სინდრომი არის ძლიერი თავბრუსხვევა გულის რევის შეგრძნებით ან ღებინებით. თავბრუსხვევა ხშირად იწყება ძილის დროს. ის შეიძლება გაგრძელდეს წამები და ხანგრძლივი რემისია მოჰყვეს, თუმცა პოზის უეცარი შეცვლის შედეგად თავბრუსხვევა ისევ განმეორდეს. ამ შემთხვევაში, როგორც წესი, პაციენტები მიმართავენ ხოლმე ნევროლოგს, რომელიც დიაგნოსტირებისთვის არაერთ ძვირადღირებულ პროცედურას, მათ შორის მაგნიტო-რეზონანსულ გამოკვლევას, ნიშნავენ. რეალურად კი ნისტაგმოგრაფიის ჩატარებაა საჭიროდა იმის დანახვა, თუ რა ემართება ნისტაგმს პოზიციის შეცვლის დროს. ამ შემთხვევაში თავბრუსხვევა იწვევს კალციუმის კრისტალები,რომლებაც ნახევარ რკალოვან არხებში აქვთ თავისი ადგილი, მაგრამ საკუთარი ადგილი დატოვებული აქვთ და დაცურავენ ენდოლიმფაში. სპეციალური ვარჯიშებითა და მანევრებით შესაძლებელია კრისტალები საკუთარ ადგილზე დავაბრუნოთ და პრობლემაც მოვაგვაროთ.

ვისთვის არის რეკომენდებული ნისტაგმოგრაფიის ჩატარება?

უნდა მოგვმართოს პაციენტმა, ვისთვისაც თავბრუსხვევა შემაწუხებელი პრობლემაა. მსუბუქი თავბრუსხვევა შეიძლება უბრალოდ ჰემოგლობინის ნაკლებობით იყოს გამოწვეული და სისხლის ანალიზის გაკეთებაც საკმარისი იყოს დიაგნოზის დასასმელად. ამ კვლევაზე უნდა მოგვმართონ პაციენტებმა, რომლებსაც ხშირად აწუხებთ უეცარი მოძრაობის დროს თავბრუსხვევა, პარალელურად უგუბდება ყურები და ესმით ხმაური ყურებში. არის საკმაოდ მწვავე შემთხვევები, როდესაც პაციენტი დროულად არ მოგვმართავს, მერე სასწრაფო დახმარების საშუალებით უწევს ჩვენამდე მოსვლა.

როგორც წესი ამ ჩივილებით პაციენტები ნევროლოგს მიმართავენ ხოლმე და სწორედ ის ამისამართებს ვიდეონისტაგმოგრაფიაზე. აუცილებელია, რომ ამ მიმართულებით ცოდნა გაიზარდოს როგორც თავად პაციენტებში, ისე სამედიცინო წრეებში, რომ დროული გადმომისამართება მოხდეს.

„ნიუ ჰოსპიტალსში“ ვიდეონისტაგმოგრაფია რა აპარატით კეთდება?

„ნიუ ჰოსპიტალსში“ ამ კვლევის ჩატარება ცოტა ხნის წინ დავიწყეთ. შევიძინეთ უახლესი წარმოების გერმანული ბრენდის Otopront-ის აპარატი, რომელშიც ბევრი სხვა აპარატისგან განსხვავებით ორი ვიდეოკამერაა ჩამონტაჟებული და ორივე თვალზე ერთდროულად არის შესაძლებელი კვლევის ჩატარება. პირადად მე, ლიეტუვაში კაუნასის საუნივერსიტეტო კლინიკაში გავიარე ტრენინგი ამ მიმართულებით და შევისწავლე აღნიშნული აპარატით მუშაობა. ვგეგმავთ, რომ ეს მიმართულება მაქსიმალურად განვავითაროთ და დარგის მაღალკვალიფიციური პროფესიონალების გუნდი შემოვიკრიბოთ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ეტაპზე გვაქვს ფასდაკლება და ნისტაგმოგრაფია 300 ლარის ნაცვლად 200 ლარად კეთდება.

კვლევაზე ჩასაწერად დაუკავშირდით ნიუ ჰოსპიტალსს 2 190 190

რატომ უნდა დაიწყოთ ჭარბთმიანობასთან ბრძოლა შემოდგომასა და ზამთარში - ლაზეროთერაპევტის რჩევები

წამყვანი ამერიკული უნივერისტეტი - ვებსტერი (Webster University) საქართველოში შემოდის

ინოვაცია თმის გადანერგვაში – სიახლე, რომელსაც კლინიკა „დეამედი“ ახორციელებს