მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ არიან ინფექციურში მოთავსებული პაციენტები და რას ამბობს ჯანდაცვის მინისტრი
როგორ არიან ინფექციურში მოთავსებული პაციენტები და რას ამბობს ჯანდაცვის მინისტრი

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ბოქ­სი­რე­ბულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მყო­ფი 3 პა­ცი­ენ­ტი თავს კარ­გად გრძნობს, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­ნუ­ცხა­დეს. მა­თი­ვე ცნო­ბით, სა­მი­ვე პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია და ისი­ნი სტა­ცი­ო­ნა­რი­დან მა­შინ­ვე გა­ე­წე­რე­ბი­ან, რო­გორც კი ქა­ლაქ რო­ტერ­და­მის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან მათი ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლის დას­კვნას მი­ი­ღე­ბენ, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლი იქ­ნე­ბა, რომ მათ ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი არ და­უდ­გინ­დათ.

ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში აცხა­დე­ბენ, რომ პა­ცი­ენ­ტე­ბის კლი­ნი­კა­ში და­ტო­ვე­ბა პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით მოხ­და, რად­გან ისი­ნი ჩი­ნე­თი­დან მე­სა­მე ქვეყ­ნის გავ­ლით ჩა­მო­ვიდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში.

მე­დი­კო­სე­ბის თქმით, ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­ქარ­თვე­ლო­ში გავ­რცე­ლე­ბა მი­ნი­მა­ლუ­რი შან­სია, ვი­ნა­ი­დან სა­ზღვრე­ბი კონ­ტროლ­დე­ბა.

ჩვენ გვაქვს რე­სურ­სი, გა­ვუმკლავ­დეთ კო­რო­ნა­ვირუსს, ვი­ნა­ი­დან ეს არის ტი­პი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე ვირუ­სი. ამ შემ­თხვე­ვა­ში მთა­ვა­რია მოხ­დეს პა­ცი­ენ­ტის დრო­უ­ლი სტა­ცი­ო­ნა­რი­ზა­ცია, - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ ახალ კო­რო­ნა­ვირუს­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხვალ, გერ­მა­ნი­ი­დან გა­მოგ­ზავ­ნი­ლი პა­სუ­ხით გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, და­უ­დას­ტურ­დე­ბა თუ არა ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გან­თავ­სე­ბულ სამ პა­ცი­ენტს ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი.

„უკვე კვი­რა­ზე მე­ტია ტარ­დე­ბა პრე­ვენ­ვი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ჩვენს სა­სა­ზღვრო ზო­ნებ­ზე, სა­დაც შე­მოწ­მე­ბუ­ლია ყვე­ლა ის მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­ზეც მი­ტა­ნი­ლია ეჭვი, რო­გორც კო­რო­ნა­ვირუ­სის პო­ტენ­ცი­ურ მა­ტე­რე­ბელ­ზე. ამ პრე­ვენ­ცი­ულ­მა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­მა გა­მო­იწ­ვია ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო დღემ­დე იმ­ყო­ფე­ბა მწვა­ნე ზო­ნა­ში.

ჩვენ გვყავს მხო­ლოდ სამი პა­ცი­ენ­ტი, რო­მე­ლიც მკურ­ნა­ლო­ბას გა­დის ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, მაგ­რამ მა­თაც ამ ეტა­პამ­დე ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი არ უდას­ტურ­დე­ბა. ხვალ ვე­ლო­დე­ბით გერ­მა­ნი­ი­დან პა­სუხს, რომ­ლი­თაც გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, და­უ­დას­ტურ­დე­ბა თუ არა ამ სამ პირს ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს რე­სურ­სი, რომ გა­ვუმკლავ­დეთ კო­რო­ნა­ვირუსს, ვი­ნა­ი­დან ეს არის ტი­პი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე ვირუ­სი. ამ შემ­თხვე­ვა­შია მთა­ვა­რია დრო­უ­ლად იყოს აღ­მო­ჩე­ნი­ლი დახ­მა­რე­ბა და მოხ­დეს პა­ცი­ენ­ტის დრო­უ­ლი სტა­ცი­ო­ნა­რი­ზა­ცია,” - აღ­ნიშ­ნა ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის არც ერთი შემ­თხვე­ვა არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა, - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, ამ­ჟა­მად დაკ­ვირ­ვე­ბა სამ პა­ცი­ენტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს და ისი­ნი ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, იზო­ლი­რე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან.

„სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის არც ერთი შემ­თხვე­ვა არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. ამ ეტაპ­ზე სამი ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბა დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ“, - აღ­ნიშ­ნა გამ­ყრე­ლი­ძემ.

მან დას­ძი­ნა, რომ ჩი­ნეთ­ში ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნა იზ­რდე­ბა, სწო­რედ ამი­ტომ, სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბი ყვე­ლა რე­სურსს იყე­ნე­ბენ იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი არ გავ­რცელ­დეს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სასაცილოა.
6

ამბობდით ნიმუშები გერმანიაში გავაგზავნეთო, დღეს კი ტელევიზიით გვამცნობეს, ჯერ პასუხი არ მოსულა გეტებორგიდანო. რაშია საქმე? ტყუილებში ავერიეთ, თუ გეოგრაფიაში?

Mia
2

 ჩინეთში ძალიან ბევრია შემთხვევა, როცა ვირუსის ნიშნები მე-14, მე-17 დღეს ვლინდება დაინფიცირებიდან, ანაც ადამიანი ვირუსის მატარებელია, სხვას აავადებს და თავად უვნებელი რჩება, თუ არ გჯერათ გადახედეთ ჩინურ საინფორმაციო საშუალებებს და 种南山ის ინტერვიუებს smile

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

როგორ არიან ინფექციურში მოთავსებული პაციენტები და რას ამბობს ჯანდაცვის მინისტრი

როგორ არიან ინფექციურში მოთავსებული პაციენტები და რას ამბობს ჯანდაცვის მინისტრი

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მყოფი 3 პაციენტი თავს კარგად გრძნობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადეს. მათივე ცნობით, სამივე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი სტაციონარიდან მაშინვე გაეწერებიან, როგორც კი ქალაქ როტერდამის ლაბორატორიიდან მათი ბიოლოგიური მასალის დასკვნას მიიღებენ, სადაც აღნიშნული იქნება, რომ მათ ახალი კორონავირუსი არ დაუდგინდათ.

ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ პაციენტების კლინიკაში დატოვება პრევენციის მიზნით მოხდა, რადგან ისინი ჩინეთიდან მესამე ქვეყნის გავლით ჩამოვიდნენ საქართველოში.

მედიკოსების თქმით, ახალი კორონავირუსის საქართველოში გავრცელება მინიმალური შანსია, ვინაიდან საზღვრები კონტროლდება.

ჩვენ გვაქვს რესურსი, გავუმკლავდეთ კორონავირუსს, ვინაიდან ეს არის ტიპიურად მიმდინარე ვირუსი. ამ შემთხვევაში მთავარია მოხდეს პაციენტის დროული სტაციონარიზაცია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ახალ კორონავირუსზე საუბრისას განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, ხვალ, გერმანიიდან გამოგზავნილი პასუხით გახდება ცნობილი, დაუდასტურდება თუ არა ინფექციურ საავადმყოფოში განთავსებულ სამ პაციენტს ახალი კორონავირუსი.

„უკვე კვირაზე მეტია ტარდება პრევენვიული ღონისძიებები ჩვენს სასაზღვრო ზონებზე, სადაც შემოწმებულია ყველა ის მოქალაქე, რომელზეც მიტანილია ეჭვი, როგორც კორონავირუსის პოტენციურ მატერებელზე. ამ პრევენციულმა ღონისძიებებმა გამოიწვია ის, რომ საქართველო დღემდე იმყოფება მწვანე ზონაში.

ჩვენ გვყავს მხოლოდ სამი პაციენტი, რომელიც მკურნალობას გადის ინფექციურ საავადმყოფოში, მაგრამ მათაც ამ ეტაპამდე ახალი კორონავირუსი არ უდასტურდება. ხვალ ველოდებით გერმანიიდან პასუხს, რომლითაც გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის, დაუდასტურდება თუ არა ამ სამ პირს ახალი კორონავირუსი. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს რესურსი, რომ გავუმკლავდეთ კორონავირუსს, ვინაიდან ეს არის ტიპიურად მიმდინარე ვირუსი. ამ შემთხვევაშია მთავარია დროულად იყოს აღმოჩენილი დახმარება და მოხდეს პაციენტის დროული სტაციონარიზაცია,” - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამჟამად დაკვირვება სამ პაციენტზე მიმდინარეობს და ისინი ინფექციურ საავადმყოფოში, იზოლირებულ მდგომარეობაში იმყოფებიან.

„საქართველოში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამ ეტაპზე სამი ადამიანი იმყოფება დაკვირვების ქვეშ“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

მან დასძინა, რომ ჩინეთში ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენა იზრდება, სწორედ ამიტომ, საქართველოში შესაბამისი უწყებები ყველა რესურსს იყენებენ იმისთვის, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსი არ გავრცელდეს.

ვალიკო ბაბუ დევნილთა დასახლებიდან უკვე მილიონერია

2019 წელს სასამართლოებში გასაჩივრებული გადაწყვეტილებების უმეტესობა სემეკის სასარგებლოდ დასრულდა

"რა გავაკეთოთ, კედლები ამოვაშენოთ თუ როგორ მოვიქცეთ, რომ ტროტუარებზე ადამიანებმა თავისუფლად შეძლონ გადაადგილება და ავტომობილები არ შევიდნენ?"