ეკვადორის პრეზიდენტმა ლენინ მორენომ სექსისტური განცხადების გამო, ბოდიში მოიხადა. პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ მისი ნათქვამი არასწორად გაიგეს და ქალთა მიმართ ძალადობას გმობს.
საქმე ეხება ლენინ მონეროს მიერ 31 იანვარს ქალაქ გუაიკილში კონფერენციის დროს გაკეთებულ განცხადებას, სადაც პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კაცებს ყოველ წუთს რაიმეში სდებენ ბრალს. მისი თქმით, ქალები ძალადობაზე არ ჩივიან იმ შემთხვევაში, თუ მამაკაცი სიმპათიურია.
პრეზიდენტის ამ განცხადებას ეკვადორში საზოგადოების მკვეთრად უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, რის გამოც მან ბოდიში მოიხადა.
„ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც ჩემმა სიტყვებმა შეურაცხყოფა მიაყენა. ვგმობ ქალების მიმართ ძალადობის ყველა ფორმას“, - აღნიშნა ლენინ მორენომ.
ოე ლენინ, "სწავლა, სწავლა და სწავლა"-ო - ხომ დაგიბარა შენმა დიდმა სეხნიამ ?! ჰოდა შეისწავლე თანამედროვე ტენდენციები გენდერულ საკითხებში.
სამყაროს მშვენება ქალები გუგულა მაღრაძე, ეკა ბესელია, კესარია, მაია ნადირაძე, ნინო ბურჯანაძე და ა. შ., რომელთა გამოც ღირს ყველანაირი შეურაწყოფის ატანა.