მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ უნდა დაიწყოთ ჭარბთმიანობასთან ბრძოლა შემოდგომასა და ზამთარში - ლაზეროთერაპევტის რჩევები
რატომ უნდა დაიწყოთ ჭარბთმიანობასთან ბრძოლა შემოდგომასა და ზამთარში - ლაზეროთერაპევტის რჩევები

ჭარბთმი­ა­ნო­ბა სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით შე­იძ­ლე­ბა იყოს გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი და სწო­რედ ამ მი­ზეზ­ზე არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი მისი მკურ­ნა­ლო­ბის ხან­გრძლი­ვო­ბაც. პრობ­ლე­მის სრუ­ლად მოგ­ვა­რე­ბა თმის ერთჯე­რა­დი მო­შო­რე­ბით არ ხდე­ბა და ეს საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი, თან­მიმ­დევ­რუ­ლი პრო­ცე­სია. აღ­ნიშ­ნულ პრო­ცეს­ში კი წე­სე­ბის დაც­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. სწო­რედ ამ წე­სებ­სა და ეპი­ლა­ცი­ით სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის მი­ღე­ბის მე­თო­დებ­ზე ვე­სა­უბ­რეთ ეს­თე­ტი­კურ ცენ­ტრ „კონ­ტუ­რის“ ლა­ზე­რო-თე­რა­პევტ მაკა მე­ნაბ­დეს.

რო­გორც მაკა მე­ნაბ­დე გან­მარ­ტავს, ეპი­ლა­ცი­ით სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის სწრა­ფად მიღ­წე­ვა ვი­საც სურს, უმ­ჯო­ბე­სია თუ ლა­ზე­რუ­ლი ეპი­ლა­ცი­ის გა­კე­თე­ბას შე­მოდ­გო­მის ან ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში და­ი­წყებს.

რა­ტომ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი ეპი­ლა­ცი­ის და­წყე­ბა შე­მოდ­გო­მა­სა და ზამ­თარ­ში?

ლა­ზე­რუ­ლი ეპი­ლა­ცი­ის პრო­ცე­დუ­რე­ბის სქე­მას ლა­ზე­რო-თე­რა­პევ­ტი ად­გენს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად თი­თო­ე­უ­ლი პა­ცი­ენ­ტის­თვის. სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად კი ამ სქე­მის დაც­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. სქე­მა და­მო­კი­დე­ბუ­ლია პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, იმა­ზე თუ რა ტი­პის და რამ­დე­ნი პრო­ცე­დუ­რა აქვს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, კანი და თმა გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი აქვს თუ არა, აღე­ნიშ­ნე­ბა თუ არა ჩაბ­რუ­ნე­ბა, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ორ­გა­ნიზ­მის ჰორ­მო­ნა­ლუ­რი ბა­ლან­სია. თუ არ გვაქვს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ჭარბთმი­ა­ნო­ბა მა­შინ პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი აპა­რა­ტით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი 6-8 პრო­ცე­დუ­რა საკ­მა­რი­სია. სა­წყის ეტაპ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს შუ­ა­ლე­დე­ბის დაც­ვას, რაც ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში რთუ­ლია. რად­გან ხში­რად გავ­დი­ვართ ქა­ლაქ­გა­რეთ, რუ­ჯიც ხელს უშ­ლის სქე­მის დაც­ვას, რად­გან გა­რუ­ჯვის შემ­დეგ გარ­კვე­უ­ლი შუ­ა­ლე­დის დაც­ვაა სა­ჭი­რო, რაც ასე­ვე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. აგ­რეთ­ვე გა­რუ­ჯულ კან­ზე, უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დაც­ვით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა უფრო და­ბა­ლი ენერ­გია, რაც აფერ­ხებს სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის სწრა­ფად მიღ­წე­ვას.სწო­რედ ამი­ტომ ყვე­ლას ვურ­ჩევ, ლა­ზე­რუ­ლი ეპი­ლა­ცი­ის გა­კე­თე­ბა და­ი­წყონ შე­მოდ­გო­მა­ზე ან მაქ­სი­მუმ ზამ­თარ­ში, რომ ზა­ფხულ­ში უკვე მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და გლუ­ვი, უთმო კანი ჰქონ­დეთ.

რა მოხ­დე­ბა, თუ ეპი­ლა­ცი­ის პრო­ცე­დუ­რებს შო­რის და­გეგ­მილ შუ­ა­ლე­დებს პა­ცი­ენ­ტი ვერ და­ი­ცავს?

თუ ჩვე­ნი მი­ზა­ნია, რომ არა­სა­სურ­ვე­ლი თმის­გან სა­ბო­ლო­ოდ გავ­თა­ვი­სუფ­ლდეთ, მა­შინ­შუ­ა­ლე­დე­ბის დაც­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ეს არ არის ლა­ზე­რო­თე­რა­პევ­ტე­ბის ამო­ჩე­მე­ბა. თა­ვი­დან 2-3 პრო­ცე­დუ­რა უნდა გა­კეთ­დეს 21 დღი­ა­ნი შუ­ა­ლე­დით, რად­გან თმის ზრდის 4 ფა­ზი­დან პირ­ვე­ლი ანუ ანა­გე­ნის ფაზა, რო­დე­საც თმა მიბ­მუ­ლია ფო­ლი­კულ­ზე, შე­ად­გენს სხე­უ­ლის 40-60%-ს. და­ნარ­ჩე­ნი არის კა­ტა­გე­ნის ანუ ამო­ვარ­დნის ტა­ლო­გე­ნის ფა­ზა­ში მყო­ფი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ზრდის ანუ ანა­გე­ნის ფა­ზა­ში მყო­ფი თმა 1 სან­ტი­მეტ­რამ­დე იზ­რდე­ბა სწო­რად 21-დან 28 დღემ­დე ინ­ტერ­ვალ­ში. შემ­დეგ შუ­ა­ლე­დე­ბის ხან­გრძლი­ვო­ბა იზ­რდე­ბა და ხდე­ბა 1 თვე, თვე­ნა­ხე­ვა­რი და ასე შემ­დეგ. თმის ზრდის ფა­ზე­ბი გა­ნა­პი­რო­ბებს ამ ინ­ტერ­ვა­ლე­ბის ხან­გრძლი­ვო­ბას. ერთი პრო­ცე­დუ­რით თმის და­ახ­ლო­ე­ბით 30-40%-ის მო­შო­რე­ბას ვა­ხერ­ხებთ. ეს არის თმის ის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც პრო­ცე­დუ­რის დროს პირ­ველ ფა­ზა­შია. მე­ო­რე და მე­სა­მე ფა­ზა­ში მყო­ფი თმა კი სუს­ტდე­ბა და თხელ­დე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში მათი კვე­ბის დარ­ღვე­ვა ხდე­ბა, რის შე­დე­გა­დაც უკვე ვზრდით შუ­ა­ლე­დებს.

რა გან­სხვა­ვე­ბაა ლა­ზე­რუ­ლი ეპი­ლა­ცი­ის სხვა­დას­ხვა ტი­პებს შო­რის და რო­მე­ლი არის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი?

ლა­ზე­რუ­ლი ეპი­ლა­ცი­ის ტი­პე­ბი გან­სხვავ­დე­ბა ტალ­ღის სიგ­რძით და ამ ტალ­ღის ენერ­გი­ით ანუ სიმ­ძლავ­რით, მათი მუ­შა­ო­ბის პრინ­ცი­პი კი ანა­ლო­გი­უ­რია. სწო­რედ სხი­ვის სიგ­რძი­დან და თვი­სე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ალექ­სან­დრი­ტის ლა­ზე­რი პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ტი­პის კან­ზე არის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი, რო­დე­საც თმა არის კარ­გად პიგმენ­ტი­რე­ბუ­ლი ანუ მუქი, კანი კი - თეთ­რი. თხელ და ღია ფე­რის თმა­ზე, სა­დაც ნაკ­ლე­ბი პიგმენ­ტია, ალექ­სან­დრი­ტის ლა­ზე­რი ნაკ­ლე­ბად ეფექ­ტუ­რია. თუ ამ ტი­პის ეპი­ლა­ცი­ას გა­ვა­კე­თებთ მუქი ფე­რის კან­ზე, თმის ნაც­ვლად კა­ნის პიგმენ­ტი შთან­თქავს სხივს და შე­იძ­ლე­ბა დამ­წვრო­ბაც კი გა­მო­ვიწ­ვი­ოთ.

დი­ო­დის შემ­თხვე­ვა­ში კი, რო­დე­საც გვაქვს კა­ნი­დან პიგმენ­ტის ანუ მე­ლა­ნი­ნის მო­შო­რე­ბის ტექ­ნო­ლო­გია, სხი­ვის სრუ­ლად თმა და თმის ბოჭ­კო შთან­თქავს და მაქ­სი­მა­ლუ­რი ეფექ­ტის მიღ­წე­ვაც შე­საძ­ლე­ბე­ლია. ამ ტი­პის ეპი­ლა­ცია ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის კან­ზე კეთ­დე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა სამ­სხი­ვი­ან ლა­ზერს, ამ შემ­თხვე­ვა­ში ლა­ზე­რო­თე­რა­პევტს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა სჭირ­დე­ბა სხი­ვე­ბის და­სა­რე­გუ­ლი­რებ­ლად, რომ სა­სურ­ველ შე­დეგს მი­აღ­წი­ოს და ჭარბთმი­ა­ნო­ბის პრობ­ლე­მა უფრო არ გარ­თულ­დეს. რად­გან თუ სა­მი­ვე სხი­ვი მა­ღა­ლია და კანი კავ­კა­სი­უ­რი ტი­პის ანუ მე-2-მე-3 ტი­პია, მი­ვი­ღებთ დამ­წვრო­ბას. თუ სხი­ვე­ბის პა­რა­მეტ­რებს სა­შუ­ა­ლოს შე­ვარ­ჩევთ, მა­შინ შე­იძ­ლე­ბა სით­ბუ­რი ზე­გავ­ლე­ნით მი­ძი­ნე­ბუ­ლი თმა გა­ვა­აქ­ტი­უ­როთ. ხოლო თუ და­ბა­ლი პა­რა­მეტ­რით ვსარ­გებ­ლობთ, შე­დე­გი მო­სა­ლოდ­ნელ­ზე გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი იქ­ნე­ბა.

რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ლა­ზე­რუ­ლი ეპი­ლა­ცი­ის აპა­რა­ტი? თუ მხო­ლოდ ეპი­ლა­ცი­ის ტი­პის შერ­ჩე­ვაა საკ­მა­რი­სი?

კონ­კრე­ტულ აპა­რატს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს.მას უნდა ჰქონ­დეს პა­ცი­ენ­ტთან პა­რა­მეტ­რის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად შერ­ჩე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. აგ­რეთ­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია,მას­ში ჩა­დე­ბუ­ლი იყოს კა­ნის დამ­ცა­ვი პა­რა­მეტ­რე­ბი, რაც უსაფრ­თხოდ მა­ღა­ლი ენერ­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბის­სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს. მე სხვა­დას­ხვა ეს­თე­ტი­კურ ცენ­ტრში მი­მუ­შა­ვია და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მომ­წონს Lumenis-ის აპა­რა­ტე­ბი. ის­რა­ე­ლის და აშშ-ს წარ­მა­ტე­ბულ­მა ტან­დემ­მა შექ­მნა უნი­კა­ლუ­რი­ა­პა­რა­ტი LumenisLightsheer Duet. მან სრუ­ლად შეც­ვა­ლა მსოფ­ლი­ოს ხედ­ვა ეპი­ლა­ცი­ის სფე­რო­ში. ის უნი­კა­ლუ­რია, რად­გან აქვს ორი აპ­ლი­კა­ტო­რი სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ნა­წი­ლე­ბის­თვის. მინ­და აღ­ვნიშ­ნო ისიც, რომ აპა­რა­ტი მუ­შა­ობს ვა­კუ­უმ რე­ჟი­მით, რაც ახ­დენს კა­ნის შე­წო­ვას, მისი ზე­დაპ­რის გა­ჭიმ­ვას. შე­დე­გად ფოლ­კუ­ლებს შო­რის მან­ძი­ლი იზ­რდე­ბა, კან­ში მე­ლა­ნი­ნის ანუ პიგმენ­ტის სიმ­კვრი­ვე მცირ­დე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, ეპ­დერ­მი­სის მიერ ნაკ­ლე­ბი ენერ­გია შთა­ინ­თქმე­ბა და სხი­ვის მთე­ლი კონ­ცენ­ტრა­ცია მი­მარ­თუ­ლია თმის ფო­ლე­კუ­ლის­კენ. სწო­რედ ამი­ტომ ის იცავს კანს დამ­წვრო­ბი­სა და მიმ­დე­ბა­რე ქსო­ვი­ლე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის­გან. გას­რო­ლის არეც დიდი აქვს, სწო­რედ ამი­ტომ პრო­ცე­დუ­რა სწრა­ფად მიმ­დი­ნა­რე­ობს. ვა­კუ­უმ სის­ტე­მა გა­ნა­პი­რო­ბებს იმა­საც, რომ პრო­ცე­დუ­რა მაქ­სი­მა­ლუ­რად უმ­ტკივ­ნე­უ­ლოა და არ სა­ჭი­რო­ებს ჟე­ლეს, რაც ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლია.

გა­რუ­ჯულ კან­ზე ეპი­ლა­ცი­ის გა­კე­თე­ბა რამ­დე­ნად რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია?

დღეს ხში­რად გა­ი­გებთ, რომ გა­რუ­ჯულ კან­ზე კეთ­დე­ბა ეპი­ლა­ცია. აღ­ნიშ­ნუ­ლის ასე მტკი­ცე­ბი­თი ფორ­მით თქმა არ შე­იძ­ლე­ბა. ზოგს შე­იძ­ლე­ბა რუ­ჯის მი­ღე­ბი­დან 5 დღე­ში გა­ვუ­კე­თოთ დი­ო­დუ­რი ეპი­ლა­ცია, ზოგს კი - 2 კვი­რა­ში. ეს კა­ნის პიგმენ­ტა­ცი­ა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ამ შემ­თხვე­ვა­შიც ვა­კუ­უმ სის­ტე­მა გვაძ­ლევს კარგ შე­დეგს, რად­გან კა­ნის ამო­ქაჩ­ვის შე­დე­გად, კა­ნის პიგმენ­ტი იფან­ტე­ბა. რუ­ჯი­ან კან­ში კი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ბევ­რი პიგმენ­ტია და სხი­ვის დიდი ნა­წი­ლი სწო­რედ მას მი­აქვს, თმის ფო­ლე­კულ­ში არა­საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის სხი­ვი აღ­წევს. სწო­რედ ამი­ტომ გვჭირ­დე­ბა ვა­კუ­უმ სის­ტე­მა და კა­ნის და­ჭიმ­ვა. სხვა აპარ­ტე­ბით გა­რუ­ჯულ კან­ზე ეპი­ლა­ცი­ის გა­კე­თე­ბა სა­რის­კოა.

ქეთა
5

ნეტავ სომხებივიტ როდის ვისწავლით ჩვენი ქვეყნის დაცვასსსს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რატომ უნდა დაიწყოთ ჭარბთმიანობასთან ბრძოლა შემოდგომასა და ზამთარში - ლაზეროთერაპევტის რჩევები

რატომ უნდა დაიწყოთ ჭარბთმიანობასთან ბრძოლა შემოდგომასა და ზამთარში - ლაზეროთერაპევტის რჩევები

ჭარბთმიანობა სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული და სწორედ ამ მიზეზზე არის დამოკიდებული მისი მკურნალობის ხანგრძლივობაც. პრობლემის სრულად მოგვარება თმის ერთჯერადი მოშორებით არ ხდება და ეს საკმაოდ ხანგრძლივი, თანმიმდევრული პროცესია. აღნიშნულ პროცესში კი წესების დაცვა აუცილებელია. სწორედ ამ წესებსა და ეპილაციით სასურველი შედეგის მიღების მეთოდებზე ვესაუბრეთ ესთეტიკურ ცენტრ „კონტურის“ ლაზერო-თერაპევტ მაკა მენაბდეს.

როგორც მაკა მენაბდე განმარტავს, ეპილაციით სასურველი შედეგის სწრაფად მიღწევა ვისაც სურს, უმჯობესია თუ ლაზერული ეპილაციის გაკეთებას შემოდგომის ან ზამთრის პერიოდში დაიწყებს.

რატომ არის რეკომენდებული ეპილაციის დაწყება შემოდგომასა და ზამთარში?

ლაზერული ეპილაციის პროცედურების სქემას ლაზერო-თერაპევტი ადგენს ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისთვის. სასურველი შედეგის მისაღწევად კი ამ სქემის დაცვა აუცილებელია. სქემა დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე, იმაზე თუ რა ტიპის და რამდენი პროცედურა აქვს ჩატარებული, კანი და თმა გაღიზიანებული აქვს თუ არა, აღენიშნება თუ არა ჩაბრუნება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანიზმის ჰორმონალური ბალანსია. თუ არ გვაქვს განსაკუთრებული პრობლემებით გამოწვეული ჭარბთმიანობა მაშინ პრობლემის მოსაგვარებლად პროფესიონალური აპარატით ჩატარებული 6-8 პროცედურა საკმარისია. საწყის ეტაპზე განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს შუალედების დაცვას, რაც ზაფხულის პერიოდში რთულია. რადგან ხშირად გავდივართ ქალაქგარეთ, რუჯიც ხელს უშლის სქემის დაცვას, რადგან გარუჯვის შემდეგ გარკვეული შუალედის დაცვაა საჭირო, რაც ასევე ინდივიდუალურია. აგრეთვე გარუჯულ კანზე, უსაფრთხოების წესების დაცვით გამოიყენება უფრო დაბალი ენერგია, რაც აფერხებს სასურველი შედეგის სწრაფად მიღწევას.სწორედ ამიტომ ყველას ვურჩევ, ლაზერული ეპილაციის გაკეთება დაიწყონ შემოდგომაზე ან მაქსიმუმ ზამთარში, რომ ზაფხულში უკვე მოწესრიგებული და გლუვი, უთმო კანი ჰქონდეთ.

რა მოხდება, თუ ეპილაციის პროცედურებს შორის დაგეგმილ შუალედებს პაციენტი ვერ დაიცავს?

თუ ჩვენი მიზანია, რომ არასასურველი თმისგან საბოლოოდ გავთავისუფლდეთ, მაშინშუალედების დაცვა აუცილებელია. ეს არ არის ლაზეროთერაპევტების ამოჩემება. თავიდან 2-3 პროცედურა უნდა გაკეთდეს 21 დღიანი შუალედით, რადგან თმის ზრდის 4 ფაზიდან პირველი ანუ ანაგენის ფაზა, როდესაც თმა მიბმულია ფოლიკულზე, შეადგენს სხეულის 40-60%-ს. დანარჩენი არის კატაგენის ანუ ამოვარდნის ტალოგენის ფაზაში მყოფი. აღსანიშნავია, რომ ზრდის ანუ ანაგენის ფაზაში მყოფი თმა 1 სანტიმეტრამდე იზრდება სწორად 21-დან 28 დღემდე ინტერვალში. შემდეგ შუალედების ხანგრძლივობა იზრდება და ხდება 1 თვე, თვენახევარი და ასე შემდეგ. თმის ზრდის ფაზები განაპირობებს ამ ინტერვალების ხანგრძლივობას. ერთი პროცედურით თმის დაახლოებით 30-40%-ის მოშორებას ვახერხებთ. ეს არის თმის ის ნაწილი, რომელიც პროცედურის დროს პირველ ფაზაშია. მეორე და მესამე ფაზაში მყოფი თმა კი სუსტდება და თხელდება. ამ შემთხვევაში მათი კვების დარღვევა ხდება, რის შედეგადაც უკვე ვზრდით შუალედებს.

რა განსხვავებაა ლაზერული ეპილაციის სხვადასხვა ტიპებს შორის და რომელი არის ყველაზე ეფექტური?

ლაზერული ეპილაციის ტიპები განსხვავდება ტალღის სიგრძით და ამ ტალღის ენერგიით ანუ სიმძლავრით, მათი მუშაობის პრინციპი კი ანალოგიურია. სწორედ სხივის სიგრძიდან და თვისებებიდან გამომდინარე ალექსანდრიტის ლაზერი პირველი და მეორე ტიპის კანზე არის ყველაზე ეფექტური, როდესაც თმა არის კარგად პიგმენტირებული ანუ მუქი, კანი კი - თეთრი. თხელ და ღია ფერის თმაზე, სადაც ნაკლები პიგმენტია, ალექსანდრიტის ლაზერი ნაკლებად ეფექტურია. თუ ამ ტიპის ეპილაციას გავაკეთებთ მუქი ფერის კანზე, თმის ნაცვლად კანის პიგმენტი შთანთქავს სხივს და შეიძლება დამწვრობაც კი გამოვიწვიოთ.

დიოდის შემთხვევაში კი, როდესაც გვაქვს კანიდან პიგმენტის ანუ მელანინის მოშორების ტექნოლოგია, სხივის სრულად თმა და თმის ბოჭკო შთანთქავს და მაქსიმალური ეფექტის მიღწევაც შესაძლებელია. ამ ტიპის ეპილაცია ნებისმიერი ტიპის კანზე კეთდება.

რაც შეეხება სამსხივიან ლაზერს, ამ შემთხვევაში ლაზეროთერაპევტს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება სხივების დასარეგულირებლად, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოს და ჭარბთმიანობის პრობლემა უფრო არ გართულდეს. რადგან თუ სამივე სხივი მაღალია და კანი კავკასიური ტიპის ანუ მე-2-მე-3 ტიპია, მივიღებთ დამწვრობას. თუ სხივების პარამეტრებს საშუალოს შევარჩევთ, მაშინ შეიძლება სითბური ზეგავლენით მიძინებული თმა გავააქტიუროთ. ხოლო თუ დაბალი პარამეტრით ვსარგებლობთ, შედეგი მოსალოდნელზე გაცილებით ნაკლები იქნება.

რამდენად მნიშვნელოვანია ლაზერული ეპილაციის აპარატი? თუ მხოლოდ ეპილაციის ტიპის შერჩევაა საკმარისი?

კონკრეტულ აპარატს დიდი მნიშვნელობა აქვს.მას უნდა ჰქონდეს პაციენტთან პარამეტრის ინდივიდუალურად შერჩევის შესაძლებლობა. აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია,მასში ჩადებული იყოს კანის დამცავი პარამეტრები, რაც უსაფრთხოდ მაღალი ენერგიის გამოყენებისსაშუალებას მოგვცემს. მე სხვადასხვა ესთეტიკურ ცენტრში მიმუშავია და განსაკუთრებულად მომწონს Lumenis-ის აპარატები. ისრაელის და აშშ-ს წარმატებულმა ტანდემმა შექმნა უნიკალურიაპარატი LumenisLightsheer Duet. მან სრულად შეცვალა მსოფლიოს ხედვა ეპილაციის სფეროში. ის უნიკალურია, რადგან აქვს ორი აპლიკატორი სხეულის სხვადასხვა ნაწილებისთვის. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ აპარატი მუშაობს ვაკუუმ რეჟიმით, რაც ახდენს კანის შეწოვას, მისი ზედაპრის გაჭიმვას. შედეგად ფოლკულებს შორის მანძილი იზრდება, კანში მელანინის ანუ პიგმენტის სიმკვრივე მცირდება, შესაბამისად, ეპდერმისის მიერ ნაკლები ენერგია შთაინთქმება და სხივის მთელი კონცენტრაცია მიმართულია თმის ფოლეკულისკენ. სწორედ ამიტომ ის იცავს კანს დამწვრობისა და მიმდებარე ქსოვილების დაზიანებისგან. გასროლის არეც დიდი აქვს, სწორედ ამიტომ პროცედურა სწრაფად მიმდინარეობს. ვაკუუმ სისტემა განაპირობებს იმასაც, რომ პროცედურა მაქსიმალურად უმტკივნეულოა და არ საჭიროებს ჟელეს, რაც ძალიან კომფორტულია.

გარუჯულ კანზე ეპილაციის გაკეთება რამდენად რეკომენდებულია?

დღეს ხშირად გაიგებთ, რომ გარუჯულ კანზე კეთდება ეპილაცია. აღნიშნულის ასე მტკიცებითი ფორმით თქმა არ შეიძლება. ზოგს შეიძლება რუჯის მიღებიდან 5 დღეში გავუკეთოთ დიოდური ეპილაცია, ზოგს კი - 2 კვირაში. ეს კანის პიგმენტაციაზეა დამოკიდებული. ამ შემთხვევაშიც ვაკუუმ სისტემა გვაძლევს კარგ შედეგს, რადგან კანის ამოქაჩვის შედეგად, კანის პიგმენტი იფანტება. რუჯიან კანში კი განსაკუთრებულად ბევრი პიგმენტია და სხივის დიდი ნაწილი სწორედ მას მიაქვს, თმის ფოლეკულში არასაკმარისი რაოდენობის სხივი აღწევს. სწორედ ამიტომ გვჭირდება ვაკუუმ სისტემა და კანის დაჭიმვა. სხვა აპარტებით გარუჯულ კანზე ეპილაციის გაკეთება სარისკოა.

როგორ შეიძლება ვალენტინობას საყვარელი ადამიანი გავახაროთ?

რა განსხვავებაა თეთრ, ყავისფერ და ქოქოსის შაქარს შორის და რომელი უფრო სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის?

„თუ ყავა ისეა დამუშავებული, რომ არ ვიცით, რა შემადგენლობა აქვს, უმჯობესია საერთოდ არ მივიღოთ“, - კარდიოლოგი ალექსანდრე საბეკია