მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მივხვდეთ, ალერგია გვაქვს თუ ვირუსი? - ალერგოლოგი დაავადებების მკურნალობის გზებზე
როგორ მივხვდეთ, ალერგია გვაქვს თუ ვირუსი? - ალერგოლოგი დაავადებების მკურნალობის გზებზე

ვირუ­სე­ბის აფეთ­ქე­ბის პე­რი­ოდ­ში, არა­ერ­თი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაც მწვავ­დე­ბა. შე­საძ­ლოა, ალერ­გი­აც გამ­წვავ­დეს. ვი­ნა­ი­დან გა­ცი­ვე­ბის ვირუსს ახა­სი­ა­თებს - ცე­მი­ნე­ბა, თა­ვის ტკი­ვი­ლი, მო­თენ­თი­ლო­ბა, ამ თვი­სე­ბე­ბის გამო, შე­საძ­ლოა, ადა­მი­ანს ის ალერ­გი­ა­შიც აე­რი­ოს.

რო­გორ უნდა გან­ვას­ხვა­ვოთ ეს ორი და­ა­ვა­დე­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან - AMBEBI.GE-ს ალერ­გო­ლოგ-იმუ­ნო­ლო­გი მა­დო­ნა დე­ვი­ძე ესა­უბ­რე­ბა:

- გა­ცი­ვე­ბა­სა და ალერ­გი­ას შო­რის სხვა­ო­ბა ის არის, რომ გა­ცი­ვე­ბას სხვა­დას­ხვა სა­ხის ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია იწ­ვევს, ალერ­გი­ას - ესა თუ ის ალერ­გე­ნი, რო­გო­რი­ცაა, მა­გა­ლი­თად, ოთა­ხის, ან მცე­ნა­რე­უ­ლი მტვე­რი...

მათ ახა­სი­ა­თებს მსგავ­სი სიმპტო­მე­ბი და ამი­ტომ, პა­ცი­ენ­ტის­თვის რთუ­ლი სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ცი­ოა, გა­ცი­ე­ბა სჭირს თუ ალერ­გია. ამ ორი­ვე მდგო­მა­რე­ო­ბას შე­უძ­ლია, გა­მო­იწ­ვი­ოს - სურ­დო, ცე­მი­ნე­ბა, თა­ვის ტკი­ვი­ლი, ცრემ­ლდე­ნა, ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა, ზო­გა­დი სი­სუს­ტე, მაგ­რამ მა­ინც არ­სე­ბობს მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, რი­თაც შე­იძ­ლე­ბა, პა­ცი­ენ­ტმა გა­ნას­ხვა­ვოს ალერ­გია გა­ცი­ვე­ბის­გან.

გა­ცი­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, პა­ცი­ენტს სიმპტო­მე­ბი აქვს ხან­მოკ­ლე დრო­ის ვა­და­ში (მაქ­სი­მუმ 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში), წე­ლი­წად­ში რამ­დენ­მე­ჯერ­მე, ან წე­ლი­წად­ში ერთხელ, მაგ­რამ თუ ასე­თი სიმპტო­მე­ბი ხში­რია, ეს ალერ­გი­აა.

რო­დე­საც სიმპტო­მებს თან ახ­ლავს - ზო­გა­დი სი­სუს­ტე, დაღ­ლი­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა, თა­ვის, ყე­ლის ტკი­ვი­ლი, შემ­ცივ­ნე­ბა, ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა, სახ­სრე­ბის, კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლი, ეს გა­ცი­ე­ბის სიმპტო­მებ­ზე მე­ტყვე­ლებს და არა ალერ­გი­ა­ზე. ალერ­გი­ას ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა, ტკი­ვი­ლი არას­დროს ახა­სი­ა­თებს. მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი ვთქვათ, ალერ­გია უშუ­ა­ლოდ ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ით გარ­თულ­დე­ბა, თა­ვად და­მო­უ­კი­დებ­ლად ალერ­გი­ის­თვის, ტკი­ვი­ლი და ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი არ არის. ვირუ­სის შემ­თხვე­ვა­ში, მრა­ვალ­ჯე­რა­დი, გა­დაბ­მუ­ლი ცე­მი­ნე­ბა - 20-30-ჯე­რაც არც ისე ხში­რია.

- არის თუ არა გა­ცი­ე­ბას­თან და ალერ­გი­ას­თან ბრძო­ლის მე­თო­დი მსგავ­სი?

- იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ გა­ცი­ე­ბას და ალერ­გი­ას სხვა­დას­ხვა გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი აქვს, ბრძო­ლის მე­თო­დიც იქ­ნე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი.

- თუ პა­ცი­ენტს ალერ­გია აქვს და ვირუსს მკურ­ნა­ლობ­და, ამან რა გარ­თუ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს, რა შე­დე­გამ­დე მი­ვი­დეს ავად­მყო­ფი?

- თუ გვაქვს გა­ცი­ე­ბა და ალერ­გი­ას ვმკურ­ნა­ლობთ, ან პი­რი­ქით, ეფექ­ტი­ან შე­დეგს ვერ მი­ვი­ღებთ, პა­ცი­ენ­ტის ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხი მკვეთ­რად დაქ­ვე­ით­დე­ბა იმის გამო, რომ მას სიმპტო­მე­ბი არ მო­ეხ­სნე­ბა და პრობ­ლე­მა დარ­ჩე­ბა. ალერ­გი­ის შემ­თხვე­ვა­ში თუკი ვმკურ­ნა­ლობთ ვირუსს და ალერ­გი­ლოგ­თან ვი­ზი­ტი, და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა დაგ­ვი­ან­და, ცუდ შე­დეგს უნდა ვე­ლო­დეთ.

ხოლო თუ პა­ცი­ენტს აქვს გა­ცი­ე­ბა და მკურ­ნა­ლობს ალერ­გი­ა­ზე, შე­იძ­ლე­ბა ამან და­ა­ვა­დე­ბის დამ­ძი­მე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს, გარ­კვე­უ­ლად არ შე­ფას­დეს მისი მდგო­მა­რე­ო­ბა, გარ­თულ­დეს ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ით, მა­გა­ლი­თად, ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბით და ა.შ.

- რა უნდა გა­ვა­კე­თოთ იმის­თვის, რომ ვირუ­სი ალერ­გი­ა­ში არ აგ­ვე­რი­ოს?

- პირ­ველ რიგ­ში, პა­ცი­ენ­ტის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა გვეხ­მა­რე­ბა იმა­ში, რომ მან თა­ვად მო­ახ­დი­ნოს იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა რას­თან აქვს საქ­მე - ალერ­გი­ას­თან თუ ვირუ­სულ ინ­ფექ­ცი­ას­თან. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი თვი­თონ ვერ ას­ხვა­ვებს, დრო­უ­ლად უნდა მი­მარ­თოს ექიმს (ოჯა­ხის ექი­მი, თუ ვიწ­რო სპე­ცი­ა­ლის­ტი). ამ ყვე­ლაფ­რის გარ­კვე­ვა­ში ექი­მი-ალერ­გო­ლო­გი და­ეხ­მა­რე­ბა.

- რაც შე­ე­ხე­ბა აც­რებს, დაგ­ვი­ცავს თუ არა ის საფრ­თხის­გან?

- ზო­გა­დად, გა­ცი­ე­ბის სიმპტო­მე­ბის გა­მოწ­ვე­ვა 200-ზე მეტ ვირუსს შე­უძ­ლია, იქ­ნე­ბა ეს გრი­პის ვირუ­სი, რი­ნო­ვირუ­სი, რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ვირუ­სი და სხვა. შე­სა­ბა­მი­სად, ვაქ­ცი­ნა­ცია ყვე­ლა ვირუს­ზე ვერ ჩა­ტარ­დე­ბა და არც არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი.

გრი­პის ვირუ­სის შტა­მე­ბის შა­მად­გე­ნე­ლი ვაქ­ცი­ნა წინა წლებ­ში სამ­კომ­პო­ნენ­ტი­ა­ნი იყო, ბოლო წლებ­ში 4-კომ­პო­ნენ­ტი­ა­ნი გახ­და.

- რა­ტომ მა­ინ­ცდა­მა­ინც ამ ოთხ ვირუს­ზე?

- გა­მო­ირ­ჩე­ვა მახ­ვი­ლი გა­დამ­დე­ბე­ბით, გრძი­ვი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბე­ბით, სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბით, მათ შო­რის, სიკ­ვდი­ლი­თაც შე­იძ­ლე­ბა დას­რულ­დეს. ვი­ნა­ი­დან ეს ვირუ­სი ასე­თი რთუ­ლია, მის წი­ნა­აღ­მდეგ მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცია რე­კო­მენ­და­ცი­ას იძ­ლე­ვა, რომ ჩა­ტარ­დეს ვაქ­ცი­ნა­ცია. ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი ვირუ­სი ნაკ­ლებ­გა­დამ­დე­ბად ით­ვლე­ბა და სე­რი­ო­ზულ გარ­თუ­ლე­ბებს არ იწ­ვევს.

პრე­ვენ­ცია არის ექიმ­თან დრო­უ­ლი ვი­ზი­ტი, რომ სწრა­ფად მოხ­დეს ამ ყვე­ლაფ­რის აღ­მო­ფხვრა. პრე­ვენ­ცი­აა ხე­ლე­ბის ხში­რი და­ბა­ნა, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში მოხ­ვედ­რის­გან თა­ვის არი­დე­ბა, და­ა­ვა­დე­ბულ­თან კონ­ტაქ­ტის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბა, ჰი­გი­ე­ნის ნორ­მე­ბის დაც­ვა, სა­კუ­თა­რი ჭურ­ჭლის ქონა. ალერ­გი­ის შემ­თხვე­ვა­ში, დრო­უ­ლი მი­მარ­თვა ალერ­გო­ლოგ­თან და რო­დე­საც ალერ­გი­უ­ლი პა­ცი­ენ­ტი ნამ­კურ­ნა­ლე­ბი იქ­ნე­ბა თა­ვი­სი ძი­რი­თა­დი და­ა­ვა­დე­ბის კუ­თხით, ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­აც ნაკ­ლე­ბად და­ე­მარ­თე­ბა.

- გა­ცი­ე­ბა იწ­ვევს თუ არა ალერ­გი­ის პრო­ვო­ცი­რე­ბას?

- გამ­წვა­ვე­ბა მუდ­მი­ვად შე­იძ­ლე­ბა. თუ ალერ­გი­უ­ლი რი­ნი­ტი, ბრონ­ქუ­ლი ას­თმა კონ­ტრო­ლი­რე­ბუ­ლი არ არის, მას­ზე უკვე ად­ვი­ლად ხდე­ბა ვირუ­სუ­ლი, ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ის მი­ერ­თე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბის მძიმ­დე­ბა, უა­რეს­დე­ბა.

თუკი პა­ცი­ენტს ხში­რად აწუ­ხებს აღ­ნიშ­ნუ­ლი სიმპტო­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ხან­გრძლი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს, დრო­უ­ლად უნდა მი­მარ­თოს ალერ­გო­ლოგს. ალერ­გი­ის მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ ად­ვი­ლად შე­ნიშ­ნავს, რომ ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის გარ­თუ­ლე­ბე­ბი მკვეთ­რად შემ­ცირ­დე­ბა წე­ლი­წა­დის ნე­ბის­მი­ერ დროს.

- ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბობს სტე­რე­ო­ტი­პი, რომ იმუ­ნუ­რი სი­ტე­მა ირ­ყე­ვა და სუს­ტდე­ბა. რას იტყვით ამა­ზე?

- ეს მო­საზ­რე­ბა სი­მარ­თლეს არ შე­სა­ბა­მე­ბა. პა­ცი­ენტს უმუ­შავ­დე­ბა იმუ­ნი­ტე­ტი უშუ­ა­ლოდ იმ შტა­მის მი­მართ, რის წი­ნა­აღ­მდე­გაც ჩა­ტარ­და ვაქ­ცი­ნა და ეს არ იწ­ვევს ზო­გა­დი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის დაქ­ვე­ი­თე­ბას. რო­დე­საც ორ­გა­ნიზ­მში ვაქ­ცი­ნა შეჰ­ყავთ, ხდე­ბა იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა და ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა უშუ­ა­ლოდ იმ ვაქ­ცი­ნის შე­მად­გე­ნე­ლი კომ­პო­ნენ­ტე­ბის მი­მართ. ასე რომ, ვაქ­ცი­ნა­ცია არ ასუს­ტებს ორ­გა­ნიზმს და სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის რისკს არ ზრდის.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯილ იანგი
1

აბსოლიტურად არაფრის მომცემი სტატია!

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

როგორ მივხვდეთ, ალერგია გვაქვს თუ ვირუსი? - ალერგოლოგი დაავადებების მკურნალობის გზებზე

როგორ მივხვდეთ, ალერგია გვაქვს თუ ვირუსი? - ალერგოლოგი დაავადებების მკურნალობის გზებზე

ვირუსების აფეთქების პერიოდში, არაერთი ქრონიკული დაავადებაც მწვავდება. შესაძლოა, ალერგიაც გამწვავდეს. ვინაიდან გაცივების ვირუსს ახასიათებს - ცემინება, თავის ტკივილი, მოთენთილობა, ამ თვისებების გამო, შესაძლოა, ადამიანს ის ალერგიაშიც აერიოს.

როგორ უნდა განვასხვავოთ ეს ორი დაავადება ერთმანეთისგან - AMBEBI.GE-ს ალერგოლოგ-იმუნოლოგი მადონა დევიძე ესაუბრება:

- გაცივებასა და ალერგიას შორის სხვაობა ის არის, რომ გაცივებას სხვადასხვა სახის ვირუსული ინფექცია იწვევს, ალერგიას - ესა თუ ის ალერგენი, როგორიცაა, მაგალითად, ოთახის, ან მცენარეული მტვერი...

მათ ახასიათებს მსგავსი სიმპტომები და ამიტომ, პაციენტისთვის რთული საიდენტიფიკაციოა, გაციება სჭირს თუ ალერგია. ამ ორივე მდგომარეობას შეუძლია, გამოიწვიოს - სურდო, ცემინება, თავის ტკივილი, ცრემლდენა, ტემპერატურის მატება, ზოგადი სისუსტე, მაგრამ მაინც არსებობს მახასიათებელი, რითაც შეიძლება, პაციენტმა განასხვავოს ალერგია გაცივებისგან.

გაციების შემთხვევაში, პაციენტს სიმპტომები აქვს ხანმოკლე დროის ვადაში (მაქსიმუმ 2 კვირის განმავლობაში), წელიწადში რამდენმეჯერმე, ან წელიწადში ერთხელ, მაგრამ თუ ასეთი სიმპტომები ხშირია, ეს ალერგიაა.

როდესაც სიმპტომებს თან ახლავს - ზოგადი სისუსტე, დაღლილობის შეგრძნება, თავის, ყელის ტკივილი, შემცივნება, ტემპერატურის მატება, სახსრების, კუნთების ტკივილი, ეს გაციების სიმპტომებზე მეტყველებს და არა ალერგიაზე. ალერგიას ტემპერატურის მატება, ტკივილი არასდროს ახასიათებს. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ვთქვათ, ალერგია უშუალოდ ვირუსული ინფექციით გართულდება, თავად დამოუკიდებლად ალერგიისთვის, ტკივილი და ტემპერატურის მატება დამახასიათებელი არ არის. ვირუსის შემთხვევაში, მრავალჯერადი, გადაბმული ცემინება - 20-30-ჯერაც არც ისე ხშირია.

- არის თუ არა გაციებასთან და ალერგიასთან ბრძოლის მეთოდი მსგავსი?

- იქიდან გამომდინარე, რომ გაციებას და ალერგიას სხვადასხვა გამომწვევი მიზეზი აქვს, ბრძოლის მეთოდიც იქნება განსხვავებული.

- თუ პაციენტს ალერგია აქვს და ვირუსს მკურნალობდა, ამან რა გართულება შეიძლება გამოიწვიოს, რა შედეგამდე მივიდეს ავადმყოფი?

- თუ გვაქვს გაციება და ალერგიას ვმკურნალობთ, ან პირიქით, ეფექტიან შედეგს ვერ მივიღებთ, პაციენტის ცხოვრების ხარისხი მკვეთრად დაქვეითდება იმის გამო, რომ მას სიმპტომები არ მოეხსნება და პრობლემა დარჩება. ალერგიის შემთხვევაში თუკი ვმკურნალობთ ვირუსს და ალერგილოგთან ვიზიტი, დაავადების დიაგნოსტირება დაგვიანდა, ცუდ შედეგს უნდა ველოდეთ.

ხოლო თუ პაციენტს აქვს გაციება და მკურნალობს ალერგიაზე, შეიძლება ამან დაავადების დამძიმება გამოიწვიოს, გარკვეულად არ შეფასდეს მისი მდგომარეობა, გართულდეს ბაქტერიული ინფექციით, მაგალითად, ფილტვების ანთებით და ა.შ.

- რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვირუსი ალერგიაში არ აგვერიოს?

- პირველ რიგში, პაციენტის ინფორმირებულობა გვეხმარება იმაში, რომ მან თავად მოახდინოს იდენტიფიცირება რასთან აქვს საქმე - ალერგიასთან თუ ვირუსულ ინფექციასთან. იმ შემთხვევაში, თუკი თვითონ ვერ ასხვავებს, დროულად უნდა მიმართოს ექიმს (ოჯახის ექიმი, თუ ვიწრო სპეციალისტი). ამ ყველაფრის გარკვევაში ექიმი-ალერგოლოგი დაეხმარება.

- რაც შეეხება აცრებს, დაგვიცავს თუ არა ის საფრთხისგან?

- ზოგადად, გაციების სიმპტომების გამოწვევა 200-ზე მეტ ვირუსს შეუძლია, იქნება ეს გრიპის ვირუსი, რინოვირუსი, რესპირატორული ვირუსი და სხვა. შესაბამისად, ვაქცინაცია ყველა ვირუსზე ვერ ჩატარდება და არც არის რეკომენდებული.

გრიპის ვირუსის შტამების შამადგენელი ვაქცინა წინა წლებში სამკომპონენტიანი იყო, ბოლო წლებში 4-კომპონენტიანი გახდა.

- რატომ მაინცდამაინც ამ ოთხ ვირუსზე?

- გამოირჩევა მახვილი გადამდებებით, გრძივი მიმდინარეობებით, სერიოზული გართულებებით, მათ შორის, სიკვდილითაც შეიძლება დასრულდეს. ვინაიდან ეს ვირუსი ასეთი რთულია, მის წინააღმდეგ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია რეკომენდაციას იძლევა, რომ ჩატარდეს ვაქცინაცია. ყველა დანარჩენი ვირუსი ნაკლებგადამდებად ითვლება და სერიოზულ გართულებებს არ იწვევს.

პრევენცია არის ექიმთან დროული ვიზიტი, რომ სწრაფად მოხდეს ამ ყველაფრის აღმოფხვრა. პრევენციაა ხელების ხშირი დაბანა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოხვედრისგან თავის არიდება, დაავადებულთან კონტაქტისგან თავის შეკავება, ჰიგიენის ნორმების დაცვა, საკუთარი ჭურჭლის ქონა. ალერგიის შემთხვევაში, დროული მიმართვა ალერგოლოგთან და როდესაც ალერგიული პაციენტი ნამკურნალები იქნება თავისი ძირითადი დაავადების კუთხით, ვირუსული ინფექციაც ნაკლებად დაემართება.

- გაციება იწვევს თუ არა ალერგიის პროვოცირებას?

- გამწვავება მუდმივად შეიძლება. თუ ალერგიული რინიტი, ბრონქული ასთმა კონტროლირებული არ არის, მასზე უკვე ადვილად ხდება ვირუსული, ბაქტერიული ინფექციის მიერთება და შესაბამისად პაციენტის მდგომარეობის მძიმდება, უარესდება.

თუკი პაციენტს ხშირად აწუხებს აღნიშნული სიმპტომები, რომლებიც ხანგრძლივად მიმდინარეობს, დროულად უნდა მიმართოს ალერგოლოგს. ალერგიის მკურნალობის შემდეგ ადვილად შენიშნავს, რომ ვირუსული ინფექციის გართულებები მკვეთრად შემცირდება წელიწადის ნებისმიერ დროს.

- ვაქცინაციასთან დაკავშირებით არსებობს სტერეოტიპი, რომ იმუნური სიტემა ირყევა და სუსტდება. რას იტყვით ამაზე?

- ეს მოსაზრება სიმართლეს არ შესაბამება. პაციენტს უმუშავდება იმუნიტეტი უშუალოდ იმ შტამის მიმართ, რის წინააღმდეგაც ჩატარდა ვაქცინა და ეს არ იწვევს ზოგადი იმუნური სისტემის დაქვეითებას. როდესაც ორგანიზმში ვაქცინა შეჰყავთ, ხდება იმუნური სისტემის გააქტიურება და ანტისხეულების გამომუშავება უშუალოდ იმ ვაქცინის შემადგენელი კომპონენტების მიმართ. ასე რომ, ვაქცინაცია არ ასუსტებს ორგანიზმს და სხვა დაავადებების რისკს არ ზრდის.

LIVE: საღამოს ნიუსრუმი "პალიტრანიუსზე"

როგორ ცხოვრობს გერმანიაში თსუ-ს ყოფილი რექტორი, რომელიც ევროპის პრესტიჟული უნივერსიტეტის პრეზიდენტია - "ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა ოჯახია"

ქართველი მძღოლების გადასამზადებლად ფონიჭალაში სასწავლო ცენტრი აშენდება - ვინ მიიღებს ევროკავშირში აღიარებულ სერტიფიკატს?