იანვრის დაბენელებისა და პლანეტებს შორის დაძაბული ასპექტების შემდეგ, თებერვალი ამოსუნთქვის საშუალებას მოგვცემს, თუმცა, სატურნისა და პლუტონის შეერთება მაინც აქტუალურია. პლანეტარულმა ენერგიებმა, რომლებმაც წლის ბოლოს დაიწყეს ამოქმედება, საერთაშორისო, გლობალურ და ზოგიერთ შემთხვევაში, პირად ურთიერთობებზეც იქონიეს გავლენა. ზოგიერთ შემთხვევაში გამოვლინდა კლიმატური ცვლილება, ზოგიერთში - სტიქიური უბედურება. თებერვალი გვაძლევს ახალ ენერგიებთან ადაპტირების საშუალებას. გარდა ამისა, სასიხარული დღე წელს ერთით მეტი გვექნება, აქვე დაბადების დღეს გილოცავთ ყველას, ვინც 29 თებერვალს დაიბადეთ.
თებერვალი საშუალებას მოგვცემს განვავითაროთ პროეტები, ამოვხსნათ დავალებები, რომლებიც ცოტა ხნის წინ ჩიხში შევიდა. უნდა ვიმოქმედოთ ფრთხილად და ნაბიჯ-ნაბიჯ. მთავარს უნდა დავუქვემდებაროთ მეორეხარისხოვანი და ა.შ. თვის პირველი დეკადა კარგი პერიოდია სიახლეებისა და წამოწყებებისთვის. დანარჩენი ორი - გვაძლევს განვითარებისა და უკვე დაწყებული პროექტების განვითარების შესაძლებლობას.
თებერვალში ინტუიცია და ლოგიკა ერთმანეთთან უნდა დავამეგობროთ. იდეები რეალობას არ უნდა იყოს მოწყვეტილი. უპირატესობა უნდა მივანიჭოთ იმ საქმეებს, რომელიც მართლაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის. იყავით პრაგმატულები, გააზრებულები, ნებისმიერი საქმე, პროექტი თუ დავალება დეტალურად უნდა გქონდეთ გააზრებული და გათვლილი.
ყურადღება უნდა მიაქციოთ თებერვლის ორ უმნიშვნელოვანს მოვლენას - ახალმთვარეობასა და სავსემთვარეობას. სავსემთვარეოაბს ველით 9 თებერვალს - ლომის 20 გრადუსში. ამ დღეს შეგიძლიათ გათავისუფლდეთ იმისგან, რაც დაძაბულობას გიქმნიდათ ადრე. მოიხსნათ შინაგანი ბორკილები და თავს მეტად მისცეთ შემოქმედებითი იდეების განხორცილების საშუალება ან თავად გახდეთ მეტად შემოქმედებითი. ეს ის პერიოდია, როცა ლიდერები თამამად გამოავლენენ თავიანთ შესაძლებლობებს, თავას დაგვამახსოვრებენ თამამი განცხადებებით და თავიანთ სიტყვას იტყვიან. სავსემთვარეობასთან მიახლოებისას კარგია პიარ აქციების მოწყობა, თამამი ნაბიჯების გადადგმა და მოქმედების პროგრამის პრეზენტაცია. წაიკითხეთ სრულად