ავტორი:

ინოვაცია თმის გადანერგვაში – სიახლე, რომელსაც კლინიკა „დეამედი“ ახორციელებს

ინოვაცია თმის გადანერგვაში – სიახლე,  რომელსაც კლინიკა „დეამედი“ ახორციელებს

- გადანერგილი თმის მაქსიმალური სიხშირე და ბუნებრივი შესახედაობა.

- არანაირი ოპერაციის შემდგომი კვალი თავის თმიან საფარველზე.

- პაციენტის მაქსიმალური კომფორტი.

- მინიმალური რეაბილიტაციის პერიოდი.

- არანაირი გართულება !

1. ბატონო ალექსი, თქვენ ხართ ექსპერტი თმის გადანერგვის სფეროში, არაერთი ინოვატორული პროექტის ავტორი. ამჯერად რა სიახლეს სთავაზობს კლინიკა „დეამედი“ პაციენტებს?

- კლინიკა „დეამედი“-ს ექიმებივ ართ „ თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების - ISHRS” (აშშ) წევრები, 2009 წლიდან, გვაქვს რეგულარული კომუნიკაცია ჩვენს უცხოელ კოლეგებთან და მსოფლიო ექსპერტებთან თმის გადანერგვის სფეროში. ამიტომ, დეამედში, პარალელურად მსოფლიოს წამყვანი კლინიკებისა, დანერგილია ყველა ისინოვაციური და პროგრესული ტექნოლოგია,რომელიც გარანტირებულად იძლევა საუკეთესო შედეგებს და არის აბსოლუტურად უსაფრთხო. გარდა ამისა, როგორც თქვენც აღნიშნეთ, ჩვენ ვართ მრავალი ორიგინალური კვლევის ავტორი, რასაც უკავშირდება არაერთი წინგადადგმული ნაბიჯი, თმის ტრანსპლანტაციის განვითარების გზაზე. მაგ:

1. გადანერგილი გრაფტების ( ფოლიკულების) სიცოცხლის უნარიანობა გაზრდა (ა. მახარაშვილი-2005 წ )

2. ნაწიბურებში თმის გადანერგვის თანამედროვე სტანდარტის შექმნა (დეა პაპასკირი-ს სადოქტორო სადისერტაციო ნაშრომი 2010 წ )

3. უნაკერო (FUE) მეთოდით გრძელი თმის გადანერგვის ტექნოლოგიის შექმნა ( ა. მახარაშვილი- 2015 წ )

2019 წლის ნოემბერში, ქალაქ ბანგკოკში ( ტაილანდი) ჩატარადა ISHRS-ს 27-ე მსოფლიო კონგრესი, სადაც ერთი სექცია დაეთმო დღეისათვის არსებული თმის გადარგვის უნაკერო (FUE) ტექნოლოგიების განხილვას და შედარებით ანალიზს. ექსპერტებმა და დამსწრე საზოგადოების უმრავლესობამ ყველაზე ეფექტურ და უსაფრთხო ტექნოლოგიად ერთხმად აღიარეს ტრიველენის სისტემა. რა თქმა უნდა, კონგრესიდან დაბრუნებისთანავე ეს ტექნოლოგია დაინერგა კლინიკა დეამედში და აგერ უკვე 2 თვეზე მეტია წარმატებით გამოიყენება.

2. რით არის გამორჩეული ეს ინოვაციური ტექნოლოგია და რას უზრუნველყოფს იგი?

ტრიველენის სისტემა არის უნიკალური და უკონკურენტოFUE ტექნოლოგია თმის გადანერგვაში .

აპარატს გააჩნია მუშაობის რამდენიმე რეჟიმი და მათი კომბინაცია რაც უზრუნველყოფს ნებისმიერი ტიპის თმის ხარისხიანად გადანერგვას. მაგ. უნაკერო (FUE) მეთოდის ძირითადი უკუჩვენება იყო ხვეული თმა. ტრიველინის სისტემის გამოყენებით კი შესაძლებელია ამ ტიპის თმის გადარგვაც ყოველგვარი განაკვეთებისა და ნაწიბურების გარეშე. აგრეთვე შესაძლებელია თმის გადანერგვა თავის გადაპარსვის გარეშე და გრძელი თმის გადანერგვაFUE მეთოდით.

სადონორო თმის დაზიანება ექსტრაქციის დროს არის მინიმალური რაც აქამდე არსებულ დასაშვებ ნორმაზე (5-10 %) ბევრად ნაკლებია, ამავე დროს კანზე (კეფაზე) არ რჩება არანაირი კვალი, მაშინ როდესაც სხვა ტექნოლოგიების დროს, გადაპარსულ თავზე, კეფაზე მაინც შეინიშნებოდა მრავალი წერტილოვანი ნაწიბური.

რაც მთავარია პაციენტს ეძლევა საშუალება თავად აკონტროლოს გადანერგილი გრაფტების (თმების) რაოდენობა და დაზიანების ხარისხიც.

რომ შევაჯამოთ ტრიველენის სისტემა საშუალებას იძლევა დაზიანების გარეშე მოვიპოვოთ და გადავნერგოთ ნებისმიერი ტიპის თმა, რაც თავისთავად აისახება გადანერგილი თმის სიცოცხლისუნარიანობაზე და შედეგზე. ამავდროულად არ რჩება ოპერაციის არანაირი კვალი. არის ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო. ამ აპარატის გამოყენებით თავისუფლად შეგვიძლია მოვახდინოთ თანამედროვე თმის ტრანსპლანტაციისადმი დაყენებული მოთხოვნების რეალიზაცია. ესენია:

- გადანერგილი თმის მაქსიმალური სიხშირე და ბუნებრივი შესახედაობა.

- არანაირი ოპერაციის შემდგომი კვალი თავის თმიან საფარველზე.

- პაციენტის მაქსიმალური კომფორტი.

- მინიმალური რეაბილიტაციის პერიოდი.

- არანაირი გართულება !

აქვე მინდა ავღნიშნო, რომ რა თქმა უნდა აპარატის მუშაობაში დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანურ ფაქტორს. ტექნოლოგია მხოლოდ პროფესიონალის ხელში რეალიზდება. ექიმს უნდა ჰქონდეს სათანადო ცოდნა და გამოცდილება, რომ შეარჩიოს მუშაობის შესაბამისი რეჟიმი ყველა კონკრეტულ შემთხვევაში.

მინდა მივმართო ჩემს მოსწავლეებს და კოლეგებს, რომ ისწრაფონ სრულყოფილებისაკენ და დანერგონ თავის პრაქტიკაში ტრიველინის სისტემა, რათა გადავიდნენ განვითარების ახალ საფეხურზე.

3. ვინ დანერგა მსოფლიოში პირველად ეს ტექნოლოგია?

თმის გადანერგვის FUE -უნაკერო მეთოდს განვითარების 30-წლიანი ისტორია აქვს. 1988 წელს FUE პროცედურა პირველად იაპონელმა ექიმმა მასუმი ინაბამ წარუდგინა საზოგადოებას, რომელმაც 1 მმ-იან. ნემსი გამოიყენა ფოლიკულების ექტრაქციისთვის. ეს ინსტრუმენტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო FUE მეთოდის შემუშავებაში. მას შემდეგ მუდმივად ვითარდებოდა ეს ტექნოლოგია, შექმნილა არაერთი აპარატი და ინსტრუმენტი, ხოლო ყველაზე სრულყოფილი და ეფექტური ტექნოლოგია შემოგვთავაზა პარაგვაელმა ექიმმა ლუის რობერტო ტრიველინიმ, რომელიც დღეს მსოფლიო ექსპერტების მიერ საუკეთესოდ არის აღიარებული.

4. ბატონო ალქესი მოსწავლეები ახსენეთ წეღან, როგორც ვიცით არაერთმა ქართველმა და უცხოელმა ექიმმა გაიარა თქვენთან სწავლების კურსი,მოკლედ რომ გვესაუბროთ ამის შესახებ. როგორ მიმდინარეიბს სასწავლო კურსი და რა პერიოდს მოიცავს?

მოგახსენებთ,რომ ჩვენ პედაგოგიური საქმიანობის თითქმის 15 წლიანი გამოცდილება გვაქვს და არაერთი ექიმი და ექიმის ასისტენტი მოგვიმზადებია თმის გადანერგვის სფეროში.2015 წელს კი პირველად საქართველოში, თბილისის სახელმწიფო სანედიცინო უნივერსიტეტის დიპლომის შემდგომი განათლების პროგრამების ფარგლებში შევქმენით საკვალიფიკაციო პროგრამა სპეციალობაში „თმის აუტოტრანსპლანტაცია“. რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მხარდაჭერისთვის.

დღეს კლინიკა „დეამედი“ გახლავთსაუნივერსიტეტო კლინიკა, სადაც სასწავლებლად ჩამოდიან სპეციალისტები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან. სასიხარულოა, რომ სწავლების შემდეგ ისინი წარმატებით აგრძელებენ დამოუკიდებელ სამედიცინო საქმიანობას.

პროგრამა გრძელდება 21 კალენდრული დღე და უპირატესად მიმართულია პრაქტიკული უნარჩვევების გამომუშავებაზე. სწავლების დასრულების შემდეგ სმენელს გადაეცემა თსსუ-ს შესაბამისი სერთიფიკატი.

5. ინტერვიუს დასაწყისსშივე ვახსენე, რომ არაერთი ინოვატორული პროექტის ავტორი ხართ. შესაბამისად კლინიკა დეამედი არაერთ სიახლეს სთავაზობს პაციენტებს, ამიტომ არ შემიძლია არ გკითხოთ თქვენი სამომავლო გეგმები რას უკავშირდება?

ჩემი როგორც ექიმის გეგმები ყოველთვის უკავშირდებოდა და მომავალშიც დაუკავშირდება პაციენტების სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვას. საბედნიეროდ თმის ცვენა არ ახდენს გავლენას სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, მაგრამ ის საგრძნობლად აისახება პაციენტის ცხოვრების ხარისხზე და ხშირად ფსიქოსოციალურ პრობლემებამდეც მივყავართ.მაგრამ მერწმუნეთ ეს პრობლემა დღეს თუ პაციენტმა სწორად შეარჩია კლინიკა და ექიმი მოგვარებადია ხოლო ჩემი, როგორც „საქართველოს თმის აღდგენის საზოგადოების -GSHR „ პრეზიდენტის გეგმები უკავშირდება, როგორც სამედიცინო საზოგადოებას ასევე მოსახლეობის უფრო მეტად ინფორმირებას თმის ცვენის დიაგნოსტიკა-მკურნალობის მიმართულებით და რა თქმა უნდა პაციენტების ინტერესების დაცვას. პაციენტი არის ნაკლებად ინფორმირებული ხშირად დაბნეულიც კი და ამიტომ ის შეიძლება გახდეს ცრუ მარკეტინგის და არაკვალიფიციური„ექიმის“ მსხვერპლი, ამიტომ ჩვენი მიზანია რომ პაციენტი იყოს მაქსიმალურად ინფორმირებული რათა შეძლოს სწორი არჩევანის გაკეთება.

თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოებამ(ISHRS) წამოიწყო აქტიური კამპანია თმის გადანერგვის ე.წ. „შავი ბაზრის“ წინააღმდეგ. მსოფლიოში ამ შავი ბაზრის ყველაზე დიდი ხვედრითი წილი სამწუხაროდ ჩვენს მეზობელ თურქეთზე მოდის, სადაც ბევრი, სამედიცინო განათლების არმქონე პირი, იბრალებს ექიმობას. ჩვენ მრავალი პაციენტი გვაკითხავს, რომლებიც გახდნენ თმის გადანერგვის „ შავი ბაზრის“ მსხვერპლნი. მინდა ავღნიშნო, რომ შეცდომების გამოსწორება და გართულებების მკურნალობა ბევრად უფრო რთულია ვიდრე პირველადი პაციენტების მკურნალობა.

მე და დეა პაპასკირი, როგორც ISHRS-ს წევრები აქტიურად ვართ ჩართული კამპანიაში FIGHT The FIGHT რაც ნიშნავს თაღლითური, არალიცენზირებული თმის გადანერგვის წინააღმდეგ ბრძოლას და პაციენტების ინტერესების დაცვას.www.deamed.ge

R

სილქნეტი გიგაბიტ LTE ინტერნეტს თავისი მობილური ქსელის მილიონობით აბონენტს მთელი ქვეყნის მასშტაბით სთავაზობს

აარჩიე, აჩუქე და გაახარე მთელი გულით

სად შეიძლება შევიძინოთ ხარისხიანი სათამაშოები ხელმისაწვდომ ფასად?