Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორია კლინიკა, რომელიც უხანში კორონავირუსით დაავადებულთათვის 10 დღეში ააშენეს
როგორია კლინიკა, რომელიც უხანში კორონავირუსით დაავადებულთათვის 10 დღეში ააშენეს

ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხან­ში ად­გი­ლობ­რი­ვებს მხო­ლოდ 10 დღე დას­ჭირ­დათ კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თათ­ვის გან­კუთ­ვნი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფოს ასა­შე­ნებ­ლად. კლი­ნი­კის მშე­ნებ­ლო­ბა უკვე დას­რულ­და. ამის შე­სა­ხებ BBC წერს.

ჩი­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცნო­ბით, მშე­ნებ­ლო­ბა 24 იან­ვარს და­ი­წყო, მშე­ნებ­ლო­ბა და პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­სა­ღე­ბად მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი დას­რულ­და და მათ უკვე ორ­შა­ბა­თი­დან, 3 თე­ბერ­ვლი­დან მი­ი­ღე­ბენ.. კლი­ნი­კა 1 000 პა­ცი­ენტზეა გათ­ვლი­ლი.

მშე­ნებ­ლო­ბის და­წყე­ბის დროს სხვა­დას­ხვა გა­მო­ცე­მე­ბი წერ­დნენ, რომ მისი დას­რუ­ლე­ბა 10 დღე­ში იგეგ­მე­ბო­და, რაც ბევ­რს წარ­მო­უდ­გენ­ლად მი­აჩ­ნდა.

ნა­ხეთ ვი­დეო, რო­მელ­შიც ასა­ხუ­ლია დას­რუ­ლე­ბუ­ლი კლი­ნი­კა, ასე­ვე მისი მშე­ნებ­ლო­ბი­სა და სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტა­რით აღ­ჭურ­ვის პრო­ცე­სი:

ასე­ვე, ჩი­ნე­ლებ­მა კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბულ­თათ­ვის კი­დევ ერთი სა­ა­ვად­მყო­ფო გახ­სნეს. მათ უკვე აშე­ნე­ბულ შე­ნო­ბას რე­კონ­სტრუქ­ცია ორ დღე­ში ჩა­უ­ტა­რეს.

კო­რო­ნა­ვირუსს ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით 305 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, მე­დი­კო­სებ­მა 348 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლის გან­კურ­ნე­ბა შეძ­ლეს, ხოლო 14 628 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია. ვირუ­სის ეპი­ცენ­ტრი ჩი­ნე­თის ქა­ლა­ქი უხა­ნია, სა­დაც 23 იან­ვრის შემ­დეგ კა­რან­ტი­ნია გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. 11 მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ქა­ლა­ქი ამ დრომ­დე ჩა­კე­ტი­ლია.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ურ­ჩე­ვენ მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ სახ­ლი­დან არ გა­მო­ვიდ­ნენ, ისი­ნიც რე­კო­მენ­და­ცი­ებს ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ, სწო­რედ ამის გამო, უხა­ნის ქუ­ჩე­ბი ცა­რი­ე­ლია, და­კე­ტი­ლია მა­ღა­ზი­ე­ბი და სხვა­დას­ხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი.

კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბი გა­მოვ­ლინ­და სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში, მათ შო­რის, აშშ-ში, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, საფ­რან­გეთ­ში, გერ­მა­ნი­ა­სა და იტა­ლი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალა
2

კარდონის შენობა

.მაგრამ ჩვენთან მსგასაც ვინ ააშენებდა. მეტი არ აქვთ საქმე ,მაგაზე ხარჯონ ფულები

zura
0

თლათ საქართველოში რომ უდგანათ გვერდით და აკეთებენ ვითომ ყველაფერს მთლათ ისე ყფილა ჩინეთში აბა დაცხეთ ერთმანეთს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

როგორია კლინიკა, რომელიც უხანში კორონავირუსით დაავადებულთათვის 10 დღეში ააშენეს

როგორია კლინიკა, რომელიც უხანში კორონავირუსით დაავადებულთათვის 10 დღეში ააშენეს

ჩინეთის ქალაქ უხანში ადგილობრივებს მხოლოდ 10 დღე დასჭირდათ კორონავირუსით დაინფიცირებულთათვის განკუთვნილი საავადმყოფოს ასაშენებლად. კლინიკის მშენებლობა უკვე დასრულდა. ამის შესახებ BBC წერს.

ჩინეთის ხელისუფლების ცნობით, მშენებლობა 24 იანვარს დაიწყო, მშენებლობა და პაციენტების მისაღებად მოსამზადებელი სამუშაოები დასრულდა და მათ უკვე ორშაბათიდან, 3 თებერვლიდან მიიღებენ.. კლინიკა 1 000 პაციენტზეა გათვლილი.

მშენებლობის დაწყების დროს სხვადასხვა გამოცემები წერდნენ, რომ მისი დასრულება 10 დღეში იგეგმებოდა, რაც ბევრს წარმოუდგენლად მიაჩნდა.

ნახეთ ვიდეო, რომელშიც ასახულია დასრულებული კლინიკა, ასევე მისი მშენებლობისა და საჭირო ინვენტარით აღჭურვის პროცესი:

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/WH3P8W6-w7o" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

ასევე, ჩინელებმა კორონავირუსით დაავადებულთათვის კიდევ ერთი საავადმყოფო გახსნეს. მათ უკვე აშენებულ შენობას რეკონსტრუქცია ორ დღეში ჩაუტარეს.

კორონავირუსს ბოლო მონაცემებით 305 ადამიანი ემსხვერპლა, მედიკოსებმა 348 ინფიცირებულის განკურნება შეძლეს, ხოლო 14 628 ადამიანი დაინფიცირებულია. ვირუსის ეპიცენტრი ჩინეთის ქალაქი უხანია, სადაც 23 იანვრის შემდეგ კარანტინია გამოცხადებული. 11 მილიონიანი ქალაქი ამ დრომდე ჩაკეტილია.

ხელისუფლების წარმომადგენლები ურჩევენ მოქალაქეებს, რომ სახლიდან არ გამოვიდნენ, ისინიც რეკომენდაციებს ითვალისწინებენ, სწორედ ამის გამო, უხანის ქუჩები ცარიელია, დაკეტილია მაღაზიები და სხვადასხვა დაწესებულებები.

კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში.

კანარის კუნძულებს ქვიშის ქარიშხალმა გადაუარა - ფოტოები სტიქიის ზონიდან

"თითქოს სამყაროს აღსასრული დადგა" -  ფოტოები იტალიის ქალაქებიდან, რომლებიც კორონავირუსის გამო იზოლირებულია

ქვეყნები, სადაც კორონავირუსია გავრცელებული - გარდაცვლილთა და დაინფიცირებულთა უახლესი მონაცემები მსოფლიოში