მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კადიროვის ფოტოშარჟი რუსეთის პატრიარქის "როლში" - რა გაუვრცელეს ინტერნეტში ჩეჩნეთის ლიდერს და როგორ უსწორდება ის ახალგაზრდებს სარკაზმისთვის
კადიროვის ფოტოშარჟი რუსეთის პატრიარქის "როლში" - რა გაუვრცელეს ინტერნეტში ჩეჩნეთის ლიდერს და როგორ უსწორდება ის ახალგაზრდებს სარკაზმისთვის

ჩეჩ­ნეთ­ში რამ­ზან კა­დი­რო­ვის "გან­სხვა­ვე­ბუ­ლი" ფო­ტო­კო­ლა­ჟი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ ინ­ტერ­ნე­ტით გავ­რცელ­და, მის ავ­ტო­რებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის ფა­სად და­უჯ­დათ.

ად­გი­ლობ­რი­ვი ჟურ­ნა­ლის­ტის, ამი­ნა უმა­რო­ვას თქმით, "ფო­ტო­კო­ლა­ჟის ავ­ტო­რებს სურ­დათ ეჩ­ვე­ნე­ბი­ნათ, რომ რამ­ზან კა­დი­რო­ვი თავს დებს ჩე­ჩენ­თა უზე­ნა­ეს სა­სუ­ლი­ე­რო ლი­დე­რო­ბა­ზე და ამ დროს ისიც კრემ­ლის ისე­თი­ვე რუ­პო­რია, რო­გორც პატ­რი­არ­ქი კი­რი­ლი".

რამ­ზან კა­დი­რო­ვის სი­სას­ტი­კი­სა და ნე­ბის­მი­ე­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის მა­სობ­რი­ვი დევ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, ბოლო ხა­ნებ­ში მის მი­მართ სარ­კას­ტუ­ლი იუ­მო­რი გახ­შირ­და. 24 იან­ვარს 25-მა ად­გი­ლობ­რივ­მა ახალ­გაზ­რდამ, რო­მელ­თა შო­რი­საც სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბიც არი­ან, კა­დი­რო­ვის სახე რუ­სე­თის პატ­რი­არქ კი­რი­ლის ფო­ტო­ში "ჩას­ვეს". kavkazr.com-ის ცნო­ბით, "დამ­ნა­შა­ვე­ებ­მა ეს ფო­ტო­კო­ლა­ჟი შექ­მნეს და ერ­თმა­ნეთს "მე­სინ­ჯე­რით" გა­და­უგ­ზავ­ნეს. ად­გი­ლობ­რივ­მა შსს-მ ყვე­ლა მათ­გა­ნი და­ა­კა­ვა და ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, - ზოგი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი დღემ­დე იზო­ლა­ტორ­ში რჩე­ბა".

სა­უ­ბა­რია, ქა­ლაქ შა­ლი­ში, გერ­მენ­ჩუკ­სა და კურ­ჩა­ლო­ის რა­ი­ონ­ში მცხოვ­რებ ახალ­გაზ­რდებ­ზე. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, მათი გა­მოშ­ვე­ბა "პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი სა­უბ­რე­ბით" და­ი­წყო. ყვე­ლა მათ­განს გარ­კვე­უ­ლი თან­ხის გა­დახ­და და­ა­კის­რეს თუმ­ცა, ისე, რომ იუ­რი­დი­უ­ლად არა­ნა­ი­რი პრო­ცე­დუ­რე­ბი არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა, არც ოქმი შე­უდ­გე­ნი­ათ. ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ცნო­ბით, ისი­ნი ვალ­დე­ბუ­ლი არი­ან "ჯა­რი­მა" გა­და­ი­ხა­დონ.

ჩეჩ­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კის მი­ნის­ტრი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის, სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში, ჯამ­ბუ­ლატ უმა­რო­ვი "უმა­დურს უწო­დებს ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ­ლე­ბიც ვერ ხე­და­ვენ რამ­ზა­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბას".

kavkaz-uzel.eu-ს ცნო­ბით, ამას აკე­თე­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, "რო­მელ­თაც ჩვენ ვუ­შე­ნებთ გზებს, სა­ა­ვად­მყო­ფო­ებს, მე­ჩე­თებს, ბა­ღებს... ვაძ­ლევთ ფულს, ვეხ­მა­რე­ბით, ვაძ­ლევთ სა­მუ­შა­ოს... მერე რა, მი­ე­ცი ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ ისი­ნი მა­ინც დაგ­ცი­ნე­ბენ, გა­გა­შარ­ჟე­ბენ. ისი­ნი ვი­თომ იუ­მო­რის­ტულ-სა­ტი­რუ­ლი ფორ­მით, "მე­სინ­ჯე­რით" გა­მო­გიგ­ზავ­ნი­ან იმ ადა­მი­ა­ნის ფო­ტოს, რო­მე­ლიც მათ­თვის ყვე­ლა­ფერს აკე­თებს. არა­და, იგი­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი წე­რენ კო­მენ­ტა­რებს, - "რამ­ზან, გვიშ­ვე­ლე", "რამ­ზან დაგ­ვეხ­მა­რე!" - ემო­ცი­უ­რად წერს უმა­რო­ვი. ჩი­ნოვ­ნი­კის სი­ტყვე­ბის თა­ნახ­მად, სა­ჭი­როა, "გა­აფრ­თხი­ლონ ყვე­ლა და მკა­ფი­ოდ გა­ნუ­მარ­ტონ ამ ორი­ო­დე ათე­ულ ამ­რევ­სა და ნა­ძი­რა­ლას, თუ რას აკე­თე­ბენ. ასე­ვე, სა­დამ­დე შე­იძ­ლე­ბა მი­იყ­ვა­ნონ სა­კუ­თა­რი ხალ­ხი თა­ვი­ან­თი სუ­რა­თე­ბით, კა­რი­კა­ტუ­რე­ბი­თა და შარ­ჟე­ბით".

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, რამ­ზან კა­დი­როვ­მა კი­დევ ერთხელ გა­ნა­ცხა­და, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, ვინც მის და­ცინ­ვას და ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვას შე­ეც­დე­ბა, მკაც­რად და­ის­ჯე­ბა. ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის ფო­ტო­კო­ლაჟს ინ­ტერ­ნეტ­ში სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი რე­აქ­ცია მოჰ­ყვა. ზოგი წერს, რომ "ახალ­გაზ­რდე­ბი შეგ­ნე­ბუ­ლად მი­დი­ან ამ პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იცი­ან, "კა­დი­როვ­ცე­ბი" ამას მხო­ლოდ მათ კი არა, მის გარ­შე­მო ყვე­ლას აზღვე­ვი­ნებს".

სხვე­ბის თქმით, "ეს ძა­ლი­ან კარ­გია, რად­გან კა­დი­რო­ვი უნდა ხვდე­ბო­დეს, რომ ყვე­ლას ვერ გა­ა­ჩუ­მებს და მის მოჩ­ვე­ნე­ბით ან ბრმა თაყ­ვა­ნის­მცემ­ლად ვერ აქ­ცევს".

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
joi zaza
3

კადიროვისთვის ჩეჩენ ერს განაჩენი უკვე დიდი ხანია გამოტანილი აქვს! ეხლა საქმე იმაზეა, თუ როდის აღსრულდება ეს განაჩენი და როგორც თვითონ ჩეჩნები ამბობენ, კადიროვს დიდი დრო დარჩენილი არა აქვს!

joi zaza
3

კადიროვისთვის ჩეჩენ ერს განაჩენი უკვე დიდი ხანია გამოტანილი აქვს! ეხლა საქმე იმაზეა, თუ როდის აღსრულდება ეს განაჩენი და როგორც თვითონ ჩეჩნები ამბობენ, კადიროვს დიდი დრო დარჩენილი არა აქვს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

კადიროვის ფოტოშარჟი რუსეთის პატრიარქის "როლში" - რა გაუვრცელეს ინტერნეტში ჩეჩნეთის ლიდერს და როგორ უსწორდება ის ახალგაზრდებს სარკაზმისთვის

კადიროვის ფოტოშარჟი რუსეთის პატრიარქის "როლში" - რა გაუვრცელეს ინტერნეტში ჩეჩნეთის ლიდერს და როგორ უსწორდება ის ახალგაზრდებს სარკაზმისთვის

ჩეჩნეთში რამზან კადიროვის "განსხვავებული" ფოტოკოლაჟი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ინტერნეტით გავრცელდა, მის ავტორებს თავისუფლების აღკვეთის ფასად დაუჯდათ.

ადგილობრივი ჟურნალისტის, ამინა უმაროვას თქმით, "ფოტოკოლაჟის ავტორებს სურდათ ეჩვენებინათ, რომ რამზან კადიროვი თავს დებს ჩეჩენთა უზენაეს სასულიერო ლიდერობაზე და ამ დროს ისიც კრემლის ისეთივე რუპორია, როგორც პატრიარქი კირილი".

რამზან კადიროვის სისასტიკისა და ნებისმიერი განსხვავებული აზრის მასობრივი დევნის მიუხედავად, ბოლო ხანებში მის მიმართ სარკასტული იუმორი გახშირდა. 24 იანვარს 25-მა ადგილობრივმა ახალგაზრდამ, რომელთა შორისაც სკოლის მოსწავლეებიც არიან, კადიროვის სახე რუსეთის პატრიარქ კირილის ფოტოში "ჩასვეს". kavkazr.com-ის ცნობით, "დამნაშავეებმა ეს ფოტოკოლაჟი შექმნეს და ერთმანეთს "მესინჯერით" გადაუგზავნეს. ადგილობრივმა შსს-მ ყველა მათგანი დააკავა და ფიზიკურად გაუსწორდა. არსებული ინფორმაციით, - ზოგი გაათავისუფლეს, თუმცა, რამდენიმე მათგანი დღემდე იზოლატორში რჩება".

საუბარია, ქალაქ შალიში, გერმენჩუკსა და კურჩალოის რაიონში მცხოვრებ ახალგაზრდებზე. გამოცემის ცნობით, მათი გამოშვება "პროფილაქტიკური საუბრებით" დაიწყო. ყველა მათგანს გარკვეული თანხის გადახდა დააკისრეს თუმცა, ისე, რომ იურიდიულად არანაირი პროცედურები არ ჩატარებულა, არც ოქმი შეუდგენიათ. ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების ცნობით, ისინი ვალდებული არიან "ჯარიმა" გადაიხადონ.

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მინისტრი ნაციონალური პოლიტიკის, საგარეო ურთიერთობისა და ინფორმაციის საკითხებში, ჯამბულატ უმაროვი "უმადურს უწოდებს ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებიც ვერ ხედავენ რამზანის დამსახურებას".

kavkaz-uzel.eu-ს ცნობით, ამას აკეთებენ ადამიანები, "რომელთაც ჩვენ ვუშენებთ გზებს, საავადმყოფოებს, მეჩეთებს, ბაღებს... ვაძლევთ ფულს, ვეხმარებით, ვაძლევთ სამუშაოს... მერე რა, მიეცი ყველაფერი, მაგრამ ისინი მაინც დაგცინებენ, გაგაშარჟებენ. ისინი ვითომ იუმორისტულ-სატირული ფორმით, "მესინჯერით" გამოგიგზავნიან იმ ადამიანის ფოტოს, რომელიც მათთვის ყველაფერს აკეთებს. არადა, იგივე ადამიანები წერენ კომენტარებს, - "რამზან, გვიშველე", "რამზან დაგვეხმარე!" - ემოციურად წერს უმაროვი. ჩინოვნიკის სიტყვების თანახმად, საჭიროა, "გააფრთხილონ ყველა და მკაფიოდ განუმარტონ ამ ორიოდე ათეულ ამრევსა და ნაძირალას, თუ რას აკეთებენ. ასევე, სადამდე შეიძლება მიიყვანონ საკუთარი ხალხი თავიანთი სურათებით, კარიკატურებითა და შარჟებით".

რამდენიმე დღის წინ, რამზან კადიროვმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც მის დაცინვას და ღირსების შელახვას შეეცდება, მკაცრად დაისჯება. ჩეჩნეთის ლიდერის ფოტოკოლაჟს ინტერნეტში სხვადასხვაგვარი რეაქცია მოჰყვა. ზოგი წერს, რომ "ახალგაზრდები შეგნებულად მიდიან ამ პროვოკაციაზე მიუხედავად იმისა, რომ იციან, "კადიროვცები" ამას მხოლოდ მათ კი არა, მის გარშემო ყველას აზღვევინებს".

სხვების თქმით, "ეს ძალიან კარგია, რადგან კადიროვი უნდა ხვდებოდეს, რომ ყველას ვერ გააჩუმებს და მის მოჩვენებით ან ბრმა თაყვანისმცემლად ვერ აქცევს".

აშშ-ში შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების გაგზავნაზე საუბრობენ - საგანგებო შეტყობინება რუსეთს და მოსკოვის პასუხი

რუსეთი სომხეთში ახალ ატომურ ელექტროსადგურს ააშენებს - რას წერს რუსული გამოცემა?

შიმშილობა ჩრდილოეთ კორეაში? - რაზე საუბრობენ გაეროს ექსპერტები და რა მოსალოდნელი კრიზისისთვის ამზადებს კიმ ჩენ ინი საზოგადოებას