როგორც "ინტერპრესნიუსს" "სახალხო სასამართლოდან" აცნობეს, ვერდიქტი ხუთი ხმით ერთის წინააღმდეგ მიიღეს. საქმე, ნაფიც მსაჯულთა კოლეგიასთან ერთად, მოსამართლე მინდია უგრეხელიძემ განიხილა.
კოლეგიამ მიიჩნია, რომ "აფრასიძეების საქმეზე" მოპასუხის, საქართველოს ხელისუფლების მიერ დარღვეულია "ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის" მე-2, მე-3, მე-5, მე-6 მე-8, მე-13, მე-14, მუხლები.
საქმეზე მომჩივანი დოდო სიდიანი-აფრასიძე იყო, ბრალმდებლები - გელა ნიკოლაიშვილი და მალხაზ ჯანგირაშვილი, მოპასუხე მხარეს კი - საქართველოს ხელისუფლება წარმოადგენდა, კერძოდ - ადვოკატები ელგუჯა ახალაია და ვახტანგ ნაყოფია.