მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის აეროპორტში 25 წლის ქალს ტემპერატურის მატება დაუფიქსირდა, ის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული
თბილისის აეროპორტში 25 წლის ქალს ტემპერატურის მატება დაუფიქსირდა, ის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის, მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში, ჟე­ნე­ვა-სტამ­ბო­ლის რე­ი­სით დღეს დი­ლით, ქალი ჩა­მოფ­რინ­და, რო­მელ­საც თერ­მოსკრი­ნინ­გი ჩა­უ­ტარ­და და ტემ­პე­რა­ტუ­რა 38.1. და­უ­ფიქ­სირ­და.

ეზუგ­ბა­ი­ას თქმით, ქალი ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, ბოქ­სი­რე­ბულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი, თუმ­ცა მის შემ­თხვე­ვა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სი არ გა­ნი­ხი­ლე­ბა.

„დღეს, დი­ლით, აე­რო­პორ­ტში ჩა­მოფ­რინ­და ქალ­ბა­ტო­ნი ჟე­ნე­ვა-სტამ­ბო­ლის რე­ი­სით, რო­მე­ლიც წა­მო­სუ­ლი იყო ჩი­ნე­თი­დან. თერ­მოსკრი­ნინ­გი ჩა­ტარ­და, და­ფიქ­სირ­და ტემ­პე­რა­ტუ­რა 38.1. ეს ქალ­ბა­ტო­ნი მა­შინ­ვე გა­იყ­ვა­ნეს სა­ი­ზო­ლა­ციო სივ­რცე­ში, სა­დაც მოხ­და გან­მე­ო­რე­ბით თერ­მო­მეტ­რი­ზა­ცია, ტემ­პე­რა­ტუ­რა აღე­ნიშ­ნა 37,5, მეტი არა“,-გა­ნა­ცხა­და მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ამ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა ქალი ჩი­ნეთ­ში, დუ­ჯა­ნი­ა­ნის პრო­ვინ­ცი­ა­ში, ქა­ლაქ ჩენ­დუს­თან 40- კმ-ში მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ობ­და, რო­მე­ლიც კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის ეპი­ცენ­ტრი­დან ქა­ლაქ უხა­ნი­დან 1000 კი­ლო­მეტ­რი­თაა და­შო­რე­ბუ­ლი. ეზუგ­ბა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, 25 წლის ქალ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რია 20 იან­ვარს და­ტო­ვა.

„რო­დე­საც მან პრო­ვინ­ცია და­ტო­ვა, მა­შინ ამ პრო­ვინ­ცი­ა­ში ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი არ­ცერ­თი შემ­თხვე­ვა არ იყო. როცა ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვა, 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში შვე­ი­ცა­რი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, ამ პე­რი­ოდ­ში გა­მოვ­ლინ­და იმ პრო­ვინ­ცი­ა­ში შემ­თხვე­ვე­ბის მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბა. დღეს დი­ლით უკვე ჩა­მოფ­რინ­და ჟე­ნე­ვი­დან სტამ­ბო­ლის გავ­ლით ჩვენ­თან. ჟე­ნე­ვა-სტამ­ბოლ­ში არ ვიცი თერ­მოსკრი­ნინ­გი ჩა­უ­ტარ­და, თუ არა, მაგ­რამ იქ ტემ­პე­რა­ტუ­რა არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. ჩვენს აე­რო­პორ­ტში თერ­მოსკრი­ნინ­გის შე­დე­გად და­ფიქ­სირ­და ტემ­პე­რა­ტუ­რა. შემ­დგომ­ში, ღრმა ჩა­კი­თხვით გა­მოვ­ლინ­და ეს ეპიდსი­ტუ­ა­ცია და პა­ცი­ენ­ტი ჩვენს ცენ­ტრში მო­იყ­ვა­ნეს, მო­ა­თავ­სეს სა­ი­ზო­ლა­ციო, ბოქ­სი­რე­ბულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, სა­დაც ცალ­კე შე­სას­ვლე­ლი და ცალ­კე გა­მო­სას­ვლე­ლია, პა­ცი­ენ­ტი აბ­სო­ლუ­ტურ იზო­ლა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა ყვე­ლა სხვა პი­რის­გან“,-გა­ნა­ცხა­და ეზუგ­ბა­ი­ამ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ცი­ენ­ტის ზო­გა­დი მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია და მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია.

„შე­მოს­ვლი­დან, ამ დრომ­დე, მისი ტემ­პე­რა­ტუ­რა ნორ­მა­ლუ­რია. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვე­ბით პნევ­მო­ნია გა­მო­რი­ცხა, ან­თე­ბის მარ­კე­რე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის გა­რე­შეა. მას აქვს ჩი­ვი­ლე­ბი მხო­ლოდ ყე­ლის ტკი­ვი­ლი და ჩა­ხეხ­ვის გრძნო­ბა, სხვა არა­ნა­ი­რი სუ­ბი­ექ­ტუ­რი ჩი­ვი­ლი პა­ცი­ენტს არ აქვს. ობი­ექ­ტუ­რი სტა­ტუ­სით, პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია,მას რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პა­თო­ლო­გი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბა. ამ ეტაპ­ზე ეს ქალ­ბა­ტო­ნი ჩვენს ცენ­ტრში 24 სა­ა­თი­ა­ნი დაკ­ვირ­ვე­ბის რე­ჟიმ­ში იქ­ნე­ბა, თუ ტემ­პე­რა­ტუ­რა არ მო­ი­მა­ტებს, ზო­გა­დი მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, გან­მე­ო­რე­ბით კვლე­ვე­ბით თუ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი აღარ გან­მე­ორ­დე­ბა, გა­ე­წე­რე­ბა“,-გა­ნა­ცხა­და მან.

მი­სი­ვე თქმით, ახალ­გაზ­რდა ქალი არ გა­ნი­ხი­ლე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­საძ­ლო შემ­თხვე­ვად.

„ეს გო­გო­ნა არც ახლა, არც მო­მა­ვალ­ში არ გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­გორც ახალ კო­რო­ნა­ვირუს­ზე შე­საძ­ლო შემხთვე­ვად. აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თუ მისი მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, ის პირ­და­პირ ბი­ნა­ზე გა­ე­წე­რე­ბა“,-გა­ნა­ცხა­და მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Mia
0

ვიცი რომ ეს საერთოდ არ ეხება კორონა ვირუსს, მაგრამ ჩინეთში არ არსებობს ეს დუჯანიანის პროვინცია smiley და არც "დ" და "ჯ" ასოებია ჩინურში smile სავარაუდოდ სიჩუანის四川 პროვინციაში იყო რადგან მისი დედაქალაქია ჩენგტუ成都 smile

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

თბილისის აეროპორტში 25 წლის ქალს ტემპერატურის მატება დაუფიქსირდა, ის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული

თბილისის აეროპორტში 25 წლის ქალს ტემპერატურის მატება დაუფიქსირდა, ის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ჟენევა-სტამბოლის რეისით დღეს დილით, ქალი ჩამოფრინდა, რომელსაც თერმოსკრინინგი ჩაუტარდა და ტემპერატურა 38.1. დაუფიქსირდა.

ეზუგბაიას თქმით, ქალი ინფექციურ საავადმყოფოში, ბოქსირებულ განყოფილებაშია გადაყვანილი, თუმცა მის შემთხვევაში კორონავირუსი არ განიხილება.

„დღეს, დილით, აეროპორტში ჩამოფრინდა ქალბატონი ჟენევა-სტამბოლის რეისით, რომელიც წამოსული იყო ჩინეთიდან. თერმოსკრინინგი ჩატარდა, დაფიქსირდა ტემპერატურა 38.1. ეს ქალბატონი მაშინვე გაიყვანეს საიზოლაციო სივრცეში, სადაც მოხდა განმეორებით თერმომეტრიზაცია, ტემპერატურა აღენიშნა 37,5, მეტი არა“,-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ჩინეთში, დუჯანიანის პროვინციაში, ქალაქ ჩენდუსთან 40- კმ-ში მასწავლებლად მუშაობდა, რომელიც კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრიდან ქალაქ უხანიდან 1000 კილომეტრითაა დაშორებული. ეზუგბაიას განცხადებით, 25 წლის ქალმა აღნიშნული ტერიტორია 20 იანვარს დატოვა.

„როდესაც მან პროვინცია დატოვა, მაშინ ამ პროვინციაში ახალი კორონავირუსის დაფიქსირებული არცერთი შემთხვევა არ იყო. როცა ტერიტორია დატოვა, 2 კვირის განმავლობაში შვეიცარიაში იმყოფებოდა, ამ პერიოდში გამოვლინდა იმ პროვინციაში შემთხვევების მცირე რაოდენობა. დღეს დილით უკვე ჩამოფრინდა ჟენევიდან სტამბოლის გავლით ჩვენთან. ჟენევა-სტამბოლში არ ვიცი თერმოსკრინინგი ჩაუტარდა, თუ არა, მაგრამ იქ ტემპერატურა არ დაფიქსირებულა. ჩვენს აეროპორტში თერმოსკრინინგის შედეგად დაფიქსირდა ტემპერატურა. შემდგომში, ღრმა ჩაკითხვით გამოვლინდა ეს ეპიდსიტუაცია და პაციენტი ჩვენს ცენტრში მოიყვანეს, მოათავსეს საიზოლაციო, ბოქსირებულ განყოფილებაში, სადაც ცალკე შესასვლელი და ცალკე გამოსასვლელია, პაციენტი აბსოლუტურ იზოლაციაში იმყოფება ყველა სხვა პირისგან“,-განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, პაციენტის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„შემოსვლიდან, ამ დრომდე, მისი ტემპერატურა ნორმალურია. ჩატარებული გამოკვლევებით პნევმონია გამორიცხა, ანთების მარკერები მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშეა. მას აქვს ჩივილები მხოლოდ ყელის ტკივილი და ჩახეხვის გრძნობა, სხვა არანაირი სუბიექტური ჩივილი პაციენტს არ აქვს. ობიექტური სტატუსით, პაციენტის მდგომარეობა აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია,მას რაიმე მნიშვნელოვანი პათოლოგიური ცვლილებები არ აღენიშნება. ამ ეტაპზე ეს ქალბატონი ჩვენს ცენტრში 24 საათიანი დაკვირვების რეჟიმში იქნება, თუ ტემპერატურა არ მოიმატებს, ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იქნება, განმეორებით კვლევებით თუ მნიშვნელოვანი ცვლილებები აღარ განმეორდება, გაეწერება“,-განაცხადა მან.

მისივე თქმით, ახალგაზრდა ქალი არ განიხილება კორონავირუსის შესაძლო შემთხვევად.

„ეს გოგონა არც ახლა, არც მომავალში არ განიხილება, როგორც ახალ კორონავირუსზე შესაძლო შემხთვევად. აღნიშნულის გათვალისწინებით, თუ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იქნება, ის პირდაპირ ბინაზე გაეწერება“,-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

რა დეტალები ხდება ცნობილი მაჩაბლის ქუჩაზე დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით

თბილისში, მაჩაბლის ქუჩაზე, ორი ადამიანი დაჭრეს

ამირან გამყრელიძე - ბოქსირებულ პალატებში 3 დამიანია დაკვირვების ქვეშ, რომელთა კლინიკური სურათი სრულად დამაკმაყოფილებელია