დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ხმოვან გზავნილებს ეხმაურება. როგორც ცენტრის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კორონავირუსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში სრულიად დაუსაბუთებელი, უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი ხმოვანი გზავნილი ვრცელდება, რაც დეზინფორმაციაა.
ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, არ აყვნენ პანიკას.
"უკანასკნელ საათებში სოციალური ქსელებით ვრცელდება სრულიად დაუსაბუთებელი, უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი ხმოვანი გზავნილი.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია განაცხადოს:
ამ ეტაპისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსული ინფექციის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და ვთხოვთ მოსახლეობას, ნუ აყვება პანიკას! საქართველოს სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა მოხდეს ქვეყნის ტერიტორიაზე ახალი კორონავირუსის შემოტანისა და გავრცელების პრევენცია. ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა სრულ მზადყოფნაშია და შეუძლია დაავადების შემოტანის შემთხვევაში უზრუნველყოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
აღნიშნული ხმოვანი გზავნილი დეზინფორმაციაა, ემსახურება არაკეთილსინდისიერი ადამიანების კერძო, მერკანტილურ ინტერესებს და დანაშაულია ხალხის წინაშე!
ქვეყნის მოსახლეობას მოვუწოდებთ:არ აყვეთ პანიკას! გაეცანით სანდო საიფორმაციო წყაროებს და ენდეთ პროფესიონალების რეკომენდაციებს!"-წერია ინფორმაციაში.
ძალიან დიდი მადლობა საქართველოს საკონსულოს ჩინეთში, რომელიც დღეს დამიკავშირდა და "მირჩია" ჩინეთის 2 დღეში დატოვება რადგან ფრენები ჩაიკეტებაო. პირბადის პრობლემა მაქვს, თქო და მაღაზიებში და აფთიაქებში იქნებაო disoriented disoriented disoriented გამოდის კილომეტრები უნდა ვიარო და ვეძებო პირბადე, ან შემხვდება ან არა disoriented და ამ სიარულში ან პოლიცია დამაკავებს უპირბადოდ სიარულისთვის ან ვირუსი ჩამეფსკვნება neutral_face და საერთოდ თვითფრინავის ბილეთები რომ იძებნება ონლაინ მეც ვიცი მაგრამ ფასი? ჩემი 2 თვის სტიპენდიითაც რომ ვერ ვიყიდე, ეგ 没问题ხომ? ეს ბატონი ამხანაგი მოწოდებულია რომ ჩინეთი დამატოვებინოს და შუა გზაში რაც უნდა დამემართოს მისთვის სულ ერთია. დიდი მადლობა ასეთი ყურადღებისთვის და სიყვარულისთვის slight_frown