კონფლიქტები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კორონავირუსის სიმპტომები, რომლითაც ის სხვა ვირუსებიგან განსხვავდება
კორონავირუსის სიმპტომები, რომლითაც ის სხვა ვირუსებიგან განსხვავდება

თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის იმ სიმპტო­მებს ასა­ხე­ლებს, რომ­ლი­თაც ის სხვა ვირუ­სე­ბი­გან გან­სხვავ­დე­ბა.

თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის თქმით, ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი ინ­ფექ­ცია ძა­ლი­ან ჰგავს გრიპს, მაგ­რამ გრი­პის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მას უე­ცა­რი და­სა­წყი­სი არ ახა­სი­ა­თებს. მისი გან­მარ­ტე­ბით, გრი­პი, რო­გორც წესი უეც­რად იწყე­ბა, ხოლო, კო­რო­ნა­ვირუ­სი - თან­და­თან.

ამას­თან, ცერ­ცვა­ძის თქმით, გრი­პის დროს ხში­რია თა­ვის ტკი­ვი­ლი, კო­რო­ნა­ვირუ­სის დროს კი შე­და­რე­ბით იშ­ვი­ა­თია თა­ვის ტკი­ვი­ლი, ასე­ვე გრი­პის დროს შე­საძ­ლოა, დი­ა­რეა გან­ვი­თარ­დეს, რაც კო­რო­ნა­ვირუ­სის დროს იშ­ვი­ა­თია.

"გა­ცი­ე­ბი­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, კო­რო­ნა­ვირუსს ახა­სი­ა­თებს მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, რაც ე.წ. გრი­პის­მაგ­ვარ და­ა­ვა­დე­ბებს არ ახა­სი­ა­თებთ. აგ­რეთ­ვე, ახა­სი­ა­თებს მეტი ინ­ტოქ­სი­კა­ცია. ეს ის ნი­უ­ან­სე­ბია, რომ­ლი­თაც მხო­ლოდ გა­მოც­დილ ექიმს შე­უძ­ლია მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მაგ­რამ სა­ბო­ლოო და გან­მსა­ზღვრე­ლი არ არის.

სა­ბო­ლოო და გან­მსა­ზღვრე­ლი მა­ინც არის რენტგე­ნო­ლო­გი­უ­რად მძი­მე პნევ­მო­ნი­ის დად­გე­ნა. ყვე­ლა­ზე ზუს­ტი შე­დე­გია ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი გა­მოკ­ვლე­ვა“, - გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ.

თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის თქმით, ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი ინ­ფექ­ცია, შეძ­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს რო­გორც მსუ­ბუ­ქი, ისე მძი­მე ფორ­მით.

"არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ყვე­ლა შემ­თხვე­ვა მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს. მსუ­ბუქ შემ­თხვე­ვა­ში მას აქვს იგი­ვე სიმპტო­მე­ბი, რაც აქვს და­ახ­ლო­ე­ბით მწვა­ვე რეს­პი­რა­ცი­ულ ინ­ფექ­ცი­ებს სხვა ფაქ­ტო­რე­ბით გა­მოწ­ვე­ულს, ხოლო მძი­მე შემ­თხვე­ვებ­ში მას აქვს იგი­ვე კლი­ნი­კა, რაც მძი­მე მწვა­ვე რეს­პე­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ით გა­მოწ­ვე­ულ ინ­ფექ­ცი­ებს. კერ­ძოდ, ეს სიმპტო­მე­ბია: ტემ­პე­რა­ტუ­რის მო­მა­ტე­ბა, ხვე­ლა.

შე­იძ­ლე­ბა იყოს სხვა სიმპტო­მე­ბიც, მა­გა­ლი­თად, კუნ­თე­ბის და თა­ვის ტკი­ვი­ლი, სა­ერ­თო სი­სუს­ტე, ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის შეგ­რძნე­ბა, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სიმპტო­მია სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა, ეს უნდა იცო­დეს მო­სახ­ლე­ო­ბამ და ექი­მებ­მაც.

ეს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი სიმპტო­მია, ვი­ნა­ი­დან კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფექ­ცი­ას ახა­სი­ა­თებს ერთ-ერთი მთა­ვა­რი ნი­შა­ნი - სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა სუნ­თქვის გახ­ში­რე­ბით, ხმა­უ­რი­ა­ნი სუნ­თქვით, სუნ­თქვის პრო­ცეს­ში დამ­ხმა­რე კუნ­თე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, ნეს­ტო­ე­ბის შე­ბერ­ვით და ა.შ.

სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა, ერ­თის მხრივ, შე­იძ­ლე­ბა მი­უ­თი­თებ­დეს კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფექ­ცი­ა­ზე, ხოლო მე­ო­რეს მხრივ მი­უ­თი­თებს ნე­ბის­მი­ე­რი მძი­მე, მწვა­ვე რეს­პი­რა­ცი­ულ ინ­ფექ­ცი­ის დამ­ძი­მე­ბა­ზე და არის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ჩვე­ნე­ბა იმის­თვის, რომ მოხ­დეს პა­ცი­ენ­ტის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია", - აცხა­დებს ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
kaki
208

აუჰ მე მგონი ასაკობრივია შარშან ჩემს ბავშვს 39 .5 ქონდა 3 დღე და რა ვირუსი ნეტა ეს ჩაფლავებული ხალხი საიდან შეყარა ჯანდაცვაში?

goga
12

მარჩიელობაა.

ავტორი:

კორონავირუსის სიმპტომები, რომლითაც ის სხვა ვირუსებიგან განსხვავდება

კორონავირუსის სიმპტომები, რომლითაც ის სხვა ვირუსებიგან განსხვავდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი ახალი კორონავირუსის იმ სიმპტომებს ასახელებს, რომლითაც ის სხვა ვირუსებიგან განსხვავდება.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექცია ძალიან ჰგავს გრიპს, მაგრამ გრიპისგან განსხვავებით, მას უეცარი დასაწყისი არ ახასიათებს. მისი განმარტებით, გრიპი, როგორც წესი უეცრად იწყება, ხოლო, კორონავირუსი - თანდათან.

ამასთან, ცერცვაძის თქმით, გრიპის დროს ხშირია თავის ტკივილი, კორონავირუსის დროს კი შედარებით იშვიათია თავის ტკივილი, ასევე გრიპის დროს შესაძლოა, დიარეა განვითარდეს, რაც კორონავირუსის დროს იშვიათია.

"გაციებითი დაავადებებისგან განსხვავებით, კორონავირუსს ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, რაც ე.წ. გრიპისმაგვარ დაავადებებს არ ახასიათებთ. აგრეთვე, ახასიათებს მეტი ინტოქსიკაცია. ეს ის ნიუანსებია, რომლითაც მხოლოდ გამოცდილ ექიმს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, მაგრამ საბოლოო და განმსაზღვრელი არ არის.

საბოლოო და განმსაზღვრელი მაინც არის რენტგენოლოგიურად მძიმე პნევმონიის დადგენა. ყველაზე ზუსტი შედეგია ლაბორატორიული გამოკვლევა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექცია, შეძლება მიმდინარეობდეს როგორც მსუბუქი, ისე მძიმე ფორმით.

"არ არის აუცილებელი ყველა შემთხვევა მძიმედ მიმდინარეობდეს. მსუბუქ შემთხვევაში მას აქვს იგივე სიმპტომები, რაც აქვს დაახლოებით მწვავე რესპირაციულ ინფექციებს სხვა ფაქტორებით გამოწვეულს, ხოლო მძიმე შემთხვევებში მას აქვს იგივე კლინიკა, რაც მძიმე მწვავე რესპერაციული ინფექციით გამოწვეულ ინფექციებს. კერძოდ, ეს სიმპტომებია: ტემპერატურის მომატება, ხველა.

შეიძლება იყოს სხვა სიმპტომებიც, მაგალითად, კუნთების და თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, ინტოქსიკაციის შეგრძნება, ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომია სუნთქვის გაძნელება, ეს უნდა იცოდეს მოსახლეობამ და ექიმებმაც.

ეს ძალიან სერიოზული სიმპტომია, ვინაიდან კორონავირუსით ინფექციას ახასიათებს ერთ-ერთი მთავარი ნიშანი - სუნთქვის გაძნელება, რაც გამოიხატება სუნთქვის გახშირებით, ხმაურიანი სუნთქვით, სუნთქვის პროცესში დამხმარე კუნთების მონაწილეობით, ნესტოების შებერვით და ა.შ.

სუნთქვის გაძნელება, ერთის მხრივ, შეიძლება მიუთითებდეს კორონავირუსით ინფექციაზე, ხოლო მეორეს მხრივ მიუთითებს ნებისმიერი მძიმე, მწვავე რესპირაციულ ინფექციის დამძიმებაზე და არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩვენება იმისთვის, რომ მოხდეს პაციენტის ჰოსპიტალიზაცია", - აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი.

რეგიონები, სადაც ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა - მარინა ეზუგბაია ახალი მონაცემებით

საქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - stopcov.ge-ს ახალი მონაცემები

"10 წელზე მეტია, რაც "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ვარ... რატომ გვეთვლება ეს მინუსად, არ ვიცი" - თენგიზ ცერცვაძე