24 იანვარს თბილისის საკრებულოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. საქმე ეხება დეპუტატ ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის ფაქტს და უწყების ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ბრალი სამ დეპუტატს წარედგინა.
"2020 წლის 24 იანვარს ქ. თბილისის საკრებულოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საკრებულოს წევრის ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, თბილისის საკრებულოს წევრებს - ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძეს და თარაშ შურღაიას წარედგინათ ბრალდება დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
ასევე, 24 იანვარს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ზარქუას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, საპროცესო მოქმედების ჩატარების მიზნით, თბილისის საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი დაბარებულია საგამოძიებო ორგანოში" - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, 24 იანვარს თბილისის საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატები და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირება გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მოხდა და მასში დეპუტატები: ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ.
ხაბეიშვილს დაზიანებები თვალის არეში აღენიშნებოდა.
გელაშვილის, ენუქიზის, ვაზაგზშვილის გირგვლიანის ................................................................. ვინ აგოს პასუხი!!!
არ აქვს მნიშვნელობა ვის მოსწონს ან არ მოსწონს ხაბეიშვილი, მომხდარი ფაქტი არის წინასწარ დაგეგმილი აქტი და ერთმნიშვნელოვნად დასაგმობია. პირადად მე მჯერა ხაბეიშვილის , ყოველთვის დასაბუთებულად წარმოაჩენს ფაქტებს. რაც შეეხება მის ენაკვიმატობას, გურულია და რა ქნას, მე ძალიან ვხალისობ და თან გულიც მტკივა რათქმაუნდა.