პოლიტიკა

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"2 ტონა" - ლუდსახარში-სამზარეულო, პიონერი კრაფტ ლუდის წარმოებაში
00:00 / 00:00

კრაფტ ლუდი მთელ მსოფ­ლი­ო­ში სულ უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა თა­ვი­სი უნი­კა­ლუ­რი შე­მად­გენ­ლო­ბის, დამ­ზა­დე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ი­სა და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი არო­მა­ტის გამო.

კრაფტ ლუ­დის წარ­მო­ე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში არც ისე დიდი ის­ტო­რია აქვს. ალ­ბათ, სწო­რედ იმი­ტომ, რომ დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არც ვი­ცო­დით, რას ნიშ­ნავ­და „კრაფტ ლუდი“. რამ­დე­ნი­მე წლის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად გა­მოჩ­ნდა უნი­კა­ლუ­რი თვი­სე­ბე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი, რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბის კრაფტ ლუდი, რო­მელ­მაც ქარ­თვე­ლი მომ­ხმა­რებ­ლის ინ­ტე­რე­სი მა­ლე­ვე და­იმ­სა­ხუ­რა და მას­ზე მო­თხოვ­ნაც გაჩ­ნდა ჩვე­ნი წყა­ლო­ბით.

2017 წელს კი სწო­რედ კრაფტ ლუ­დის პირ­ვე­ლი მწარ­მო­ებ­ლე­ბის მიერ 6 მი­ლი­ო­ნამ­დე ინ­ვეს­ტი­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და და სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი კრაფტ ლუ­დის სამ­ხარ­შაო-სამ­ზა­რე­უ­ლო „2 ტონა“ გა­იხ­სნა.

ლუდ­სა­ხარ­ში-რეს­ტო­რა­ნი „2 ტონა“ დე­და­ქა­ლა­ქის გა­რე­უ­ბან­ში, ვარ­კე­თი­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე­ობს. ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა ბიზ­ნეს კონ­ცეფ­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სტრა­ტე­გი­უ­ლად და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად იქნა შერ­ჩე­უ­ლი.

პრო­ექ­ტის წარ­მა­ტე­ბუ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, 2019 წელს კომ­პა­ნი­ამ გლ­და­ნი-მუ­ხი­ა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კი­დევ ერთი „2 ტონა“ და­არ­სა, რო­მელ­შიც შე­და­რე­ბით დიდი მო­ცუ­ლო­ბის ლუდ­სა­ხარ­ში და­ნად­გა­რე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი.

სამ­ხარ­შაო-სამ­ზა­რე­უ­ლოს კონ­ცეფ­ცია მოკ­ლედ ასე შე­იძ­ლე­ბა ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს: კრე­ა­ტი­უ­ლო­ბა ყო­ველ წვეთ­ში. მარ­თლაც, კრაფტ ლუდი არ არის უბ­რა­ლო სას­მე­ლი, რო­მელ­საც ნე­ბის­მი­ე­რი მარ­კე­ტის მა­ცივ­რი­დან გა­მო­ი­ღებთ და მი­ირ­თმევთ. ლუ­დის ხარ­შვა გა­აზ­რე­ბუ­ლია, რო­გორც ხე­ლოვ­ნე­ბა, თა­ვად ლუდი კი შე­დევ­რი. მომ­ზა­დე­ბის სტი­ლი და რე­ცეპ­ტე­ბი ყო­ველ­თვის ორი­გი­ნა­ლუ­რია და ლუ­დის მხარ­შვე­ლის ინ­ტე­რე­სებ­სა თუ გე­მოვ­ნე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

2 Tons

Craft Beer Tbilisi

რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მთე­ლი ეს პრო­ცე­სი - ლუ­დის დამ­ზა­დე­ბის პირ­ვე­ლი­ვე წა­მი­დან მის კა­თხა­ში ჩა­მოს­ხმამ­დე - სტუმ­რის თვალ­წინ ხდე­ბა, რაც კი­დევ უფრო მეტ ინ­ტე­რეს­სა და სურ­ვილს აღ­ძრავს კრაფტ ლუ­დი­სად­მი.

კრაფტ­ლუ­დის დამ­ზა­დე­ბის ვი­დეო

კრაფტ ლუ­დის გა­მორ­ჩე­უ­ლო­ბას რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რი გა­ნა­პი­რო­ბებს:

  • ხარ­შვი­სას გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ნა­ტუ­რა­ლუ­რი, პრე­მი­უმ კლა­სის ნედ­ლე­უ­ლი, მი­უ­ხე­და­ვად მათი რა­ო­დე­ნო­ბი­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბი­სა;
  • კრაფტ ლუდი ტექ­ნო­ლო­გე­ბის ხე­ლით, შე­ზღუ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით იწარ­მო­ე­ბა;
  • კრაფტ ლუ­დებს პას­ტე­რი­ზა­ცია არ უკეთ­დე­ბათ. პას­ტე­რი­ზა­ცია და ზედ­მე­ტად გა­ფილტრვა კი სას­მელს ნამ­დვილ არო­მატს უკარ­გავს.
  • მე­ინ­სტრიმ ლუ­დის­გან გან­სხვა­ვე­ბით, კრაფტ ლუ­დის თი­თო­ე­უ­ლი სა­ხე­ო­ბა სხვა­დას­ხვა ფე­რის (რაც ხარ­შვის პრო­ცეს­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი), გე­მო­სა და არო­მა­ტი­საა; მისი ქაფი სქე­ლი, გემ­რი­ე­ლი და უფრო მდგრა­დია.

რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, კრაფტ ლუ­დის მომ­ზა­დე­ბის სტი­ლი და რე­ცეპ­ტე­ბი ყო­ველ­თვის ორი­გი­ნა­ლუ­რია. შე­სა­ბა­მი­სად, უამ­რა­ვი სა­ხე­ო­ბის კრაფტ ლუ­დის შექ­მნაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

სამ­ხარ­შაო-რეს­ტო­რა­ნი „2 ტონა“ სტუმ­რებს 12 სა­ხე­ო­ბის კრაფტ­ლუდს სთა­ვა­ზობს. მათ შო­რის არის სე­ზო­ნუ­რი კრაფტ ლუ­დე­ბიც (ჟო­ლოს, მარ­წყვის), რომ­ლე­ბიც გან­სა­კუთ­რე­ბით დიდ ინ­ტე­რესს იწ­ვევს ლუ­დის მოყ­ვა­რუ­ლებ­ში. ყვე­ლა­ზე დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით კი სარ­გებ­ლობს ქერი, ჰე­ლე­სი, ვე­ნუ­რი ლა­გე­რი და რაღა თქმა უნდა თაფ­ლის ელი.

2 Tons

Craft Beer Tbilisi

კრაფტ ლუ­დის უნი­კა­ლუ­რო­ბის ერთ-ერთი ნი­შა­ნია ისიც, რომ თა­ვი­სი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი­სა და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მომ­ზა­დე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ის დამ­სა­ხუ­რე­ბით, ყვე­ლა საკ­ვებს იდე­ა­ლუ­რად ეხა­მე­ბა.

ლუდ­სა­ხარშ-რეს­ტო­რან „2 ტო­ნას“ თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სტუმ­რებს არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბი­ან, თუ რო­მე­ლი სა­ხე­ო­ბის კრაფტ ლუდი მო­უხ­დე­ბა ამა თუ იმ კერძს, რათა მისი არო­მა­ტე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად კარ­გად შე­იგ­რძნოს მომ­ხმა­რე­ბელ­მა.

ლუდ­სა­ხარშ-რეს­ტო­რა­ნი „2 ტონა“ ხა­რისხსა და გე­მოვ­ნურ თვი­სე­ბებ­ზე არის ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, რა­საც მუდ­მი­ვი მო­ნი­ტო­რინ­გი და მომ­ხმა­რებ­ლის აზ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა უზ­რულ­ველ­ყოფს. მა­ღა­ლი ხა­რის­ხი და სა­შუ­ა­ლო ფა­სე­ბი „2 ტო­ნას“ ბიზ­ნეს­პო­ლი­ტი­კის ერთ-ერთი მთა­ვა­რი გან­მსა­ზღვრე­ლია.

R

00:00 / 00:00
ავტორი:

"2 ტონა" - ლუდსახარში-სამზარეულო, პიონერი კრაფტ ლუდის წარმოებაში

"2 ტონა" - ლუდსახარში-სამზარეულო, პიონერი კრაფტ ლუდის წარმოებაში

კრაფტ ლუდი მთელ მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება თავისი უნიკალური შემადგენლობის, დამზადების ტექნოლოგიისა და მრავალფეროვანი არომატის გამო.

კრაფტ ლუდის წარმოებას საქართველოში არც ისე დიდი ისტორია აქვს. ალბათ, სწორედ იმიტომ, რომ დიდი ხნის განმავლობაში არც ვიცოდით, რას ნიშნავდა „კრაფტ ლუდი“. რამდენიმე წლის წინ საქართველოში პირველად გამოჩნდა უნიკალური თვისებებით გამორჩეული, რამდენიმე სახეობის კრაფტ ლუდი, რომელმაც ქართველი მომხმარებლის ინტერესი მალევე დაიმსახურა და მასზე მოთხოვნაც გაჩნდა ჩვენი წყალობით.

2017 წელს კი სწორედ კრაფტ ლუდის პირველი მწარმოებლების მიერ 6 მილიონამდე ინვესტიცია განხორციელდა და საქართველოში პირველი კრაფტ ლუდის სამხარშაო-სამზარეულო „2 ტონა“ გაიხსნა.

ლუდსახარში-რესტორანი „2 ტონა“ დედაქალაქის გარეუბანში, ვარკეთილის ტერიტორიაზე მდებარეობს. ადგილმდებარეობა ბიზნეს კონცეფციიდან გამომდინარე სტრატეგიულად და მიზანმიმართულად იქნა შერჩეული.

პროექტის წარმატებულობიდან გამომდინარე, 2019 წელს კომპანიამ გლდანი-მუხიანის ტერიტორიაზე კიდევ ერთი „2 ტონა“ დაარსა, რომელშიც შედარებით დიდი მოცულობის ლუდსახარში დანადგარებია განთავსებული.

სამხარშაო-სამზარეულოს კონცეფცია მოკლედ ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს: კრეატიულობა ყოველ წვეთში. მართლაც, კრაფტ ლუდი არ არის უბრალო სასმელი, რომელსაც ნებისმიერი მარკეტის მაცივრიდან გამოიღებთ და მიირთმევთ. ლუდის ხარშვა გააზრებულია, როგორც ხელოვნება, თავად ლუდი კი შედევრი. მომზადების სტილი და რეცეპტები ყოველთვის ორიგინალურია და ლუდის მხარშველის ინტერესებსა თუ გემოვნებაზეა დამოკიდებული.

2 Tons

Craft Beer Tbilisi

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მთელი ეს პროცესი - ლუდის დამზადების პირველივე წამიდან მის კათხაში ჩამოსხმამდე - სტუმრის თვალწინ ხდება, რაც კიდევ უფრო მეტ ინტერესსა და სურვილს აღძრავს კრაფტ ლუდისადმი.

კრაფტლუდის დამზადების ვიდეო

კრაფტ ლუდის გამორჩეულობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს:

  • ხარშვისას გამოიყენება ნატურალური, პრემიუმ კლასის ნედლეული, მიუხედავად მათი რაოდენობისა და ღირებულებისა;
  • კრაფტ ლუდი ტექნოლოგების ხელით, შეზღუდული რაოდენობით იწარმოება;
  • კრაფტ ლუდებს პასტერიზაცია არ უკეთდებათ. პასტერიზაცია და ზედმეტად გაფილტრვა კი სასმელს ნამდვილ არომატს უკარგავს.
  • მეინსტრიმ ლუდისგან განსხვავებით, კრაფტ ლუდის თითოეული სახეობა სხვადასხვა ფერის (რაც ხარშვის პროცესზეა დამოკიდებული), გემოსა და არომატისაა; მისი ქაფი სქელი, გემრიელი და უფრო მდგრადია.

როგორც აღვნიშნეთ, კრაფტ ლუდის მომზადების სტილი და რეცეპტები ყოველთვის ორიგინალურია. შესაბამისად, უამრავი სახეობის კრაფტ ლუდის შექმნაა შესაძლებელი.

სამხარშაო-რესტორანი „2 ტონა“ სტუმრებს 12 სახეობის კრაფტლუდს სთავაზობს. მათ შორის არის სეზონური კრაფტ ლუდებიც (ჟოლოს, მარწყვის), რომლებიც განსაკუთრებით დიდ ინტერესს იწვევს ლუდის მოყვარულებში. ყველაზე დიდი პოპულარობით კი სარგებლობს ქერი, ჰელესი, ვენური ლაგერი და რაღა თქმა უნდა თაფლის ელი.

2 Tons

Craft Beer Tbilisi

კრაფტ ლუდის უნიკალურობის ერთ-ერთი ნიშანია ისიც, რომ თავისი ინგრედიენტებისა და განსხვავებული მომზადების ტექნოლოგიის დამსახურებით, ყველა საკვებს იდეალურად ეხამება.

ლუდსახარშ-რესტორან „2 ტონას“ თანამშრომლები სტუმრებს არჩევანის გაკეთებაში ეხმარებიან, თუ რომელი სახეობის კრაფტ ლუდი მოუხდება ამა თუ იმ კერძს, რათა მისი არომატები მაქსიმალურად კარგად შეიგრძნოს მომხმარებელმა.

ლუდსახარშ-რესტორანი „2 ტონა“ ხარისხსა და გემოვნურ თვისებებზე არის ორიენტირებული, რასაც მუდმივი მონიტორინგი და მომხმარებლის აზრის გათვალისწინება უზრულველყოფს. მაღალი ხარისხი და საშუალო ფასები „2 ტონას“ ბიზნესპოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელია.

R

GM Pharma („ჯი-ემ-პი“) დანიურ კომპანიასთან თანამშრომლობას იწყებს

აპარტოტელი “სკიო” აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ზამთრის კურორტ გუდაურში წლის ბოლოს იხსნება

„ფონდი ნატახტარი“ საერთაშორისო კონკურსზე დაჯილდოვდა