კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მხოლოდ ქართულში" ფინალური შოუსთვის ემზადებიან - რა სურპრიზი ელოდება მაყურებელს და როგორი მოლოდინი აქვთ კონკურსანტებს
"მხოლოდ ქართულში" ფინალური შოუსთვის ემზადებიან - რა სურპრიზი ელოდება მაყურებელს და როგორი მოლოდინი აქვთ კონკურსანტებს

მე­გა­შოუ „მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი“ და­სას­რულს უახ­ლოვ­დე­ბა. 4 კონ­კურ­სან­ტი - თამ­თა ხუხ­ნა­იშ­ვი­ლი, ანა ქურ­თუ­ბა­ძე, ნინი შო­ნია და გი­ორ­გი ძო­წე­ნი­ძე ფი­ნა­ლუ­რი შო­უს­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან. მათ ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რე­ბი­სა და ქარ­თუ­ლი კი­ნო­მუ­სი­კის წარ­მოდ­გე­ნა მო­უ­წევთ.

რო­გორ აფა­სე­ბენ ისი­ნი გან­ვლილ ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლურ ტურს, რა მო­ლო­დი­ნე­ბი აქვთ ფი­ნა­ლუ­რი შოუს წინ და რო­გო­რია მათი გან­წყო­ბა, ამა­ზე AMBEBI.GE-ს ორი კონ­კურ­სან­ტი, თამ­თა ხუ­ხუ­ნა­იშ­ვი­ლი და ნინი შო­ნია ესა­უბ­რა.

თამ­თა ხუ­ხუ­ნა­იშ­ვი­ლი:

- ნა­ხე­ვარ­ფი­ნალს რაც ეხე­ბა, ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, რად­გა­ნაც დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იყო, ამას­თან, ფი­ნა­ლის წინა ტურ­ში ყვე­ლა­ფე­რი გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია და ცხა­დია, ღელ­ვაც ამი­ტომ მა­ტუ­ლობს. ჩემი ბა­თუ­მე­ლე­ბი გვერ­დით ძა­ლი­ან და­მიდ­გნენ, და­ა­ფა­სეს ის, რა­საც ვა­კე­თებ.

ტურს რაც შე­ე­ხე­ბა, ჩემ­თვის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას კი­დევ ის სწევ­და, რომ ჟი­უ­რის წევ­რე­ბის - ლე­ლა­სა და სტე­ფა­ნეს სიმ­ღე­რებს ვას­რუ­ლებ­დით. ვფიქ­რობ, რომ კარ­გად გა­მო­ვი­და. კარ­გი ტური აღ­მოჩ­ნდა. ის იმე­დე­ბი, რაც სტე­ფა­ნეს და ლე­ლას ჰქონ­დათ, მგო­ნი, ყვე­ლამ შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად გა­ვუ­მარ­თლეთ. მოკ­ლედ, კარ­გი ტური იყო მა­ყუ­რებ­ლის­თვი­საც, რად­გა­ნაც უმ­რავ­ლე­სო­ბა მათ სიმ­ღე­რებს უს­მენს და მღე­რის. ასე­ვე ჩვე­ნი შრო­მაც და­ფას­და. ლე­ლამ და სტე­ფა­ნე­მაც ძა­ლი­ან სა­ჭი­რო კო­მენ­ტა­რე­ბი გა­ა­კე­თეს.

- თამ­თა, ბოლო ტურ­ში, უკვე მე­რამ­დე­ნედ, ლა­ივ­კონ­ცერ­ტის ლი­დე­რიც გახ­დი. რა ემო­ცი­ას იწ­ვევს ეს, რო­დე­საც ხალ­ხის რჩე­უ­ლი ხარ?

- რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან მი­ხა­რია, ბედ­ნი­ე­რი ვარ. ამ დროს სა­კუ­თარ თავს ვე­უბ­ნე­ბი, - რო­გორც ჩანს, ყე­ლა­ფე­რი სწო­რად გა­ვა­კე­თე და გა­მო­მი­ვი­და, ანუ ის, რაც ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი მქონ­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი მეტი სტი­მუ­ლია ჩემ­თვის, რომ შემ­დეგ ტურ­ზე ყვე­ლა­ფე­რი კი­დევ უკეთ გა­ვა­კე­თო.

ფი­ნალ­ში გვექ­ნე­ბა ხალ­ხუ­რი ტური და კი­ნო­მუ­სი­კა, რის­თვი­საც ახლა სე­რი­ო­ზუ­ლად ვემ­ზა­დე­ბით.

- რა არის ფი­ნალ­ში ყოფ­ნა?

- ეს არის ის, თუ რა­ტო­მაც ამ კონ­კურ­სში მო­ვე­დი, რომ ფი­ნალ­ში ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ყვე­ლა­ფერ­ში დიდი შრო­მაა ჩა­დე­ბუ­ლი. ფი­ნა­ლი არის ამ ყვე­ლა გა­მოს­ვლის, ტუ­რის, ნამ­ღე­რის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი და წერ­ტი­ლიც უნდა და­ის­ვას. ოღონდ, წერ­ტილს გა­აჩ­ნია, რო­გორ დას­ვამ - თუ კარ­გად დავ­სვი, მა­შინ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად წა­რი­მარ­თე­ბა. ამი­ტომ, ჩემ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ყვე­ლა­ფე­რი.

- ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რა ოდეს­მე თუ გიმ­ღე­რია?

- კი, ბავ­შვო­ბი­დან ვმღე­რო­დი და მიყ­ვარს. მარ­თლა ძა­ლი­ან რთუ­ლია, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა გა­მი­ად­ვილ­დეს, რად­გა­ნაც ბავ­შვო­ბი­დან მქონ­და ხალ­ხურ სიმ­ღე­რებ­თან შე­ხე­ბა და ძა­ლი­ან მიყ­ვარს.

- ზო­გა­დად ფი­ნა­ლი წინ რო­გო­რი მო­ლო­დი­ნი გაქვს?

- არ ვიცი, რა იქ­ნე­ბა. რაც ჩემ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ.

ნინი შო­ნია:

- ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლუ­რი ტური ჩემ­თვის იყო გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, რად­გა­ნაც შე­ვას­რუ­ლე ისე­თი სიმ­ღე­რე­ბი, რაც ჩემ­თვის მა­ნამ­დე უცხო იყო და მა­ყუ­რე­ბელ­მა ამის გამო სცე­ნა­ზე სხვა­ნა­ი­რი ნინი შო­ნია იხი­ლა. ამის მერე ნამ­დვი­ლად დავ­რწმუნ­დი იმა­ში, რომ სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი ჟან­რის მორ­გე­ბა შე­მიძ­ლია და ამის სა­შუ­ა­ლე­ბა ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში მო­მე­ცა. მა­ყუ­რე­ბელ­მაც მი­ი­ღო.

ვცდი­ლობ, ყო­ველ ტურ­ში ვიყო ნინი შო­ნია და არა ვი­ღა­ცას­თან იმი­ტი­რე­ბუ­ლი და მიმსგავ­სე­ბუ­ლი. ამ ტურ­შიც, კი ვიმ­ღე­რე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი, მაგ­რამ ვი­ყა­ვი მა­ინც ნინი შო­ნია, თუმ­ცა ჩემი ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო არის აკა­დე­მი­უ­რო­ბა. კარ­გია, როცა სხვა ჟანრ­საც მო­ერ­გე­ბი და ეს ტური ამ მხრივ ძა­ლი­ან და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი იყო. ჩემ­გან ამ ჟანრ­ში არა­ვინ ელო­და ასეთ შე­დეგს. ის კი არა, ჩემი ძმა იყო გა­ო­ცე­ბუ­ლი, გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის ოთახ­ში იყო და რომ მი­ყუ­რებ­და, ვერ იჯე­რებ­და, რომ მე ვი­ყა­ვი...

- ფი­ნალ­ში ხარ. რო­გორ ემ­ზა­დე­ბი ამის­თვის?

- ზო­გა­დად მგო­ნია, რომ სა­ფი­ნა­ლო ტუ­რიც იქ­ნე­ბა გა­მორ­ჩე­უ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი. რა თქმა უნდა, ვემ­ზა­დე­ბი და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ იმის­თვის, რომ კარ­გი შე­დე­გი მი­ვი­ღო, ასე­ვე სცე­ნა­ზე დგო­მით - სი­ა­მოვ­ნე­ბა. ეს ემო­ცია კი გა­დავ­ცე ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც მხარს მი­ჭე­რენ და აქამ­დე მო­მიყ­ვა­ნეს.

თამ­თას და ნი­ნის ფო­ტო­ე­ბის ავ­ტო­რია გერ­მა­ნე­ლი ფო­ტოგ­რა­ფი: Mariani Wichert

ლია
0

ძალიან კარგი პროექტია! განსაკუთრებით თამთა მომწონს, თუმცა გიორგიც ძალიან კარგი მომღერალია!

ავტორი:

"მხოლოდ ქართულში" ფინალური შოუსთვის ემზადებიან - რა სურპრიზი ელოდება მაყურებელს და როგორი მოლოდინი აქვთ კონკურსანტებს

"მხოლოდ ქართულში" ფინალური შოუსთვის ემზადებიან - რა სურპრიზი ელოდება მაყურებელს და როგორი მოლოდინი აქვთ კონკურსანტებს

მეგაშოუ „მხოლოდ ქართული“ დასასრულს უახლოვდება. 4 კონკურსანტი - თამთა ხუხნაიშვილი, ანა ქურთუბაძე, ნინი შონია და გიორგი ძოწენიძე ფინალური შოუსთვის ემზადებიან. მათ ხალხური სიმღერებისა და ქართული კინომუსიკის წარმოდგენა მოუწევთ.

როგორ აფასებენ ისინი განვლილ ნახევარფინალურ ტურს, რა მოლოდინები აქვთ ფინალური შოუს წინ და როგორია მათი განწყობა, ამაზე AMBEBI.GE-ს ორი კონკურსანტი, თამთა ხუხუნაიშვილი და ნინი შონია ესაუბრა.

თამთა ხუხუნაიშვილი:

- ნახევარფინალს რაც ეხება, ვნერვიულობდი, რადგანაც დიდი პასუხისმგებლობა იყო, ამასთან, ფინალის წინა ტურში ყველაფერი გასათვალისწინებელია და ცხადია, ღელვაც ამიტომ მატულობს. ჩემი ბათუმელები გვერდით ძალიან დამიდგნენ, დააფასეს ის, რასაც ვაკეთებ.

ტურს რაც შეეხება, ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო ნახევარფინალში მონაწილეობა. პასუხისმგებლობას კიდევ ის სწევდა, რომ ჟიურის წევრების - ლელასა და სტეფანეს სიმღერებს ვასრულებდით. ვფიქრობ, რომ კარგად გამოვიდა. კარგი ტური აღმოჩნდა. ის იმედები, რაც სტეფანეს და ლელას ჰქონდათ, მგონი, ყველამ შეძლებისდაგვარად გავუმართლეთ. მოკლედ, კარგი ტური იყო მაყურებლისთვისაც, რადგანაც უმრავლესობა მათ სიმღერებს უსმენს და მღერის. ასევე ჩვენი შრომაც დაფასდა. ლელამ და სტეფანემაც ძალიან საჭირო კომენტარები გააკეთეს.

- თამთა, ბოლო ტურში, უკვე მერამდენედ, ლაივკონცერტის ლიდერიც გახდი. რა ემოციას იწვევს ეს, როდესაც ხალხის რჩეული ხარ?

- რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია, ბედნიერი ვარ. ამ დროს საკუთარ თავს ვეუბნები, - როგორც ჩანს, ყელაფერი სწორად გავაკეთე და გამომივიდა, ანუ ის, რაც ჩაფიქრებული მქონდა. ეს ყველაფერი კი მეტი სტიმულია ჩემთვის, რომ შემდეგ ტურზე ყველაფერი კიდევ უკეთ გავაკეთო.

ფინალში გვექნება ხალხური ტური და კინომუსიკა, რისთვისაც ახლა სერიოზულად ვემზადებით.

- რა არის ფინალში ყოფნა?

- ეს არის ის, თუ რატომაც ამ კონკურსში მოვედი, რომ ფინალში ვყოფილიყავი. ყველაფერში დიდი შრომაა ჩადებული. ფინალი არის ამ ყველა გამოსვლის, ტურის, ნამღერის შემაჯამებელი და წერტილიც უნდა დაისვას. ოღონდ, წერტილს გააჩნია, როგორ დასვამ - თუ კარგად დავსვი, მაშინ ყველაფერი კარგად წარიმართება. ამიტომ, ჩემზეა დამოკიდებული ყველაფერი.

- ხალხური სიმღერა ოდესმე თუ გიმღერია?

- კი, ბავშვობიდან ვმღეროდი და მიყვარს. მართლა ძალიან რთულია, მაგრამ შეიძლება გამიადვილდეს, რადგანაც ბავშვობიდან მქონდა ხალხურ სიმღერებთან შეხება და ძალიან მიყვარს.

- ზოგადად ფინალი წინ როგორი მოლოდინი გაქვს?

- არ ვიცი, რა იქნება. რაც ჩემზეა დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებ.

ნინი შონია:

- ნახევარფინალური ტური ჩემთვის იყო განსხვავებული, რადგანაც შევასრულე ისეთი სიმღერები, რაც ჩემთვის მანამდე უცხო იყო და მაყურებელმა ამის გამო სცენაზე სხვანაირი ნინი შონია იხილა. ამის მერე ნამდვილად დავრწმუნდი იმაში, რომ სხვადასხვანაირი ჟანრის მორგება შემიძლია და ამის საშუალება ნახევარფინალში მომეცა. მაყურებელმაც მიიღო.

ვცდილობ, ყოველ ტურში ვიყო ნინი შონია და არა ვიღაცასთან იმიტირებული და მიმსგავსებული. ამ ტურშიც, კი ვიმღერე განსხვავებული სიმღერები, მაგრამ ვიყავი მაინც ნინი შონია, თუმცა ჩემი შინაგანი სამყარო არის აკადემიურობა. კარგია, როცა სხვა ჟანრსაც მოერგები და ეს ტური ამ მხრივ ძალიან დასამახსოვრებელი იყო. ჩემგან ამ ჟანრში არავინ ელოდა ასეთ შედეგს. ის კი არა, ჩემი ძმა იყო გაოცებული, გულშემატკივრების ოთახში იყო და რომ მიყურებდა, ვერ იჯერებდა, რომ მე ვიყავი...

- ფინალში ხარ. როგორ ემზადები ამისთვის?

- ზოგადად მგონია, რომ საფინალო ტურიც იქნება გამორჩეული, განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი. რა თქმა უნდა, ვემზადები და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ კარგი შედეგი მივიღო, ასევე სცენაზე დგომით - სიამოვნება. ეს ემოცია კი გადავცე ადამიანებს, რომლებიც მხარს მიჭერენ და აქამდე მომიყვანეს.

თამთას და ნინის ფოტოების ავტორია გერმანელი ფოტოგრაფი: Mariani Wichert

"მძიმე დაავადება ჰქონდა, ბოლო პერიოდში საავადმყოფოში იწვა..." - მსახიობი ლალი ბადურაშვილი გარდაიცვალა

ვინ არის 23 წლის ბრიტანელი მსახიობი, რომელიც სერიალში პრინცესა დიანას როლს ასრულებს - გოგონა ლედი დის ასლია

"მხოლოდ ქართულის" გამარჯვებული თამთა ხუხუნაიშვილი გახდა