მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დეპუტატ ენზელ მკოიანის ოჯახის კომპანიებმა ბიუჯეტიდან 2 მლნ ლარზე მეტი მიიღეს - "საერთაშორისო გამჭვირვალობის" სკანდალური ანგარიში
დეპუტატ ენზელ მკოიანის ოჯახის კომპანიებმა ბიუჯეტიდან 2 მლნ ლარზე მეტი მიიღეს - "საერთაშორისო გამჭვირვალობის" სკანდალური ანგარიში

ახალ­ქა­ლა­ქი-ნი­ნოწ­მინ­დის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტის ენ­ზელ მკო­ი­ა­ნის შვი­ლე­ბის, ძმი­სა და ბი­ძის სამ კომ­პა­ნი­ას­თან ჯა­ვა­ხეთ­ში საწ­ვა­ვის შეს­ყიდ­ვა­ზე 674 სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვა გა­ფორმ­და, მათ შო­რის 665 პირ­და­პი­რი წე­სით.

კომ­პა­ნი­ებ­მა ბი­უ­ჯე­ტი­დან 2010-2019 წლებ­ში 2 312 278 ლარი მი­ი­ღეს, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია „სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს“ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, თა­ვად ენ­ზელ მკო­ი­ა­ნიც მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ბი­უ­როს­თვის საწ­ვავს მხო­ლოდ ოჯა­ხის კომ­პა­ნი­ი­დან ყი­დუ­ლობს.

"ოთხ წელ­ში გა­ფორ­მე­ბუ­ლი 34 პირ­და­პი­რი შეს­ყიდ­ვით, ბი­უ­რომ შპს-ს 78 339 ლარი გა­და­უ­რი­ცხა. აქე­დან 49 000 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი დე­პუ­ტატ­მა კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტორ­თან, სა­კუ­თარ ბი­ძას­თან პი­რა­დად გა­ა­ფორ­მა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

"სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლო" მო­უ­წო­დებს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ სა­ა­გენ­ტოს და გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას, შე­ის­წავ­ლოს მკო­ი­ა­ნე­ბის მფლო­ბე­ლო­ბა­ში მყო­ფი შპს „მე­ე­კი­სა“ და შპს „ეს ჯი გაზ - კომ­პა­ნის“ თი­თო­ე­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვა და და­ად­გი­ნოს, ხომ არ იყო ეს შეს­ყიდ­ვე­ბი მათ­თვის სა­სურ­ველ პი­რო­ბებ­ში გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი და იკ­ვე­თე­ბა თუ არა კო­რუფ­ცი­ის შე­საძ­ლო კონ­კრე­ტუ­ლი ნიშ­ნე­ბი.

"ენ­ზელ მკო­ი­ა­ნი 20 წე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რია. იგი ოთხჯერ ნი­ნოწ­მინ­დის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი იყო, ბო­ლოს, მე­ხუ­თედ კი ახალ­ქა­ლა­ქი-ნი­ნოწ­მინ­დის მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში აირ­ჩი­ეს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან".

ენ­ზელ მკო­ი­ა­ნი პარ­ლა­მენ­ტში 1999 წლის 20 ნო­ემ­ბერს შე­ვი­და. ზუს­ტად ერთ თვე­ში, 21 დე­კემ­ბერს მის­მა ძმამ, მარ­ტუნ მკო­ი­ან­მა და ბი­ძამ, ნო­რა­ირ მკო­ი­ან­მა შპს „მე­ე­კი” და­ა­ფუძ­ნეს. 2018 წლის იან­ვრი­დან ამ კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლედ ენ­ზელ მკო­ი­ა­ნის შვი­ლი, და­ვით მკო­ი­ა­ნი და­ი­ნიშ­ნა, 2019 წლის ივ­ნი­სი­დან იგი შპს „მე­ე­კის“ 25% წი­ლის მფლო­ბე­ლიც გახ­და. შპს-ს დი­რექ­ტო­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ნო­რა­ირ მკო­ი­ა­ნი იყო, 2009-2016 წლებ­ში, სხვა­დას­ხვა დროს, ჯამ­ში ორი წლით, კომ­პა­ნი­ას გა­ი­ოზ ლომ­სა­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. 2017 წლის ნო­ემ­ბრი­დან ლომ­სა­ძე ახალ­ქა­ლა­ქის საკ­რე­ბუ­ლო­ში „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” სიით შე­ვი­და და საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლის პო­ზი­ცი­აც და­ი­კა­ვა.

2008 წლის 6 მა­ისს, მკო­ი­ა­ნებ­მა რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქეს­თან და ბიზ­ნეს­მენ­თან არამ სა­ნო­სი­ან­თან ერ­თად ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის დის­ტრი­ბუ­ცი­ის მიზ­ნით, კი­დევ ერთი შპს „ეს ჯი გაზ - კომ­პა­ნი“ და­ა­ფუძ­ნეს. მისი დი­რექ­ტო­რი და 60% წი­ლის მფლო­ბე­ლი არამ სა­ნო­სი­ა­ნია, 20%-ს მი­სი­ვე კომ­პა­ნია „სა­ტა­ხა“ ფლობს, 20%-ს კი - „მე­ე­კი”.

ორი წლის შემ­დეგ, საწ­ვა­ვის ბიზ­ნეს­ში, ენ­ზელ მკო­ი­ა­ნის უფ­რო­სი შვი­ლი კა­რა­პეტ მკო­ი­ა­ნიც ჩა­ერ­თო. მან 2010 წლის 26 აპ­რილს, ახალ­ქა­ლაქ­ში, შპს „ახალ­გა­ზი“ და­ა­ფუძნა. მა­შინ იგი 50% წილს შპს „სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ენერ­გე­ტი­კუ­ლი კორ­პო­რა­ცი­ას“ უყოფ­და, ახლა კი ამა­ვე პრო­ცენ­ტით წილ­ში შპს „ნე­ო­გა­ზი“ ჰყავს”, - აღ­ნიშ­ნუ­ლია არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი შეს­ყიდ­ვებს, „სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა- სა­ქარ­თვე­ლოს“ ცნო­ბით, „მე­ეკ­მა” და „ეს ჯი გაზ - კომ­პა­ნიმ“ 2010 წლი­დან დღემ­დე ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვა ბენ­ზინ­ზე, დი­ზელ­სა და თხე­ვად აირ­ზე მხო­ლოდ ახალ­ქა­ლა­ქი­სა და ნი­ნოწ­მინ­დის სა­ბი­უ­ჯე­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­დან მი­ი­ღეს: „მე­ეკ­თან” სულ 502 სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვაა გა­ფორ­მე­ბუ­ლი, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბით 1 198 684 ლარ­ზე. „ეს ჯი გაზ - კომ­პა­ნის” კი 171 სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვა აქვს მი­ღე­ბუ­ლი, ჯამ­ში, 1 111 994 ლარ­ზე.

„მკო­ი­ა­ნე­ბის კომ­პა­ნი­ებს ახალ­ქა­ლაქთან შე­და­რე­ბით მეტი შეს­ყიდ­ვა ნი­ნოწ­მინ­დის მე­რი­ა­სა და მის შპს/ააიპ-ებში აქვთ. მა­გა­ლი­თად, 2012 წლი­დან დღემ­დე ახალ­ქა­ლა­ქის მე­რი­ამ საწ­ვა­ვის 28 შეს­ყიდ­ვი­დან „მე­ეკ­თან“ მხო­ლოდ 2 გა­ა­ფორ­მა, ჯამ­ში 9 400 ლარ­ზე. ახალ­ქა­ლა­ქის მე­რი­ის ძი­რი­თა­დი მიმ­წო­დებ­ლე­ბი „რომ­პეტ­როლ სა­ქარ­თვე­ლო“ და „ლუ­კო­ილ ჯორ­ჯია“ არი­ან.

ნი­ნოწ­მინ­დის მე­რი­ამ კი 61 შეს­ყიდ­ვი­დან 58 შემ­თხვე­ვა­ში ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი მკო­ი­ა­ნე­ბის კომ­პა­ნი­ებ­თან დადო. აქე­დან 2 ტენ­დე­რით და 56 პირ­და­პი­რი შეს­ყიდ­ვით. ორი­ვე ტენ­დერ­ში ერ­თა­დერ­თი პრე­ტენ­დენ­ტი „მე­ე­კი” იყო და ჯამ­ში 181 000 ლა­რით მო­ი­გო კი­დეც. 56 გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი შეს­ყიდ­ვი­დან კი „მე­ეკ­თან“ - 52 და „ეს ჯი გაზ - კომ­პა­ნის­თან“ - 4 გა­ფორმ­და. და­ნარ­ჩენ 3 შემ­თხვე­ვა­ში მყიდ­ვე­ლი შპს „ლუ­კო­ილ ჯორ­ჯია“ იყო. შე­სა­ბა­მი­სად, ნი­ნოწ­მინ­დის მე­რი­ის მიერ საწ­ვავ­ში გა­ხა­ჯუ­ლი 668 515 ლა­რი­დან მკო­ი­ა­ნე­ბის კომ­პა­ნი­ებს ჯამ­ში 513 315 ლარი და­ე­რი­ცხათ. აქე­დან „მე­ეკს“ - 383 080 ლარი, „ეს ჯი გაზ - კომ­პა­ნის“ კი - 130 235 ლარი.

ჯა­ვა­ხეთ­ში, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი უწყე­ბე­ბი თუ შე­შას არ ყი­დუ­ლო­ბენ, მა­შინ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებს პირ­და­პი­რი შეს­ყიდ­ვის წე­სით, ხში­რად მხო­ლოდ „მე­ეკ­თან”, ან „ეს ჯი გაზ - კომ­პა­ნის­თან” აფორ­მე­ბენ. („ეს ჯი გაზ - კომ­პა­ნი“ ჯა­ვა­ხეთ­ში გა­ზი­ფი­ცი­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო საპ­რო­ექ­ტო, სამ­შე­ნებ­ლო და სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ობ­საც აწარ­მო­ებს).

მა­გა­ლი­თად, ააიპ „ნი­ნოწ­მინ­დის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის ცენ­ტრს“ საწ­ვა­ვის 10 პირ­და­პი­რი შეს­ყიდ­ვი­დან, 10-ვე „მე­ეკ­თან“ აქვს გა­ფორ­მე­ბუ­ლი, ააიპ „ნი­ნოწ­მინ­დის კო­მუ­ნა­ლუ­რი, კე­თილ­მო­წყო­ბი­სა და და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხურს“ კი 28 შეს­ყიდ­ვი­დან - 27. ააიპ „სკო­ლის­გა­რე­შე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ნი­ნოწ­მინ­დის კომ­პლექ­სურ სას­პორ­ტო სკო­ლას“ 3 შეს­ყიდ­ვი­დან 3-ვე „ეს ჯი გაზ - კომ­პა­ნის­თან“ აქვს და­დე­ბუ­ლი, ააიპ „ნი­ნოწ­მინ­დის სკო­ლის­გა­რე­შე აღ­ზრდის და­წე­სე­ბუ­ლე­ბას" კი 2 შეს­ყიდ­ვი­დან - 2-ვე.

მხო­ლოდ „მე­ე­კის­გან“ ყი­დუ­ლობს საწ­ვავს ახალ­ქა­ლა­ქი-ნი­ნოწ­მინ­დის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტის ენ­ზელ მკო­ი­ა­ნის ბი­უ­რო. გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი წე­სით საწ­ვა­ვის შე­ძე­ნა მკო­ი­ა­ნე­ბის კომ­პა­ნი­ი­დან 2014 წლის იან­ვრი­დან და­ი­წყო და ბოლო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა 2019 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში გა­ა­ფორმ­და. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ბი­უ­რომ შპს-სგან 78 339 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის საწ­ვა­ვი 34-ჯერ შე­ის­ყი­და. აქე­დან 49 000 ლარ­ზე ცხრა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა დე­პუ­ტატ­მა პი­რა­დად გა­ა­ფორ­მა კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტორ­თან ნო­რა­ირ მკო­ი­ან­თან, რო­მე­ლიც ენ­ზელ მკო­ი­ა­ნის ბი­ძაა (მა­მის ძმაა). მას შემ­დეგ კი, რაც ენ­ზელ მკო­ი­ა­ნის შვი­ლი „მე­ე­კის” მე­წი­ლე გახ­და, ბი­უ­რო­დან კომ­პა­ნი­ას­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა 4 გა­მარ­ტი­ვე­ბულ შეს­ყიდ­ვა­ზე და­ი­დო და ჯამ­ში, 4 866 ლარი გა­და­ი­რი­ცხა”, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა, ენ­ზელ მკო­ი­ა­ნის ოჯა­ხის მე­სა­მე კომ­პა­ნი­ას შპს „ახალ­გაზს“, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ცნო­ბით­ვე, მას 2011 წელს, 1600 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ერ­თა­დერ­თი გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი შეს­ყიდ­ვა აქვს ახალ­ქა­ლა­ქის უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა-კო­ლეჯ­თან.

მა­თი­ვე ცნო­ბით, მკო­ი­ა­ნე­ბის კომ­პა­ნი­ე­ბი უკონ­კუ­რე­ნოდ იგებ­დნენ ჯა­ვა­ხეთ­ში გა­მო­ცხა­დე­ბულ სა­ხელ­მწი­ფო ტენ­დერებ­საც.

„მე­ეკ­მა“, 2011-2012 წლებ­ში, ნი­ნოწ­მინ­და-ახალ­ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის და მათი ააიპ-ების/შპს-ების 7 ტენ­დერ­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, შვი­დი­ვე­ში ერ­თა­დერ­თი პრე­ტენ­დე­ტი იყო (SPA120012776; SPA120005992; SPA120003493; SPA110028358; SPA110021318; SPA110018652; SPA110004667;) შე­სა­ბა­მი­სად მო­ი­გო კი­დეც და ჯამ­ში 230 410 ლარი და­ე­რი­ცხა.

„ეს ჯი გაზ - კომ­პა­ნიმ“ კი 2011 წლის აპ­რი­ლი­დან დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით სულ 3 ტენ­დერ­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა (SPA110031199; SPA110029741; SPA110009972). მათ შო­რის ერთი არ შედ­გა, ორში კი (ახალ­ქა­ლა­ქის მე­ო­რე სა­ჯა­რო სკო­ლა­სა და ნი­ნოწ­მინ­დის მა­გის­ტრ სა­სა­მარ­თლო­ში) ერ­თა­დერ­თი პრე­ტენ­დე­ტი იყო და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბით 14 869 ლარი და­ე­რი­ცხა.

2012 წლის შემ­დეგ კი ჯა­ვა­ხეთ­ში წარ­მოდ­გე­ნილ სა­ბი­უ­ჯე­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში, (რომ­ლე­ბიც მკო­ი­ა­ნე­ბის კომ­პა­ნი­ე­ბის შემ­სყიდ­ვე­ლე­ბი არი­ან) საწ­ვავ­ზე ტენ­დერე­ბი აღარ ცხად­დე­ბა.

კონ­კუ­რენ­ტე­ბი - გარ­და მკო­ი­ა­ნე­ბის შპს-ები­სა, ჯა­ვა­ხეთ­ში ნავ­თობრპდუქ­ტის დის­ტრი­ბუ­ტორ მსხვილ კომ­პა­ნი­ებ­თან ერ­თად, ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს ად­გი­ლობ­რი­ვი ბიზ­ნეს­მე­ნის გრი­გოლ ჰამ­ბარ­ცუ­მი­ა­ნის კომ­პა­ნი­აც. იგი ახალ­ქა­ლაქ­სა და ნი­ნოწ­მინ­და­ში გა­მარ­ტი­ვე­ბულ შეს­ყიდ­ვებს, 2010 წლი­დან 2014 წლის იან­ვრამ­დე, ჯერ შპს „მაქ­სი­მე­დით“ იღებ­და, 2014 წლის იან­ვრი­დან 2016 წლის ივ­ნი­სამ­დე კი ამა­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით შეს­ყიდ­ვებს შპს „ოც­ნე­ბა-2014-ით“ აფორ­მებ­და. ჰამ­ბარ­ცუ­მი­ა­ნებ­მა ახალ­ქა­ლაქ­ში საწ­ვა­ვის ბიზ­ნე­სი, მკო­ი­ა­ნე­ბის „მე­ეკ­ზე“ ერთი წლით ადრე, 1998 წლი­დან და­ი­წყეს.

მათ ამ დრომ­დე („მაქ­სი­მედ­საც“ და “ოც­ნე­ბა-2014“-საც) ნი­ნოწ­მინ­და-ახალ­ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბი­დან და სა­ჯა­რო სკო­ლე­ბი­დან ჯამ­ში 72 762 ლარი აქვთ 132 შეს­ყიდ­ვი­დან მი­ღე­ბუ­ლი.

2016 წლი­დან, მას შემ­დეგ რაც ენ­ზელ მკო­ი­ა­ნი ახალ­ქა­ლა­ქის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტიც გახ­და, მისი კონ­კუ­რენ­ტი კომ­პა­ნია „ოც­ნე­ბა-2014“, რო­მე­ლიც ახალ­ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­შია რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, შეს­ყიდ­ვე­ბი­დან გაქ­რა. ამ ფონ­ზე რო­გორც ნი­ნოწ­მინ­და­ში, ისე ახალ­ქა­ლაქ­ში მკო­ი­ა­ნე­ბის კომ­პა­ნი­ე­ბი უფრო აქ­ტი­ურ­დე­ბი­ან.

მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ე­ბის შემ­წირ­ვე­ლე­ბი - ენ­ზელ მკო­ი­ა­ნის ძმა და ბიძა, მარ­ტუნ და ნო­რა­ირ მკო­ი­ა­ნე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მყო­ფი პარ­ტი­ე­ბის მსხვი­ლი შემ­წირ­ვე­ლე­ბი არი­ან. მათ, ვიდ­რე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ იყო, პარ­ტი­ას 115 000 ლარი შეს­წი­რეს, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ კი ჯამ­ში 213 000 ლა­რით მისი შემ­წირ­ვე­ლე­ბი გახ­დნენ.

“სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლო” მო­უ­წო­დებს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ სა­ა­გენ­ტოს და გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას, შე­ის­წავ­ლოს შპს „მე­ე­კი­სა” და შპს „ეს ჯი გაზ - კომ­პა­ნის“ თი­თო­ე­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვა და და­ად­გი­ნოს, ხომ არ იყო ეს შეს­ყიდ­ვე­ბი მათ­თვის სა­სურ­ველ პი­რო­ბებ­ში გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი და იკ­ვე­თე­ბა თუ არა კო­რუფ­ცი­ის შე­საძ­ლო კონ­კრე­ტუ­ლი ნიშ­ნე­ბი”, - აღ­ნიშ­ნუ­ლია არა­სამ­თავ­რო­ბოს ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
anakonda
30

აი ესეთებს ხვრიტავდა სტალინი.

gocha
10

რა გახდა ეს მოუშორებელი ჭირი მკოიანები ??

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

დეპუტატ ენზელ მკოიანის ოჯახის კომპანიებმა ბიუჯეტიდან 2 მლნ ლარზე მეტი მიიღეს - "საერთაშორისო გამჭვირვალობის" სკანდალური ანგარიში

დეპუტატ ენზელ მკოიანის ოჯახის კომპანიებმა ბიუჯეტიდან 2 მლნ ლარზე მეტი მიიღეს - "საერთაშორისო გამჭვირვალობის" სკანდალური ანგარიში

ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის შვილების, ძმისა და ბიძის სამ კომპანიასთან ჯავახეთში საწვავის შესყიდვაზე 674 სახელმწიფო შესყიდვა გაფორმდა, მათ შორის 665 პირდაპირი წესით.

კომპანიებმა ბიუჯეტიდან 2010-2019 წლებში 2 312 278 ლარი მიიღეს, - ამის შესახებ ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ორგანიზაციის ინფორმაციაშია აღნიშნული, თავად ენზელ მკოიანიც მაჟორიტარული ბიუროსთვის საწვავს მხოლოდ ოჯახის კომპანიიდან ყიდულობს.

"ოთხ წელში გაფორმებული 34 პირდაპირი შესყიდვით, ბიურომ შპს-ს 78 339 ლარი გადაურიცხა. აქედან 49 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები დეპუტატმა კომპანიის დირექტორთან, საკუთარ ბიძასთან პირადად გააფორმა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლოს მკოიანების მფლობელობაში მყოფი შპს „მეეკისა“ და შპს „ეს ჯი გაზ - კომპანის“ თითოეული სახელმწიფო შესყიდვა და დაადგინოს, ხომ არ იყო ეს შესყიდვები მათთვის სასურველ პირობებში გამოცხადებული და იკვეთება თუ არა კორუფციის შესაძლო კონკრეტული ნიშნები.

"ენზელ მკოიანი 20 წელია საქართველოს პარლამენტის წევრია. იგი ოთხჯერ ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი იყო, ბოლოს, მეხუთედ კი ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარულ ოლქში აირჩიეს "ქართული ოცნებიდან".

ენზელ მკოიანი პარლამენტში 1999 წლის 20 ნოემბერს შევიდა. ზუსტად ერთ თვეში, 21 დეკემბერს მისმა ძმამ, მარტუნ მკოიანმა და ბიძამ, ნორაირ მკოიანმა შპს „მეეკი” დააფუძნეს. 2018 წლის იანვრიდან ამ კომპანიის დირექტორის მოადგილედ ენზელ მკოიანის შვილი, დავით მკოიანი დაინიშნა, 2019 წლის ივნისიდან იგი შპს „მეეკის“ 25% წილის მფლობელიც გახდა. შპს-ს დირექტორი წლების განმავლობაში ნორაირ მკოიანი იყო, 2009-2016 წლებში, სხვადასხვა დროს, ჯამში ორი წლით, კომპანიას გაიოზ ლომსაძე ხელმძღვანელობდა. 2017 წლის ნოემბრიდან ლომსაძე ახალქალაქის საკრებულოში „ქართული ოცნების” სიით შევიდა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაც დაიკავა.

2008 წლის 6 მაისს, მკოიანებმა რუსეთის მოქალაქესთან და ბიზნესმენთან არამ სანოსიანთან ერთად ნავთობპროდუქტების დისტრიბუციის მიზნით, კიდევ ერთი შპს „ეს ჯი გაზ - კომპანი“ დააფუძნეს. მისი დირექტორი და 60% წილის მფლობელი არამ სანოსიანია, 20%-ს მისივე კომპანია „სატახა“ ფლობს, 20%-ს კი - „მეეკი”.

ორი წლის შემდეგ, საწვავის ბიზნესში, ენზელ მკოიანის უფროსი შვილი კარაპეტ მკოიანიც ჩაერთო. მან 2010 წლის 26 აპრილს, ახალქალაქში, შპს „ახალგაზი“ დააფუძნა. მაშინ იგი 50% წილს შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციას“ უყოფდა, ახლა კი ამავე პროცენტით წილში შპს „ნეოგაზი“ ჰყავს”, - აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება გამარტივებული შესყიდვებს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ ცნობით, „მეეკმა” და „ეს ჯი გაზ - კომპანიმ“ 2010 წლიდან დღემდე ყველა სახელმწიფო შესყიდვა ბენზინზე, დიზელსა და თხევად აირზე მხოლოდ ახალქალაქისა და ნინოწმინდის საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან მიიღეს: „მეეკთან” სულ 502 სახელმწიფო შესყიდვაა გაფორმებული, ხელშეკრულებების საერთო ღირებულებით 1 198 684 ლარზე. „ეს ჯი გაზ - კომპანის” კი 171 სახელმწიფო შესყიდვა აქვს მიღებული, ჯამში, 1 111 994 ლარზე.

„მკოიანების კომპანიებს ახალქალაქთან შედარებით მეტი შესყიდვა ნინოწმინდის მერიასა და მის შპს/ააიპ-ებში აქვთ. მაგალითად, 2012 წლიდან დღემდე ახალქალაქის მერიამ საწვავის 28 შესყიდვიდან „მეეკთან“ მხოლოდ 2 გააფორმა, ჯამში 9 400 ლარზე. ახალქალაქის მერიის ძირითადი მიმწოდებლები „რომპეტროლ საქართველო“ და „ლუკოილ ჯორჯია“ არიან.

ნინოწმინდის მერიამ კი 61 შესყიდვიდან 58 შემთხვევაში ხელშეკრულებები მკოიანების კომპანიებთან დადო. აქედან 2 ტენდერით და 56 პირდაპირი შესყიდვით. ორივე ტენდერში ერთადერთი პრეტენდენტი „მეეკი” იყო და ჯამში 181 000 ლარით მოიგო კიდეც. 56 გამარტივებული შესყიდვიდან კი „მეეკთან“ - 52 და „ეს ჯი გაზ - კომპანისთან“ - 4 გაფორმდა. დანარჩენ 3 შემთხვევაში მყიდველი შპს „ლუკოილ ჯორჯია“ იყო. შესაბამისად, ნინოწმინდის მერიის მიერ საწვავში გახაჯული 668 515 ლარიდან მკოიანების კომპანიებს ჯამში 513 315 ლარი დაერიცხათ. აქედან „მეეკს“ - 383 080 ლარი, „ეს ჯი გაზ - კომპანის“ კი - 130 235 ლარი.

ჯავახეთში, მუნიციპალური უწყებები თუ შეშას არ ყიდულობენ, მაშინ ხელშეკრულებებს პირდაპირი შესყიდვის წესით, ხშირად მხოლოდ „მეეკთან”, ან „ეს ჯი გაზ - კომპანისთან” აფორმებენ. („ეს ჯი გაზ - კომპანი“ ჯავახეთში გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო, სამშენებლო და სარემონტო სამუშაობსაც აწარმოებს).

მაგალითად, ააიპ „ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრს“ საწვავის 10 პირდაპირი შესყიდვიდან, 10-ვე „მეეკთან“ აქვს გაფორმებული, ააიპ „ნინოწმინდის კომუნალური, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურს“ კი 28 შესყიდვიდან - 27. ააიპ „სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულება ნინოწმინდის კომპლექსურ სასპორტო სკოლას“ 3 შესყიდვიდან 3-ვე „ეს ჯი გაზ - კომპანისთან“ აქვს დადებული, ააიპ „ნინოწმინდის სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულებას" კი 2 შესყიდვიდან - 2-ვე.

მხოლოდ „მეეკისგან“ ყიდულობს საწვავს ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის ბიურო. გამარტივებული წესით საწვავის შეძენა მკოიანების კომპანიიდან 2014 წლის იანვრიდან დაიწყო და ბოლო ხელშეკრულება 2019 წლის ოქტომბერში გააფორმდა. ამ ხნის განმავლობაში ბიურომ შპს-სგან 78 339 ლარის ღირებულების საწვავი 34-ჯერ შეისყიდა. აქედან 49 000 ლარზე ცხრა ხელშეკრულება დეპუტატმა პირადად გააფორმა კომპანიის დირექტორთან ნორაირ მკოიანთან, რომელიც ენზელ მკოიანის ბიძაა (მამის ძმაა). მას შემდეგ კი, რაც ენზელ მკოიანის შვილი „მეეკის” მეწილე გახდა, ბიუროდან კომპანიასთან ხელშეკრულება 4 გამარტივებულ შესყიდვაზე დაიდო და ჯამში, 4 866 ლარი გადაირიცხა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

რაც შეეხება, ენზელ მკოიანის ოჯახის მესამე კომპანიას შპს „ახალგაზს“, არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობითვე, მას 2011 წელს, 1600 ლარის ღირებულების ერთადერთი გამარტივებული შესყიდვა აქვს ახალქალაქის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულება-კოლეჯთან.

მათივე ცნობით, მკოიანების კომპანიები უკონკურენოდ იგებდნენ ჯავახეთში გამოცხადებულ სახელმწიფო ტენდერებსაც.

„მეეკმა“, 2011-2012 წლებში, ნინოწმინდა-ახალქალაქის მუნიციპალიტეტების და მათი ააიპ-ების/შპს-ების 7 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, შვიდივეში ერთადერთი პრეტენდეტი იყო (SPA120012776; SPA120005992; SPA120003493; SPA110028358; SPA110021318; SPA110018652; SPA110004667;) შესაბამისად მოიგო კიდეც და ჯამში 230 410 ლარი დაერიცხა.

„ეს ჯი გაზ - კომპანიმ“ კი 2011 წლის აპრილიდან დეკემბრის ჩათვლით სულ 3 ტენდერში მიიღო მონაწილეობა (SPA110031199; SPA110029741; SPA110009972). მათ შორის ერთი არ შედგა, ორში კი (ახალქალაქის მეორე საჯარო სკოლასა და ნინოწმინდის მაგისტრ სასამართლოში) ერთადერთი პრეტენდეტი იყო და ხელშეკრულებების საერთო ღირებულებით 14 869 ლარი დაერიცხა.

2012 წლის შემდეგ კი ჯავახეთში წარმოდგენილ საბიუჯეტო ორგანიზაციებში, (რომლებიც მკოიანების კომპანიების შემსყიდველები არიან) საწვავზე ტენდერები აღარ ცხადდება.

კონკურენტები - გარდა მკოიანების შპს-ებისა, ჯავახეთში ნავთობრპდუქტის დისტრიბუტორ მსხვილ კომპანიებთან ერთად, ფუნქციონირებს ადგილობრივი ბიზნესმენის გრიგოლ ჰამბარცუმიანის კომპანიაც. იგი ახალქალაქსა და ნინოწმინდაში გამარტივებულ შესყიდვებს, 2010 წლიდან 2014 წლის იანვრამდე, ჯერ შპს „მაქსიმედით“ იღებდა, 2014 წლის იანვრიდან 2016 წლის ივნისამდე კი ამავე მიმართულებით შესყიდვებს შპს „ოცნება-2014-ით“ აფორმებდა. ჰამბარცუმიანებმა ახალქალაქში საწვავის ბიზნესი, მკოიანების „მეეკზე“ ერთი წლით ადრე, 1998 წლიდან დაიწყეს.

მათ ამ დრომდე („მაქსიმედსაც“ და “ოცნება-2014“-საც) ნინოწმინდა-ახალქალაქის მუნიციპალური სამსახურებიდან და საჯარო სკოლებიდან ჯამში 72 762 ლარი აქვთ 132 შესყიდვიდან მიღებული.

2016 წლიდან, მას შემდეგ რაც ენზელ მკოიანი ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატიც გახდა, მისი კონკურენტი კომპანია „ოცნება-2014“, რომელიც ახალქალაქის მუნიციპალიტეტშია რეგისტრირებული, შესყიდვებიდან გაქრა. ამ ფონზე როგორც ნინოწმინდაში, ისე ახალქალაქში მკოიანების კომპანიები უფრო აქტიურდებიან.

მმართველი პარტიების შემწირველები - ენზელ მკოიანის ძმა და ბიძა, მარტუნ და ნორაირ მკოიანები ხელისუფლებაში მყოფი პარტიების მსხვილი შემწირველები არიან. მათ, ვიდრე ხელისუფლების სათავეში „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, პარტიას 115 000 ლარი შესწირეს, „ქართული ოცნების“ უმრავლესობაში მოსვლის შემდეგ კი ჯამში 213 000 ლარით მისი შემწირველები გახდნენ.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლოს შპს „მეეკისა” და შპს „ეს ჯი გაზ - კომპანის“ თითოეული სახელმწიფო შესყიდვა და დაადგინოს, ხომ არ იყო ეს შესყიდვები მათთვის სასურველ პირობებში გამოცხადებული და იკვეთება თუ არა კორუფციის შესაძლო კონკრეტული ნიშნები”, - აღნიშნულია არასამთავრობოს ინფორმაციაში.

ოქრიაშვილის მხარდაჭერის გამო დმანისის მერი "ქართული ოცნების" რიგებიდან გარიცხეს

"აშანტაჟებენ, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან და მისთვის 5 მლნ დოლარის გამოძალვას ცდილობდნენ" - ენზელ მკოიანის ადვოკატი

კახა ოქრიაშვილმა და ცეზარ და ლაშა ჩოჩელებმა პარტია შექმნეს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"