საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანიტა ფაცაცია, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა
ანიტა ფაცაცია, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა

2 წლის ანი­ტა ფა­ცა­ცია, რო­მელ­საც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გულ­შე­მატ­კივ­რობ­და, გარ­და­იც­ვა­ლა.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია "ფე­ის­ბუ­ქის" ჯგუფ­ში "ანი­ტას­თვის" გან­თავ­სდა, სა­დაც გო­გო­ნას მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია რე­გუ­ლა­რუ­ლად ვრცელ­დე­ბო­და.

"მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მფარ­ველ ან­გე­ლო­ზად იქცა ანი­ტა. გთხოვთ, ღირ­სე­უ­ლად, უსაყ­ვე­დუ­როდ ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და გან­სა­კუთ­რე­ბით, უფ­ლის მი­მართ.

გთხოვთ, ილო­ცეთ ახ­ლად­შეს­ვე­ნე­ბუ­ლი ანი­ტას­თვის" - წერს ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი.

"ერ­თმა­ნე­თის სიყ­ვა­რუ­ლი რომ გვას­წავ­ლა ეს ის გო­გოა! სა­ქარ­თვე­ლო რომ გა­ა­ერ­თი­ა­ნა ეს ის გო­გოა! ჩვენს ან­გე­ლო­ზად რომ იქცა ეს ის გო­გოა! ყვე­ლა ქალი მის დე­დად რომ აქ­ცია ეს ის გო­გოა! ერ­თმა­ნე­თის თა­ნად­გო­მა რომ გვას­წავ­ლა და შემ­დეგ გაგ­ვიფ­რინ­და ეს ანას­ტა­სი­აა..." - წერს ჯგუფ "ანი­ტას­თვის" ერთ-ერთი წევ­რი.

"გაგ­ვიფ­რინ­და ჩვე­ნი გოგო... რო­გორ მე­გო­ნა, რომ გა­და­ი­ტან­დი ამ ყვე­ლა­ფერს და კარ­გად იქ­ნე­ბო­დი... რო­გორ მე­გო­ნა რომ იცო­ცხლებ­დი... მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გე­ლო­დე­ბო­და ჩვე­ნო ან­გე­ლო­ზო, რო­დის ჩა­მოხ­ვი­დო­დი და ჩა­გიკ­რავ­დით გულ­ში... ახ­ლაც გე­ლო­დე­ბით, ბოლო გზა­ზე გა­გა­ცი­ლებთ პა­ტა­რავ... დავ­მარ­ცხდით ხალხნო, დავ­მარ­ცხდი­ით..." - წერს ჯგუფ "ანი­ტას­თვის" ერთ-ერთი წევ­რი.

გო­გო­ნას მდგო­მა­რე­ო­ბა ბოლო დღე­ებ­ში ძა­ლი­ან მძი­მე იყო. ფა­ცა­ცი­ე­ბის ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბის წერ­დნენ, რომ ანი­ტას ში­ნა­გა­ნი სის­ხლდე­ნა ჰქონ­და, რაც სა­ვა­რა­უ­დოდ გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო იმით, რომ ბავ­შვის ორ­გა­ნიზ­მი ვე­ღარ ეგუ­ე­ბა გუ­ლის მუ­შა­ო­ბის მას­ტი­მუ­ლი­რე­ბელ ეკ­მოს აპა­რატს. 2 წლის გო­გო­ნას სეფ­სი­სიც გა­ნუ­ვი­თარ­და და სა­ბო­ლო­ოდ, მისი ორ­გა­ნიზ­მი ვე­ღარ მო­ე­რია და­ა­ვა­დე­ბას...

2 წლის ანი­ტა ფა­ცა­ცი­ას უმ­ძი­მე­სი და­ა­ვა­დე­ბა დი­ლა­ტა­ცი­უ­რი კარ­დი­ო­მი­ო­პა­თია რამ­დე­ნი­მე თვის წინ და­უდ­გი­ნეს. მას ესა­ჭი­რო­ე­ბოდა მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცია - გუ­ლის გა­და­ნერგვა. პა­ტა­რა გო­გო­ნას ოჯახს რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნამ უარი უთხრა ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა­ზე. ბო­ლოს ის ინ­დო­ე­თის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბოდა.

მკითხველის კომენტარები / 56 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანანა
1

ანიტა, ზეცაში გაფრენილო პატარა ანგელოზო, როგორ დაგვწყვიტე გული!

მოქალაქე
0

ღმერთმა გაანათლოს მისი სული! როგორ დამწყდა გული!!!

ავტორი:

ანიტა ფაცაცია, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა

ანიტა ფაცაცია, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა

2 წლის ანიტა ფაცაცია, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია "ფეისბუქის" ჯგუფში "ანიტასთვის" განთავსდა, სადაც გოგონას მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია რეგულარულად ვრცელდებოდა.

"მთელი საქართველოს მფარველ ანგელოზად იქცა ანიტა. გთხოვთ, ღირსეულად, უსაყვედუროდ ადამიანებისა და განსაკუთრებით, უფლის მიმართ.

გთხოვთ, ილოცეთ ახლადშესვენებული ანიტასთვის" - წერს ოჯახის ახლობელი.

"ერთმანეთის სიყვარული რომ გვასწავლა ეს ის გოგოა! საქართველო რომ გააერთიანა ეს ის გოგოა! ჩვენს ანგელოზად რომ იქცა ეს ის გოგოა! ყველა ქალი მის დედად რომ აქცია ეს ის გოგოა! ერთმანეთის თანადგომა რომ გვასწავლა და შემდეგ გაგვიფრინდა ეს ანასტასიაა..." - წერს ჯგუფ "ანიტასთვის" ერთ-ერთი წევრი.

"გაგვიფრინდა ჩვენი გოგო... როგორ მეგონა, რომ გადაიტანდი ამ ყველაფერს და კარგად იქნებოდი... როგორ მეგონა რომ იცოცხლებდი... მთელი საქართველო გელოდებოდა ჩვენო ანგელოზო, როდის ჩამოხვიდოდი და ჩაგიკრავდით გულში... ახლაც გელოდებით, ბოლო გზაზე გაგაცილებთ პატარავ... დავმარცხდით ხალხნო, დავმარცხდიით..." - წერს ჯგუფ "ანიტასთვის" ერთ-ერთი წევრი.

გოგონას მდგომარეობა ბოლო დღეებში ძალიან მძიმე იყო. ფაცაციების ოჯახის ახლობლების წერდნენ, რომ ანიტას შინაგანი სისხლდენა ჰქონდა, რაც სავარაუდოდ გამოწვეული იყო იმით, რომ ბავშვის ორგანიზმი ვეღარ ეგუება გულის მუშაობის მასტიმულირებელ ეკმოს აპარატს. 2 წლის გოგონას სეფსისიც განუვითარდა და საბოლოოდ, მისი ორგანიზმი ვეღარ მოერია დაავადებას...

2 წლის ანიტა ფაცაციას უმძიმესი დაავადება დილატაციური კარდიომიოპათია რამდენიმე თვის წინ დაუდგინეს. მას ესაჭიროებოდა მსოფლიოში ერთ-ერთი ურთულესი ოპერაცია - გულის გადანერგვა. პატარა გოგონას ოჯახს რამდენიმე ქვეყანამ უარი უთხრა ოპერაციის გაკეთებაზე. ბოლოს ის ინდოეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფებოდა.

80 წლის მოხუცს, რომელიც ფიცრულში ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს, ახმეტის მერიის თანამშრომლები დაეხმარებიან

კახელი პატრული მარტოხელებს ყოველდღე პურით უსასყიდლოდ ამარაგებს

"კორონავირუსი თითქმის გადატანილი აქვთ" - ექიმი ე.წ. თერჯოლის კლასტერიდან დაინფიცირებულ ახალ პაციენტებზე