საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უხანიდან ჩამოსული ახალგაზრდა ქალის ვირუსული გამოკვლევის შედეგები ხვალ გვეცოდინება - თენგიზ ცერცვაძე ინფექციურში მოთავსებულ ჩინელებზე
უხანიდან ჩამოსული ახალგაზრდა ქალის ვირუსული გამოკვლევის შედეგები ხვალ გვეცოდინება - თენგიზ ცერცვაძე ინფექციურში მოთავსებულ ჩინელებზე

ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხა­ნი­დან ჩა­მო­სუ­ლი ახალ­გაზ­რდა ქალ­ბა­ტო­ნის ვირუ­სუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვის შე­დე­გე­ბი ხვალ გვე­ცო­დი­ნე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის, შიდსი­სა და კლი­ნი­კუ­რი იმუ­ნო­ლო­გი­ის სა­მეც­ნი­ე­რო პრაქ­ტი­კუ­ლი ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, რენდგე­ნო­ლო­გი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი 4 ჩი­ნე­ლი­დან არც ერთს არ აღ­მო­აჩ­ნდა ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა, რაც მარ­თა­ლია იმის 100 პრო­ცენ­ტი­ან გა­რან­ტი­ას არ იძ­ლე­ვა, რომ მათ არ აქვთ კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი ინ­ფექ­ცია, თუმ­ცა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ამ­ცი­რებს აღ­ნიშ­ნუ­ლის ალ­ბა­თო­ბას, ვი­ნა­ი­დან, ექი­მის თქმით, პნევ­მო­ნია ამ ინ­ფექ­ცი­ის მთა­ვა­რი ნი­შა­ნია.

„ნამ­დვი­ლად არის ახალ­გაზ­რდა ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც ჩა­მო­ვი­და უხა­ნი­დან, მე­ო­რე არის ახალ­გაზ­რდა, 24 წლის მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ასე­ვე ჩა­მო­ვი­და ჩი­ნე­თი­დან, მაგ­რამ არა უხა­ნი­დან. ჩვენ­თან ამ­ჟა­მად იმ­ყო­ფე­ბა ახალ­გაზ­რდა ქალ­ბა­ტო­ნი უხა­ნი­დან, ახალ­გაზ­რდა ვაჟი ჩი­ნე­თი­დან და ორი ჩი­ნე­ლი ბავ­შვი - ტყუ­პი დები. მათ ჩა­უ­ტარ­დათ ყვე­ლა ის გა­მოკ­ვლე­ვა, რაც სტან­დარ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია შემ­ჭიდ­რო­ე­ბულ, უმოკ­ლეს ვა­და­ში და გვაქვს ასე­თი შედ­გე­ბი - რენდგე­ნო­ლო­გი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვით, არ­ცერთ მათ­განს არ და­უ­დას­ტურ­და პნევ­მო­ნია, ანუ ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ეს არ არის 100 პრო­ცენ­ტი­ა­ნი გა­რან­ტია, რომ მათ არ აქვთ კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი ინ­ფექ­ცია, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვან­წი­ლად ამ­ცი­რებს ალ­ბა­თო­ბას, რად­გან პნევ­მო­ნია არის მთა­ვა­რი ნი­შა­ნი ამ ინ­ფექ­ცი­ის. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ვირუ­სო­ლო­გი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვით, ორ მათ­განს, ბავ­შვებს აღ­მო­აჩ­ნდათ „ა“ ტი­პის გრი­პი. დიდი ალ­ბა­თო­ბით, მათ კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი ინ­ფექ­ცია არ აქვთ, თუმ­ცა ჯერ რჩე­ბი­ან სტა­ცი­ო­ნარ­ში, დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ და სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ვი­ღებთ უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში. რაც შე­ე­ხე­ბა იმ ქალ­ბა­ტონს, რო­მე­ლიც უხა­ნი­დან, უშუ­ა­ლოდ ამ ინ­ფექ­ცი­ის კე­რი­დან ჩა­მო­ვი­და, მას რენდგე­ნო­ლო­გი­უ­რად პნევ­მო­ნია არ აქვს, ვირუ­სუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბი კი, ვი­ნა­ი­დან ის გვი­ან სა­ღა­მოს მო­ვი­და, ჯერ არ ვი­ცით, ის 12-24 სა­ა­თის შემ­დეგ, ანუ ხვალ გვე­ცო­დი­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარინა
1

ბ-ნი თენგიზი საიკეთესო სპეციალისტია,ვენდობი მას

mia
1

ჩინელი საქართველოს მოქალაქე?

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

უხანიდან ჩამოსული ახალგაზრდა ქალის ვირუსული გამოკვლევის შედეგები ხვალ გვეცოდინება - თენგიზ ცერცვაძე ინფექციურში მოთავსებულ ჩინელებზე

უხანიდან ჩამოსული ახალგაზრდა ქალის ვირუსული გამოკვლევის შედეგები ხვალ გვეცოდინება - თენგიზ ცერცვაძე ინფექციურში მოთავსებულ ჩინელებზე

ჩინეთის ქალაქ უხანიდან ჩამოსული ახალგაზრდა ქალბატონის ვირუსული გამოკვლევის შედეგები ხვალ გვეცოდინება, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, რენდგენოლოგიური გამოკვლევების მიხედვით, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 4 ჩინელიდან არც ერთს არ აღმოაჩნდა ფილტვების ანთება, რაც მართალია იმის 100 პროცენტიან გარანტიას არ იძლევა, რომ მათ არ აქვთ კორონავირუსით გამოწვეული ინფექცია, თუმცა მნიშვნელოვნად ამცირებს აღნიშნულის ალბათობას, ვინაიდან, ექიმის თქმით, პნევმონია ამ ინფექციის მთავარი ნიშანია.

„ნამდვილად არის ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც ჩამოვიდა უხანიდან, მეორე არის ახალგაზრდა, 24 წლის მამაკაცი, რომელიც ასევე ჩამოვიდა ჩინეთიდან, მაგრამ არა უხანიდან. ჩვენთან ამჟამად იმყოფება ახალგაზრდა ქალბატონი უხანიდან, ახალგაზრდა ვაჟი ჩინეთიდან და ორი ჩინელი ბავშვი - ტყუპი დები. მათ ჩაუტარდათ ყველა ის გამოკვლევა, რაც სტანდარტით გათვალისწინებულია შემჭიდროებულ, უმოკლეს ვადაში და გვაქვს ასეთი შედგები - რენდგენოლოგიური გამოკვლევით, არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა პნევმონია, ანუ ფილტვების ანთება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არ არის 100 პროცენტიანი გარანტია, რომ მათ არ აქვთ კორონავირუსით გამოწვეული ინფექცია, მაგრამ მნიშვნელოვანწილად ამცირებს ალბათობას, რადგან პნევმონია არის მთავარი ნიშანი ამ ინფექციის. ჩატარებული ვირუსოლოგიური გამოკვლევით, ორ მათგანს, ბავშვებს აღმოაჩნდათ „ა“ ტიპის გრიპი. დიდი ალბათობით, მათ კორონავირუსით გამოწვეული ინფექცია არ აქვთ, თუმცა ჯერ რჩებიან სტაციონარში, დაკვირვების ქვეშ და საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ უახლოეს დღეებში. რაც შეეხება იმ ქალბატონს, რომელიც უხანიდან, უშუალოდ ამ ინფექციის კერიდან ჩამოვიდა, მას რენდგენოლოგიურად პნევმონია არ აქვს, ვირუსული გამოკვლევების შედეგები კი, ვინაიდან ის გვიან საღამოს მოვიდა, ჯერ არ ვიცით, ის 12-24 საათის შემდეგ, ანუ ხვალ გვეცოდინება“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ამერიკელი მეცნიერების ვარაუდით, წითურას ვაქცინას შეუძლია ადამიანი კორონავირუსისგან დაიცვას - რას ამბობენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში ვირუსზე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის გამო, გლობალურ საგანგებო მდგომარეობას აცხადებს - რა განმარტებას აკეთებენ საქართველოში

LIVE "ნიუსრუმიდან": ელის თუ არა საქართველოს საფრთხე კორონავირუსის გამო? - ინფექციონისტის რეკომენდაციები