ავტორი:

ყაზბეგიდან გადმოყვანილ ჩინეთის მოქალაქე ორ მცირეწლოვანს, გრიპის „ა“ ტიპის ვირუსი დაუდგინდა - ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს

ყაზბეგიდან გადმოყვანილ ჩინეთის მოქალაქე ორ მცირეწლოვანს, გრიპის „ა“ ტიპის ვირუსი დაუდგინდა - ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჩინეთის მოქალაქე ორ მცირეწლოვანს, რომლებიც ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობენ, გრიპის „ა“ ტიპის ვირუსი დაუდგინდა.

„ამ ორივე ბავშვთან დადგინდა გრიპის „ა“ ტიპი, სწრაფი ტესტით“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

ყაზბეგიდან ინფექციურ საავადმყოფოში გადმოყვანილი ჩინეთის 9 მოქალაქიდან ორ ბავშვს აღენიშნება ტემპერატურის მომატება და ისინი მოთავსდებიან ბოქსირებულ განყოფილებაში.

ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსი ქვეყანაში არ ფიქსირდება და თუ დაფიქსირდა, ქვეყანა ამასთან საბრძოლველად მზად არის.

„მინდა, მივმართო საქართველოს მოსახლეობას, ნუ მივეცემით პანიკას, ნუ მივეცემით აჟიოტაჟს, არაფერი განსაკუთრებული საქართველოში არ ხდება. თუ გაჩნდა ამ ტიპის დაავადება, მასზე იქნება დაუყოვნებლივი პასუხი და რეაქცია. საავადმყოფოები ამისთვის მზადყოფნაში არიან, ყველანაირი მედიკამენტური საშუალება არსებობს, რომ ამ ტიპის ადამიანებს სამედიცინო დახმარება გაეწიოთ, ეპიდემიოლოგიური და პრევენციური სამსახური მზად არის, მიმდინარეობს მუდმივ რეჟიმში მონიტორინგი საზღვრების ქვეყანაში, რომ თავიდან ავიცილოთ ინფექციის იმპორტი და თუ ასეთი დაფიქსირდა, შესაბამისი ღონისძიებები დაუყოვნებლივ გატარდება, ამისთვის მზადყოფნა აქვთ ჯანდაცვის სამსახურს, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურს და მობილიზებულია ქვეყანში ყველა სექტორი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

თუთა ცქიტიშვილმა წელიწადნახევრიანი მკურნალობის შემდეგ ლეიკემია დაამარცხა - "მასთან გატარებული ყოველი დღე ჩვენთვის საჩუქარია"

ამერიკელი მეცნიერების ვარაუდით, წითურას ვაქცინას შეუძლია ადამიანი კორონავირუსისგან დაიცვას - რას ამბობენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში ვირუსზე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის გამო, გლობალურ საგანგებო მდგომარეობას აცხადებს - რა განმარტებას აკეთებენ საქართველოში