ამ დროისთვის, უხანის კორონავირუსის შემთხვევები მსოფლიოს მასშტაბით 20 ქვეყანაშია აღმოჩენილი. ეს ქვეყნებია:
ამ დოისთვის უხანის კორონავირუსით გარდაცვლილია 170 ადამიანი. ჩინეთის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება 1500-მდე დაინფიცირებული ადამიანი.
ცნობისთვის, ჩინეთს მიღმა არც ერთი ფატალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
იტალიის საკრუიზო გემი, რომელზეც 6 000 ადამიანი იმყოფება, იტალიის პორტ ჩივიტავეკიაშია გაჩერებული, რადგან ორ ჩინელ მგზავრს კორონავირუსის სიმპტომები აღმოაჩნდა.
გემზე, სახელად „კოსტა ესმერალდა“ ჩინელი წყვილი 25 იანვარს ავიდა. მათ მაღალი ტემპერატურა და სუნთქვის პრობლემები აღენიშნებათ.
ლაინერი საფრანგეთისა და ესპანეთის პორტებს სტუმრობდა, ვიდრე ჩივიტავეკიას პორტში გაჩერდებოდა. ლაინერის არც ერთ მგზავრს მისი დატოვების უფლება არ მისცეს, ვიდრე სამედიცინო შემოწმებას არ გაივლიან.
რუსეთი დღეიდან ჩინეთის მოქალაქეებზე ელექტრონული ვიზების გაცემას წყვეტს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, რუსეთის ხელისუფლება ხვალიდან ჩინეთთან სარკინიგზო მიმოსვლასაც შეზღუდავს და მატარებლები მხოლოდ მოსკოვსა და პეკინს შორის პირდაპირი მიმართულებით იმოძრავებენ.
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას ქვეყნის შორეულ აღმოსავლეთთან საზღვრის ჩაკეტვის შესახებ. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, დოკუმენტი ჯერ არ გამოქვეყნებულა, შესაბამისად, დეტალები უცნობია.
აღსანიშნავია, რომ რუსეთს შორეული აღმოსავლეთის მხრიდან ჩინეთი, იაპონია, ჩრდილოეთ კორეა და აშშ ესაზღვრება. სავარაუდოდ, რუსეთი საზღვარს სწორედ ჩინეთთან კეტავს.
ინდოეთში ახალი კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი კალერას შტატიდანაა, რომელიც სასწავლებლად უხანის უნივერსიტეტში იმყოფებოდა.
ამ დროისთვის, დაინფიცირებული პირი საავადმყოფოში, იზოლაციაში იმყოფება.
ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ასევე ფინეთში. ფინეთის ჯანმრთელობის ინსტიტუტის ინფორმაციით, ვირუსი უხანიდან ჩამოსულ ჩინელ მოგზაურს დაუდასტურდა.
მათივე ცნობით, მოგზაური ჩრდილოეთ ფინეთის, ლაპლანდიის ცენტრალურ საავადმყოფოში იზოლაციაში იმყოფება. დაკვირვება მიმდინარეობს 15 ადამიანზე.