ჩვენთან ჯერჯერობით ინფიცირებული არ დაფიქსირებულა. პანიკის საფუძველი არ არის, მაგრამ სერიოზული მზადება არის ქვეყანაში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, იყო გავრცელებული გარკვეული ინფორმაცია პატარა ბავშვთან დაკავშირებით, თუმცა, გრიპი არ აღმოჩნდა.
„ბათუმში 2 ჩინელზეც იყო საუბარი. არაფერი დადასტურდა ლაბორატორიულად. მხოლოდ 37 გრადუსი იყო პირველ დღეს და მეორე დღეს ნორმაში იყო. დღეს მოგეხსენებათ, 37 გრადუსი არ ითვლება სიცხედ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული პირები იზოლაციის პირობებში გამოკვლევას არ საჭიროებენ, რადგან მათ არ ჰქონდათ კორონავირუსის კლინიკური ნიშნები.
ამ კაცის მრისხანე ჰაბიტუსის დამნახავი . . .რომელი ვირუსი შემობედავს საქართველოში?
ინდოეთმა ოფიციალურად აღიარა, რომ კორონავირუსი გავრცელდა ინდოეთში. ყაზახეთმა ნებისმიერი ტიპის სატრანსპორტო მიმოსვლა დაბლოკა ჩინეთის მიმართულებით. ეხლა ეს კაცი ამტკიცებს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობსო... არ დამბლოკოთ.