მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკა გვარამიას სასამართლოს შენობის შესასვლელთან ფიზიკურად გაუსწორდნენ - შსს-ს კომენტარი
ნიკა გვარამიას სასამართლოს შენობის შესასვლელთან ფიზიკურად გაუსწორდნენ - შსს-ს კომენტარი

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნიკა გვა­რა­მი­ას სა­სა­მარ­თლოს შე­ნო­ბის შე­სას­ვლელ­თან ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს" "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" წევ­რმა ნინო გო­გუ­ა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ის, ელე­ნე ხოშ­ტა­რია და ნიკა გვა­რა­მია თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს შე­სას­ვლელ­თან იდ­გნენ და როცა და­შორ­დნენ, მა­შინ და­ესხნენ თავს გვა­რა­მი­ას. ის ამ­ბობს, რომ დარ­ტყმა არ და­უ­ნა­ხავს, თუმ­ცა ხმა გა­ი­გო.

„კი­ბე­ზე მე და ელე­ნე ხოშ­ტა­რია ნიკა გვა­რა­მის­თან ვსა­უბ­რობ­დით. სა­უ­ბა­რი რო­გორც კი და­ვამ­თავ­რეთ, ერთი წამი არ იყო გა­სუ­ლი, ჩვენ ჩა­მოვ­დი­ო­დით კი­ბე­ზე, გვა­რა­მია ბრუნ­დე­ბო­და დარ­ბაზ­ში და წამ­ში გა­ვი­გეთ დარ­ტყმის ხმა და რომ მო­ვი­ხე­დეთ, ვნა­ხეთ, რომ გვა­რა­მი­ას და­არ­ტყეს. შემ­დეგ უკვე დაც­ვა გა­ე­კი­და. 2 თუ 3 ადა­მი­ა­ნი იყო, თვი­თონ დარ­ტყმის მო­მენ­ტი არ და­მი­ნახვს, მაგ­რამ ეს მოხ­და იმ­დე­ნად წა­მებ­ში, ჩვე­ნი და­შო­რე­ბის შემ­დეგ. ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ ჩა­საფ­რე­ბუ­ლი და სპე­ცი­ა­ლუ­რად ელო­დე­ბოდ­ნენ“, - გა­ნა­ცხა­და გო­გუ­ა­ძემ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გვა­რა­მი­ას და­ზი­ა­ნე­ბე­ბი სა­ხის არე­ში აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით 3 პირი გა­მო­კი­თხვა­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს. და­მა­ტე­ბით დე­ტა­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით უწყე­ბა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ა­კე­თებს კო­მენ­ტარს.

ამ წუ­თებ­ში, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გი­ორ­გი რუ­რუ­ას სა­ა­მარ­თლო პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს, რომ­ლის ად­ვო­კა­ტიც სწო­რედ ნიკა გვა­რა­მი­აა.

მკითხველის კომენტარები / 68 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქონდარა
80

დარტყმა არ დაუნახავს გაიგონა მაგრამ რო მოტრიალდა დაინახა რო გვარამიას დაარტყეს თუმცა დარტყმა არ დაუნახავს. ლოგიკის პიკი

zaza
140

ვინც არ უნდა იყო - გენაცვალე ხელში!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

ნიკა გვარამიას სასამართლოს შენობის შესასვლელთან ფიზიკურად გაუსწორდნენ - შსს-ს კომენტარი

ნიკა გვარამიას სასამართლოს შენობის შესასვლელთან ფიზიკურად გაუსწორდნენ - შსს-ს კომენტარი

არსებული ინფორმაციით, ნიკა გვარამიას სასამართლოს შენობის შესასვლელთან ფიზიკურად გაუსწორდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს" "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ნინო გოგუაძემ განუცხადა, ის, ელენე ხოშტარია და ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოს შესასვლელთან იდგნენ და როცა დაშორდნენ, მაშინ დაესხნენ თავს გვარამიას. ის ამბობს, რომ დარტყმა არ დაუნახავს, თუმცა ხმა გაიგო.

„კიბეზე მე და ელენე ხოშტარია ნიკა გვარამისთან ვსაუბრობდით. საუბარი როგორც კი დავამთავრეთ, ერთი წამი არ იყო გასული, ჩვენ ჩამოვდიოდით კიბეზე, გვარამია ბრუნდებოდა დარბაზში და წამში გავიგეთ დარტყმის ხმა და რომ მოვიხედეთ, ვნახეთ, რომ გვარამიას დაარტყეს. შემდეგ უკვე დაცვა გაეკიდა. 2 თუ 3 ადამიანი იყო, თვითონ დარტყმის მომენტი არ დამინახვს, მაგრამ ეს მოხდა იმდენად წამებში, ჩვენი დაშორების შემდეგ. ადამიანები იყვნენ ჩასაფრებული და სპეციალურად ელოდებოდნენ“, - განაცხადა გოგუაძემ.

მისივე ინფორმაციით, გვარამიას დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული.

ინციდენტთან დაკავშირებით 3 პირი გამოკითხვაზე გადაიყვანეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. დამატებით დეტალებთან დაკავშირებით უწყება მოგვიანებით გააკეთებს კომენტარს.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას საამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომლის ადვოკატიც სწორედ ნიკა გვარამიაა.

"სკოლაში წიგნები ჩააბარა, იქიდან დედასთან ერთად გამოვიდა და ეს საშინელება მოხდა..." - კახეთში ავარიას 12 წლის გოგონა ემსხვერპლა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

სოფელ მეტეხში Covid 19-ის 4 ახალი შემთხვევაა - ვირუსი ინფიცირებული სანიტრის ოჯახის წევრებს დაუდასტურდათ