მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არიან ძმები ფეიქრიშვილები, რომელთაც თბილისში აფეთქებას უპირებდნენ
ვინ არიან ძმები ფეიქრიშვილები, რომელთაც თბილისში აფეთქებას უპირებდნენ

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა ძმე­ბის - გი­ორ­გი და და­ვით ფე­იქ­რიშ­ვი­ლე­ბის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის ბრალ­დე­ბით 7 პირი და­ა­კა­ვა, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს და უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

სუს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ თბი­ლი­სე­ლი ძმე­ბის ლიკ­ვი­და­ცია უკ­რა­ი­ნა­ში და­ი­გეგ­მა და ის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღისა და სპე­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­უ­რად მოქ­მე­დი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით უნდა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო.

ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის და­კა­ვე­ბის კად­რე­ბი, სუს-ის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლი­დან

ძმე­ბი ფე­იქ­რიშ­ვი­ლე­ბის სა­ხე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა­დას­ხვა კრი­მი­ნა­ლურ საქ­მე­ში წლე­ბია ფი­გუ­რი­რებს. 34 წლის და­ვით და გი­ორ­გი (გოგა) ფე­იქ­რიშ­ვი­ლე­ბი წარ­სულ­ში მრა­ვალ­ჯერ არი­ან ნა­სა­მარ­თლე­ვი.

1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი ფე­იქ­რიშ­ვი­ლის ერთ-ერთი ბოლო და­კა­ვე­ბა შსს-მ 2016 წელს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. 2016 წლის 3 და 4 სექ­ტემ­ბერს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის მთა­ვარ­მა სამ­მარ­თვე­ლომ თბი­ლის­ში სამი ერ­თმა­ნეთ­თან კავ­შირ­ში მყო­ფი პირი და­ა­კა­ვა - გი­ორ­გი ყან­ჩა­ვე­ლი, ნო­დარ ნიშ­ნი­ა­ნი­ძე და გი­ორ­გი ფე­იქ­რიშ­ვი­ლი.

გი­ორ­გი და და­ვით ფე­იქ­რიშ­ვი­ლე­ბი

ამ სამი პი­რის და­კა­ვე­ბა და­ემ­თხვა სოსო ჯო­ხა­ძის მკვლე­ლო­ბას, რო­მე­ლიც ე.წ კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის გია ჯო­ხა­ძის ძმა იყო. ტყუ­პი ძმა და ჯო­ხა­ძის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ბად­რი (ბა­დუ­კა) ნა­თო­ბა­ძე ახლო მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ და არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფე­იქ­რიშ­ვი­ლებ­სა და ჯო­ხა­ძე­ებს და­პი­რის­პი­რე­ბაც ჰქონ­დათ.

გი­ორ­გი ფე­იქ­რიშ­ვილ­მა და­კა­ვე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, რომ ჯო­ხა­ძის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ მის სახ­ლთან მუდ­მი­ვად იდ­გნენ პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნე­ბი, თუმ­ცა, მკვლე­ლო­ბას­თან კავ­შირს ის კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფ­და.

ამას­თან, ცნო­ბი­ლია ისიც, რომ შსს-ს მიერ ფე­იქ­რიშ­ვილ­თან ერ­თად და­კა­ვე­ბუ­ლი გი­ორ­გი ყან­ჩა­ვე­ლი, ჯო­ხა­ძის მკვლე­ლო­ბის დღეს ბა­დუ­კა ნა­თო­ბა­ძეს­თან ერ­თად იმ მან­ქა­ნა­ში იჯდა, რი­თაც ნა­თო­ბა­ძე გა­და­ად­გილ­დე­ბო­და.

შსს იუ­წყე­ბო­და, რომ 2016 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, ფე­იქ­რიშ­ვი­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის ჩხრე­კი­სას სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ამო­ი­ღეს ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი ერთი მჭი­დით, 30 ცალი ვაზ­ნა და ერთი შეკ­ვრა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა, რო­მელ­ზეც და­ნიშ­ნუ­ლია ქი­მი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზა.

ფე­იქ­რიშ­ვი­ლი 2015 წლის ოქ­ტომ­ბერ­შიც და­ა­კა­ვეს ვაჟა-ფშა­ვე­ლა­ზე, სა­კუ­თარ სახ­ლთან. მას ია­რა­ღის უკა­ნო­ნო ტა­რე­ბა ედე­ბო­და ბრა­ლად, თუმ­ცა მა­შინ მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ირ­წმუ­ნე­ბოდ­ნენ, რომ გოგა ფე­იქ­რიშ­ვილს პო­ლი­ცი­ამ ია­რა­ღი ჩა­უ­დო. ის 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში იხ­დი­და სას­ჯელს, 2016 წლის 30 ივ­ნისს კი ცი­ხი­დან გა­მო­ვი­და.

გი­ორ­გი ფე­იქ­რიშ­ვი­ლის სა­ხე­ლი უკავ­შირ­დე­ბა გია უდე­სი­ანს, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" "ზონ­დერ-ჯგუ­ფე­ბის" მე­თა­უ­რად" მო­იხ­სე­ნი­ე­ბო­და.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ვით ფე­იქ­რიშ­ვი­ლს, მისი სა­ხე­ლი ფი­გუ­რი­რებს ე.წ მა­ზავ­ში­კე­ბის საქ­მე­ში, რა დრო­საც და­ვით გაგ­ნი­ძე, გი­ორ­გი დე­მეტ­რა­ძე და კახა მი­სი­რე­ლი და­ა­კა­ვეს.

და­ვით ფე­იქ­რიშ­ვილს სა­ფეხ­ბურ­თო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, ე.წ "მა­ზით" 140 000 დო­ლა­რი ჰქონ­და მო­გე­ბუ­ლი. თან­ხის გა­დახ­და მის მო­ვა­ლეს გა­უ­ჭირ­და და დახ­მა­რე­ბის­თვის ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს „ავ­ტო­რი­ტეტს“ ვახ­ტანგ (ვატო) ყი­ფი­ანს მი­მარ­თა.

ყი­ფი­ა­ნი უკ­რა­ი­ნი­დან თბი­ლის­ში და­ვით ფე­იქ­რიშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და. მა­შინ გავ­რცელ­და ყი­ფი­ა­ნი­სა და ფე­იქ­რიშ­ვი­ლის სა­უბ­რის ჩა­ნა­წე­რიც, სა­დაც ისი­ნი თან­ხა­ზე სა­უბ­რობ­დნენ. ყი­ფი­ა­ნი ფე­იქ­რიშ­ვილს ეუბ­ნე­ბო­და, "ქურ­დუ­ლი წე­სე­ბით", ასეთ დროს მო­გე­ბუ­ლი თან­ხის 20 პრო­ცენ­ტი სად უნდა წა­სუ­ლი­ყო. ფე­იქ­რიშ­ვი­ლი კი ყი­ფი­ანს პა­სუ­ხობ­და, რომ ეს წე­სე­ბი უკვე აღარ არ­სე­ბობს.

ძა­ლოვ­ნებ­მა გი­ორ­გი დე­მეტ­რა­ძე, და­ვით გაგ­ნი­ძე და კახა მი­სი­რე­ლი 2010 წლის ივ­ლის­ში, თბი­ლის­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე და­ა­კა­ვეს. მან­ქა­ნა სამ­რე­ცხა­ოს­თან რამ­დე­ნი­მე წუ­თით გა­ა­ჩე­რეს და სა­ვა­რა­უ­დოდ, ფე­იქ­რიშ­ვილს ელოდ­ნენ, რომ­ლის­თვი­საც თან­ხა უნდა გა­და­ე­ცათ. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის­გან 40 700 დო­ლა­რი ამო­ი­ღეს და ეს თან­ხა, გა­მო­ძი­ე­ბის მტკი­ცე­ბით, ფე­იქ­რიშ­ვილს ეკუთ­ვნო­და. ვატო ყი­ფი­ანს კი და­მა­ტე­ბით, ფე­იქ­რიშ­ვი­ლის მო­გე­ბუ­ლი თან­ხა, 30 000 დო­ლა­რი უკ­რა­ი­ნა­ში ჰქონ­და ამო­ღე­ბუ­ლი.

მა­შინ და­ვით ფე­იქ­რიშ­ვი­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რის საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბას დას­თან­ხმდა და ცი­ხი­დან მა­ლე­ვე გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

AMBEBI.GE-სთვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ძმე­ბი ფე­იქ­რიშ­ვი­ლე­ბი ბოლო პე­რი­ოდ­ში თბი­ლის­ში დაც­ვის თან­ხლე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ. სა­ვა­რა­უ­დოდ, ძმებს ჰქონ­დათ ინ­ფორ­მა­ცია მათ­ზე შე­საძ­ლო თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
abc
33

რა გინდოდათ?-დაგეცადათ აეფეთქებინათ ის ორი კრიმინალი!-უფრო კარგი ხომ იქნებოდა?-ამ ქვეყანას ორი კრიმინალით ნაკლები ეყოლებოდა!-ასე არ ჯობდა??--კრიმინალებმა აფეთქონ და დაჭამონ ერთმანეთი!-რა არის ამაში ცუდი??

321
2

ყველანი ერთად, ვირის აბანოში!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

ვინ არიან ძმები ფეიქრიშვილები, რომელთაც თბილისში აფეთქებას უპირებდნენ

ვინ არიან ძმები ფეიქრიშვილები, რომელთაც თბილისში აფეთქებას უპირებდნენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ძმების - გიორგი და დავით ფეიქრიშვილების განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით 7 პირი დააკავა, მათ შორის საქართველოს და უკრაინის მოქალაქეები.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისელი ძმების ლიკვიდაცია უკრაინაში დაიგეგმა და ის ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური დისტანციურად მოქმედი ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით უნდა განხორციელებულიყო.

ბრალდებულების დაკავების კადრები, სუს-ის გავრცელებული ვიდეომასალიდან

ძმები ფეიქრიშვილების სახელი საქართველოში სხვადასხვა კრიმინალურ საქმეში წლებია ფიგურირებს. 34 წლის დავით და გიორგი (გოგა) ფეიქრიშვილები წარსულში მრავალჯერ არიან ნასამართლევი.

1986 წელს დაბადებული გიორგი ფეიქრიშვილის ერთ-ერთი ბოლო დაკავება შსს-მ 2016 წელს განახორციელა. 2016 წლის 3 და 4 სექტემბერს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარმა სამმართველომ თბილისში სამი ერთმანეთთან კავშირში მყოფი პირი დააკავა - გიორგი ყანჩაველი, ნოდარ ნიშნიანიძე და გიორგი ფეიქრიშვილი.

გიორგი და დავით ფეიქრიშვილები

ამ სამი პირის დაკავება დაემთხვა სოსო ჯოხაძის მკვლელობას, რომელიც ე.წ კრიმინალური ავტორიტეტის გია ჯოხაძის ძმა იყო. ტყუპი ძმა და ჯოხაძის მკვლელობაში ბრალდებული ბადრი (ბადუკა) ნათობაძე ახლო მეგობრები იყვნენ და არსებული ინფორმაციით, ფეიქრიშვილებსა და ჯოხაძეებს დაპირისპირებაც ჰქონდათ.

გიორგი ფეიქრიშვილმა დაკავების შემდეგ განაცხადა, რომ ჯოხაძის მკვლელობის შემდეგ მის სახლთან მუდმივად იდგნენ პოლიციის მანქანები, თუმცა, მკვლელობასთან კავშირს ის კატეგორიულად უარყოფდა.

ამასთან, ცნობილია ისიც, რომ შსს-ს მიერ ფეიქრიშვილთან ერთად დაკავებული გიორგი ყანჩაველი, ჯოხაძის მკვლელობის დღეს ბადუკა ნათობაძესთან ერთად იმ მანქანაში იჯდა, რითაც ნათობაძე გადაადგილდებოდა.

შსს იუწყებოდა, რომ 2016 წლის სექტემბერში, ფეიქრიშვილის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ერთი მჭიდით, 30 ცალი ვაზნა და ერთი შეკვრა, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერება, რომელზეც დანიშნულია ქიმიური ექსპერტიზა.

ფეიქრიშვილი 2015 წლის ოქტომბერშიც დააკავეს ვაჟა-ფშაველაზე, საკუთარ სახლთან. მას იარაღის უკანონო ტარება ედებოდა ბრალად, თუმცა მაშინ მისი ოჯახის წევრები ირწმუნებოდნენ, რომ გოგა ფეიქრიშვილს პოლიციამ იარაღი ჩაუდო. ის 9 თვის განმავლობაში იხდიდა სასჯელს, 2016 წლის 30 ივნისს კი ციხიდან გამოვიდა.

გიორგი ფეიქრიშვილის სახელი უკავშირდება გია უდესიანს, რომელიც თავის მხრივ "ნაციონალების" "ზონდერ-ჯგუფების" მეთაურად" მოიხსენიებოდა.

რაც შეეხება დავით ფეიქრიშვილს, მისი სახელი ფიგურირებს ე.წ მაზავშიკების საქმეში, რა დროსაც დავით გაგნიძე, გიორგი დემეტრაძე და კახა მისირელი დააკავეს.

დავით ფეიქრიშვილს საფეხბურთო ჩემპიონატზე, ე.წ "მაზით" 140 000 დოლარი ჰქონდა მოგებული. თანხის გადახდა მის მოვალეს გაუჭირდა და დახმარებისთვის ქურდული სამყაროს „ავტორიტეტს“ ვახტანგ (ვატო) ყიფიანს მიმართა.

ყიფიანი უკრაინიდან თბილისში დავით ფეიქრიშვილს დაუკავშირდა. მაშინ გავრცელდა ყიფიანისა და ფეიქრიშვილის საუბრის ჩანაწერიც, სადაც ისინი თანხაზე საუბრობდნენ. ყიფიანი ფეიქრიშვილს ეუბნებოდა, "ქურდული წესებით", ასეთ დროს მოგებული თანხის 20 პროცენტი სად უნდა წასულიყო. ფეიქრიშვილი კი ყიფიანს პასუხობდა, რომ ეს წესები უკვე აღარ არსებობს.

ძალოვნებმა გიორგი დემეტრაძე, დავით გაგნიძე და კახა მისირელი 2010 წლის ივლისში, თბილისში, ჭავჭავაძეზე დააკავეს. მანქანა სამრეცხაოსთან რამდენიმე წუთით გააჩერეს და სავარაუდოდ, ფეიქრიშვილს ელოდნენ, რომლისთვისაც თანხა უნდა გადაეცათ. სამართალდამცველებმა დაკავებულებისგან 40 700 დოლარი ამოიღეს და ეს თანხა, გამოძიების მტკიცებით, ფეიქრიშვილს ეკუთვნოდა. ვატო ყიფიანს კი დამატებით, ფეიქრიშვილის მოგებული თანხა, 30 000 დოლარი უკრაინაში ჰქონდა ამოღებული.

მაშინ დავით ფეიქრიშვილი პროკურატურის საპროცესო გარიგებას დასთანხმდა და ციხიდან მალევე გათავისუფლდა.

AMBEBI.GE-სთვის ცნობილი გახდა, რომ ძმები ფეიქრიშვილები ბოლო პერიოდში თბილისში დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდნენ. სავარაუდოდ, ძმებს ჰქონდათ ინფორმაცია მათზე შესაძლო თავდასხმის შესახებ.

თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში 10 ადამიანი გადაიყვანეს

გიგი უგულავამ პრეზიდენტს გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა

"ლამის საკუთარი შვილების თვალწინ მომახრჩო..." - ქალი, რომელმაც მოძალადე ქმარი დაჭრა, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო