მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის დაგეგმვის ბრალდებით სუს-მა 7 პირი დააკავა
ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის დაგეგმვის ბრალდებით სუს-მა 7 პირი დააკავა

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა ძმე­ბის - გი­ორ­გი და და­ვით ფე­იქ­რიშ­ვი­ლე­ბის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის ბრალ­დე­ბით 7 პირი და­ა­კა­ვა, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს და უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უწყე­ბის კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრი­სა და უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად, გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­უ­ლი აღიკ­ვე­თა, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჯგუ­ფუ­რად, ორი ან მეტი პი­რის მი­მართ, შეკ­ვე­თით, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბას და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის დამ­ზა­დე­ბა, შე­ძე­ნა შე­ნახ­ვას და გა­სა­ღე­ბას გუ­ლის­ხმობს.

"ერ­თდრო­უ­ლად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, თბი­ლის­სა და ბა­თუმ­ში, სა­სა­მარ­თლო გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, და­კა­ვე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს 6 მო­ქა­ლა­ქე.

კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ორი პი­რის, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის ფაქ­ტზე თბი­ლის­ში სა­ქარ­თვე­ლოს ორი მო­ქა­ლა­ქე: გ.ბ და ბ.ც, ხოლო ბა­თუმ­ში, ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის, დამ­ზა­დე­ბის და გა­სა­ღე­ბის ფაქ­ტზე სა­ქარ­თვე­ლოს 4 მო­ქა­ლა­ქე: რ.ბ, ნ.ბ, გ.თ. და ი.მ. და­ა­კა­ვეს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე და­კა­ვე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ქა­ლაქ ხარ­კოვ­ში ამა­ვე და­ნა­შა­ულ­თან კავ­შირ­ში მყო­ფი პირი, უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე ბ.მ. და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ უკ­რა­ი­ნა­ში და­ი­გეგ­მა ქა­ლაქ თბი­ლის­ში მცხოვ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ორი მო­ქა­ლა­ქის - გ.ფ-ს და დ.ფ-ს (გი­ორ­გი და და­ვით ფე­იქ­რიშ­ვი­ლე­ბი) გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, რო­მე­ლიც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და სპე­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­უ­რად მოქ­მე­დი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით უნდა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო.

და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის მიერ შე­ირ­ჩა ლიკ­ვი­და­ცი­ის ად­გი­ლე­ბი და დე­ტა­ლუ­რად შე­მუ­შავ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბის ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში აფეთ­ქე­ბის გეგ­მა. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გ.ფ-ს და დ.ფ-ს ლიკ­ვი­და­ცი­ის მიზ­ნით, უკ­რა­ი­ნა­ში მყო­ფი პირი და­უ­კავ­შირ­და უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქეს, რო­მე­ლიც ვი­თა­რე­ბის შე­სას­წავ­ლად თბი­ლის­ში გა­მო­აგ­ზავ­ნა.

თბი­ლის­ში ყოფ­ნი­სას, აღ­ნიშ­ნულ­მა პირ­მა რამ­დე­ნი­მე შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რებ­თან, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე გ.ბ.-სთან და ბ.ც-სთან. გ.ბ-მ უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქეს მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია გ.ფ.-ს და დ.ფ-ს, მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბის, არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბის და ახლო კავ­ში­რე­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის გან­ლა­გე­ბის და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის იმ ად­გი­ლე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­საც ხსე­ნე­ბუ­ლი პი­რე­ბი სტუმ­რობ­დნენ და აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის შეს­წავ­ლა და­ა­ვა­ლა.

და­ნა­შა­უ­ლის შეს­რუ­ლე­ბის მიზ­ნით, გ.ბ.-მ უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქეს გა­დას­ცა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი - პის­ტო­ლე­ტე­ბი, ავ­ტო­მა­ტე­ბი ვაზ­ნე­ბი­თა და და­მა­ტე­ბი­თი მჭი­დე­ბით და ფუ­ლა­დი თან­ხის ნა­წი­ლი 4 000 აშშ დო­ლა­რის ოდე­ნო­ბით, რო­მე­ლიც სა­ჭი­რო იყო თავ­დას­ხმის ოპე­რა­ცი­ის და­გეგ­მვის, მომ­ზა­დე­ბი­სა და სხვა ხარ­ჯე­ბი­სათ­ვის.

გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ თავ­დას­ხმის ერთ-ერთ ფორ­მად გ.ფ.-ს და დ.ფ.-ს ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში აფეთ­ქე­ბა გა­ნი­ხი­ლე­ბო­და, გ.ბ-მ უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქეს მათი ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და. გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლის აფეთ­ქე­ბის­თვის სა­ჭი­რო დის­ტან­ცი­უ­რად მოქ­მე­დი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა და 1 კგ ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა „ტრო­ტი­ლი“ უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქეს ბ.ც-მ გა­დას­ცა.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ნა­შა­უ­ლის მომ­ზა­დე­ბის პრო­ცეს­ში გ.ბ. და ბ.ც. ერ­თმა­ნე­თი­სა­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად მოქ­მე­დებ­დნენ კონ­სპი­რა­ცი­ის ნორ­მე­ბის დაც­ვით. ისი­ნი ერი­დე­ბოდ­ნენ პირ­და­პირ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას თბი­ლის­ში მყოფ უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქეს­თან, შეხ­ვედ­რე­ბის შე­სა­ხებ მო­ბი­ლუ­რი ინ­ტერ­ნეტ-აპ­ლი­კა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით წი­ნას­წარ ათან­ხმებ­დნენ უკ­რა­ი­ნა­ში დამ­კვეთ­თან, ხოლო შემ­დგომ დამ­კვე­თი, შუ­ა­მავ­ლის მეშ­ვე­ო­ბით, შეხ­ვედ­რის დრო­სა და ად­გილს თბი­ლის­ში მყოფ უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქეს აც­ნო­ბებ­და.

შეხ­ვედ­რა­ზე მის­ვლამ­დე, გ.ბ. და ბ.ც. გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ შე­ნიღ­ბუ­ლე­ბი, იყე­ნებ­დნენ ე.წ. კა­პი­უ­შო­ნი­ან ქურ­თუკს, ქუდს, სა­მე­დი­ცი­ნო პირ­ბა­დეს. შეხ­ვედ­რა­ზე მი­სუ­ლი ბ.ც. ბი­ნა­ში შეს­ვლის­თა­ნა­ვე იფა­რავ­და სა­ხეს შარ­ფი­თა და ნიღ­ბით. ქა­ლაქ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას ცდი­ლობ­დნენ არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლიყ­ვნენ სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­ზე ისე, რომ მო­მა­ვალ­ში შე­საძ­ლო ყო­ფი­ლი­ყო მათი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა.

თა­ვის მხრივ, სა­ქარ­თვე­ლოს ოთხმა მო­ქა­ლა­ქემ რ.ბ-მ, ნ.ბ-მ, გ.თ-მ, და ი.მ-მ, სა­ვა­რა­უ­დოდ, უკ­რა­ი­ნა­ში მყო­ფი ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბის თა­ნახ­მად, ორ­გა­ნი­ზე­ბა გა­უ­წი­ეს დის­ტან­ცი­უ­რი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის კუს­ტა­რულ დამ­ზა­დე­ბას.

გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ რ.ბ-მ უკ­რა­ი­ნი­დან მი­ი­ღო და­ვა­ლე­ბა, და­ემ­ზა­დე­ბი­ნა ორი ცალი დის­ტან­ცი­უ­რი მოქ­მე­დე­ბის ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა. ამ უკა­ნას­კნელ­მა, ი.მ-სთან ერ­თად, ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის დამ­ზა­დე­ბი­სათ­ვის მი­მარ­თა ნ.ბ-ს, რო­მელ­მაც მო­წყო­ბი­ლო­ბა გ.თ.-ს და­ამ­ზა­დე­ბი­ნა. ამის შემ­დეგ, რ.ბ-მ სა­ბო­ლო­ოდ ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა თბი­ლის­ში ჩა­მო­ი­ტა­ნა და ბ.ც-ს გა­დას­ცა, რო­მელ­მაც, თა­ვის მხრივ, აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქეს მი­უ­ტა­ნა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის აღ­კვე­თი­სა და დამ­ნა­შა­ვე პი­რე­ბის და­კა­ვე­ბის მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის და უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ბა­მი­სი და­ნა­ყო­ფის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ერ­თობ­ლი­ვი კო­ორ­დი­ნა­ცი­ით, ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში მო­პო­ვე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა სა­ხის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, მათ შო­რის მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის აუ­დიო და ვი­დე­ო­მა­სა­ლა.

საქ­მე­ზე ამო­ღე­ბუ­ლია ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი და დის­ტან­ცი­უ­რი მოქ­მე­დე­ბის ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი.

გა­მო­ძი­ე­ბა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჯგუ­ფუ­რად, ორი ან მეტი პი­რის მი­მართ, შეკ­ვე­თით, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის, საბ­რძო­ლო მა­სა­ლის, ფეთ­ქე­ბა­დი ნივ­თი­ე­რე­ბის ან ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის, დამ­ზა­დე­ბის და გა­სა­ღე­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს (სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 18-109 მუხ­ლით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით 16-დან 20 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ან უვა­დო პა­ტიმ­რო­ბას გუ­ლის­ხმობს და 236-ე მუხ­ლის მე-3, მე-5 და მე-6 ნა­წი­ლე­ბით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით 6-დან 9 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას გუ­ლის­ხმობს).

გა­მო­ძი­ე­ბას აწარ­მო­ებს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრი" - ნათ­ქვა­მია სუს-ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მთა­ვარ ფო­ტო­ზე - ძმე­ბი გი­ორ­გი და და­ვით ფე­იქ­რიშ­ვი­ლე­ბი

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
temur
1

არავის შერჩენია მკვლელობა დათოოოოოოოოოოო მალე გნახავთ

არსენა
0

გადარჩა კაცობრიობა. გიხაროდენ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის დაგეგმვის ბრალდებით სუს-მა 7 პირი დააკავა

ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის დაგეგმვის ბრალდებით სუს-მა 7 პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ძმების - გიორგი და დავით ფეიქრიშვილების განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით 7 პირი დააკავა, მათ შორის საქართველოს და უკრაინის მოქალაქეები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უწყების კონტრტერორისტული ცენტრისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული აღიკვეთა, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ, შეკვეთით, განზრახ მკვლელობის მომზადებას და ცეცხლსასროლი იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადება, შეძენა შენახვას და გასაღებას გულისხმობს.

"ერთდროულად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, თბილისსა და ბათუმში, სასამართლო განჩინების საფუძველზე, დაკავებულია საქართველოს 6 მოქალაქე.

კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა დამამძიმებელ გარემოებებში ორი პირის, განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე თბილისში საქართველოს ორი მოქალაქე: გ.ბ და ბ.ც, ხოლო ბათუმში, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, დამზადების და გასაღების ფაქტზე საქართველოს 4 მოქალაქე: რ.ბ, ნ.ბ, გ.თ. და ი.მ. დააკავეს.

საქართველოში მიმდინარე დაკავების ღონისძიებების პარალელურად, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ქალაქ ხარკოვში ამავე დანაშაულთან კავშირში მყოფი პირი, უკრაინის მოქალაქე ბ.მ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ უკრაინაში დაიგეგმა ქალაქ თბილისში მცხოვრები საქართველოს ორი მოქალაქის - გ.ფ-ს და დ.ფ-ს (გიორგი და დავით ფეიქრიშვილები) განზრახ მკვლელობა, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის და სპეციალური დისტანციურად მოქმედი ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით უნდა განხორციელებულიყო.

დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შეირჩა ლიკვიდაციის ადგილები და დეტალურად შემუშავდა აღნიშნული პირების ავტომანქანაში აფეთქების გეგმა. გამოძიების ინფორმაციით, გ.ფ-ს და დ.ფ-ს ლიკვიდაციის მიზნით, უკრაინაში მყოფი პირი დაუკავშირდა უკრაინის მოქალაქეს, რომელიც ვითარების შესასწავლად თბილისში გამოაგზავნა.

თბილისში ყოფნისას, აღნიშნულმა პირმა რამდენიმე შეხვედრა გამართა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან, საქართველოს მოქალაქე გ.ბ.-სთან და ბ.ც-სთან. გ.ბ-მ უკრაინის მოქალაქეს მიაწოდა ინფორმაცია გ.ფ.-ს და დ.ფ-ს, მათი ოჯახის წევრების, არასრულწლოვანი შვილების და ახლო კავშირების საცხოვრებელი სახლების განლაგების და საზოგადოებრივი თავშეყრის იმ ადგილების შესახებ, რომლებსაც ხსენებული პირები სტუმრობდნენ და აღნიშნული ინფორმაციის შესწავლა დაავალა.

დანაშაულის შესრულების მიზნით, გ.ბ.-მ უკრაინის მოქალაქეს გადასცა ცეცხლსასროლი იარაღი - პისტოლეტები, ავტომატები ვაზნებითა და დამატებითი მჭიდებით და ფულადი თანხის ნაწილი 4 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც საჭირო იყო თავდასხმის ოპერაციის დაგეგმვის, მომზადებისა და სხვა ხარჯებისათვის.

გამომდინარე იქიდან, რომ თავდასხმის ერთ-ერთ ფორმად გ.ფ.-ს და დ.ფ.-ს ავტომანქანაში აფეთქება განიხილებოდა, გ.ბ-მ უკრაინის მოქალაქეს მათი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ავტომობილის აფეთქებისთვის საჭირო დისტანციურად მოქმედი ასაფეთქებელი მოწყობილობა და 1 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება „ტროტილი“ უკრაინის მოქალაქეს ბ.ც-მ გადასცა.

გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულის მომზადების პროცესში გ.ბ. და ბ.ც. ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად მოქმედებდნენ კონსპირაციის ნორმების დაცვით. ისინი ერიდებოდნენ პირდაპირ კომუნიკაციას თბილისში მყოფ უკრაინის მოქალაქესთან, შეხვედრების შესახებ მობილური ინტერნეტ-აპლიკაციის გამოყენებით წინასწარ ათანხმებდნენ უკრაინაში დამკვეთთან, ხოლო შემდგომ დამკვეთი, შუამავლის მეშვეობით, შეხვედრის დროსა და ადგილს თბილისში მყოფ უკრაინის მოქალაქეს აცნობებდა.

შეხვედრაზე მისვლამდე, გ.ბ. და ბ.ც. გადაადგილდებოდნენ შენიღბულები, იყენებდნენ ე.წ. კაპიუშონიან ქურთუკს, ქუდს, სამედიცინო პირბადეს. შეხვედრაზე მისული ბ.ც. ბინაში შესვლისთანავე იფარავდა სახეს შარფითა და ნიღბით. ქალაქში გადაადგილებისას ცდილობდნენ არ დაფიქსირებულიყვნენ სათვალთვალო კამერებზე ისე, რომ მომავალში შესაძლო ყოფილიყო მათი იდენტიფიცირება.

თავის მხრივ, საქართველოს ოთხმა მოქალაქემ რ.ბ-მ, ნ.ბ-მ, გ.თ-მ, და ი.მ-მ, სავარაუდოდ, უკრაინაში მყოფი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტებისგან მიღებული დავალების თანახმად, ორგანიზება გაუწიეს დისტანციური ასაფეთქებელი მოწყობილობის კუსტარულ დამზადებას.

გამოძიებამ დაადგინა, რომ რ.ბ-მ უკრაინიდან მიიღო დავალება, დაემზადებინა ორი ცალი დისტანციური მოქმედების ასაფეთქებელი მოწყობილობა. ამ უკანასკნელმა, ი.მ-სთან ერთად, ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადებისათვის მიმართა ნ.ბ-ს, რომელმაც მოწყობილობა გ.თ.-ს დაამზადებინა. ამის შემდეგ, რ.ბ-მ საბოლოოდ ასაფეთქებელი მოწყობილობა თბილისში ჩამოიტანა და ბ.ც-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, აღნიშნული მოწყობილობა უკრაინის მოქალაქეს მიუტანა.

აღნიშნული დანაშაულის აღკვეთისა და დამნაშავე პირების დაკავების მიზნით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფის თანამშრომლების ერთობლივი კოორდინაციით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მოპოვებულია სხვადასხვა სახის მტკიცებულებები, მათ შორის მკვლელობის მომზადების აუდიო და ვიდეომასალა.

საქმეზე ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერებები და დისტანციური მოქმედების ასაფეთქებელი სპეციალური მოწყობილობები.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ, შეკვეთით, განზრახ მკვლელობის მომზადების და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, დამზადების და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109 მუხლით, რაც სასჯელის სახით 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას გულისხმობს და 236-ე მუხლის მე-3, მე-5 და მე-6 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს).

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი" - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

მთავარ ფოტოზე - ძმები გიორგი და დავით ფეიქრიშვილები

"მისი და ეჭვობს, რომ სხვაში აერიათ..." - რას ჰყვებიან თურქეთში მოკლული ქართველი ქალის ახლობლები

ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის ფაქტზე, თბილისის საკრებულოს სამ წევრს ბრალი წარედგინათ

რა კავშირი აქვს ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტ ვატო ყიფიანს ფეიქრიშვილების მკვლელობის მომზადების საქმესთან?