ავტორი:

უახლესი მონაცემები კორონავირუსის შესახებ - "ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად მთელი მსოფლიო ფხიზლად უნდა იყოს"

უახლესი მონაცემები კორონავირუსის შესახებ - "ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად მთელი მსოფლიო ფხიზლად უნდა იყოს"

ამ დროისთვის, ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა სულ მცირე 170 ადამიანია, ხოლო დადასტურებულმა შემთხვევებმა 7 700-ს გადააჭარბა. ჩინეთის გარდა, კორონავირუსი 17 ქვეყანაში ფიქსირდება. გუშინ, იაპონიიდან ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაციის შემდეგ, ვირუსი სამ პირს დაუდგინდა, რის შედეგადაც ქვეყანაში ამ დროისთვის დაინფიცირებულთა რაოდენობა 11 ადამიანს შეადგენს.

ვირუსის გავრცელება შეინიშნება ჩინეთის ისეთ რეგიონებში, სადაც ამ დრომდე არ ფიქსირდებოდა, მათ შორის ტიბეტშიც

როგორც ცნობილია, უხანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია იაპონიამ და აშშ-მა განახორციელეს. ავსტრალია, საფრანგეთი, ინდოეთი, სამხრეთ კორეა, გაერთიანებული სამეფო და თურქეთი საკუთარი მოქალქეების გასაყვანად გეგმას ამზადებენ.

ევროკავშირი

კორონავირუსის ეპიდემიის გამწვავების ფონზე, ევროკავშირმა მის ტერიტორიაზე ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ზომები მიიღო. როგორც ევროკავშირიდან შიდა წყარომ SchengenVisaInfo.com-ს განუცხადა, ევროკავშირი ეროვნებით ჩინელი მგზავრებისთვის და ჩინეთში ბოლო პერიოდში მყოფი ვიზიტორებისთვის ევროპაში შესვლის პირობების გამკაცრებისთვის ემზადება.

„ევროკავშირმა უკვე გადაწყვიტა, რომ სამოქალაქო დაცვის მექანიზმს აამოქმედებს, თუმცა, თუკი ვირუსი ამ ტემპებით განაგრძობს გავრცელებას, შესაძლოა, ევროკავშირმა კვირის ბოლომდე ეროვნებით ჩინელებისთვის და ბოლო პერიოდში ამ ქვეყანაში ვიზიტორებისთვის აკრძალვები გამოსცეს“, - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.

ევროკავშირის ტერიტორიაზე ვირუსის 8 შემთხვევა დადასტურდა - 4 საფრანგეთში და 4 გერმანიაში. ყაზახეთმა, მალაიზიამ და შრი ლანკამ ეროვნებით ჩინელებზე ვიზების გაცემა გაამკაცრა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად მთელი მსოფლიო ფხიზლად უნდა იყოს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამის ხელმძღვანელმა მაიკლ რაიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ჩინეთმა ეპიდემიის გავრცელებას დიდი წინააღმდეგობა გაუწია.

„გამოწვევა დიდია, თუმცა პასუხი ძლიერი იყო,“ - აღნიშნა მაიკლ რაიანმა.

განცხადება გააკეთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმაც. მისი თქმით, ორგანიზაცია „ღრმა სინანულს“ გამოხატავს იმის გამო, რომ წინა კვირაში გავრცელებულ სამ ანგარიშში ვირუსისგან გამოწვეული რისკი „მაღალის“ ნაცვლად „საშუალოდ“ შეაფასა.

„ჩინეთს მსოფლიოს სოლიდარობა და მხარდაჭერა სჭირდება,“ - აღნიშნა მაიკლ რაიანმა.

მისი ინფორმაციით, დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეხვედრას გამართავს, სადაც იმსჯელებენ, ჰქმნის თუ არა ვირუსი გლობალური ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობას.

შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსი ჩინეთში, ქალაქ უხანში დეკემბრის ბოლოს დაფიქსირდა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ეროვნებით ჩინელებს, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეების ოჯახის წევრები არიან, შეუძლიათ უხანიდან საევაკუაციო თვითმფრინავებით გაფრინდნენ

"ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში მიმდინარეობს საგანგებო კომიტეტის დახურული სხდომა, სადაც მსჯელობენ, თუ რა ხდება  ჩინეთში"

20 ქვეყანა, სადაც კორონავირუსი დაფიქსირდა - როგორ ებრძვიან ვირუსის გავრცელებას მსოფლიოში