უთოს, სარეცხ მანქანას დიდი ოდენობით ელექტროენერგია სჭირდება. ელექტროენერგიის მოხმარებას კი თან ახლავს ჰაერის ნახშირორჟანგით დაბინძურება, რაც მძიმე გავლენას ახდენს გარემოსა და ეკოლოგიურ პირობებზე.
ეს ყოველივე კი გლობალური დათბობის ერთ-ერთი განმაპირობებელია. გარდა ელექტროენერგიისა, სარეცხის გარეცხვის დროს ვიყენებთ სხვადასხვა ქიმიურ საშუალებებს, ფხვნილებს, ფხვნილიანი წყალი კი, გარემოს დაბინძურების კიდევ ერთი მიზეზია.
ასევე, სახლის ხშირად დასუფთავება და დაბანა გარემოზე მძიმედ მოქმედებს. არიან ადამიანები, რომლებიც ხშირ დაბანაზე გარემოს დაცვის მიზნით უარს ამბობენ და თვეში ერთხელ თუ დაიბანენ.
მკვლევარები, გარემოს დამცველები ამბობენ, რომ თუ ეკოლოგიაზე, გარემოზე ზრუნვა გსურთ, სამოსი სამ თვეში ერთხელ უნდა გარეცხოთ.
როგორც cosmopolitan.com წერს, თუ წლების წინ დაუთოვებული ტანსაცმელი წესრიგის, ელეგანტურობის მანიშნებელი იყო, ახლა ეს იმაზე მიუთითებს, რომ ეკოლოგიური პრობლემები არ გადარდებთ და გარემოზე არ ზრუნავთ.
უთო ის საოჯახო ტექნიკაა, რომელსაც განსაკუთრებით ბევრი ელექტროენერგია სჭირდება. ელექტროენერგიის მოხმარება კი მავნე გავლენას ახდენს ბუნებაზე. სოციალურ ქსელებში ვირუსულად ვრცელდება პოსტები, რომელთა ავტორებიც მეგობრებს სთხოვენ, რომ დაუუთოვებელი სამოსით იარონ, ამით დაზოგონ ელექტროენერგია და გადაარჩინონ დედამიწა.
თავდაპირველად მსგავსი შინაარსის პოსტი ფილიპინელმა ბიზნესმენმა და გარემოს დამცველმა, მარკ გერსავამ გამოაქვეყნა.
"თუ 7 მილიარდი ადამიანი უარს იტყვის დაუთოვებაზე, CO2-ის გამოყოფა წელიწადში 13 მილიონი ტონით შემცირდება და ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს კლიმატურ ცვლილებას“, - წერს გერსავა.
აღსანიშნავია, რომ პრინც ჰარის ცოლი, მეგან მარკლი ხშირად დადის დაჭმუჭნული სამოსით, რის გამოც მან არაერთხელ მიიპყრო მედიის ყურადღება, თუმცა მიზეზებზე არასდროს უსაუბრია.
შესაძლოა, სასექსის ყოფილი ჰერცოგინია სამოსის დაუთოვებაზე სწორედ გლობარული დათბობის გამო ამბობდეს უარს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამით მეგანი სხვებს მაგალითს აძლევს და დაჭმუჭნული ტანსაცმლით სიარულს მოდად ამკვიდრებს.
რას იტყვით, მზად ხართ გარემოს დაცვის მიზნით ჭუჭყიანი და დაუუთოვებელი სამოსით იაროთ?
იმიტომ იყო ჩემი იტალიელი ბებია აგვისტოში რომ მეუბნეოდა,რატომ მბან,ახალწელ ხომ დავიბანეო და მისი ქვედა კაბა,ისე იყო ჭუჭყით გაპოხილი,რომ გაიხდიდა,მიაყუდებდა ხოლმე კედელზე....მე კი მოვპარე და გავურეცხე,თურმე ქალი ბუნებას უფრთხილდებოდა,მე კიდევ თავს ვიკლავდი,გინდა თუ არა,უნდა დაგიუთოოთქო
თქვენ გენაცვალეთ მე, ძალიან კარგი ამბავია. იქნებ თვეში ერთხელ ბანაობაც შემოვიდეს მოდაში - ჩავთვლი რომ მთელი ჩემი ცხოვრება ტრენდულად გამიტარებია ))))