მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"6 თვე მიშას საგზურებით თბილისი-ბერლინი-პარიზის ციხეებში, ახლა, 6 თვე ბიძინას საგზურით..." - რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი ციხის ცხოვრებაზე
"6 თვე მიშას საგზურებით თბილისი-ბერლინი-პარიზის ციხეებში, ახლა, 6 თვე ბიძინას საგზურით..." - რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი ციხის ცხოვრებაზე

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, "გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დე­რი ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი მე­ექ­ვსე თვეა ე.წ მატ­რო­სო­ვის ცი­ხე­ში იმ­ყო­ფე­ბა. მას 20 ივ­ნი­სის აქ­ცი­ის დარ­ბე­ვი­სას სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 225-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის ედე­ბა ბრა­ლი, რაც ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ამას­თან, ოქ­რუ­აშ­ვი­ლი პა­ტიმ­რო­ბა­შია ბუტა რო­ბა­ქი­ძის საქ­მე­ზეც.

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე გავ­რცელ­და წე­რი­ლი ცი­ხი­დან, რო­მელ­შიც პა­ტიმ­რის ერთი დღეა აღ­წე­რი­ლი:

"ერთი დღე ცი­ხის ცხოვ­რე­ბი­დან

დი­ლის 6 სა­ა­თია. რო­გორც წესი, ამ დროს ვიღ­ვი­ძებ. პირ­ვე­ლი­ვე გა­ფიქ­რე­ბის­თა­ნა­ვე აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ აქ ყოფ­ნის ნა­ხე­ვა­რი წელი შე­მის­რულ­და. ჯამ­ში 1 წელი: 6 თვე მი­შას საგ­ზუ­რე­ბით თბი­ლის-ბერ­ლი­ნი-პა­რი­ზის ცი­ხე­ებ­ში, ახლა, 6 თვე ბი­ძი­ნას საგ­ზუ­რით...

ჩემი "აპარ­ტა­მენ­ტე­ბის" მი­ლა­გე­ბას და მო­წეს­რი­გე­ბას დიდი დრო არ მი­აქვს. ზო­გა­დად, ოთხი კე­დე­ლი აზარ­მა­ცებს ადა­მი­ანს, მაგ­რამ სი­ზარ­მა­ცეს აქ­ტი­უ­რად ვებ­რძვი იმით, რომ ათას საქ­მეს ვი­გო­ნებ. ინ­ტერ­ვიუ მაქვს და­სა­წე­რი "ახა­ლი თა­ო­ბი­სათ­ვის", ჟამ­თა­აღ­მწე­რე­ლის ახა­ლი პოს­ტი მაქვს და­სამ­თავ­რე­ბე­ლი, თო­მას პი­კე­ტის "კა­პი­ტა­ლი" შე­მო­მიგ­ზავ­ნეს და მა­გის კი­თხვას სპე­ცი­ა­ლუ­რი მონ­დო­მე­ბა სჭირ­დე­ბა, ეკო­ნო­მი­კის სა­ხა­რე­ბაა და სულ აქ ხომ არ ვიჯ­დე­ბი, რომ გა­მო­ვალ იქ­ნებ რა­ღა­ცა­ში გა­მო­მად­გეს.

ხომ ხე­დავთ, ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის შემ­დგომ რე­სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ა­ზე ეხ­ლა­ვე ვფიქ­რობ. უფ­რო­სი შვი­ლის­თვის რჩე­ვა-და­რი­გე­ბის წე­რი­ლი მაქვს მი­სა­წე­რი, წელს სკო­ლას ამ­თავ­რებს და სა­ზღვარ­გა­რეთ მო­უ­წევს სწავ­ლის და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა. ასე, რომ უსაქ­მოდ არ ვარ.

რო­გორც მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი "არ­სე­ნა მა­რაბ­დელს" იწყებს სი­ტყვე­ბით: "შაირ სი­ტყვი­თა მესტვი­რემ ღმერ­თი მა­ღა­ლი ახ­სე­ნა", მეც და­ახ­ლო­ე­ბით, ასე ვი­წყებ. შემ­დეგ ბი­ძი­ნას "რამ­დე­ნი­მე ბრუნ­ვა­ში’’ ვახ­სე­ნებ და დღეც იწყე­ბა.

ცი­ხე­ში ყვე­ლა­ფერს ერთი ფასი აქვს. მხო­ლოდ ორი რა­მეა ყვე­ლა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო: სწო­რი ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე ზუს­ტად რომ გა­მოთ­ვლი რამ­დენ ხანს მო­გი­წევს ცი­ხე­ში ჯდო­მა და მე­ო­რე - ახალ­გაღ­ვი­ძე­ბულ­ზე სი­გა­რეტს ღრმა ნა­ფა­ზე­ბით რომ მო­წევ, მაგ­რამ მე ხომ იმ გა­მო­ნაკ­ლის ადა­მი­ა­ნებს მი­ვე­კუთ­ვნე­ბი, რომ­ლე­ბიც სი­ა­მოვ­ნე­ბა­ზე უაზ­რო ახი­რე­ბის გამო ამ­ბო­ბენ უარს.

2 თვეა სი­გა­რეტს თავი და­ვა­ნე­ბე და დავ­რწმუნ­დი - ცი­ხე­ში მო­წე­ვას ორი კა­ტე­გო­რი­ის ხალ­ხი ანე­ბებს: არა­ნორ­მა­ლუ­რი ნე­ბის­ყო­ფის ადა­მი­ა­ნე­ბი და უბ­რა­ლოდ, არა­ნორ­მა­ლუ­რე­ბი. ჩემს შემ­თხვე­ვა­ში ორი­ვეა, ჩემს თავს ვე­ჩხუ­ბე­ბი - რა დროს სი­გა­რეტ­ზე თა­ვის და­ნე­ბე­ბის დრო იყო, მინ­დო­და ნე­ბის­ყო­ფა კი­დევ ერთხელ შე­მე­მოწ­მე­ბი­ნა და კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დი, რომ არა­ნორ­მა­ლუ­რი ნე­ბის­ყო­ფა მაქვს.

ჯერ სა­კან­ში ბნე­ლა და გა­რე­თაც. სა­ერ­თოდ, რომ იცო­დეთ ცი­ხე­ში შუქი გრა­ფი­კით გვაქვს. დი­ლის 8 სა­ათ­ზე ჩაგ­ვირ­თა­ვენ და ღამე 23:30-ზე თი­შა­ვენ. ასე, რომ თუ 8 სა­ა­თამ­დე რამე გინ­და წა­ი­კი­თხო, ტუ­ა­ლე­ტის შუ­ქის ფონ­ზე ფეხ­ზე დგო­მით შე­იძ­ლე­ბა. 6-დან 12 სა­ა­თამ­დე კა­ნო­ნის წა­კი­თხვას ვას­წრებ. ბი­ძი­ნას კა­ნო­ნებს არ ვგუ­ლის­ხმობ, ალ­ბათ მიხ­ვდით.

8 სა­ა­თი გახ­და და დი­ლის შე­მოვ­ლა და­ი­წყო, რო­მე­ლიც 15-20 წამი გრძელ­დე­ბა. ზე­დამ­ხედ­ვე­ლი სა­კანს ვი­ზუ­ა­ლუ­რად ათ­ვა­ლი­ე­რებს მხო­ლოდ.

ღმერ­თი სა­მო­ბი­თა­აო ნათ­ქვა­მია და მე­სა­მე ახალ წელს შევ­ხვდი ცი­ხე­ში. 2008 წელს ბერ­ლინ­ში მო­ა­ბი­ტის ცი­ხე­ში, 2013 წელს - მატ­რო­სოვ­ზე და ახ­ლაც იგი­ვე.

8:30 სა­ათ­ზე სა­უზ­მეს არი­გე­ბენ. სა­ერ­თოდ, 25 წე­ლია დი­ლით საჭ­მელს არ ვჭამ, მაგ­რამ "მატ­რო­სო­ვის" სა­უზ­მე­ში არის ისე­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გურ­მა­ნუ­ლი (კონ­ტი­ნენ­ტურ და ამე­რი­კულ სა­უზ­მეს შო­რის), რის გა­მოც აქ მოხ­ვედ­რა ნამ­დვი­ლად ღირს და რაც პი­ო­ნერ­თა ბა­ნა­კებ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ბავ­შვო­ბის მო­გო­ნე­ბებს შე­გახ­სე­ნებთ - მყრალ მანი ფა­ფას ან ერ­თმა­ნეთ­ში აზე­ლილ ვერ­მი­შელს.

12 სა­ა­თიც გახ­და, კა­ნო­ნე­ბის კი­თხვას მოვ­რჩი და უდი­დე­სი დი­ლე­მის წი­ნა­შე დავ­დე­ქი: ტვ პირ­ველ­ზე ხა­ზა­რა­ძე ინ­ფოს ვუ­ყუ­რო თუ მა­რი­ამ ვა­შა­ძის ხათ­რით "მო­ამ­ბეს".

პირ­ველ სა­ა­თამ­დე შვი­ლის­თვის მი­სა­წე­რი წე­რი­ლი ნა­ხევ­რამ­დე მი­ვიყ­ვა­ნე. ცხოვ­რე­ბის ასე­თი დე­ტა­ლუ­რი ინ­სტრუქ­ცია ვინ­მეს ჩემ­თვის რომ და­ე­წე­რა, ალ­ბათ, ჩემი ცხოვ­რე­ბა სხვაგ­ვა­რად წა­რი­მარ­თე­ბო­და - არა­სა­ინ­ტე­რე­სოდ.

აქე­დან­ვე მინ­და მთა­ვა­რი რამ ის­წავ­ლოს - ცხოვ­რე­ბა ხში­რად მი­ა­ყე­ნებს ტკი­ვილს, მაგ­რამ მა­ინც არ უნდა და­ნებ­დეს, ადა­მი­ა­ნი უნდა ამა­ყობ­დეს ტკი­ვი­ლით, ყო­ველ­გვა­რი ტკი­ვი­ლი ჩვე­ნი მა­ღა­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის შეხ­სე­ნე­ბაა მხო­ლოდ.

გმად­ლობ ღმერ­თო, 46 წლის მან­ძილ­ზე მუ­დამ რომ მახ­სე­ნებ ჩემს მა­ღალ და­ნიშ­ნუ­ლე­ბას" - წერს ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mdaaa!
4

მძიმე სურათიაა..

givi
3

სკოლების გაუქმება და ბავშვების გინება ხომ კარგია!..

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"6 თვე მიშას საგზურებით თბილისი-ბერლინი-პარიზის ციხეებში, ახლა, 6 თვე ბიძინას საგზურით..." - რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი ციხის ცხოვრებაზე

"6 თვე მიშას საგზურებით თბილისი-ბერლინი-პარიზის ციხეებში, ახლა, 6 თვე ბიძინას საგზურით..." - რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი ციხის ცხოვრებაზე

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი მეექვსე თვეა ე.წ მატროსოვის ციხეში იმყოფება. მას 20 ივნისის აქციის დარბევისას სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ედება ბრალი, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

ამასთან, ოქრუაშვილი პატიმრობაშია ბუტა რობაქიძის საქმეზეც.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის "ფეისბუქის" პირად გვერდზე გავრცელდა წერილი ციხიდან, რომელშიც პატიმრის ერთი დღეა აღწერილი:

"ერთი დღე ციხის ცხოვრებიდან

დილის 6 საათია. როგორც წესი, ამ დროს ვიღვიძებ. პირველივე გაფიქრებისთანავე აღმოვაჩინე, რომ აქ ყოფნის ნახევარი წელი შემისრულდა. ჯამში 1 წელი: 6 თვე მიშას საგზურებით თბილის-ბერლინი-პარიზის ციხეებში, ახლა, 6 თვე ბიძინას საგზურით...

ჩემი "აპარტამენტების" მილაგებას და მოწესრიგებას დიდი დრო არ მიაქვს. ზოგადად, ოთხი კედელი აზარმაცებს ადამიანს, მაგრამ სიზარმაცეს აქტიურად ვებრძვი იმით, რომ ათას საქმეს ვიგონებ. ინტერვიუ მაქვს დასაწერი "ახალი თაობისათვის", ჟამთააღმწერელის ახალი პოსტი მაქვს დასამთავრებელი, თომას პიკეტის "კაპიტალი" შემომიგზავნეს და მაგის კითხვას სპეციალური მონდომება სჭირდება, ეკონომიკის სახარებაა და სულ აქ ხომ არ ვიჯდები, რომ გამოვალ იქნებ რაღაცაში გამომადგეს.

ხომ ხედავთ, ციხიდან გამოსვლის შემდგომ რესოციალიზაციაზე ეხლავე ვფიქრობ. უფროსი შვილისთვის რჩევა-დარიგების წერილი მაქვს მისაწერი, წელს სკოლას ამთავრებს და საზღვარგარეთ მოუწევს სწავლის და დამოუკიდებელი ცხოვრების გაგრძელება. ასე, რომ უსაქმოდ არ ვარ.

როგორც მიხეილ ჯავახიშვილი "არსენა მარაბდელს" იწყებს სიტყვებით: "შაირ სიტყვითა მესტვირემ ღმერთი მაღალი ახსენა", მეც დაახლოებით, ასე ვიწყებ. შემდეგ ბიძინას "რამდენიმე ბრუნვაში’’ ვახსენებ და დღეც იწყება.

ციხეში ყველაფერს ერთი ფასი აქვს. მხოლოდ ორი რამეა ყველაზე სასიამოვნო: სწორი ანალიზის საფუძველზე ზუსტად რომ გამოთვლი რამდენ ხანს მოგიწევს ციხეში ჯდომა და მეორე - ახალგაღვიძებულზე სიგარეტს ღრმა ნაფაზებით რომ მოწევ, მაგრამ მე ხომ იმ გამონაკლის ადამიანებს მივეკუთვნები, რომლებიც სიამოვნებაზე უაზრო ახირების გამო ამბობენ უარს.

2 თვეა სიგარეტს თავი დავანებე და დავრწმუნდი - ციხეში მოწევას ორი კატეგორიის ხალხი ანებებს: არანორმალური ნებისყოფის ადამიანები და უბრალოდ, არანორმალურები. ჩემს შემთხვევაში ორივეა, ჩემს თავს ვეჩხუბები - რა დროს სიგარეტზე თავის დანებების დრო იყო, მინდოდა ნებისყოფა კიდევ ერთხელ შემემოწმებინა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ არანორმალური ნებისყოფა მაქვს.

ჯერ საკანში ბნელა და გარეთაც. საერთოდ, რომ იცოდეთ ციხეში შუქი გრაფიკით გვაქვს. დილის 8 საათზე ჩაგვირთავენ და ღამე 23:30-ზე თიშავენ. ასე, რომ თუ 8 საათამდე რამე გინდა წაიკითხო, ტუალეტის შუქის ფონზე ფეხზე დგომით შეიძლება. 6-დან 12 საათამდე კანონის წაკითხვას ვასწრებ. ბიძინას კანონებს არ ვგულისხმობ, ალბათ მიხვდით.

8 საათი გახდა და დილის შემოვლა დაიწყო, რომელიც 15-20 წამი გრძელდება. ზედამხედველი საკანს ვიზუალურად ათვალიერებს მხოლოდ.

ღმერთი სამობითააო ნათქვამია და მესამე ახალ წელს შევხვდი ციხეში. 2008 წელს ბერლინში მოაბიტის ციხეში, 2013 წელს - მატროსოვზე და ახლაც იგივე.

8:30 საათზე საუზმეს არიგებენ. საერთოდ, 25 წელია დილით საჭმელს არ ვჭამ, მაგრამ "მატროსოვის" საუზმეში არის ისეთი განსაკუთრებული გურმანული (კონტინენტურ და ამერიკულ საუზმეს შორის), რის გამოც აქ მოხვედრა ნამდვილად ღირს და რაც პიონერთა ბანაკებში გატარებული ბავშვობის მოგონებებს შეგახსენებთ - მყრალ მანი ფაფას ან ერთმანეთში აზელილ ვერმიშელს.

12 საათიც გახდა, კანონების კითხვას მოვრჩი და უდიდესი დილემის წინაშე დავდექი: ტვ პირველზე ხაზარაძე ინფოს ვუყურო თუ მარიამ ვაშაძის ხათრით "მოამბეს".

პირველ საათამდე შვილისთვის მისაწერი წერილი ნახევრამდე მივიყვანე. ცხოვრების ასეთი დეტალური ინსტრუქცია ვინმეს ჩემთვის რომ დაეწერა, ალბათ, ჩემი ცხოვრება სხვაგვარად წარიმართებოდა - არასაინტერესოდ.

აქედანვე მინდა მთავარი რამ ისწავლოს - ცხოვრება ხშირად მიაყენებს ტკივილს, მაგრამ მაინც არ უნდა დანებდეს, ადამიანი უნდა ამაყობდეს ტკივილით, ყოველგვარი ტკივილი ჩვენი მაღალი დანიშნულების შეხსენებაა მხოლოდ.

გმადლობ ღმერთო, 46 წლის მანძილზე მუდამ რომ მახსენებ ჩემს მაღალ დანიშნულებას" - წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

"ხედავთ, სადამდე მიდის პანიკური ფანტაზიები? მაგ ლოგიკით მამაო, იქნებ გემრიელი სადილის დროს "გჩიპავენ" - დეკანოზი თამაზ ლომიძე ვაქცინაზე

"ევროპაში იმატა ბავშვებში covid-19-ის უცნაურმა გამოვლინებებმა“ - პედიატრ ინგა მამუჩიშვილის გაფრთხილება მშობლებს

დათა ახალაიასა და ანი ბენიძეს ტყუპი ვაჟები შეეძინათ