პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კლინიკაში მისულ ანას მანანამ გზა გადაუღობა... ამაოდ ვცდილობთ ცოტნეზე ინფორმაციის მოპოვებას" - გამსახურდიას მეუღლის წარმომადგენლი
"კლინიკაში მისულ ანას მანანამ გზა გადაუღობა... ამაოდ ვცდილობთ ცოტნეზე ინფორმაციის მოპოვებას" - გამსახურდიას მეუღლის წარმომადგენლი

მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დი­ამ ჩვენ­თვის მე­ტად ბუნ­დო­ვა­ნი მო­ტი­ვა­ცი­ით მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ცოტ­ნეს სრუ­ლი იზო­ლა­ცი­ის შე­სა­ხებ, რო­გორც მისი მე­უღ­ლის, ასე­ვე სრუ­ლი­ად სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან,- ამის შე­სა­ხებ ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას მე­უღ­ლის ანა ჯა­ბა­უ­რის წარ­მო­მად­გენ­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­ში ანა ჯა­ბა­უ­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ჯაბა კვა­რა­ცხე­ლია აღ­ნიშ­ნავს, მათ მიერ აყ­ვა­ნილ­მა თურ­ქმა ად­ვო­კატ­მა თურ­ქე­თის კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­გან მე­ტად უც­ნა­უ­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღო - „ცოტ­ნეს ამ­გვა­რი იზო­ლა­ცი­ის სა­ფუძ­ვე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­ბუ­თია, რო­მე­ლიც კრძა­ლავს ცოტ­ნეს­თან ქ-ნი მა­ნა­ნას გარ­და ვინ­მეს დაშ­ვე­ბას“.

ანა ჯა­ბა­უ­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას მო­უ­წო­დებს, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უზ­რუნ­ველ­ყოს ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას „ფაქ­ტობ­რი­ვი ტყვე­ო­ბი­დან, სრუ­ლი იზო­ლა­ცი­ი­დან დახ­სნა და მას­თან კა­ნო­ნი­ე­რი მხარ­დამ­ჭე­რის დაშ­ვე­ბა“.

„მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ცოტ­ნე­ზე 19 დე­კემ­ბერს ჯგუ­ფუ­რი თავ­დას­ხმის შემ­დეგ, იგი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა. თბი­ლის­ში, ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში მას ორი ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და, სა­დაც აგ­რძე­ლებ­და მკურ­ნა­ლო­ბას შემ­დგო­მი 12 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და, სა­დაც მას ყო­ველ­დღი­ურ მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბას მისი მე­უღ­ლე (მას­თან სა­მო­ქა­ლა­ქო ქორ­წი­ნე­ბა­ში მყო­ფი) ანა ჯა­ბა­უ­რი უწევ­და. გა­მო­იკ­ვე­თა რა, თა­ვის არე­ში მი­ყე­ნე­ბუ­ლი მძი­მე ჭრი­ლო­ბე­ბის გამო სე­რი­ო­ზულ გარ­თუ­ლე­ბა­თა გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დი­ამ, ჩვენ­თვის მე­ტად ბუნ­დო­ვა­ნი მო­ტი­ვა­ცი­ით, მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ცოტ­ნეს სრუ­ლი იზო­ლა­ცი­ის შე­სა­ხებ, რო­გორც მისი მე­უღ­ლის, ასე­ვე სრუ­ლი­ად სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან. ეს მოხ­და მისი თურ­ქე­თის კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნის შემ­დეგ. უკვე სამი კვი­რაა ამა­ოდ ვცდი­ლობთ რა­ი­მე სა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბას ცოტ­ნეს ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ.

3 კვი­რის წინ კლი­ნი­კა­ში ცოტ­ნეს­თან მი­სულ ანა ჯა­ბა­ურს მა­ნა­ნა-არჩვა­ძე გამ­სა­ხურ­დი­ამ გზა გა­და­უ­ღო­ბა, თუმ­ცა ამ უკა­ნას­კნე­ლის სურ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ თურ­ქმა ექი­მებ­მა ანა ჯა­ბა­უ­რი ცოტ­ნეს­თან და­უშ­ვეს. ცოტ­ნეს პა­ლა­ტი­დან დე­რე­ფან­ში გა­მო­სულ­მა კი იქვე ახ­ლოს მყო­ფი, ამ ფაქ­ტით აღ­შფო­თე­ბუ­ლი ქ-ნი მა­ნა­ნას სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი მო­ის­მი­ნა ჩვენ­თვის უც­ნობ პირ­თან იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ და­უ­რე­კა მან თა­ვის მე­გო­ბარ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს და თუ რო­გორ აღუთ­ქვა ამ უკა­ნას­კნელ­მა დახ­მა­რე­ბა და მხარ­და­ჭე­რა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ სა­უბ­რის მოწ­მე გახ­და ცოტ­ნეს ამ­ბის გა­სა­გე­ბად მი­სუ­ლი, თურ­ქეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც ასე­ვე და­ა­დას­ტუ­რებს მოს­მე­ნი­ლი სა­უბ­რის ზე­მოთ აღ­ნიშ­ნულ ში­ნა­არსს. მე­ო­რე დღეს კლი­ნი­კა­ში მი­სულ ანა ჯა­ბა­ურს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ აუ­წყა, რომ არ­სე­ბობს წე­რი­ლი, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს, ქ-ნი მა­ნა­ნას გარ­და, კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეკ­რძა­ლე­ბა ცოტ­ნეს ნახ­ვა, მის ექი­მებ­თან გა­სა­უბ­რე­ბა, მის შე­სა­ხებ რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა.

ხოლო ანა ჯა­ბა­უ­რის ცოტ­ნეს­თან დაშ­ვე­ბის უფ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად მო­ი­თხო­ვეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ცოტ­ნეს მხარ­დამ­ჭე­რად ცნო­ბის შე­სა­ხებ. თბი­ლის­ში და­უ­ყოვ­ნებ­ლივ დაბ­რუ­ნე­ბულ­მა ანა ჯა­ბა­ურ­მა სა­სა­მარ­თლოს წა­რუდ­გი­ნა რა ყვე­ლა სა­ჭი­რო სა­ბუ­თი და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, ცოტ­ნეს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­სა­მარ­თლომ კა­ნო­ნით არ­სე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბით, ანას მი­ა­ნი­ჭა ჯან­მრთე­ლო­ბის დრო­ე­ბი­თი მხარ­დამ­ჭე­რის სტა­ტუ­სი, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს, რო­გორც უფ­ლე­ბებს, ასე­ვე ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­სა და მო­ვა­ლე­ო­ბებს ცოტ­ნეს­თან მი­მარ­თე­ბა­ში. სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­ცე­მუ­ლი აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტი აპოს­ტი­ლით და­დას­ტუ­რე­ბულ იქნა სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს მიერ და წარ­დგე­ნილ იქნა კლი­ნი­კის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­თვის. კლი­ნი­კის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ კვლავ და­უშ­ვა ქ-ნი ანა ცოტ­ნეს­თან, თუმ­ცა მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დი­ამ კვლავ ჩხუ­ბი­თა და სა­სა­მარ­თლო­ში ჩი­ვი­ლით და­ა­შან­ტა­ჟა კლი­ნი­კის ად­მი­ნის­ტრა­ცია.

ჩვენ­და გა­საკ­ვი­რად, კლი­ნი­კა კვლავ და­ე­მორ­ჩი­ლა ქ-ნი მა­ნა­ნას უკა­ნო­ნო მო­თხოვ­ნებს. ხოლო, ჩვენს მიერ აყ­ვა­ნილ­მა თურ­ქმა ად­ვო­კატ­მა კი ამ კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­გან მე­ტად უც­ნა­უ­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღო - ცოტ­ნეს ამ­გვა­რი იზო­ლა­ცი­ის სა­ფუძ­ვე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­ბუ­თია, რო­მე­ლიც კრძა­ლავს ცოტ­ნეს­თან ქ-ნი მა­ნა­ნას გარ­და ვინ­მეს დაშ­ვე­ბას (იხ. თურ­ქი ად­ვო­კა­ტის წე­რი­ლი ქვე­მოთ). ჩვე­ნი მცდე­ლო­ბა პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში მომ­ზა­დე­ბუ­ლი და ქ-ნი მა­ნა­ნას ხელ­ში არ­სე­ბუ­ლი ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი წე­რი­ლის მო­პო­ვე­ბი­სა, რა თქმა უნდა, კრა­ხით დას­რულ­და, ისე­ვე რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი მცდე­ლო­ბა თურ­ქეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სუ­ლოს­გან დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბი­სა და ქმე­დი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბი­სა, რო­მელ­საც ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქვს და­იც­ვას სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის კა­ნო­ნი­ე­რი უფ­ლე­ბე­ბი. აქვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, კა­ნონ­ში მხარ­დამ­ჭე­რის მი­ღე­ბის შე­სა­ხებ, ცალ­სა­ხა­დაა მი­თი­თე­ბუ­ლი, რომ მხარ­დამ­ჭე­რის და­ნიშ­ვნი­სას ერთ-ერთი პირ­ვე­ლი რი­გის გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი მხარ­დამ­ჭე­რი­სა და მისი მიმ­ღე­ბი პი­რის ურ­თი­ერ­თდა­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა, ხოლო ცოტ­ნე­სა და ქ-ნი მა­ნა­ნას მკვეთ­რად კონფრონ­ტა­ცი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის კარ­გა­დაა ცნო­ბი­ლი თა­ვად ცოტ­ნეს­გან (იხ. ც.გ.-ს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი წე­რი­ლი დე­დის შე­სა­ხებ ქვე­მოთ) - ბოლო 9-10 წე­ლია მათ აღარ აქვთ ურ­თი­ერ­თო­ბა.

ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დი­ამ არა­ერ­თი სა­სა­მარ­თლო დავა წა­მო­ი­წყო ცოტ­ნეს ქო­ნე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბის მიზ­ნით. გა­და­ი­ფორ­მა "კოლ­ხუ­რი კოშ­კის’’ ეზოს ნა­წი­ლი და, რაც მთა­ვა­რია, სამ­წლი­ა­ნი ქო­ნებ­რი­ვი დავა წა­მო­ი­წყო 2012 წელს ცი­ხი­დან ახალ­გა­მო­სუ­ლი, ხან­გრძლი­ვი საპ­რო­ტეს­ტო შიმ­ში­ლით და­სუს­ტე­ბუ­ლი და მძი­მედ და­ა­ვა­დე­ბუ­ლი სა­კუ­თა­რი შვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ, ამ უკა­ნას­კნე­ლის მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სო­ლი­დუ­რი ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვე­თის ხელ­ში ჩაგ­დე­ბის მიზ­ნით. აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­წის ნაკ­ვე­თი მდე­ბა­რე­ობს ვე­რა­ზე, მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სის აშე­ნე­ბის პერ­სპექ­ტი­ვით. ხოლო სა­სა­მარ­თლოს მიერ და­ნიშ­ნულ­მა კა­ნო­ნი­ერ­მა მხარ­დამ­ჭერ­მა ანა ჯა­ბა­ურ­მა კი სა­ბუთ­ში შე­ი­ტა­ნა მხო­ლოდ ცოტ­ნეს ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვის პუნ­ქტე­ბი. ყვე­ლა პუნ­ქტი, რო­მე­ლიც ირი­ბად მა­ინც ეხ­დე­ბო­და ქო­ნებ­რივ სა­კითხს, თუნ­დაც ცოტ­ნეს­თვის გა­მო­ყო­ფილ მკურ­ნა­ლო­ბის ხარ­ჯებს, მისი მო­თხოვ­ნით ამო­ღე­ბულ იქნა.

მიგ­ვაჩ­ნია, რომ უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი პი­რის­თვის მისი ჯან­მრთე­ლო­ბის ფაქ­ტობ­რივ მეთ­ვალ­ყუ­რედ მისი ქო­ნე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი და მას­თან ქო­ნებ­რივ სა­სა­მარ­თლო და­ვებ­ში არ­სე­ბუ­ლი პი­რის ყოფ­ნა, (რო­მელ­თა­ნაც სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბილ მკვეთრ კონფრონ­ტა­ცი­ულ ურ­თი­ერ­თო­ბა­შია) ყოვ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია. მი­თუ­მე­ტეს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს მიერ ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას და­ე­ნიშ­ნა კა­ნო­ნი­ე­რი მხარ­დამ­ჭე­რი, რო­მელ­თა­ნაც ცოტ­ნე "კოლ­ხურ კოშკში’’ ცხოვ­რობ­და ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მისი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის წუ­თამ­დე.

ისიც აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ცოტ­ნეს კა­ნო­ნი­ე­რი მხარ­დამ­ჭე­რი, ცოტ­ნეს სა­მო­ქა­ლა­ქო მე­უღ­ლე ანა ჯა­ბა­უ­რი არის ექი­მი, კლი­ნი­კის წამ­ყვა­ნი კარ­დი­ო­ლო­გი, ევ­რო­პის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი. მა­შინ, როცა ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია მოკ­ლე­ბუ­ლია შე­საძ­ლებ­ლო­ბას თა­ვად მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მისი ინ­ტე­რე­სე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მი­ვიჩ­ნევთ მისი მკურ­ნა­ლო­ბის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სი­ცო­ცხლის კონ­ტროლს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მიერ, რო­მელ­თა მი­მარ­თაც უნ­დობ­ლო­ბას თა­ვად სა­ჯა­როდ აფიქ­სი­რებ­და. მო­ვუ­წო­დებთ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უზ­რუნ­ველ­ყოს ცოტ­ნეს ფაქ­ტობ­რი­ვი ტყვე­ო­ბი­დან, სრუ­ლი იზო­ლა­ცი­ი­დან დახ­სნა და მას­თან კა­ნო­ნი­ე­რი მხარ­დამ­ჭე­რის დაშ­ვე­ბა“,-ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 56 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ძუ
12

ცოტნე გამსახურდია პლენშია joy joy joy

ძუ
14

ცოტნე გამსახურდია პლენშია joy joy joy

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"კლინიკაში მისულ ანას მანანამ გზა გადაუღობა... ამაოდ ვცდილობთ ცოტნეზე ინფორმაციის მოპოვებას" - გამსახურდიას მეუღლის წარმომადგენლი

"კლინიკაში მისულ ანას მანანამ გზა გადაუღობა... ამაოდ ვცდილობთ ცოტნეზე ინფორმაციის მოპოვებას" - გამსახურდიას მეუღლის წარმომადგენლი

მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ ჩვენთვის მეტად ბუნდოვანი მოტივაციით მიიღო გადაწყვეტილება ცოტნეს სრული იზოლაციის შესახებ, როგორც მისი მეუღლის, ასევე სრულიად საზოგადოებისგან,- ამის შესახებ ცოტნე გამსახურდიას მეუღლის ანა ჯაბაურის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაში ანა ჯაბაურის წარმომადგენელი ჯაბა კვარაცხელია აღნიშნავს, მათ მიერ აყვანილმა თურქმა ადვოკატმა თურქეთის კლინიკის ხელმძღვანელობისგან მეტად უცნაური ინფორმაცია მიიღო - „ცოტნეს ამგვარი იზოლაციის საფუძველი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომზადებული საბუთია, რომელიც კრძალავს ცოტნესთან ქ-ნი მანანას გარდა ვინმეს დაშვებას“.

ანა ჯაბაურის წარმომადგენელი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ცოტნე გამსახურდიას „ფაქტობრივი ტყვეობიდან, სრული იზოლაციიდან დახსნა და მასთან კანონიერი მხარდამჭერის დაშვება“.

„მოგეხსენებათ, ცოტნეზე 19 დეკემბერს ჯგუფური თავდასხმის შემდეგ, იგი უგონო მდგომარეობაში იმყოფება. თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკაში მას ორი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, სადაც აგრძელებდა მკურნალობას შემდგომი 12 დღის განმავლობაში და, სადაც მას ყოველდღიურ მეთვალყურეობას მისი მეუღლე (მასთან სამოქალაქო ქორწინებაში მყოფი) ანა ჯაბაური უწევდა. გამოიკვეთა რა, თავის არეში მიყენებული მძიმე ჭრილობების გამო სერიოზულ გართულებათა განვითარების შესაძლებლობა, მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ, ჩვენთვის მეტად ბუნდოვანი მოტივაციით, მიიღო გადაწყვეტილება ცოტნეს სრული იზოლაციის შესახებ, როგორც მისი მეუღლის, ასევე სრულიად საზოგადოებისგან. ეს მოხდა მისი თურქეთის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ. უკვე სამი კვირაა ამაოდ ვცდილობთ რაიმე სახის ინფორმაციის მოპოვებას ცოტნეს ჯანმრთელობის შესახებ.

3 კვირის წინ კლინიკაში ცოტნესთან მისულ ანა ჯაბაურს მანანა-არჩვაძე გამსახურდიამ გზა გადაუღობა, თუმცა ამ უკანასკნელის სურვილის წინააღმდეგ თურქმა ექიმებმა ანა ჯაბაური ცოტნესთან დაუშვეს. ცოტნეს პალატიდან დერეფანში გამოსულმა კი იქვე ახლოს მყოფი, ამ ფაქტით აღშფოთებული ქ-ნი მანანას სატელეფონო საუბარი მოისმინა ჩვენთვის უცნობ პირთან იმის შესახებ, თუ როგორ დაურეკა მან თავის მეგობარ სალომე ზურაბიშვილს და თუ როგორ აღუთქვა ამ უკანასკნელმა დახმარება და მხარდაჭერა. აღსანიშნავია, რომ ამ საუბრის მოწმე გახდა ცოტნეს ამბის გასაგებად მისული, თურქეთში მცხოვრები ქართველი ქალბატონი, რომელიც ასევე დაადასტურებს მოსმენილი საუბრის ზემოთ აღნიშნულ შინაარსს. მეორე დღეს კლინიკაში მისულ ანა ჯაბაურს ადმინისტრაციამ აუწყა, რომ არსებობს წერილი, რომლის საფუძველზეც ნებისმიერ ადამიანს, ქ-ნი მანანას გარდა, კატეგორიულად ეკრძალება ცოტნეს ნახვა, მის ექიმებთან გასაუბრება, მის შესახებ რაიმე ინფორმაციის მიღება.

ხოლო ანა ჯაბაურის ცოტნესთან დაშვების უფლების მისაღებად მოითხოვეს საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილება ცოტნეს მხარდამჭერად ცნობის შესახებ. თბილისში დაუყოვნებლივ დაბრუნებულმა ანა ჯაბაურმა სასამართლოს წარუდგინა რა ყველა საჭირო საბუთი და მტკიცებულება, ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლომ კანონით არსებული უფლებამოსილებით, ანას მიანიჭა ჯანმრთელობის დროებითი მხარდამჭერის სტატუსი, რომელიც გულისხმობს, როგორც უფლებებს, ასევე ვალდებულებებსა და მოვალეობებს ცოტნესთან მიმართებაში. სასამართლოს მიერ გაცემული აღნიშნული დოკუმენტი აპოსტილით დადასტურებულ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ და წარდგენილ იქნა კლინიკის ადმინისტრაციისთვის. კლინიკის ადმინისტრაციამ კვლავ დაუშვა ქ-ნი ანა ცოტნესთან, თუმცა მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ კვლავ ჩხუბითა და სასამართლოში ჩივილით დააშანტაჟა კლინიკის ადმინისტრაცია.

ჩვენდა გასაკვირად, კლინიკა კვლავ დაემორჩილა ქ-ნი მანანას უკანონო მოთხოვნებს. ხოლო, ჩვენს მიერ აყვანილმა თურქმა ადვოკატმა კი ამ კლინიკის ხელმძღვანელობისგან მეტად უცნაური ინფორმაცია მიიღო - ცოტნეს ამგვარი იზოლაციის საფუძველი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომზადებული საბუთია, რომელიც კრძალავს ცოტნესთან ქ-ნი მანანას გარდა ვინმეს დაშვებას (იხ. თურქი ადვოკატის წერილი ქვემოთ). ჩვენი მცდელობა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომზადებული და ქ-ნი მანანას ხელში არსებული ზემოთ აღნიშნული წერილის მოპოვებისა, რა თქმა უნდა, კრახით დასრულდა, ისევე როგორც ნებისმიერი მცდელობა თურქეთში საქართველოს საკონსულოსგან დახმარების მიღებისა და ქმედითი ღონისძიებების გატარებისა, რომელსაც ვალდებულება აქვს დაიცვას საკუთარი მოქალაქეების კანონიერი უფლებები. აქვე მინდა აღვნიშნო, კანონში მხარდამჭერის მიღების შესახებ, ცალსახადაა მითითებული, რომ მხარდამჭერის დანიშვნისას ერთ-ერთი პირველი რიგის გასათვალისწინებელი ფაქტორი მხარდამჭერისა და მისი მიმღები პირის ურთიერთდამოკიდებულებაა, ხოლო ცოტნესა და ქ-ნი მანანას მკვეთრად კონფრონტაციული ურთიერთობის შესახებ საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი თავად ცოტნესგან (იხ. ც.გ.-ს მიერ გამოქვეყნებული წერილი დედის შესახებ ქვემოთ) - ბოლო 9-10 წელია მათ აღარ აქვთ ურთიერთობა.

ამ ხნის განმავლობაში მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ არაერთი სასამართლო დავა წამოიწყო ცოტნეს ქონების ხელში ჩაგდების მიზნით. გადაიფორმა ,,კოლხური კოშკის’’ ეზოს ნაწილი და, რაც მთავარია, სამწლიანი ქონებრივი დავა წამოიწყო 2012 წელს ციხიდან ახალგამოსული, ხანგრძლივი საპროტესტო შიმშილით დასუსტებული და მძიმედ დაავადებული საკუთარი შვილის წინააღმდეგ, ამ უკანასკნელის მფლობელობაში არსებული სოლიდური ფართობის მიწის ნაკვეთის ხელში ჩაგდების მიზნით. აღნიშნული მიწის ნაკვეთი მდებარეობს ვერაზე, მრავალსართულიანი კორპუსის აშენების პერსპექტივით. ხოლო სასამართლოს მიერ დანიშნულმა კანონიერმა მხარდამჭერმა ანა ჯაბაურმა კი საბუთში შეიტანა მხოლოდ ცოტნეს ჯანმრთელობაზე ზრუნვის პუნქტები. ყველა პუნქტი, რომელიც ირიბად მაინც ეხდებოდა ქონებრივ საკითხს, თუნდაც ცოტნესთვის გამოყოფილ მკურნალობის ხარჯებს, მისი მოთხოვნით ამოღებულ იქნა.

მიგვაჩნია, რომ უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირისთვის მისი ჯანმრთელობის ფაქტობრივ მეთვალყურედ მისი ქონებით დაინტერესებული და მასთან ქონებრივ სასამართლო დავებში არსებული პირის ყოფნა, (რომელთანაც საყოველთაოდ ცნობილ მკვეთრ კონფრონტაციულ ურთიერთობაშია) ყოვლად დაუშვებელია. მითუმეტეს, რომ საქართველოს სახელმწიფოს მიერ ცოტნე გამსახურდიას დაენიშნა კანონიერი მხარდამჭერი, რომელთანაც ცოტნე ,,კოლხურ კოშკში’’ ცხოვრობდა ბოლო წლების განმავლობაში მისი ჰოსპიტალიზაციის წუთამდე.

ისიც აღსანიშნავია, რომ ცოტნეს კანონიერი მხარდამჭერი, ცოტნეს სამოქალაქო მეუღლე ანა ჯაბაური არის ექიმი, კლინიკის წამყვანი კარდიოლოგი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი. მაშინ, როცა ცოტნე გამსახურდია მოკლებულია შესაძლებლობას თავად მიიღოს გადაწყვეტილება, მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ მივიჩნევთ მისი მკურნალობის, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის კონტროლს იმ ადამიანების მიერ, რომელთა მიმართაც უნდობლობას თავად საჯაროდ აფიქსირებდა. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ცოტნეს ფაქტობრივი ტყვეობიდან, სრული იზოლაციიდან დახსნა და მასთან კანონიერი მხარდამჭერის დაშვება“,-ნათქვამია განცხადებაში.

ამირან გამყრელიძე 8-დღიან საკარანტინო ვადას განმარტავს - როდიდან ამოქმედდება და ვის შეეხება ახალი რეგულაცია?

21 სექტემბრიდან თბილისის მეტროს მუშაობის საათები იცვლება

LIVE - "360 გრადუსის" სტუმრები არიან ზურაბ ჭიაბერაშვილი და სოზარ სუბარი