ავტორი:

მეზობლებმა უჩივლეს მამაკაცს, რომელმაც ნახევარმილიონიანი სახლი ცისარტყელის ფერებად შეღება

მეზობლებმა უჩივლეს მამაკაცს, რომელმაც ნახევარმილიონიანი სახლი ცისარტყელის ფერებად შეღება

ფლორიდაში ერთ-ერთი მდიდრული უბნის მცხოვრებლებმა მეზობელს უჩვეულო მიზეზით უჩივლეს - ისინი თვლიან, რომ 41 წლის ჯოფრი ლიბმანმა მათ უბანს თავისი არაორდინალური ფერების სახლით მომხიბვლელი იერი დაუკარგა.

ჯოფრიმ 500 ათას დოლარიანი მდიდრული სახლი მკვეთრ ფერებში შეღება. საქმე ისაა, რომ შეღებვის დროს მას არ გაუთვალისწინებია არანაირი წესები, არანაირი სიმეტრია და ახლა შენობა სხვადასხვა ფერის უწესრიგო ერთობლიობაა.

ჯოფრიმ ეზოში ხეც შეღება

მეზობლების თქმით, ასეთი უგემოვნობა არასდროს უნახავთ და მსგავსი "სიმახინჯე“ მათი უბნისთვის შეუფერებელია.

მეზობლები ამბობენ, რომ როდესაც დილით ფანჯრიდან გაიხედეს და სახლი ამ მდგომარეობაში დაინახეს, შოკში იყვნენ. მათ მიაჩნიათ, რომ შენობა ჰალუცინოგენურ ფერებშია შეღებილი და შესაძლოა, ეს მისი მეპატრონის ფსიქოლოგიურ პრობლემებზე მიუთითებდეს.

მამაკაცმა საფოსტო ყუთიც უჩვეულოდ შეღება

"ეს არის ფერადი კატასტროფა, ასეთი არეული ფერების სახლი სადმე გინახავთ?!“

"ეს სახლი კაშკაშა ფერებიანი ღამის კოშმარია“ - ამბობენ მეზობლები.

ჯოფრიმ სახლის გარდა თავისი მანქანაც გააფერადა და მასზე დააწერა - Who is Omar?” (ვინ არის ომარი?). ასევე ეზოში ხეები და ბალახიც შეღება. მისი მეგობარი ამბობს, რომ ვერ ხსნის ჯოფრის ამგვარი ქმედების მიზეზს.

ჯოფრის მეგობარი მის საქციელს ახსნას ვერ უძებნის

პოლიციამ ის დაკითხვაზე დაიბარა, მაგრამ ჯერ პოლიციაში არ გამოცხადებულა. უფრო მეტიც, როგორც მეზობლები ამბობენ, სახლის შეღებვის შემდეგ აღარ გამოჩენილა. ფიქრობენ, რომ ჯოფრიმ საერთოდ დატოვა საცხოვრებელი და სხვაგან გადავიდა.

აღსანიშნავია, რომ ჯოფრი წარსულში ნარკოტიკების გასაღებისთვის იხდიდა სასჯელს.

სახლის მეპატრონე, ჯოფრი ლიბმანი
ასეთი იყო სახლი გაფერადებამდე

"თალიბანის" გაკეთებული არ არის... ასეთებს რეიტინგის ასაწევად იწერენ" - რეალურად რა გახდა ავღანეთში აშშ-ის თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი

"მწვანე ბარათის" მიღება რთულდება - აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ახალი პირობების ძალაში შესვლას მხარი დაუჭირა

ჩინეთი ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ აივ ინფექციის სამკურნალო მედიკამენტებს ცდის