სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ შეიძლება პანიკის დათესვა" - ამირან გამყრელიძე კორონავირუსის შესახებ პედიატრ თამარ ოგბაიძის განცხადებას პასუხობს
"არ შეიძლება პანიკის დათესვა" - ამირან გამყრელიძე კორონავირუსის შესახებ პედიატრ თამარ ოგბაიძის განცხადებას პასუხობს

„ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას არ გა­მო­უ­ცხა­დე­ბია, რომ ჩი­ნეთ­ში მიმ­დი­ნა­რე ეპი­და­ფეთ­ქე­ბა არის გლო­ბა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი საფრ­თხე“, - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, რი­თიც ის „ავერ­სის“ კლი­ნი­კის პე­დი­ატ­რი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის თა­მარ ოგ­ბა­ი­ძის გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რომ­ლის თქმი­თაც „ბოლო ორი დღეა შე­იც­ვა­ლა კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის რის­კე­ბი და გლო­ბა­ლუ­რად ჩვენ უკვე ვხდე­ბით მა­ღა­ლი რის­კის ქვეშ“.

ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვირუ­სი ამ ეტაპ­ზე ით­ვლე­ბა ლო­კა­ლურ საფრ­თხედ და სა­ქარ­თვე­ლო არის და­ბა­ლი რის­კის ქვეშ მყო­ფი ქვე­ყა­ნა.

„მე თა­მარ ოგ­ბა­ი­ძეს არ ვიც­ნობ და არ ვიცი, მას სა­ი­დან აქვს ეს ინ­ფორ­მა­ცია.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრს გვაქვს ყო­ველ­დღი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­დან, ევ­რო­პის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრი­დან, ამე­რი­კის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრი­დან, ჩი­ნე­თის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრი­დან - ეს არის ოთხი მთა­ვა­რი წყა­რო ჩვენ­თვის, სა­ი­და­ნაც ყო­ველ­დღი­უ­რად ვი­ღებთ ინ­ფორ­მა­ცი­ას და ჯერ­ჯე­რო­ბით ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას არ გა­მო­უ­ცხა­დე­ბია, რომ ჩი­ნეთ­ში მიმ­დი­ნა­რე ეპი­და­ფეთ­ქე­ბა არის გლო­ბა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი საფრ­თხე.

ამ კვი­რის ბო­ლოს ან იმ კვი­რა­ში შე­იკ­რი­ბე­ბა ისევ სა­გან­გე­ბო კო­მი­ტე­ტი, რო­მე­ლიც სი­ტუ­ა­ცი­ას აფა­სებს და ამ­ბობს რამ­დე­ნად არის ეს საფრ­თხე გლო­ბა­ლუ­რი. წინა სხდო­მა­ზე ჩათ­ვა­ლეს, რომ ეს საფრ­თხე ჯერ­ჯე­რო­ბით არის ლო­კა­ლუ­რი ჩი­ნე­თის­თვის, რად­გან ქვეყ­ნი­დან გა­ტა­ნი­ლი შემ­თხვე­ვე­ბი არ სცილ­დე­ბა 30-ს. ეს ით­ვლე­ბა ლო­კა­ლურ საფრ­თხედ და არ შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო ვი­ღა­ცამ შე­ა­ფა­სოს რო­გორც მო­მა­ტე­ბუ­ლი რის­კის ქვეშ მყო­ფი.

ჩვენ ევ­რო­პის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის კლა­სი­ფი­კა­ცი­ა­ში და­ბა­ლი რის­კის ქვე­ყა­ნად ვართ აღი­ა­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა მზა­დე­ბა რაც მიმ­დი­ნა­რე­ობს ქვე­ყა­ნა­ში, აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ჩვენ მზად უნდა ვი­ყოთ იმი­ტომ, რომ ჯერ პროგ­ნოზს ვე­რა­ვინ აკე­თებს ეს ეპი­და­ფეთ­ქე­ბა გა­და­იქ­ცე­ვა თუ არა პან­დე­მი­ად. მზა­დე­ბა უნდა იყოს, მაგ­რამ არ შე­იძ­ლე­ბა პა­ნი­კის და­თეს­ვა“, - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იკი
23

პანიკის დათესვა არ შეიძლება და ვირუსით დახოცვა კი, ხომ? შენისთანა ბიურიოკრატი და ჩამორჩენილი "აპარატჩიკები" რომ მარტავენ ქვეყანას, იმიტომ არის კარგად საქმე და ჭირიანი პაატა იმნაძე კიდევ

irma
21

arc me vici vin aris qalbatoni tamari,magram misi upro mjera.sulac ar var dapanikebuli,piriqit 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"არ შეიძლება პანიკის დათესვა" - ამირან გამყრელიძე კორონავირუსის შესახებ პედიატრ თამარ ოგბაიძის განცხადებას პასუხობს

"არ შეიძლება პანიკის დათესვა" - ამირან გამყრელიძე კორონავირუსის შესახებ პედიატრ თამარ ოგბაიძის განცხადებას პასუხობს

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას არ გამოუცხადებია, რომ ჩინეთში მიმდინარე ეპიდაფეთქება არის გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებული საფრთხე“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითიც ის „ავერსის“ კლინიკის პედიატრიული სამსახურის უფროსის თამარ ოგბაიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც „ბოლო ორი დღეა შეიცვალა კორონავირუსის გავრცელების რისკები და გლობალურად ჩვენ უკვე ვხდებით მაღალი რისკის ქვეშ“.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, გავრცელებული ვირუსი ამ ეტაპზე ითვლება ლოკალურ საფრთხედ და საქართველო არის დაბალი რისკის ქვეშ მყოფი ქვეყანა.

„მე თამარ ოგბაიძეს არ ვიცნობ და არ ვიცი, მას საიდან აქვს ეს ინფორმაცია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრს გვაქვს ყოველდღიური ინფორმაციები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან, ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან, ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან - ეს არის ოთხი მთავარი წყარო ჩვენთვის, საიდანაც ყოველდღიურად ვიღებთ ინფორმაციას და ჯერჯერობით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას არ გამოუცხადებია, რომ ჩინეთში მიმდინარე ეპიდაფეთქება არის გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებული საფრთხე.

ამ კვირის ბოლოს ან იმ კვირაში შეიკრიბება ისევ საგანგებო კომიტეტი, რომელიც სიტუაციას აფასებს და ამბობს რამდენად არის ეს საფრთხე გლობალური. წინა სხდომაზე ჩათვალეს, რომ ეს საფრთხე ჯერჯერობით არის ლოკალური ჩინეთისთვის, რადგან ქვეყნიდან გატანილი შემთხვევები არ სცილდება 30-ს. ეს ითვლება ლოკალურ საფრთხედ და არ შეიძლება საქართველო ვიღაცამ შეაფასოს როგორც მომატებული რისკის ქვეშ მყოფი.

ჩვენ ევროპის დაავადებათა კონტროლის კლასიფიკაციაში დაბალი რისკის ქვეყანად ვართ აღიარებული, თუმცა მზადება რაც მიმდინარეობს ქვეყანაში, აუცილებელია. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმიტომ, რომ ჯერ პროგნოზს ვერავინ აკეთებს ეს ეპიდაფეთქება გადაიქცევა თუ არა პანდემიად. მზადება უნდა იყოს, მაგრამ არ შეიძლება პანიკის დათესვა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"