ავტორი:

დავით ნარმანია საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე პრეზენტაციით წარდგა

დავით ნარმანია საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანია ენერგეტიკის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა და ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში მარეგულირებელი კომისიის როლის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

დავით ნარმანიამ დეტალურად ისაუბრა ევროკავშირის კანონმდებლობასთან ქართული კანონმდებლობის ჰარმონიზების, ენერგეტიკის ბაზრის რეფორმირების, სემეკის ახალი ფუნქციებისა და გამოწვევების შესახებ. სემეკის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა კომისიის პრიორიტეტებზე რეგულირებად სექტორებში. მათ შორის, მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე, მომსახურების ხარისხის დახვეწაზე, რეგულირების სტანდარტების, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასა და კონკურენციის განვითარების ხელშეწყობაზე.

დავით ნარმანიასთან ერთად, სემეკის მხრიდან ღონისძიებას ესწრებოდნენ კომისიის წევრები გიორგი ფანგანი და მაია მელიქიძე, ასევე, დეპარტამენტების წარმომადგენლები.

ენერგეტიკის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმში, რომლითაც ენერგეტიკის კვირეული გაიხსნა,15 ქვეყნის 300-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. კვირეულის ფარგლებში განიხილება საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებული გამოწვევები, რეფორმირების პროცესი, საინვესტიციო ხელშეწყობისა და ენერგოუსაფრთხოების საკითხები, საერთაშორისო თანამშრომლობა, განახლებადი ენერგიის ათვისების ხელშეწყობისა და ენერგოეფექტურობის ზრდისკენ მიმართული ღონისძიებები.

რა ქონებას ფლობს მიხეილ ხიდურელი, რომელიც ქონების მიუთითებლობის გამო დაჯარიმდა

ნათია თურნავა - მოგვიწევს ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების დროებით შეჩერება

თბილისს 40 ახალი ავტობუსი შეემატა, რომლებიც 8 მარშრუტზე გადანაწილდება