მსოფლიო
საზოგადოება

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა
პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა

გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა შე­წყვი­ტა. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­კეთ­და.

"თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წი­ლის წარ­მო­ე­ბა­ში არ­სე­ბულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე, თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის მი­მართ ძა­ლა­დო­ბით სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­საძ­ლო გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტზე, და­ნა­შა­უ­ლის­თვის, რაც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ მი­ი­ღო შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და მო­ცე­მულ საქ­მე­ზე 2020 წლის 25 იან­ვარს შე­წყდა გა­მო­ძი­ე­ბა.ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და შემ­დე­გი:2017 წლის 21 ნო­ემ­ბერს სა­ხელ­წი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის წარ­მო­ე­ბა­ში არ­სე­ბულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით თბი­ლის­ში, გაბ­რი­ელ სა­ლო­სის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში მცხოვ­რებ პი­რებს თან ჰქონ­დათ დიდი ოდე­ნო­ბით ია­რა­ღი და საბ­რძო­ლო მა­სა­ლა, რის გა­მოც 2017 წლის 21 ნო­ემ­ბერს მი­ღე­ბუ­ლი იქნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აღ­ნიშ­ნულ პირ­თა და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ.

ად­გილ­ზე მი­სულ სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის თა­ნამ­შრომ­ლებს ბი­ნა­ში მყოფ­მა ტე­რო­რის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რებ­მა - ახ­მედ ჩა­ტა­ევ­მა, “აბუ ჰუ­რე­ი­რას“ და ას­ლან­ბეგ სოლ­ტახ­მა­დოვ­მა გა­უ­წი­ეს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა, რის გა­მოც სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის თა­ნამ­შრო­მელ­თა მიერ გან­ხორ­ცი­ელ­და შე­ნო­ბის შტურ­მით აღე­ბის ოპე­რა­ცია, რა დრო­საც ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლი იქნა ორი ტე­რო­რის­ტი, ხოლო ახ­მედ ჩა­ტა­ევ­მა აი­ფეთ­ქა თავი.

აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბი­სას 2017 წლის 23 დე­კემ­ბერს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ გას­ცა თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის გან­ჩი­ნე­ბა. სა­სა­მარ­თლომ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად მი­იჩ­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის წარ­მო­ე­ბა­ში არ­სე­ბულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი საკ­მა­რი­სი იყო და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ვა­რა­უ­დის­თვის, რომ ხუთ პირს, მათ შო­რის თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვილს ჩა­დე­ნი­ლი ჰქონ­და ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის და ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თვის მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვა, ტე­რო­რის­ტე­ბის­თვის თავ­შე­საფ­რის მი­ცე­მა და რე­სურ­სე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა.

და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 3311-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით. სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ, რომ მო­ცე­მულ საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის მი­მართ სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­მო­ტა­ნი­ლი იქნა გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი.ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ჩი­ნე­ბის ფარ­გლებ­ში, 2017 წლის 26 დე­კემ­ბერს, ღა­მის სა­ა­თებ­ში, ახ­მე­ტის რა­ი­ო­ნის სო­ფელ დუ­ის­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრო­მელ­მა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი გას­რო­ლის შე­დე­გად, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის სა­ძი­ნე­ბელ ოთახ­ში, თა­ვის არე­ში დაჭ­რა თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით2018 წლის 10 იან­ვარს გარ­და­იც­ვა­ლა.იმ ფაქ­ტის გა­სარ­კვე­ვად, რამ­დე­ნად მარ­თლზო­მი­ე­რად მოქ­მე­დებ­და სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრო­მე­ლი და რამ­დე­ნად წარ­მო­ად­გენ­და გა­და­უ­დე­ბელ აუ­ცი­ლებ­ლო­ბას მის მიერ სრო­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა,

თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ჩა­ტარ­და სრულ­ყო­ფი­ლი და ამომ­წუ­რა­ვი გა­მო­ძი­ე­ბა. კერ­ძოდ, მოწ­მის სა­ხით გა­მო­ი­კი­თხა 124 პირი, ჩა­ტარ­და ათე­უ­ლო­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო თუ საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ჩა­ტარ­და ათზე მეტი სხვა­დას­ხვა სა­ხის ექ­სპერ­ტი­ზა.მოწ­მის სა­ხით გა­მო­ი­კი­თხნენ თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი და მისი მე­ზობ­ლე­ბი, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის 32-ივე თა­ნამ­შრო­მე­ლი, რომ­ლე­ბიც ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი 5 პი­რის და­კა­ვე­ბის ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

მოწ­მის სა­ხით გა­მო­ი­კი­თხნენ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის რო­გორც გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი, ასე­ვე ყვე­ლა ხელ­მძღვა­ნე­ლი, ვი­საც რა­ი­მე სა­ხის ინ­ფორ­მა­ცია გა­აჩ­ნდა 2017 წლის 26 დე­კემ­ბერს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ის და­გეგ­მვა­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას­თან.ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი არ და­ე­მორ­ჩი­ლა სპეც­რაზ­მე­ლის მო­თხოვ­ნას ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა მის­თვის ხე­ლე­ბი, სცა­და საბ­რძო­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მო­ეყ­ვა­ნა ხელ­ყუმ­ბა­რა, რის გა­მოც მისი მი­მარ­თუ­ლე­ბით სპეც­რაზ­მელ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა გას­რო­ლა.აღ­ნიშ­ნუ­ლი ხელ­ყუმ­ბა­რა ამო­ღე­ბუ­ლი იქნა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ოთა­ხის ჩხრე­კის შე­დე­გად, ჩხრე­კას ეს­წრე­ბო­და თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის მამა, რო­მელ­მაც და­ა­დას­ტუ­რა ჩხრე­კის ოქ­მში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის სის­წო­რე. მას რა­ი­მე შე­ნიშ­ვნა ხელ­ყუმ­ბა­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ გა­ნუ­ცხა­დე­ბია.

მან შე­ნიშ­ვნა გა­ა­კე­თა მხო­ლოდ ამო­ღე­ბულ თან­ხას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­დე­საც გან­მარ­ტა, რომ თან­ხა ეკუთ­ვნო­და მის ქა­ლიშ­ვილს. მას შე­ნიშ­ვნა ხელ­ყუმ­ბა­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ გა­ნუ­ცხა­დე­ბია, რაც ნიშ­ნავს, რომ იგი და­ე­თან­ხმა იმ ფაქტს, რომ ხელ­ყუმ­ბა­რა რე­ა­ლუ­რად მისი შვი­ლის ოთა­ხი­დან იქნა ამო­ღე­ბუ­ლი. აღ­ნიშ­ნულ ხელ­ყუმ­ბა­რა­ზე კი, 2018 წლის 30 იან­ვრის ბი­ო­ლო­გი­უ­რი (გე­ნე­ტი­კუ­რი, სე­რო­ლო­გი­უ­რი) ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, არ­სე­ბუ­ლი მო­წი­თა­ლო-მო­ყა­ვის­ფრო ლა­ქე­ბი წარ­მო­ად­გენს ადა­მი­ა­ნის სის­ხლს, რომ­ლის შე­რე­უ­ლი გე­ნე­ტი­კუ­რი პრო­ფი­ლე­ბის მა­ჟო­რუ­ლი (ძი­რი­თა­დი) წილი თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის გე­ნე­ტი­კუ­რი პრო­ფი­ლის იდენ­ტუ­რია. აღ­ნიშ­ნუ­ლი ხელ­ყუმ­ბა­რა და­ი­ლუ­ქა მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის თან­დას­წრე­ბით, შემ­დგომ მისი გახ­სნა მოხ­და ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ ბი­უ­რო­ში გა­მომ­ძი­ებ­ლის, ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის და ორი გამ­ნაღმვე­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით.

ყვე­ლა მათ­გა­ნი აღ­ნიშ­ნავს, რომ ლუ­ქის მთლი­ა­ნო­ბა დარ­ღვე­უ­ლი არ იყო და მა­თი­ვე მო­ნა­წი­ლე­ო­ბით და­ი­ლუ­ქა და ჩა­ბარ­და ექ­სპერტს. თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის მი­მართ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­საძ­ლო გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტზე წარ­მო­ე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის სა­წყი­სი ეტა­პი­დან, რო­გორც ოჯა­ხის წევ­რებს, ისე მის ად­ვო­კა­ტებს მი­ე­ცათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა სრუ­ლად გაც­ნო­ბოდ­ნენ საქ­მის მა­სა­ლებს, მი­ე­ღოთ ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ, ად­ვო­კა­ტე­ბის მო­თხოვ­ნით ჩა­ტარ­და არა­ერ­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა, გა­მო­ი­კი­თხნენ მოწ­მე­ე­ბი და კომ­პლექ­სურ ექ­სპერ­ტი­ზა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ღე­ბუ­ლობ­დნენ ოჯა­ხის მიერ მოწ­ვე­უ­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი.გა­მო­ძი­ე­ბის ეტაპ­ზე შეს­წავ­ლი­ლი იქნა ად­ვო­კა­ტე­ბის მიერ და­ყე­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა სა­კი­თხი, კერ­ძოდ, მათი გან­ცხა­დე­ბით, ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­მართ გან­ხორ­ცი­ელ­და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლის სა­ფუძ­ვლად კი უთი­თებ­დნენ თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბის მიერ გან­მე­ო­რე­ბი­თი გა­მო­კი­თხვი­სას გა­ცხა­დე­ბუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ, თით­ქოს­და სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მათ მი­ა­ყე­ნეს სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა, ე.მ.-ს არ მის­ცეს დრო­უ­ლად მე­დი­კა­მენ­ტე­ბი და ბუ­ნებ­რი­ვი მო­თხოვ­ნი­ლე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა.მოწ­მე­თა მიერ გა­ცხა­დე­ბუ­ლი ფაქ­ტე­ბი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ში დად­გე­ნილ გა­რე­მო­ე­ბებს, კერ­ძოდ, ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბი, ასე­ვე ის პი­რე­ბი, ვის­თა­ნაც ჩა­ტარ­და შე­სა­ბა­მი­სი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, ცალ­სა­ხად უთი­თე­ბენ, რომ სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის წევ­რე­ბის მხრი­დან მათ მი­მართ რა­ი­მე სა­ხის შე­უ­რა­ცხყო­ფას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია. თა­ვად ოჯა­ხის წევ­რე­ბი 2017 წლის 26 დე­კე­მე­ბერს გა­მო­კი­თხვი­სას უარ­ყო­ფენ მათ მი­მართ რა­ი­მე სა­ხის შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბის ფაქტს.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ სა­უბ­რო­ბენ მხო­ლოდ მას შემ­დეგ, რაც ად­ვო­კატ­მა წარ­მო­ად­გი­ნა გან­ცხა­დე­ბა და მო­ი­თხო­ვა მათი გან­მე­ო­რე­ბი­თი გა­მო­კი­თხვა. და­მა­ტე­ბი­თი გა­მო­კი­თხვა გან­ხორ­ცი­ელ­და 2018 წლის 30 მარტს და მხო­ლოდ ამ გა­მო­კი­თხვი­სას გან­მარ­ტეს ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ და მი­ზე­ზად მი­უ­თი­თეს თით­ქოს­და არ ახ­სოვ­დათ ამ ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ შემ­თხვე­ვის დღეს. ალო­გი­კუ­რია, რომ მოწ­მე­ებს ფაქ­ტი არ ახ­სოვ­დათ რა­დე­ნი­მე სა­ათ­ში და გა­ახ­სენ­დათ სამი თვის შემ­დეგ. ასე­ვე გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ის გა­რე­მო­ე­ბაც, რომ მხო­ლოდ აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტე­ბი არ არის წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი. ა.მ. გან­მე­ო­რე­ბი­თი გა­მო­კი­თხვი­სას აღ­ნიშ­ნავს, რომ მას, სახ­ლის ჭიშ­კარ­თან სა­ვა­რა­უ­დოდ ესა­უბ­რა სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე იო­სებ გო­გაშ­ვი­ლი გაბ­რი­ელ სა­ლო­სის ქუ­ჩა­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­სა­ხებ, რაც ასე­ვე არ და­დას­ტურ­და საქ­მე­ზე მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით, იო­სებ გო­გაშ­ვი­ლი 2017 წლის 26 დე­კემ­ბერს სა­ერ­თოდ არ იმ­ყო­ფე­ბო­და შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე და იგი მიმ­დი­ნა­რე ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას იღებ­და ტე­ლე­ფო­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით. ად­ვო­კა­ტე­ბი ასე­ვე აპე­ლი­რებ­დნენ ოპე­რა­ცი­ის და­გეგ­მვი­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ნა­წილ­ში სუს-ის თა­ნამ­შრო­მელ­თა შე­საძ­ლო გა­დაც­დო­მის ფაქ­ტებ­ზე. აღ­ნიშ­ნუ­ლი კუ­თხი­თაც ჩა­ტა­რე­ბულ­მა გა­მო­ძი­ე­ბამ ცხად­ყო, რომ ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა პირს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჰქონ­და შე­სა­ბა­მი­სი ინ­სტრუქ­ტა­ჟი, თი­თო­ე­ულ მათ­განს გა­აჩ­ნდა მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა და გავ­ლი­ლი ჰქონ­დათ სა­ცე­ცხლე მომ­ზა­დე­ბის არა­ერ­თი კურ­სი, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე პარტნი­ორ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ში, თი­თო­ე­ულ მათ­განს გაც­ნო­ბი­ლი ჰქონ­და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბაზა ლე­ტა­ლუ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბის შე­სა­ხებ.

ღო­ნის­ძი­ე­ბას უშუ­ა­ლოდ ად­გილ­ზე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ შე­სა­ბა­მი­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი, ოპე­რა­ცი­ის და­წყე­ბამ­დე შეს­წავ­ლი­ლი იქნა რო­გორც და­სა­კა­ვე­ბე­ლი პი­რე­ბი, ისე გა­რე­მო, სა­დაც უნდა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო ღო­ნის­ძი­ე­ბა; სიფრ­თხი­ლის და ად­გი­ლობ­რივ მცხოვ­რებ­ლებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით შერ­ჩე­უ­ლი იქნა ღა­მის სა­ა­თე­ბი, რად­გან არ­სე­ბობ­და ვა­რა­უ­დი, რომ ამ დროს მათი მხრი­დან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის ნაკ­ლე­ბი რის­კი იქ­ნე­ბო­და.ამ­დე­ნად, სრულ­ყო­ფი­ლი და ყო­ველ­მხრი­ვი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად და­დას­ტურ­და, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრო­მე­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­გე­რი­ე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, საფრ­თხე იყო რე­ა­ლუ­რი, იმ­წუ­თი­ე­რი და მისი ქმე­დე­ბის მი­ზანს მხო­ლოდ ამ საფრ­თხი­დან სა­კუ­თა­რი თა­ვის და გარ­შე­მომ­ყოფ­თა სი­ცო­ცხლის და ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვა წარ­მო­ად­გენ­და, ასე­ვე და­დას­ტურ­და, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის არც ერთ წევ­რს და არც რო­მე­ლი­მე მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო და ბრა­ლე­უ­ლი ქმე­დე­ბა არ ჩა­უ­დე­ნია, რის გა­მოც საქ­მე­ზე შე­წყდა გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ქმე­დე­ბის არარ­სე­ბო­ბის გამო.

თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რის ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ­მა გა­მო­ძი­ე­ბის შე­წყვე­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ თა­ვის მხრივ შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­და თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის მი­მართ შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი მსჯე­ლო­ბა მომ­ხდა­რი­ყო სუს-ის კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის წარ­მო­ე­ბა­ში არ­სე­ბულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზეც, რო­მელ­ზეც სხვა სა­კი­თხებ­თან ერ­თად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ძი­ე­ბა თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის მიერ ტე­რო­რის­ტე­ბის­თვის და ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სათ­ვის მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვი­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბი­თაც. კერ­ძოდ: მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შე­იქ­მნა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბი­თი სტან­დარ­ტი ტე­რო­რის­ტე­ბის­თვის და ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თვის მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვის შე­სა­ხებ, ასე­ვე ხელ­ყუმ­ბა­რის ფლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გა­მო­ტა­ნი­ლი იქნა დად­გე­ნი­ლე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის და­წყე­ბა­ზე უა­რის თქმის შე­სა­ხებ თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ვი­თა­რე­ბის შეც­ვლის გამო. რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად სუს-ის კონ­ტრტე­რო­რის­ტულ ცენ­ტრში მიმ­დი­ნა­რე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს, მას­ზე გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა და­ნა­შა­ულ­ში ჩარ­თუ­ლი სხვა პირ­თა დად­გე­ნა-მხი­ლე­ბის მიზ­ნით“, - გა­ნა­ცხა­დეს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
-?-
113

ცრუ ოცნებამ გაანთავისუფლა ციხიდან ჩატაევი, შემდეგ საზვარზე შემოუშვეს, და მძინარა 19 წლის ბიჭს დააბრალეს.

ოო-ოო-ოო
67

არ გამოვრიცხავ,რომ კენედის მკვლელობაც მაჩალიკაშვილს დაბრალდეს!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა

პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა

გენერალურმა პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. შესაბამისი განცხადება თბილისის პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა.

"თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს პროკურატურამ მიიღო შემაჯამებელი გადაწყვეტილება და მოცემულ საქმეზე 2020 წლის 25 იანვარს შეწყდა გამოძიება.ჩატარებული გამოძიებით დადგინდა შემდეგი:2017 წლის 21 ნოემბერს სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ინფორმაციით თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მცხოვრებ პირებს თან ჰქონდათ დიდი ოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა, რის გამოც 2017 წლის 21 ნოემბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება აღნიშნულ პირთა დაკავების შესახებ.

ადგილზე მისულ სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებს ბინაში მყოფმა ტერორისტული დაჯგუფების წევრებმა - ახმედ ჩატაევმა, “აბუ ჰურეირას“ და ასლანბეგ სოლტახმადოვმა გაუწიეს შეიარაღებული წინააღმდეგობა, რის გამოც სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელთა მიერ განხორციელდა შენობის შტურმით აღების ოპერაცია, რა დროსაც ლიკვიდირებული იქნა ორი ტერორისტი, ხოლო ახმედ ჩატაევმა აიფეთქა თავი.

აღნიშნულ საქმეზე მიმდინარე გამოძიებისას 2017 წლის 23 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გასცა თემირლან მაჩალიკაშვილის დაკავების განჩინება. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები საკმარისი იყო დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ ხუთ პირს, მათ შორის თემირლან მაჩალიკაშვილს ჩადენილი ჰქონდა ზემოხსენებული ტერორისტული დაჯგუფების და ტერორისტული ორგანიზაციისთვის მომსახურების გაწევა, ტერორისტებისთვის თავშესაფრის მიცემა და რესურსებით უზრუნველყოფა.

დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 3311-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მოცემულ საქმეზე დაკავებული პირების მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი.ზემოაღნიშნული განჩინების ფარგლებში, 2017 წლის 26 დეკემბერს, ღამის საათებში, ახმეტის რაიონის სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომელმა განხორციელებული გასროლის შედეგად, საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში, თავის არეში დაჭრა თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც მოგვიანებით2018 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა.იმ ფაქტის გასარკვევად, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომელი და რამდენად წარმოადგენდა გადაუდებელ აუცილებლობას მის მიერ სროლის განხორციელება,

თბილისის პროკურატურაში ჩატარდა სრულყოფილი და ამომწურავი გამოძიება. კერძოდ, მოწმის სახით გამოიკითხა 124 პირი, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა ათზე მეტი სხვადასხვა სახის ექსპერტიზა.მოწმის სახით გამოიკითხნენ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები და მისი მეზობლები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის 32-ივე თანამშრომელი, რომლებიც ზემოხსენებული 5 პირის დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდნენ.

მოწმის სახით გამოიკითხნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როგორც გამომძიებლები, ასევე ყველა ხელმძღვანელი, ვისაც რაიმე სახის ინფორმაცია გააჩნდა 2017 წლის 26 დეკემბერს ჩატარებული ოპერაციის დაგეგმვასა და განხორციელებასთან.ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელის მოთხოვნას ეჩვენებინა მისთვის ხელები, სცადა საბრძოლო მდგომარეობაში მოეყვანა ხელყუმბარა, რის გამოც მისი მიმართულებით სპეცრაზმელმა განახორციელა გასროლა.აღნიშნული ხელყუმბარა ამოღებული იქნა საცხოვრებელი ოთახის ჩხრეკის შედეგად, ჩხრეკას ესწრებოდა თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, რომელმაც დაადასტურა ჩხრეკის ოქმში დაფიქსირებული მონაცემების სისწორე. მას რაიმე შენიშვნა ხელყუმბარასთან დაკავშირებით არ განუცხადებია.

მან შენიშვნა გააკეთა მხოლოდ ამოღებულ თანხასთან დაკავშირებით, როდესაც განმარტა, რომ თანხა ეკუთვნოდა მის ქალიშვილს. მას შენიშვნა ხელყუმბარასთან დაკავშირებით არ განუცხადებია, რაც ნიშნავს, რომ იგი დაეთანხმა იმ ფაქტს, რომ ხელყუმბარა რეალურად მისი შვილის ოთახიდან იქნა ამოღებული. აღნიშნულ ხელყუმბარაზე კი, 2018 წლის 30 იანვრის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის შერეული გენეტიკური პროფილების მაჟორული (ძირითადი) წილი თემირლან მაჩალიკაშვილის გენეტიკური პროფილის იდენტურია. აღნიშნული ხელყუმბარა დაილუქა მალხაზ მაჩალიკაშვილის თანდასწრებით, შემდგომ მისი გახსნა მოხდა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გამომძიებლის, ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომლების და ორი გამნაღმველის მონაწილეობით.

ყველა მათგანი აღნიშნავს, რომ ლუქის მთლიანობა დარღვეული არ იყო და მათივე მონაწილეობით დაილუქა და ჩაბარდა ექსპერტს. თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე წარმოებული გამოძიების საწყისი ეტაპიდან, როგორც ოჯახის წევრებს, ისე მის ადვოკატებს მიეცათ შესაძლებლობა სრულად გაცნობოდნენ საქმის მასალებს, მიეღოთ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, ადვოკატების მოთხოვნით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხნენ მოწმეები და კომპლექსურ ექსპერტიზაში მონაწილეობას ღებულობდნენ ოჯახის მიერ მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტები.გამოძიების ეტაპზე შესწავლილი იქნა ადვოკატების მიერ დაყენებული ყველა საკითხი, კერძოდ, მათი განცხადებით, ოჯახის წევრების მიმართ განხორციელდა არაადამიანური მოპყრობა.

აღნიშნულის საფუძვლად კი უთითებდნენ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების მიერ განმეორებითი გამოკითხვისას გაცხადებული გარემოებების შესახებ, თითქოსდა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა მათ მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ე.მ.-ს არ მისცეს დროულად მედიკამენტები და ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალება.მოწმეთა მიერ გაცხადებული ფაქტები ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის საქმეში დადგენილ გარემოებებს, კერძოდ, ღონისძიებაში მონაწილე პირები, ასევე ის პირები, ვისთანაც ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, ცალსახად უთითებენ, რომ სპეცდანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან მათ მიმართ რაიმე სახის შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. თავად ოჯახის წევრები 2017 წლის 26 დეკემებერს გამოკითხვისას უარყოფენ მათ მიმართ რაიმე სახის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს.

აღნიშნულის შესახებ საუბრობენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ადვოკატმა წარმოადგინა განცხადება და მოითხოვა მათი განმეორებითი გამოკითხვა. დამატებითი გამოკითხვა განხორციელდა 2018 წლის 30 მარტს და მხოლოდ ამ გამოკითხვისას განმარტეს ზემოხსენებული ფაქტების შესახებ და მიზეზად მიუთითეს თითქოსდა არ ახსოვდათ ამ ფაქტების შესახებ შემთხვევის დღეს. ალოგიკურია, რომ მოწმეებს ფაქტი არ ახსოვდათ რადენიმე საათში და გაახსენდათ სამი თვის შემდეგ. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მხოლოდ აღნიშნული ფაქტები არ არის წინააღმდეგობრივი. ა.მ. განმეორებითი გამოკითხვისას აღნიშნავს, რომ მას, სახლის ჭიშკართან სავარაუდოდ ესაუბრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ, რაც ასევე არ დადასტურდა საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, იოსებ გოგაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს საერთოდ არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და იგი მიმდინარე ღონისძიების შესახებ ინფორმაციას იღებდა ტელეფონის საშუალებით. ადვოკატები ასევე აპელირებდნენ ოპერაციის დაგეგმვისა და განხორციელების ნაწილში სუს-ის თანამშრომელთა შესაძლო გადაცდომის ფაქტებზე. აღნიშნული კუთხითაც ჩატარებულმა გამოძიებამ ცხადყო, რომ ოპერაციაში მონაწილე ყველა პირს ჩატარებული ჰქონდა შესაბამისი ინსტრუქტაჟი, თითოეულ მათგანს გააჩნდა მრავალწლიანი გამოცდილება და გავლილი ჰქონდათ საცეცხლე მომზადების არაერთი კურსი, როგორც საქართველოში, ისე პარტნიორ სახელმწიფოებში, თითოეულ მათგანს გაცნობილი ჰქონდა საკანონმდებლო ბაზა ლეტალური იარაღის გამოყენების უფლების შესახებ.

ღონისძიებას უშუალოდ ადგილზე ხელმძღვანელობდნენ შესაბამისი თანამდებობის პირები, ოპერაციის დაწყებამდე შესწავლილი იქნა როგორც დასაკავებელი პირები, ისე გარემო, სადაც უნდა ჩატარებულიყო ღონისძიება; სიფრთხილის და ადგილობრივ მცხოვრებლებთან დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით შერჩეული იქნა ღამის საათები, რადგან არსებობდა ვარაუდი, რომ ამ დროს მათი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის ნაკლები რისკი იქნებოდა.ამდენად, სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ სპეციალური ოპერაციების სამმართველოს თანამშრომელი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, საფრთხე იყო რეალური, იმწუთიერი და მისი ქმედების მიზანს მხოლოდ ამ საფრთხიდან საკუთარი თავის და გარშემომყოფთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა წარმოადგენდა, ასევე დადასტურდა, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმის არც ერთ წევრს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია, რის გამოც საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

თბილისის პროკურატურის ზემოაღნიშნულმა გამოძიების შეწყვეტის გადაწყვეტილებამ თავის მხრივ შესაძლებელი გახადა თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ შემაჯამებელი მსჯელობა მომხდარიყო სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზეც, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად მიმდინარეობდა ძიება თემირლან მაჩალიკაშვილის მიერ ტერორისტებისთვის და ტერორისტული ორგანიზაციისათვის მომსახურების გაწევისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებითაც. კერძოდ: მიუხედავად იმისა, რომ შეიქმნა მტკიცებულებითი სტანდარტი ტერორისტებისთვის და ტერორისტული ორგანიზაციისთვის მომსახურების გაწევის შესახებ, ასევე ხელყუმბარის ფლობასთან დაკავშირებითაც, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გამოტანილი იქნა დადგენილება სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებით გამოწვეული ვითარების შეცვლის გამო. რაც შეეხება თავად სუს-ის კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს, მასზე გრძელდება გამოძიება დანაშაულში ჩართული სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით“, - განაცხადეს პროკურატურაში.

როგორია ჩინეთიდან ჩამოსული მოქალაქეების მდგომარეობა, რომლებსაც ბათუმში აკვირდებოდნენ - გამყრელიძის კომენტარი

მალხაზ მაჩალიკაშვილი - "დედას გიტირებთ, ნაძირალათა ხროვა ხართ დღევანდელი ხელისუფლება"

დაპირისპირება პარლამენტთან - მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა