მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბოლო ორი დღეა შეიცვალა კორონავირუსის გავრცელების რისკები და გლობალურად ჩვენ უკვე ვხდებით მაღალი რისკის ქვეშ" - პედიატრი
"ბოლო ორი დღეა შეიცვალა კორონავირუსის გავრცელების რისკები და გლობალურად ჩვენ უკვე ვხდებით მაღალი რისკის ქვეშ" - პედიატრი

"ბოლო ორი დღეა შე­იც­ვა­ლა კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის რის­კე­ბი და გლო­ბა­ლუ­რად ჩვენ უკვე ვხვდე­ბით მა­ღა­ლი რის­კის ქვეშ" - ამის შე­სა­ხებ პე­დი­ატრმა თა­მარ ოგ­ბა­ი­ძემ კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­და და უკვე 2798 შემ­თხვე­ვაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი.

“27 იან­ვრის მო­ნა­ცე­მე­ბით, პა­ცი­ენ­ტთა რა­ო­დე­ნო­ბა გაზ­რდი­ლია, სულ 2798 შემ­თხვე­ვაა. აქე­დან უდი­დე­სი ნა­წი­ლი არის ჩი­ნეთ­ში - 2741 შემ­თხვე­ვა. ეს არის ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა სა­ეჭ­ვო შემ­თხვე­ვე­ბი ორ­ჯერ მე­ტია. აქე­დან მძი­მე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბით არის 641, ლე­ტა­ლუ­რი შემ­თხვე­ვე­ბი გა­ი­ზარ­და.

ეს არის ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია. ჩი­ნე­თის გა­რეთ არის ვი­ეტ­ნამ­ში, ია­პო­ნი­ა­ში, ნე­პალ­ში, ტა­ი­ლან­დში, სინ­გა­პურ­ში, ასე­ვე ცოტა მო­შო­რე­ბით მდე­ბა­რე ქვეყ­ნე­ბი­დან საფ­რან­გეთ­ში 3 შემ­თხვე­ვაა, ავ­სტრა­ლი­ამ და­ა­დას­ტუ­რა 4 შემ­თხვე­ვა, ხოლო ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა - 5. სა­ეჭ­ვო შემ­თხვე­ვე­ბი მსოფ­ლი­ო­ში გა­ცი­ლე­ბით მე­ტია, მაგ­რამ ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ და­დას­ტუ­რე­ბას ელო­დე­ბი­ან. წინა დღე­ებ­ში ჩი­ნეთ­ში იყო ძა­ლი­ან მა­ღა­ლი რის­კის ინ­ფი­ცი­რე­ბა, ირ­გვლივ მდე­ბა­რე რე­გი­ონ­ში - მა­ღა­ლი.

ბოლო ორი დღეა შე­იც­ვა­ლა ეს რის­კე­ბი და გლო­ბა­ლუ­რად გა­ი­ზარ­და და მა­ღა­ლი რის­კია, ანუ ჩვენ უკვე ვხვდე­ბით მა­ღა­ლი რის­კის ქვეშ” - გა­ნა­ცხა­და ოგ­ბა­ი­ძემ.

პე­დი­ატრმა ვირუ­სის სიმპტო­მებ­სა და პრე­ვენ­ცი­ის ზო­მებ­ზეც ისა­უბ­რა. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნულ ვირუსს სხვა რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ვირუ­სე­ბის მსგავ­სი სიმპტო­მე­ბი ახა­სი­ა­თებს და პრე­ვენ­ცი­ის ზო­მე­ბიც მსგავ­სია.

“სიმპტო­მე­ბი კო­რო­ნა­ვირუსს აქვს მსგავ­სი, რაც სხვა რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ვირუ­სე­ბის დროს არის. ესაა: ხვე­ლა, ცხე­ლე­ბა, ცხვი­რი­დან გა­მო­ნა­დე­ნი, შე­საძ­ლოა ტკი­ვი­ლი მკერ­დის არე­ში. და­ა­ვა­დე­ბა შე­საძ­ლოა მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს ნაკ­ლე­ბი ინ­ტენ­სი­ვო­ბით უსიმპტო­მოდ ან საკ­მა­ოდ გა­მო­ხა­ტუ­ლად. ეს სიმპტო­მე­ბი ასე­ვე ახა­სი­ა­თებს გრიპ­საც, ამი­ტომ და­დას­ტუ­რე­ბა მოხ­დე­ბა მხო­ლოდ ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი გზით. რაც შე­ე­ხე­ბა პრე­ვენ­ცი­ას, ყვე­ლა­ზე კარ­გი არის ვაქ­ცი­ნა­ცია, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბი­თამ ვირუ­სის ვაქ­ცი­ნა­ცია არ გვაქვს. პირ­ველ რიგ­ში, კონ­ტაქ­ტე­ბის შე­ზღუდ­ვა, თუ ვინ­მეს აქვს ხვე­ლა, მა­ღა­ლი ცხე­ლე­ბა, მო­ვე­რი­დოთ.

აუ­ცი­ლე­ბე­ლი ამ კონ­ტაქ­ტის შემ­დეგ ხე­ლე­ბის კარ­გად და­ბა­ნა. ზო­გა­დად, ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცია მოგ­ვი­წო­დებს, რომ ვი­ბა­ნოთ ხე­ლე­ბი ძა­ლი­ან ხში­რად და ეს უნდა მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს მი­ნი­მუმ 20 წა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხლეა სა­ჭი­რო რო­დე­საც საქ­მე ეხე­ბა აე­რო­პორ­ტებს და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ შე­ვამ­ცი­როთ კავ­ში­რი გარ­კე­ულ ცხო­ვე­ლებ­თან, ფერ­მებ­თან. არ მი­ვირ­თვათ თერ­მუ­ლად და­უ­მუ­შა­ვე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ოგ­ბა­ი­ძემ და დას­ძი­ნა, რომ სპე­ცი­ფი­უ­რი მე­დი­კა­მენ­ტი არ არ­სე­ბობს და მკურ­ნა­ლო­ბა არის სიმპტო­მა­ტუ­რი.

მი­სი­ვე თქმით, ვირუ­სი ვრცელ­დე­ბა ძა­ლი­ან სწრა­ფად. „ის ხა­სი­ათ­დე­ბა მძი­მე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბით, ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში სიკ­ვდი­ლო­ბას, რა თქმა უნდა, არ იწ­ვევს. გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა ბავ­შვებ­ში და ხან­დაზ­მულ ადა­მი­ა­ნებ­ში. გარ­თუ­ლე­ბა არის ფილ­ტვის ან­თე­ბა, საკ­მა­ოდ მძი­მე პლევ­მო­ნია ახა­სი­ა­თებს, შე­საძ­ლოა გარ­თულ­დეს ბრონ­ქი­ტით ან თირკმლის უკ­მა­რი­სო­ბით”,- გა­ნა­ცხა­და ოგ­ბა­ი­ძემ.

ექიმ­მა ასე­ვე ჩი­ნე­თი­დან ჩა­მო­სუ­ლი ამა­ნა­თე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის საფრ­თხე­ზე ისა­უბ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ “ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის ვირუ­სი მშრალ გა­რე­მო­ში დიდ­ხანს ვერ ძლებს”.

“ეს თემა მთელ მსოფ­ლი­ო­ში აქ­ტუ­ა­ლუ­რია. თვი­თონ კონ­კრე­ტუ­ლი ვირუ­სის შე­სა­ხებ სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ჯერ კი­დევ არ გვაქვს, მაგ­რამ, ზო­გა­დად ვირუ­სე­ბი დიდ­ხანს, და­მო­უ­კი­დებ­ლად, მშრალ გა­რე­მო­ში ვერ ძლებს, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჩი­ნუ­რი ფოს­ტა ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცის, რომ ყვე­ლა ამა­ნა­თი, რო­მე­ლიც მო­დის ჰუ­ვე­ის რე­გი­ო­ნი­დან, ორგზის და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა დე­ზინ­ფექ­ცის”,- გა­ნა­ცხა­და პე­დი­ატრმა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
-----
0

4474 შემთხვევა

aigrdzalos frenebi
2

Iqneb droebit aekrdzalat riskis mqone qveynebtan mimofrena. Vinmes rom daemartos msgavsi virusi saqartveloshi ganwirulia is adamiani. Da cotaa gons moegoss es mtavroba

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"ბოლო ორი დღეა შეიცვალა კორონავირუსის გავრცელების რისკები და გლობალურად ჩვენ უკვე ვხდებით მაღალი რისკის ქვეშ" - პედიატრი

"ბოლო ორი დღეა შეიცვალა კორონავირუსის გავრცელების რისკები და გლობალურად ჩვენ უკვე ვხდებით მაღალი რისკის ქვეშ" - პედიატრი

"ბოლო ორი დღეა შეიცვალა კორონავირუსის გავრცელების რისკები და გლობალურად ჩვენ უკვე ვხვდებით მაღალი რისკის ქვეშ" - ამის შესახებ პედიატრმა თამარ ოგბაიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა და უკვე 2798 შემთხვევაა დადასტურებული.

“27 იანვრის მონაცემებით, პაციენტთა რაოდენობა გაზრდილია, სულ 2798 შემთხვევაა. აქედან უდიდესი ნაწილი არის ჩინეთში - 2741 შემთხვევა. ეს არის ლაბორატორიულად დადასტურებული, თუმცა საეჭვო შემთხვევები ორჯერ მეტია. აქედან მძიმე მიმდინარეობით არის 641, ლეტალური შემთხვევები გაიზარდა.

ეს არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. ჩინეთის გარეთ არის ვიეტნამში, იაპონიაში, ნეპალში, ტაილანდში, სინგაპურში, ასევე ცოტა მოშორებით მდებარე ქვეყნებიდან საფრანგეთში 3 შემთხვევაა, ავსტრალიამ დაადასტურა 4 შემთხვევა, ხოლო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა - 5. საეჭვო შემთხვევები მსოფლიოში გაცილებით მეტია, მაგრამ ლაბორატორიულ დადასტურებას ელოდებიან. წინა დღეებში ჩინეთში იყო ძალიან მაღალი რისკის ინფიცირება, ირგვლივ მდებარე რეგიონში - მაღალი.

ბოლო ორი დღეა შეიცვალა ეს რისკები და გლობალურად გაიზარდა და მაღალი რისკია, ანუ ჩვენ უკვე ვხვდებით მაღალი რისკის ქვეშ” - განაცხადა ოგბაიძემ.

პედიატრმა ვირუსის სიმპტომებსა და პრევენციის ზომებზეც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, აღნიშნულ ვირუსს სხვა რესპირატორული ვირუსების მსგავსი სიმპტომები ახასიათებს და პრევენციის ზომებიც მსგავსია.

“სიმპტომები კორონავირუსს აქვს მსგავსი, რაც სხვა რესპირატორული ვირუსების დროს არის. ესაა: ხველა, ცხელება, ცხვირიდან გამონადენი, შესაძლოა ტკივილი მკერდის არეში. დაავადება შესაძლოა მიმდინარეობდეს ნაკლები ინტენსივობით უსიმპტომოდ ან საკმაოდ გამოხატულად. ეს სიმპტომები ასევე ახასიათებს გრიპსაც, ამიტომ დადასტურება მოხდება მხოლოდ ლაბორატორიული გზით. რაც შეეხება პრევენციას, ყველაზე კარგი არის ვაქცინაცია, მაგრამ ჯერჯერობითამ ვირუსის ვაქცინაცია არ გვაქვს. პირველ რიგში, კონტაქტების შეზღუდვა, თუ ვინმეს აქვს ხველა, მაღალი ცხელება, მოვერიდოთ.

აუცილებელი ამ კონტაქტის შემდეგ ხელების კარგად დაბანა. ზოგადად, ჯანდაცვის ორგანიზაცია მოგვიწოდებს, რომ ვიბანოთ ხელები ძალიან ხშირად და ეს უნდა მიმდინარეობდეს მინიმუმ 20 წამის განმავლობაში. განსაკუთრებული სიფრთხლეა საჭირო როდესაც საქმე ეხება აეროპორტებს და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს. მნიშვნელოვანია, რომ შევამციროთ კავშირი გარკეულ ცხოველებთან, ფერმებთან. არ მივირთვათ თერმულად დაუმუშავებული საკვები“, - განაცხადა ოგბაიძემ და დასძინა, რომ სპეციფიური მედიკამენტი არ არსებობს და მკურნალობა არის სიმპტომატური.

მისივე თქმით, ვირუსი ვრცელდება ძალიან სწრაფად. „ის ხასიათდება მძიმე მიმდინარეობით, ყველა შემთხვევაში სიკვდილობას, რა თქმა უნდა, არ იწვევს. განსაკუთრებით მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება ბავშვებში და ხანდაზმულ ადამიანებში. გართულება არის ფილტვის ანთება, საკმაოდ მძიმე პლევმონია ახასიათებს, შესაძლოა გართულდეს ბრონქიტით ან თირკმლის უკმარისობით”,- განაცხადა ოგბაიძემ.

ექიმმა ასევე ჩინეთიდან ჩამოსული ამანათების მეშვეობით ვირუსის გავრცელების საფრთხეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ “ნებისმიერი ტიპის ვირუსი მშრალ გარემოში დიდხანს ვერ ძლებს”.

“ეს თემა მთელ მსოფლიოში აქტუალურია. თვითონ კონკრეტული ვირუსის შესახებ სრული ინფორმაცია ჯერ კიდევ არ გვაქვს, მაგრამ, ზოგადად ვირუსები დიდხანს, დამოუკიდებლად, მშრალ გარემოში ვერ ძლებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩინური ფოსტა ავრცელებს ინფორმაცის, რომ ყველა ამანათი, რომელიც მოდის ჰუვეის რეგიონიდან, ორგზის დაექვემდებარება დეზინფექცის”,- განაცხადა პედიატრმა.

"გარდაბანში არ იციან, რომ ვირუსია გავრცელებული... ვინც იგებს, პოლიტიკის ნაწილი ჰგონია" - როგორ ცდილობს აზერბაიჯანელი გოგონა კორონავირუსის შესახებ ადგილობრივების ინფორმირებას

LIVE: რა ბედი ელის ოლიმპიურ თამაშებს კორონავირუსის პანდემიის პირობებში?

"ტაძრის ღვთისმსახური დაავადებათა კონტროლის ცენტრისთვის საკუთარ მანქანას გაიღებს" - თეოდორე გიგნაძე მრევლისთვის ახალ რეგულაციებს ადგენს