პოლიტიკა
საზოგადოება

12

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე კირჩხიბს ესტუმრება 09:36-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩინეთიდან შემოსული ტანსაცმელი და ნივთები საშიში არ არის" - ეპიდემიოლოგი კორონავირუსსა და საქართველოში მისი გავრცელების რისკებზე
"ჩინეთიდან შემოსული ტანსაცმელი და ნივთები საშიში არ არის" - ეპიდემიოლოგი კორონავირუსსა და საქართველოში  მისი გავრცელების რისკებზე

ჩი­ნეთ­ში ახა­ლი ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის შე­სა­ხებ, მსოფ­ლი­ომ იან­ვრის შუა რი­ცხვებ­ში შე­ი­ტყო, თუმ­ცა ქვეყ­ნე­ბი პა­ნი­კამ მას შემ­დეგ მო­იც­ვა, რაც კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლე­ბის რი­ცხვმა იმა­ტა. ჩი­ნეთ­ში, კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვა უკვე 100-ს გა­და­ა­ჭარ­ბა, ვირუ­სი ელ­ვის სის­წრა­ფით ვრცელ­დე­ბა და უკვე და­ფიქ­სირ­და საფ­რან­გეთ­ში, გერ­მა­ნი­ა­სა და აშშ-ში.

ეპი­დე­მი­ო­ლო­გი ეკა რუ­ხა­ძე დე­ტა­ლუ­რად გვე­სა­უბ­რე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­სა­ხებ და მო­სახ­ლე­ო­ბას ამ­შვი­დებს, რომ ძა­ლი­ან მცი­რეა შან­სი, ვირუს­მა სა­ქარ­თვე­ლომ­დე მო­აღ­წი­ოს.

- პირ­ველ რიგ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გარ­შე­მო ატე­ხილ პა­ნი­კა­ზე გკი­თხავთ, რო­გორც ეპი­დე­მი­ო­ლოგს, ამ ეტაპ­ზე რა ინ­ფორ­მა­ცია გაქვს ვირუ­სის შე­სა­ხებ?

- კო­რო­ნა­ვირუ­სე­ბი ვირუ­სე­ბის საკ­მა­ოდ დიდი ოჯა­ხია (აერ­თი­ა­ნებს 40 სა­ხის ვირუსს), რომ­ლე­ბიც იწ­ვე­ვენ და­ა­ვა­დე­ბას ადა­მი­ა­ნებ­სა და ცხო­ვე­ლებ­ში. სა­ხელ­წო­დე­ბა ამ ვირუ­სებ­მა მისი ფორ­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მი­ი­ღეს (ძა­ლი­ან წა­ა­გავს გვირ­გვინს).

პირ­ვე­ლად ვირუ­სის გა­მო­ყო­ფა 1965 წელს მოხ­და პა­ცი­ენ­ტი­დან, რო­მელ­საც ჰქონ­და მწვა­ვე რი­ნი­ტი. და­ა­ვა­დე­ბა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა, რომ­ლებ­საც კო­რო­ნა­ვირუ­სე­ბი იწ­ვე­ვენ, უმე­ტე­სად მსუ­ბუ­ქად მიმ­დი­ნა­რე­ობს, მა­გა­ლი­თად ე.წ. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გა­ცი­ე­ბა. თუმ­ცა ზო­გი­ერ­თი შტა­მი სე­რი­ო­ზულ გარ­თუ­ლე­ბებს იწ­ვევს, მა­გა­ლი­თად, რო­გო­რი­ცაა მწვა­ვე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი სინ­დრო­მი, იგი­ვე ატი­პი­უ­რი პნევ­მო­ნია, 21-ე სა­უ­კუ­ნის პირ­ვე­ლი ახ­ლა­დაღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლი ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა.

პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლე­ნილ იქნა 2002 წლის ნო­ემ­ბერ­ში ჩი­ნე­თის პრო­ვინ­ცია გუ­ან­დონ­გში. მა­შინ ვირუ­სი სწრა­ფად გავ­რცელ­და მე­ზო­ბელ ჰონ­კონ­გში და ვი­ეტ­ნამ­ში, შემ­დეგ სხვა ქვეყ­ნებ­სა და კონ­ტი­ნენ­ტებ­ზე. ამ ეპი­დე­მი­ის დროს და­ფიქ­სირ­და და­ა­ვა­დე­ბის 8 437 შემ­თხვე­ვა, სა­ი­და­ნაც 800-მდე ლე­ტა­ლუ­რი გა­მო­სავ­ლით დამ­თავ­რდა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ და­ა­ვა­დე­ბის არ­ცერ­თი შემ­თხვე­ვა არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.

რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, კო­რო­ნა­ვირუ­სებს გა­აჩ­ნია სწრა­ფი მუ­ტა­ცი­ის უნა­რი, სწო­რედ ამით აიხ­სნე­ბა მის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი ეპი­დე­მი­ის უე­ცა­რი აფეთ­ქე­ბე­ბი. ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლე­ბი­დან ვირუ­სი გა­და­ე­ცე­მა ადა­მი­ა­ნებს და მუ­ტა­ცი­ის შე­დე­გად იძენს ადა­მი­ა­ნი­დან ადა­მი­ან­ზე გა­და­ცე­მის უნარს, რაც მოხ­და 2019 წლის 31 დე­კემ­ბერს, ჩი­ნე­თის პრო­ვინ­ცი­ის ქა­ლაქ უხან­ში აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლი ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვა­ში.

თავ­და­პირ­ვე­ლად ვირუსს გა­აჩ­ნდა მხო­ლოდ ცხო­ვე­ლი­დან ადა­მი­ან­ზე გა­დას­ვლის უნა­რი, 2020 წლის 20 იან­ვარს კი და­დას­ტურ­და, რომ მან უკვე შე­ი­ძი­ნა ადა­მი­ა­ნი­დან ადა­მი­ან­ზე ჰაერ-წვე­თო­ვა­ნი გზით გავ­ცე­ლე­ბის უნა­რი.

- რამ­დე­ნად არის საფრ­თხე რომ ვირუს­მა მო­აღ­წი­ოს სა­ქარ­თვე­ლომ­დე?

- სა­ქარ­თვე­ლო არ არის იმ ქვეყ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში, სა­დაც არ­სე­ბობს ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის რე­ა­ლუ­რი საფრ­თხე, მაგ­რამ მი­ნი­მა­ლუ­რი ალ­ბა­თო­ბა იმი­სა, რომ კო­რო­ნა­ვირუს­მა ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიც შე­მო­აღ­წი­ოს, არის. ჯერ­ჯე­რო­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­სულ მგზავ­რებს შო­რის აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის შემ­თხვე­ვა არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.

- ქარ­თვე­ლე­ბი პა­ნი­კამ მო­იც­ვა, უკვე იმა­ზეც და­ი­წყეს სა­უ­ბა­რი, რომ ჩი­ნუ­რი არა­ფე­რი ვჭა­მოთ, არ დავ­ლი­ოთ, არ ჩა­ვიც­ვათ, რომ ვირუ­სი არ გა­დაგ­ვე­დო­სო...

- რაც შე­ე­ხე­ბა ჩი­ნურ პრო­დუქ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პა­ნი­კას: და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი რე­კო­მენ­და­ცი­ებს გას­ცემს ჩი­ნე­თის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კა­ში წამ­სვლელ­თათ­ვის, კერ­ძოდ, მო­ე­რი­დონ ცხო­ვე­ლებ­თან კონ­ტაქტს (მკვდა­რი, ცო­ცხა­ლი), ცხო­ველ­თა ბაზ­რებს, ფერ­მებს, ცხო­ვე­ლურ პრო­დუქ­ტებს (თერ­მუ­ლად არა­საკ­მა­რი­სად და­მუ­შა­ვე­ბულ ხორცს).

რაც შე­ე­ხე­ბა ჩი­ნე­თი­დან შე­მო­სულ პრო­დუქ­ცი­ას, ტან­საც­მე­ლი და სხვა­დას­ხვა ტი­პის მოხ­მა­რე­ბის ნივ­თე­ბი არ არის სა­ში­ში

- რე­ა­ლუ­რად, რამ­დე­ნად სა­ში­შია ეს ვირუ­სი და რა ვი­ცით მისი სიმპტო­მე­ბის შე­სა­ხებ?

- და­ა­ვა­დე­ბის სიმპტო­მე­ბია: მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, ხვე­ლა, სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა, ტკი­ვი­ლი გულ­მკერ­დის არე­ში, თა­ვის ტკი­ვი­ლი, სა­ერ­თო სი­სუს­ტე. ასე­თი­ვე სიმპტო­მა­ტი­კა ახა­სი­ა­თებს სხვა ტი­პის ვირუ­სებ­საც, ამი­ტომ ნუ ჩა­ვარ­დე­ბით პა­ნი­კა­ში, დრო­უ­ლად მი­მარ­თეთ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს, რათა თა­ვი­დან იქ­ნას აცი­ლე­ბუ­ლი მო­სა­ლოდ­ნე­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ­ჟა­მად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ყვე­ლა­ზე სა­ში­ში შტა­მე­ბია A ტი­პის ვირუ­სის 2 და B ტი­პის ვირუ­სის 2 შტა­მი. ამათ­გან ყვე­ლა­ზე მძი­მე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა A ტი­პის H1N1 შტა­მით გა­მოწ­ვე­ულ და­ა­ვა­დე­ბას ახა­სი­ა­თებს, და­ნარ­ჩე­ნე­ბი შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი შტა­მე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა არ­სე­ბობს, რომ­ლი­თაც მო­სახ­ლე­ო­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი აიც­რა.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე კო­რო­ნა­ვირუ­სი, რომ­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა ჯერ არ შექ­მნი­ლა, უფრო სა­ში­შია, რა თქმა უნდა.

- რო­გორ ფიქ­რობთ, მსოფ­ლი­ო­ში ვირუ­სის მა­სობ­რი­ვად გავ­რცე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რა შე­დე­გე­ბამ­დე მი­ვალთ?

- მსოფ­ლი­ო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის რე­ა­ლუ­რი საფრ­თხე ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს, თუმ­ცა ექ­სტრე­მა­ლუ­რი რე­ა­გი­რე­ბის, კა­რან­ტი­ნი­სა და და­ა­ვა­დე­ბულ­თა იზო­ლა­ცი­ის შე­დე­გად, ვირუს­თან გამ­კლა­ვე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს პან­დე­მი­ის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, ასე­ვე ბევ­რი ქვეყ­ნის ჯან­დაც­ვის სის­ტე­მაა ჩარ­თუ­ლი პრო­ცეს­ში. იმე­დი ვი­ქო­ნი­ოთ, ერ­თი­ა­ნი ძა­ლე­ბით მსოფ­ლიო თა­ვი­დან აი­ცი­ლებს პან­დე­მი­ას.

კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა ჯერ­ჯე­რო­ბით არ შექ­მნი­ლა. არა­ერ­თი ქვე­ყა­ნა მუ­შა­ობს ამ სა­კი­თხზე, მათ შო­რის ჩი­ნე­თიც

არ­სე­ბობს ინ­ფორ­მა­ცია, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და ვირუ­სის გა­მო­ყო­ფა, თუმ­ცა ვაქ­ცი­ნის შექ­მნის ზუს­ტი დრო არ სა­ხელ­დე­ბა.

- რო­დის გა­და­ივ­ლის ეპი­დე­მი­ის პე­რი­ო­დი, სე­ზო­ნუ­რო­ბა თუ ახა­სი­ა­თებს?

- წი­ნას­წა­რი პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბა ძნე­ლია, თუმ­ცა გა­ვიხ­სე­ნებ, რომ 2002 -2003 წლე­ბის ეპი­დე­მი­ის დროს, პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და 2002 წლის ნო­ემ­ბერ­ში, ბოლო და­ფიქ­სირ­და 2003 წლის ივ­ნის­ში.

- რა რჩე­ვებს მის­ცემ­დით მო­სახ­ლე­ო­ბას ვირუ­სებ­თან საბ­რძოლ­ვე­ლად და კონ­კრე­ტუ­ლად კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით?

- ზო­გა­დად, ჰა­ერ­წვე­თო­ვა­ნი გზით გა­დამ­დე­ბი ინ­ფექ­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში, ეფექ­ტუ­რია სტან­დარ­ტუ­ლი ჰი­გი­ე­ნუ­რი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი - ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია:

  • და­ი­ცა­ვით ხე­ლე­ბის ჰი­გი­ე­ნა - რაც შე­იძ­ლე­ბა ხში­რად და­ი­ბა­ნეთ ხე­ლე­ბი საპ­ნი­თა და წყლით ან გა­მო­ი­ყე­ნეთ ალ­კოჰო­ლის შემ­ცვე­ლი სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­შუ­ა­ლე­ბა
  • არ შე­ე­ხოთ და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ხე­ლე­ბით სა­ხეს (თვა­ლებს, ცხვირს, პირს)
  • ხში­რად გა­ა­ნი­ა­ვეთ და­ხუ­რუ­ლი სივ­რცე, სა­დაც იმ­ყო­ფე­ბით
  • მო­ე­რი­დეთ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებს
  • ატა­რეთ ქი­რურ­გი­უ­ლი ნი­ღა­ბი (თუმ­ცა ნი­ღა­ბი არ არის ვირუ­სის­გან 100%-იანი დაც­ვის გა­რან­ტია).
მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
kaxa
2

ჩინელები 2 მილიარდი არიან, იმათ რა უჭირთ, ქართველები ისედაც გადაშენების პირას ვართ, საზღვრები დაკეტეთ, ტვირთები გააჩერეთ, ცოტა ხნით გააჩერეთ სკოლები და ბაღები, ბავშვები მაინც დაინდეთ. ჩვენი მედიცინისთვის ჩვეულებრივი გრიპიც პრობლემაა და ამ ახალ და ჯერ შეუსწავლელ დაავადებას ვერ გადავიტანთ. აშენებინეთ მერე იმ ჩინელებს ავტობანი, ქართველი თუ აღარ დარჩა საქართველოში

სან დრო©
5

პანიკებს არ ვიყოთ! ყველაზე დიდი საფრთხე პანიკაა და მერე თვითონ ინფექცია. დაბანა აქამდე უნდა გესწავლათ თუ არ იცით!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან
ავტორი:

"ჩინეთიდან შემოსული ტანსაცმელი და ნივთები საშიში არ არის" - ეპიდემიოლოგი კორონავირუსსა და საქართველოში მისი გავრცელების რისკებზე

"ჩინეთიდან შემოსული ტანსაცმელი და ნივთები საშიში არ არის" - ეპიდემიოლოგი კორონავირუსსა და საქართველოში  მისი გავრცელების რისკებზე

ჩინეთში ახალი ვირუსის გავრცელების შესახებ, მსოფლიომ იანვრის შუა რიცხვებში შეიტყო, თუმცა ქვეყნები პანიკამ მას შემდეგ მოიცვა, რაც კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილების რიცხვმა იმატა. ჩინეთში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვა უკვე 100-ს გადააჭარბა, ვირუსი ელვის სისწრაფით ვრცელდება და უკვე დაფიქსირდა საფრანგეთში, გერმანიასა და აშშ-ში.

ეპიდემიოლოგი ეკა რუხაძე დეტალურად გვესაუბრება კორონავირუსის შესახებ და მოსახლეობას ამშვიდებს, რომ ძალიან მცირეა შანსი, ვირუსმა საქართველომდე მოაღწიოს.

- პირველ რიგში კორონავირუსის გარშემო ატეხილ პანიკაზე გკითხავთ, როგორც ეპიდემიოლოგს, ამ ეტაპზე რა ინფორმაცია გაქვს ვირუსის შესახებ?

- კორონავირუსები ვირუსების საკმაოდ დიდი ოჯახია (აერთიანებს 40 სახის ვირუსს), რომლებიც იწვევენ დაავადებას ადამიანებსა და ცხოველებში. სახელწოდება ამ ვირუსებმა მისი ფორმიდან გამომდინარე მიიღეს (ძალიან წააგავს გვირგვინს).

პირველად ვირუსის გამოყოფა 1965 წელს მოხდა პაციენტიდან, რომელსაც ჰქონდა მწვავე რინიტი. დაავადებათა უმრავლესობა, რომლებსაც კორონავირუსები იწვევენ, უმეტესად მსუბუქად მიმდინარეობს, მაგალითად ე.წ. ჩვეულებრივი გაციება. თუმცა ზოგიერთი შტამი სერიოზულ გართულებებს იწვევს, მაგალითად, როგორიცაა მწვავე რესპირატორული სინდრომი, იგივე ატიპიური პნევმონია, 21-ე საუკუნის პირველი ახლადაღმოცენებული ინფექციური დაავადება.

პირველი შემთხვევა გამოვლენილ იქნა 2002 წლის ნოემბერში ჩინეთის პროვინცია გუანდონგში. მაშინ ვირუსი სწრაფად გავრცელდა მეზობელ ჰონკონგში და ვიეტნამში, შემდეგ სხვა ქვეყნებსა და კონტინენტებზე. ამ ეპიდემიის დროს დაფიქსირდა დაავადების 8 437 შემთხვევა, საიდანაც 800-მდე ლეტალური გამოსავლით დამთავრდა. საქართველოში ამ დაავადების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კორონავირუსებს გააჩნია სწრაფი მუტაციის უნარი, სწორედ ამით აიხსნება მისგან გამოწვეული ეპიდემიის უეცარი აფეთქებები. ინფიცირებული ცხოველებიდან ვირუსი გადაეცემა ადამიანებს და მუტაციის შედეგად იძენს ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის უნარს, რაც მოხდა 2019 წლის 31 დეკემბერს, ჩინეთის პროვინციის ქალაქ უხანში აღმოცენებული ახალი კორონავირუსის შემთხვევაში.

თავდაპირველად ვირუსს გააჩნდა მხოლოდ ცხოველიდან ადამიანზე გადასვლის უნარი, 2020 წლის 20 იანვარს კი დადასტურდა, რომ მან უკვე შეიძინა ადამიანიდან ადამიანზე ჰაერ-წვეთოვანი გზით გავცელების უნარი.

- რამდენად არის საფრთხე რომ ვირუსმა მოაღწიოს საქართველომდე?

- საქართველო არ არის იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც არსებობს ვირუსის გავრცელების რეალური საფრთხე, მაგრამ მინიმალური ალბათობა იმისა, რომ კორონავირუსმა ჩვენს ქვეყანაშიც შემოაღწიოს, არის. ჯერჯერობით, საქართველოში შემოსულ მგზავრებს შორის აღნიშნული დაავადების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

- ქართველები პანიკამ მოიცვა, უკვე იმაზეც დაიწყეს საუბარი, რომ ჩინური არაფერი ვჭამოთ, არ დავლიოთ, არ ჩავიცვათ, რომ ვირუსი არ გადაგვედოსო...

- რაც შეეხება ჩინურ პროდუქციასთან დაკავშირებულ პანიკას: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციებს გასცემს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში წამსვლელთათვის, კერძოდ, მოერიდონ ცხოველებთან კონტაქტს (მკვდარი, ცოცხალი), ცხოველთა ბაზრებს, ფერმებს, ცხოველურ პროდუქტებს (თერმულად არასაკმარისად დამუშავებულ ხორცს).

რაც შეეხება ჩინეთიდან შემოსულ პროდუქციას, ტანსაცმელი და სხვადასხვა ტიპის მოხმარების ნივთები არ არის საშიში

- რეალურად, რამდენად საშიშია ეს ვირუსი და რა ვიცით მისი სიმპტომების შესახებ?

- დაავადების სიმპტომებია: მაღალი ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება, ტკივილი გულმკერდის არეში, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე. ასეთივე სიმპტომატიკა ახასიათებს სხვა ტიპის ვირუსებსაც, ამიტომ ნუ ჩავარდებით პანიკაში, დროულად მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებებს, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსალოდნელი გართულებები.

საქართველოში ამჟამად გავრცელებული ყველაზე საშიში შტამებია A ტიპის ვირუსის 2 და B ტიპის ვირუსის 2 შტამი. ამათგან ყველაზე მძიმე მიმდინარეობა A ტიპის H1N1 შტამით გამოწვეულ დაავადებას ახასიათებს, დანარჩენები შედარებით მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება. აღნიშნული შტამების საწინააღმდეგო ვაქცინა არსებობს, რომლითაც მოსახლეობის გარკვეული ნაწილი აიცრა.

აქედან გამომდინარე კორონავირუსი, რომლის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ არ შექმნილა, უფრო საშიშია, რა თქმა უნდა.

- როგორ ფიქრობთ, მსოფლიოში ვირუსის მასობრივად გავრცელების შემთხვევაში, რა შედეგებამდე მივალთ?

- მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების რეალური საფრთხე ნამდვილად არსებობს, თუმცა ექსტრემალური რეაგირების, კარანტინისა და დაავადებულთა იზოლაციის შედეგად, ვირუსთან გამკლავება შესაძლებელი იქნება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს პანდემიის თავიდან ასაცილებლად, ასევე ბევრი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაა ჩართული პროცესში. იმედი ვიქონიოთ, ერთიანი ძალებით მსოფლიო თავიდან აიცილებს პანდემიას.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერჯერობით არ შექმნილა. არაერთი ქვეყანა მუშაობს ამ საკითხზე, მათ შორის ჩინეთიც

არსებობს ინფორმაცია, რომ შესაძლებელი გახდა ვირუსის გამოყოფა, თუმცა ვაქცინის შექმნის ზუსტი დრო არ სახელდება.

- როდის გადაივლის ეპიდემიის პერიოდი, სეზონურობა თუ ახასიათებს?

- წინასწარი პროგნოზის გაკეთება ძნელია, თუმცა გავიხსენებ, რომ 2002 -2003 წლების ეპიდემიის დროს, პირველი შემთხვევა გამოვლინდა 2002 წლის ნოემბერში, ბოლო დაფიქსირდა 2003 წლის ივნისში.

- რა რჩევებს მისცემდით მოსახლეობას ვირუსებთან საბრძოლველად და კონკრეტულად კორონავირუსთან დაკავშირებით?

- ზოგადად, ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები ინფექციის შემთხვევაში, ეფექტურია სტანდარტული ჰიგიენური რეკომენდაციები - ყველაზე მნიშვნელოვანია:

  • დაიცავით ხელების ჰიგიენა - რაც შეიძლება ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით ან გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო საშუალება
  • არ შეეხოთ დაბინძურებული ხელებით სახეს (თვალებს, ცხვირს, პირს)
  • ხშირად გაანიავეთ დახურული სივრცე, სადაც იმყოფებით
  • მოერიდეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს
  • ატარეთ ქირურგიული ნიღაბი (თუმცა ნიღაბი არ არის ვირუსისგან 100%-იანი დაცვის გარანტია).

"ვაძლიერებთ ე.წ. პანდემიური მზადყოფნის რეჟიმს" - საქართველო ირანში ბოლო 2 კვირაში ნამყოფი პირების მიმართ კონკრეტულ ღონისძიებებს განახორციელებს

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები ჩაიშალა

28-29 თებერვალს ექსპოჯორჯიაში მასშტაბური დასაქმების ფესტივალი ჩატარდება