ავტორი:

მამის წინდებით კალათბურთის თამაშიდან კალათბურთის ლეგენდობამდე - ზუსტად ერთი წლის წინ მსოფლიომ კობი ბრაიანტი დაკარგა

მამის წინდებით კალათბურთის თამაშიდან კალათბურთის ლეგენდობამდე - ზუსტად ერთი წლის წინ მსოფლიომ კობი ბრაიანტი დაკარგა

ზუსტად ერთი წლის წინ, ამ დღეს, 26 იანვარს, მთელი მსოფლიო შეძრა ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის გარდაცვალების ამბავმა. ის კალიფორნიასთან მომხდარ ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. ვერტმფრენში სულ ცხრა მგზავრი იყო და მათ შორის კალათბურთელის 13 წლის გოგონა, ჯიანა. ბორტზე მყოფთაგან არავინ გადარჩენილა.

NBA-ის ვარსკვლავი თავისი 20-წლიანი კარიერის განმავლობაში "ლოს ანჯელეს ლეიკერსში" თამაშობდა. პროფესიულ დონეზე თამაშს თავი 2016 წელს დაანება.

წასვლამდე ბრაიანტი ემოციური წერილით გამოემშვიდობა კალათბურთს. სწორედ ამ წერილის საფუძველზე, 2018 წელს გადაიღეს მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი - Dear Basketball, რომელმაც კალათბურთის ლეგენდას "ოსკარი" მოუტანა.

AMBEBI.GE გთავაზობთ კობი ბრაიანტის წერილს კალათბურთისადმი, რომლის წაკითხვაც ემოციის გარეშე შეუძლებელია...

"ძვირფასო კალათბურთო!

იმ მომენტიდან, როცა მამაჩემის წინდებით კალათბურთს ვთამაშობდი და წარმოსახვაში "ლეიკერსისთვის" გამარჯვების მომტან ბურთს კალათში ვაგდებდი, ერთ რამეს მივხვდი:

მე შენ მიყვარხარ! ისე ძალიან მიყვარხარ, რომ ყველაფერი მოგეცი - ჩემი გონებიდან და სხეულიდან დაწყებული, ჩემი სულით დამთავრებული...

ძალიან ვარ შენზე შეყვარებული, როგორც ექვსი წლის ბიჭი.

მე არასდროს დამინახავს გვირაბის დასასრული, მე მხოლოდ საკუთარ თავს ვხედავდი, თუ როგორ მოვრბოდი ამ გვირაბიდან

მე დავრბოდი... დავრბოდი წინ და უკან, ყველა მოედანზე,

ვიბრძოდი ყველა დაკარგული ბურთისთვის... შენს გამო.

შენ ჩემგან თავდადებას ითხოვდი და მე ჩემი გული მოგეცი.

მე ოფლით და გულით ვთამაშობდი და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს გამოწვევა იყო, არამედ იმიტომ, რომ შენ მეძახდი.

მე ყველაფერი გავაკეთე შენთვის, მაგრამ შენც ყველაფერი მომეცი - შენ მე სიცოცხლე მაგრძნობინე!

შენ, 6 წლის ბიჭს, ოცნება მომეცი და ამის გამო ყოველთვის მეყვარები.

მაგრამ ახლა ჩემი სხეული მეუბნება, რომ დამშვიდობების დროა. და არაუშავს...

მზად ვარ, გაგიშვა..

მინდა, რომ იცოდე, ჩვენ ორივეს შეგვიძლია დავიმახსოვროთ ყველა მომენტი, რომელიც ერთად გვქონია... კარგიც და ცუდიც.

ჩვენ ერთმანეთს ყველაფერი მივეცით, რაც გვქონდა. და ორივემ ვიცით, არ აქვს მნიშვნელობა, რა იქნება შემდეგ...

ყოველთვის ის ბავშვი ვიქნები წინდებით რომ თამაშობდა და წინდების ბურთს ოთახის კუთხეში, ნაგვის ურნაში აგდებდა...

ხუთი წამი დარჩა, ბურთი ჩემს ხელშია: 5...4...3...2...1

ყოველთვის მეყვარები, კობი."

კობი ბრაიანტი 26 იანვარს, კალიფორნიასთან მომხდარ ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. ვერტმფრენში სულ ცხრა მგზავრი იყო და მათ შორის კალათბურთელის 13 წლის გოგონა, ჯინა. ბორტზე მყოფთაგან არავინ გადარჩენილა.

დანიელმა მამაკაცმა მსოფლიოს 94 ქვეყანაში თვითმფრინავის გარეშე იმოგზაურა - კიდევ 9 სახელმწიფო და უჩვეულო მისიას შეასრულებს

ჩარლზ დარვინის "საშინელი საიდუმლო", რომელიც სიცოცხლის ბოლომდე აწუხებდა და რაც დღემდე ამოუხსნელია

როგორ მოხვდა სალომე ზურაბიშვილი ჯენიფერ ენისტონის "ინსტაგრამზე"