პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩინელებით დასახლებულ ტერიტორიებზე ჯანდაცვის სპეციალისტები იწყებენ ვიზიტებს - ამირან გამყრელიძე კორონავირუსზე
ჩინელებით დასახლებულ ტერიტორიებზე ჯანდაცვის სპეციალისტები იწყებენ ვიზიტებს - ამირან გამყრელიძე კორონავირუსზე

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი და­ი­წყე­ბენ ვი­ზი­ტებს სა­ქარ­თვე­ლოს იმ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, სა­დაც ჩი­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან გან­სახ­ლე­ბულ­ნი. ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ჯერ­ჯე­რო­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­ეჭ­ვო სიმპტო­მე­ბი­ა­ნი არც ერთი ადა­მი­ა­ნი არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.

"რამ­დე­ნი­მე დღეა სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რომ პრო­ფი­ლაქ­ტი­კა გა­ვა­კე­თოთ, პირ­ველ რიგ­ში, ინ­ფექ­ცი­ის შე­მო­ტა­ნის, რად­გან ჩი­ნეთ­თან გვაქვს ინ­ტენ­სი­უ­რი მი­მოს­ვლა. თუ გა­მოჩ­ნდა სა­ეჭ­ვო შემ­თხვე­ვა, სწრა­ფად მოხ­დეს მისი ევა­კუ­ი­რე­ბა ოთხი­დან ერთ-ერთ ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, რო­მე­ლიც მდე­ბა­რე­ობს თბი­ლის­ში, ბა­თუმ­ში, ქუ­თა­ის­სა და ზუგ­დიდ­ში.

მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ გუ­შინ სა­ზღვარ­ზე შე­მო­ვი­და, ჩი­ნე­თის და­ახ­ლო­ე­ბით, 144 მო­ქა­ლა­ქე სხვა­დას­ხვა რე­ი­სე­ბით და სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­ვი­და, და­ახ­ლო­ე­ბით, 110 ადა­მი­ა­ნი. ჯერ­ჯე­რო­ბით, რა თქმა უნდა, არც ერთი სა­ეჭ­ვო სიმპტო­მე­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა" - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სხვა­დას­ხვა ზო­მე­ბია მი­ღე­ბუ­ლი:

"პირ­ვე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა ეს არის დიდი სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნია, ანუ ჩი­ნე­თი­დან შე­მო­სულ ყვე­ლა ადა­მი­ანს, იქ­ნე­ბა ეს პირ­და­პი­რი თუ არა­პირ­და­პი­რი რე­ი­სე­ბით, მათ ურიგ­დე­ბათ შე­სა­ბა­მი­სი გზავ­ნი­ლე­ბი სამ ენა­ზე - ქარ­თუ­ლად, ინ­გლი­სუ­რად და ჩი­ნუ­რად.

თუ ბოლო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ჩი­ნეთ­ში და გა­მო­უჩ­ნდე­ბათ ისე­თი სიმპტო­მე­ბი, რო­გო­რიც არის ტემ­პე­რა­ტუ­რა, ხვე­ლა, თა­ვის ტკი­ვი­ლი და სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა, მათ აუ­ცი­ლებ­ლად ან უნდა დარ­ე­კონ ცხელ ხაზ­ზე, ან პირ­და­პირ მი­მარ­თონ ექიმს. ექი­მი ამ სიმპტო­მე­ბის მი­ხედ­ვით გა­და­წყვეტს, მისი გა­დაყ­ვა­ნა სა­ჭი­როა თუ არა ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში.

ყვე­ლა ადა­მი­ანს აე­რო­პორ­ტში ესინ­ჯე­ბა ტემ­პე­რა­ტუ­რა და ტემ­პე­რა­ტუ­რა თუ არის 38 გრა­დუ­სი და მეტი, მა­შინ ივ­სე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ფორ­მა - ფორ­მა #9, რო­მელ­საც აკე­თებს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის სა­ბა­ჟოს ეპი­დე­მი­ო­ლო­გი და შემ­დეგ ამ ავად­მყოფს გა­სა­უბ­რე­ბას უტა­რებს გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ექი­მი. თუ სა­ეჭ­ვო სიმპტო­მე­ბი იკ­ვე­თე­ბა, მა­შინ ამ ადა­მი­ა­ნის ევა­კუ­ი­რე­ბა ხდე­ბა ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში.

დღე­ი­დან იწყე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ვი­ზი­ტი დიდი ჩა­სახ­ლე­ბის ად­გი­ლებ­ში, სა­დაც ინ­ტენ­სი­უ­რია ჩი­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გან­სახ­ლე­ბა. დღეს ქუ­თა­ი­სის და­ა­ვა­დე­ბა­თა ცენ­ტრის ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი გა­დი­ან ხა­რა­გა­უ­ლის რა­ი­ონ­ში ერთ-ერთ ასე­თი და­სახ­ლე­ბის ად­გი­ლას. იქ მათ და­უ­რიგ­დე­ბათ სა­ინ­ფორ­მა­ციო ბუკ­ლე­ტე­ბი, ჩა­უ­ტარ­დე­ბათ გა­სა­უბ­რე­ბა.“- გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 39 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mano
2

იქნებ რამე უფრო ქმედითი ღონისძიებები გატარდეს. თორემ ის, რომ დაუბანელი ხელებით არ უნდა ვიაროთ, ვირუსიანს არ უნდა ვეკონტაქტოთ მცირეწლოვნობის ასაკიდან ვიცით. მაინტერესებს, თუ არის მომზადებული შესაბამისად აღჭურვილი სპეციალიზირებული ბოქსები, ან სამედიცინო პერსონალისთვის თუ არის სპეც. ტანსაცმელი. ნუ ვიქნებით მხოლოდ დაბანილი ხელების და თერმომეტრის იმედად. 

ინნა
2

ტემპერატურის დამწევ საშუალებებს დალევს და აღარ ექნება სიცხე, მაგ მეთოდით ვერ მიხვდებიან ვირუსი აქვს თუ არა. აკრზალონ 2 კვირით ფრენები ჩინეთიდან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ჩინელებით დასახლებულ ტერიტორიებზე ჯანდაცვის სპეციალისტები იწყებენ ვიზიტებს - ამირან გამყრელიძე კორონავირუსზე

ჩინელებით დასახლებულ ტერიტორიებზე ჯანდაცვის სპეციალისტები იწყებენ ვიზიტებს - ამირან გამყრელიძე კორონავირუსზე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები დაიწყებენ ვიზიტებს საქართველოს იმ ტერიტორიებზე, სადაც ჩინეთის მოქალაქეები არიან განსახლებულნი. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჯერჯერობით, კორონავირუსის საეჭვო სიმპტომებიანი არც ერთი ადამიანი არ დაფიქსირებულა.

"რამდენიმე დღეა საქართველოში მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებები, რომ პროფილაქტიკა გავაკეთოთ, პირველ რიგში, ინფექციის შემოტანის, რადგან ჩინეთთან გვაქვს ინტენსიური მიმოსვლა. თუ გამოჩნდა საეჭვო შემთხვევა, სწრაფად მოხდეს მისი ევაკუირება ოთხიდან ერთ-ერთ ინფექციურ საავადმყოფოში, რომელიც მდებარეობს თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში.

მაქვს ინფორმაცია, რომ გუშინ საზღვარზე შემოვიდა, ჩინეთის დაახლოებით, 144 მოქალაქე სხვადასხვა რეისებით და საქართველოდან გავიდა, დაახლოებით, 110 ადამიანი. ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, არც ერთი საეჭვო სიმპტომებიანი ადამიანი არ დაფიქსირებულა" - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, საქართველოში ამ მიმართულებით სხვადასხვა ზომებია მიღებული:

"პირველი ღონისძიება ეს არის დიდი საინფორმაციო კამპანია, ანუ ჩინეთიდან შემოსულ ყველა ადამიანს, იქნება ეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი რეისებით, მათ ურიგდებათ შესაბამისი გზავნილები სამ ენაზე - ქართულად, ინგლისურად და ჩინურად.

თუ ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ ჩინეთში და გამოუჩნდებათ ისეთი სიმპტომები, როგორიც არის ტემპერატურა, ხველა, თავის ტკივილი და სუნთქვის გაძნელება, მათ აუცილებლად ან უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე, ან პირდაპირ მიმართონ ექიმს. ექიმი ამ სიმპტომების მიხედვით გადაწყვეტს, მისი გადაყვანა საჭიროა თუ არა ინფექციურ საავადმყოფოში.

ყველა ადამიანს აეროპორტში ესინჯება ტემპერატურა და ტემპერატურა თუ არის 38 გრადუსი და მეტი, მაშინ ივსება შესაბამისი ფორმა - ფორმა #9, რომელსაც აკეთებს შემოსავლების სამსახურის საბაჟოს ეპიდემიოლოგი და შემდეგ ამ ავადმყოფს გასაუბრებას უტარებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ექიმი. თუ საეჭვო სიმპტომები იკვეთება, მაშინ ამ ადამიანის ევაკუირება ხდება ინფექციურ საავადმყოფოში.

დღეიდან იწყება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების ვიზიტი დიდი ჩასახლების ადგილებში, სადაც ინტენსიურია ჩინეთის მოქალაქეების განსახლება. დღეს ქუთაისის დაავადებათა ცენტრის ეპიდემიოლოგები გადიან ხარაგაულის რაიონში ერთ-ერთ ასეთი დასახლების ადგილას. იქ მათ დაურიგდებათ საინფორმაციო ბუკლეტები, ჩაუტარდებათ გასაუბრება.“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

"ინსულტი დაემართა... სიცოცხლისთვის იბრძვის" - ნიკუშა ჭიჭიკოშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

მალხაზ მაჩალიკაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" დაადასტურა, რომ კიევში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა

წვიმა, ძლიერი ქარი და მთაში თოვლი - როგორი ამინდი იქნება ხვალიდან