საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველო ღვინისა და მრავალხმიანობის აკვანი" - პროფესორ გია ბაღაშვილის პრეზენტაცია პრაღაში უცხოელი ელჩებისთვის
"საქართველო ღვინისა და მრავალხმიანობის აკვანი" - პროფესორ გია ბაღაშვილის პრეზენტაცია პრაღაში უცხოელი ელჩებისთვის

24 იან­ვარს, პრა­ღა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­ში დიდი წარ­მა­ტე­ბით ჩა­ტარ­და ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ეთ­ნო­მუ­სი­კო­ლო­გის, პრო­ფე­სორ გია ბა­ღაშ­ვი­ლის პრე­ზენ­ტა­ცია თე­მა­ზე: "სა­ქარ­თვე­ლო ღვი­ნი­სა და მრა­ვალ­ხმი­ა­ნო­ბის აკ­ვა­ნი".

პრე­ზენ­ტა­ცი­ას ეს­წრე­ბოდ­ნენ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მათ შო­რის 10 ქვეყ­ნის ელჩი: ეს­პა­ნე­თის, თურ­ქე­თის, უნ­გრე­თის, ტა­ი­ლან­დის, პე­რუს, გა­ნას, მოლ­დო­ვას, სომ­ხე­თის, იე­მე­ნი­სა და ეგ­ვიპ­ტის.

ტა­ი­ლან­დის ელჩი ურე­ე­რატ ჩა­რე­ონ­ტო, სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი მა­რი­ამ რაქ­ვი­აშ­ვი­ლი, პრო­ფე­სო­რი გია ბა­ღაშ­ვი­ლი, პე­რუს ელჩი ლი­ლი­ა­ნა დე ოლარ­ტე დე ტო­რეს მუგა, გა­ნის ელჩი ვირ­ჯი­ნია ჰეს­სე

მა­რი­ამ რაქ­ვი­აშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელჩი ჩე­ხეთ­ში:

„ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა დღეს, ჩე­ხეთ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­ში, პრო­ფე­სორ გია ბა­ღაშ­ვი­ლის მიერ. ღო­ნის­ძი­ე­ბას და­ეს­წრნენ ელ­ჩე­ბი ბევ­რი ქვეყ­ნი­დან. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქვეყ­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია სწო­რედ ამ ტი­პის სა­მეც­ნი­ე­რო თე­მა­ტი­კით, რო­მე­ლიც ეხე­ბა ჩვენ­თვის ისეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებს, რო­გო­რიც არის ღვი­ნო და ქარ­თუ­ლი პო­ლი­ფო­ნია.“

ან­ხელ ლო­სა­და ტო­რეს ქუ­ე­ვე­დო, ეს­პა­ნე­თის ელჩი ჩე­ხეთ­ში:

"გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი და აღ­ტა­ცე­ბუ­ლი ვარ ქარ­თვე­ლი პრო­ფე­სო­რის პრე­ზენ­ტა­ცი­ის უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხით. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ დღეს აქ ყოფ­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა".

საიდ მო­ჰა­მედ ელ­სა­იდ ჰინ­დე­მი, ეგ­ვიპ­ტის ელჩი ჩე­ხეთ­ში:

"და­უ­ვი­წყა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბით მივ­დი­ვარ პრო­ფე­სორ ბა­ღაშ­ვი­ლის პრე­ზენ­ტა­ცი­ი­დან. გან­ცვიფ­რე­ბუ­ლი დავ­რჩი იმ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხის სიმ­ღე­რებს გა­მო­არ­ჩევს. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო იყო სა­მეც­ნი­ე­რო მა­სა­ლის გაც­ნო­ბა, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებს რომ ღვი­ნის წარ­მო­შო­ბის 8000 წლი­ა­ნი ის­ტო­რია სწო­რედ თქვენს ქვე­ყა­ნას უკავ­შირ­დე­ბა. დღე­ვან­დელ­მა სა­ღა­მომ მომ­ცა სტი­მუ­ლი ბევ­რად მეტი შე­ვი­ტყო სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ".

ურე­ე­რატ ჩა­რე­ონ­ტო, ტა­ი­ლან­დის ელჩი ჩე­ხეთ­ში:

„გა­მორ­ჩე­უ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო პრე­ზენ­ტა­ცი­ას და­ვეს­წა­რი. უამ­რა­ვი ახა­ლი რამ შვი­ტყვე სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის შე­სა­ხებ. უღ­რმე­სი მად­ლო­ბა პრო­ფე­სორ ბა­ღაშ­ვილს და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს ჩე­ხეთ­ში.“

ვირ­ჯი­ნია ჰეს­სე, გა­ნის ელჩი ჩე­ხეთ­ში:

„ძალ­ზე ვი­სი­ა­მოვ­ნე დღე­ვან­დე­ლი პრე­ზენ­ტა­ცი­ით. ღვი­ნი­სა და ქარ­თუ­ლი პო­ლი­ფო­ნი­ის ასე­თი მდი­და­რი ის­ტო­რია უაღ­რე­სად შთამ­ბეჭ­და­ვია. გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ვი­ხიბ­ლე ქარ­თუ­ლი მრა­ვალ­ხმი­ა­ნი სიმ­ღე­რით, რო­მე­ლიც კოს­მოს­ში ყო­ფი­ლა გაგ­ზავ­ნი­ლი.“

ღო­ნის­ძი­ე­ბა ჩა­ტარ­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­სა და ჩე­ხეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს ორ­გა­ნი­ზე­ბით.

ლი­ლი­ა­ნა დე ოლარ­ტე დე ტო­რეს მუგა, პე­რუს ელჩი ჩე­ხეთ­ში:

"პრო­ფე­სორ ბა­ღაშ­ვი­ლის ლექ­ცი­ამ სა­ქარ­თვე­ლო ხე­ლახ­ლა შე­მაყ­ვა­რა. ასეთ დი­ნა­მი­ურ და მრა­ვალ­მხრივ პრე­ზენ­ტა­ცი­ას იშ­ვი­ა­თად დავ­სწრე­ბი­ვარ. დიდი მად­ლო­ბა".

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გურამი@
5

დიდ საქმეს აკეთებთ ბატონო გია! მეამაყებით!

ოდრი
16

და რომაული არდადეგების ამსახველი ფოტოები სად არის?

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

"საქართველო ღვინისა და მრავალხმიანობის აკვანი" - პროფესორ გია ბაღაშვილის პრეზენტაცია პრაღაში უცხოელი ელჩებისთვის

"საქართველო ღვინისა და მრავალხმიანობის აკვანი" - პროფესორ გია ბაღაშვილის პრეზენტაცია პრაღაში უცხოელი ელჩებისთვის

24 იანვარს, პრაღაში, საქართველოს საელჩოში დიდი წარმატებით ჩატარდა ცნობილი ქართველი ეთნომუსიკოლოგის, პროფესორ გია ბაღაშვილის პრეზენტაცია თემაზე: "საქართველო ღვინისა და მრავალხმიანობის აკვანი".

პრეზენტაციას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის 10 ქვეყნის ელჩი: ესპანეთის, თურქეთის, უნგრეთის, ტაილანდის, პერუს, განას, მოლდოვას, სომხეთის, იემენისა და ეგვიპტის.

ტაილანდის ელჩი ურეერატ ჩარეონტო, საქართველოს ელჩი მარიამ რაქვიაშვილი, პროფესორი გია ბაღაშვილი, პერუს ელჩი ლილიანა დე ოლარტე დე ტორეს მუგა, განის ელჩი ვირჯინია ჰესსე

მარიამ რაქვიაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთში:

„ძალიან საინტერესო პრეზენტაცია გაიმართა დღეს, ჩეხეთში, საქართველოს საელჩოში, პროფესორ გია ბაღაშვილის მიერ. ღონისძიებას დაესწრნენ ელჩები ბევრი ქვეყნიდან. ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის პოპულარიზაცია სწორედ ამ ტიპის სამეცნიერო თემატიკით, რომელიც ეხება ჩვენთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის ღვინო და ქართული პოლიფონია.“

ანხელ ლოსადა ტორეს ქუევედო, ესპანეთის ელჩი ჩეხეთში:

"გაკვირვებული და აღტაცებული ვარ ქართველი პროფესორის პრეზენტაციის უმაღლესი ხარისხით. ბედნიერი ვარ, რომ დღეს აქ ყოფნის საშუალება მომეცა".

საიდ მოჰამედ ელსაიდ ჰინდემი, ეგვიპტის ელჩი ჩეხეთში:

"დაუვიწყარი შთაბეჭდილებით მივდივარ პროფესორ ბაღაშვილის პრეზენტაციიდან. განცვიფრებული დავრჩი იმ მრავალფეროვნებით, რომელიც საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერებს გამოარჩევს. განსაკუთრებით საინტერესო იყო სამეცნიერო მასალის გაცნობა, რომელიც ადასტურებს რომ ღვინის წარმოშობის 8000 წლიანი ისტორია სწორედ თქვენს ქვეყანას უკავშირდება. დღევანდელმა საღამომ მომცა სტიმული ბევრად მეტი შევიტყო საქართველოს შესახებ".

ურეერატ ჩარეონტო, ტაილანდის ელჩი ჩეხეთში:

„გამორჩეულად საინტერესო პრეზენტაციას დავესწარი. უამრავი ახალი რამ შვიტყვე საქართველოს კულტურის შესახებ. უღრმესი მადლობა პროფესორ ბაღაშვილს და საქართველოს საელჩოს ჩეხეთში.“

ვირჯინია ჰესსე, განის ელჩი ჩეხეთში:

„ძალზე ვისიამოვნე დღევანდელი პრეზენტაციით. ღვინისა და ქართული პოლიფონიის ასეთი მდიდარი ისტორია უაღრესად შთამბეჭდავია. განსაკუთრებით მოვიხიბლე ქართული მრავალხმიანი სიმღერით, რომელიც კოსმოსში ყოფილა გაგზავნილი.“

ღონისძიება ჩატარდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩეხეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით.

ლილიანა დე ოლარტე დე ტორეს მუგა, პერუს ელჩი ჩეხეთში:

"პროფესორ ბაღაშვილის ლექციამ საქართველო ხელახლა შემაყვარა. ასეთ დინამიურ და მრავალმხრივ პრეზენტაციას იშვიათად დავსწრებივარ. დიდი მადლობა".

"ნინი მოსკოვში ჩარჩა... მეშინია ხათუნას არაფერი გადაედოს" - ზურა ხაჩიძე მაღალი სიცხის გამო თვითიზოლაციაშია

რუსული შოუბიზნესი პანიკაშია - კორონავირუსით ინფიცირებულმა ლევ ლეშენკომ, ბომონდურ წვეულებაზე მოილხინა

"ვიყიდე ფოცხი და ბარი..." - ქრისტინე იმედაძე ბაბუის სახლში ბაღის გაშენებას გეგმავს