ლოს-ანჯელესში წლის მთავარი მუსიკალური დაჯილდოება, Grammy 2020 გაიმართა. "გრემის" 62- ე ცერემონიის მთავარი ტრიუმფატორი ბილი აილიში იყო, რომელმაც ოქროს გრამაფონი რამდენიმე ნომინაციაში მიიღო. აილიში გახდა წლის მომღერალი, ასევე გაიმარჯვა ნომინაციაში "წლის ალბომი", "წლის ჩანაწერი" და "წლის სიმღერა". ეს ტიტული შემსრულებლის Bad Guy-მ მოიპოვა.
"გრემი" ის დაჯილდოებაა, სადაც გამარჯვებულებზე მეტად ყურადღებას ვარსკვლავების სამოსი, მათი ჩაცმის სტილი იპყრობს. წელსაც ზოგიერთი ვარსკვლავი გამოირჩა უცნაური და უჩვეულო ჩაცმის სტილით და საზოგადოების ყურადღება სწორედ ამ კუთხით მიიპყრეს.
ვნახოთ "გრემი 2020" - ის რამდენიმე ვარსკვლავური სტილი, რომელიც მოდის კრიტიკოსებმა ყველაზე გამორჩეულად, უცნაურად და უგემოვნოდ მიიჩნიეს.